დიდი ბრიტანეთის პარლამენტში ქართული კერძების კვირეული გაიმართა, რომლის დასრულების შემდეგაც, ქართული კერძების ნაწილი პარლამენტში მდებარე რესტორნის მუდმივ მენიუში იქნა შეტანილი.

დიდ ბრიტანეთსა და ჩრდილოეთ ირლანდიის გაერთიანებულ სამეფოში საქართველოს საელჩოს ინიციატივით ქართული სამზარეულოს კვირეული A Taste Adventure to Georgia პირველად მოეწყო. კვირეულის ფარგლებში, რომელიც სექტემბრის პირველ ნაწილში გაიმართა, მსურველებს საშუალება მიეცათ პარლამენტის რესტორანში დაეგემოვნებინათ ქართული ეროვნული კერძები.

ღონისძიებას დაესწრნენ ბრიტანეთის პარლამეტის წევრები, ბრიტანეთის პარლამენტის საქართველოს საკითხებზე მომუშავე პარტიათაშორისი საპარლამენტო ჯგუფი და მისი თავმჯდომარე, ჯონათან ჯანოღლი.