საქართველოს საპარლამენტო უმცირესობის დეპუტატებმა საკონსტიტუციო ცვლილებების მესამე მოსმენით განხილვის პროცესი დატოვეს. უმცირესობის წარმომადგენლების დარბაზიდან გასვლას ტაში, სტვენა და სიცილი მოჰყვა.

"თქვენ ქმნით სამარცხვინო ფურცელს საქართველოს ისტორიაში, თქვენ იმსახურებთ, დარჩეთ ამ ფარსში მარტო", - განაცხადა საპარლამენტო უმცირესობის წევრმა, ელენე ხოშტარიამ და თანაგუნდელებთან ერთად დარბაზი დატოვა.

მაშინ, როცა საპარლამენტო უმცირესობა დარბაზს ტოვებდა, სავარაუდოდ, პარლამენტის ვიცე-სპიკერმა, თამარ ჩუგოშვილმა პროცესს "ძალიან საცოდავი შოუ" უწოდა.

დღეს, 26 სექტემბერს საპარლამენტო უმრავლესობა საქართველოს კონსტიტუციის პროექტს მესამე მოსმენით განიხილავს.