კახა კალაძე

22 Sep. 2017, 22:17

დედაქალაქში, დაახლოებით, 1 400-მდე მცირე და საშუალო ზომის სკვერია და თუ ვნახავთ, არსებულ სკვერებში მართლაც ძალიან ცუდი მდგომარეობაა. მწვანე საფარი საერთოდ არ არსებობს. ზოგადად, ჩვენი მიდგომა იყო ასეთი, რომ სკვერებში მწვანე საფარი არ უნდა ყოფილიყო, რაც არასწორია. ალბათ ყველა ვხედავთ, ქარის დროს როგორი მტვერია და ამას თითოეული ჩვენგანი სუნთქავს. ამიტომ, ამ მიმართულებით ჩვენს შემდეგ ღონისძიებებს განსაკუთრებული ყურადღება დაეთმობა.

ყველაზე მტკივნეული ჰაერის დაბინძურებაა. მისი მთავარი გამომწვევი მიზეზი გრუნტია, რომელიც ჩვენს დედაქალაქში მწვანე საფარით კარგად არ არის დაფარული. ასევე, ტრანსპორტის გამონაბოლქვი და მშენებლობები. ვფიქრობთ, რომ ის ღონისძიებები, რომელსაც ჩვენ განვახორციელებთ, მათ შორის, მშენებლობის სტანდარტების გამკაცრებისა და ქალაქგანვითარებაში სხვადასხვა ეკოლოგიური საკითხების, როგორც გამჭოლი ხაზის შეტანით, იქნება გადამწყვეტი გზა, რომელის ეტაპობრივად შეგვაქმნევინებს ისეთ დედაქალაქს, რომელიც ჩვენ გვსურს.


კომენტარები

კვირის ტოპ-5

  1. მდინარაძე: როცა ქალი ამბობს, "არ ვარ დაოჯახებული, მაგრამ მინდა მყავდეს შვილი", ამის უფლება უნდა ჰქონდეს თუ არა, საკამათოა
  2. ალტ-ინფო აცხადებს, რომ საჯარო რეესტრმა მათი ახალი პარტიის, "ქართული იდეის" გაუქმების პროცესი დაიწყო
  3. დააკავეს საქართველოს 4 მოქალაქე, რომლებმაც ევროკავშირის ქვეყნების ბიბლიოთეკებიდან ძვირადღირებული წიგნები მოიპარეს
  4. ნიკა გვარამია : სრული კატასტროფა — რუსული კანონის გამო, ევროპარლამენტი საქართველოსთან უვიზო მიმოსვლის გადახედვას ითხოვს
  5. პასკა — სააღდგომო სუფრის განუყოფელი ნაწილი

გირჩევთ

ახლა კითხულობენ