ლევან კობიაშვილი

23 Sep. 2017, 22:07

ე.წ. პოლიტიკოსებზე, რომლებსაც სურდათ ეს თემა სხვა კუთხით წაეყვანათ, მოკლედ ვიტყვი, რომ მათ რა მხარდამჭერებიც ჰყავთ, მაგდენი თასი აქვს მოგებული კახა კალაძეს და სახლში უდევს. ჩემთვის წარმოუდგენელია ჩვენს ქვეყანაში ჩატარდეს ფეხბურთის მატჩი და იქ კახამ არ მიიღოს მონაწილეობა. სხვადასხვა ქვეყნებში, რომ თამაშები ტარდებოდა, იქ ეპატიჟებოდნენ. როცა თავის ქვეყანაში ჩამოდიან ასეთი დონის ვარსკვლავები, კახიმ არ ითამაშოს იმიტომ, რომ გაურკვეველი წარმომავლობის თუ წარმოშობის პოლიტიკოსების აზრით, მას ამის უფლება არ აქვს, აბსურდული და არაადეკვატურია. ვერცერთ კანონში ვერ ვნახავთ, რომ მერობის კანდიდატს საქველმოქმედო მატჩში მონაწილეობის უფლება არ აქვს. 

ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტმა, ლევან კობიაშვილმა TV იმედის ეთერში ჟურნალისტ თეა სიჭინავას კითხვას - ხომ არ უქმნის წინასაარჩევნოდ უხერხულობას ვარსკვლავების მატჩის ორგანიზება ფეხბურთის ფედერაციას - უპასუხა. 


კომენტარები

კვირის ტოპ-5

  1. ბიძინა ივანიშვილის მიერ დაფუძნებული უნივერსიტეტის სტუდენტები რუსული კანონის წინააღმდეგ მარშს გამართავენ
  2. მამუკა მდინარაძე: აღმოჩნდა, რომ 12-მილიმეტრიანი თიაქრით დავდიოდი, ამიტომ ვერ ვიყავი დღეს, ჩათვალეთ, 84-ე ხმა ჩემია
  3. ჟურნალისტური ეთიკის ქარტიის განცხადება კახა კალაძის მიერ, ჟურნალისტის შეურაცხყოფის ფაქტზე
  4. რამდენიმე სიმართლე, რისთვისაც თვალის გასწორება მოგიწევთ თქვენი პარპაშის დასრულებამდე — ჯაფარიძე ოცნებას
  5. რუსული კანონის მხარდამჭერი ბიზნესმენების სია: კავშირები მთავრობასთან, შემოწირულება და კორუფციული ბრალდებები

გირჩევთ

ახლა კითხულობენ

გადახედვა

ახლობლები ეძებენ აქციაზე საჩხერიდან ჩამოსულ კაცს — მას, სავარაუდოდ, სპეცრაზმმა სცემა

რა ხდება: კაცი, რომელიც აქციაზე დასასწრებად თბილისში საჩხერიდან ჩამოვიდა, გაუჩინარდა. ფსიქოლოგი ნათია ფანჯიკიძე…