ილიაუნის სამეცნიერო პიკნიკი 2017 - სრული პროგრამა
30 სექტემბერს, ვაკის პარკში, 11:00-დან 22:00 საათამდე, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის რიგით მეექვსე სამეცნიერო პიკნიკი გაიმართება.
2017 წლის სამეცნიერო პიკნიკზე წარმოდგენილი 49 კარავი დაეთმობა უნივერსიტეტებს, არასამთავრობო ორგანიზაციებს, კერძო და საჯარო სასწავლო დაწესებულებებს და სკოლებს საქართველოს სხვადასხვა რეგიონიდან. წარმოდგენილი ორგანიზაციები საინტერესო ექსპერიმენტებს ჩაატარებენ და ინტერაქციულ გამოფენებს წარმოადგენენ.
ღონისძიების ფარგლებში გაიმართება სამეცნიერო პიკნიკისთვის სპეციალურად დადგმული სპექტაკლი „ყვავილების ალქიმია“. სცენა ასევე დაეთმობა „ექსპერიმენტორიუმს“, რომელიც სახალისო და საინტერესო შოუპროგრამას წარმოადგენს.
ასევე მოეწყობა სამეცნიერო კაფე, სადაც ილიაუნის მეცნიერები წაიკითხავენ ლექციებს სხვადასხვა საინტერესო თემებზე.
ილიაუნის სამეცნიერო პიკნიკი საქართველოში ერთ-ერთი პირველი ღონისძიებაა, რომელიც ღია ცის ქვეშ მეცნიერების პოპულარიზაციის მიზნით ყოველწლიურად იმართება. ღონისძიება უპირველესად განკუთვნილია სკოლის ასაკის მოზარდებისთვის, თუმცა საინტერესოა ნებისმიერი ასაკის ადამიანებისთვისაც.
პიკნიკის მთავარი ამოცანაა სახალისო ფორმით წარმოაჩინოს თანამედროვე მეცნიერების მიღწევები, განსაკუთრებით – საბუნებისმეტყველო დისციპლინებში.
წელს ილიაუნის სამეცნიერო ფესტივალი საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს მიერ ორგანიზებული მეცნიერებისა და ინოვაციების თბილისის ფესტივალის ფარგლებში ჩატარდება.
ილიაუნის სამეცნიერო პიკნიკის ფარგლებში გაიმართება პირველკურსელებისადმი მიძღვნილი კონცერტი, რომელშიც მონაწილეობას მიიღებენ ჯგუფები: არა და MokuMoku.
ილიაუნის სამეცნიერო პიკნიკი 2017-ს ილიაუნის პროგრამა:
ილიაუნის დედამიწის შემსწავლელი მეცნიერებების კარავში გთავაზობთ:
- მიკროსკოპისა და ლაბორატორიული ხელსაწყოების დემონსტრაციას
- ქანებისა და მინერალების კოლექციას;
- ვულკანის მოდელს;
- სხვადასხვა ნივთიერების ანალიზის ჩატარების მეთოდების ✔ჩვენება ქანებში, წყალსა და ნიადაგში;
- სხვადასხვა ქანის შლიფები;
- ქანების და მადნების ნიმუშები;
- საველე და კვლევითი აღჭურვილობა;
- საველე სამუშაოების მიმდინარეობა;
- კვადკოპტერი;
ბოტანიკის კარავში:
- გაეცნობით სამკურნალო მცენარეებს;
- საგანგებო რუკის მეშვეობით შეისწავლით, რომელი მცენარე რა მინერალებს შეიცავს;
- დაათვალიერებთ ალერგიული მტვრის მარცვლებს;
- მიკროსკოპით დააკვირდებით მცენარეებს.
არქეოლოგიის კარავში შემოგთავაზებთ:
- არქეოლოგიური სამარხის იმიტაციას.
- შეგეძლებათ, თავად იმუშაოთ როგორც არქეოლოგმა და დაამუშაოთ„აღმოჩენილი“ ნივთები.
GameLab Iliauni-ის კარავში:
- იმოგზაურებთ ვირტუალურ სამყაროში.
- შეიტყობთ მეტს კომპიუტერულ თამაშებსა და ვირტუალურ რეალობასთანდაკავშირებულ უახლეს ტენდენციებზე.
ილიაუნის ასტრონომიის კარავში თქვენ შეძლებთ:
- ტელესკოპით (ფილტრით) დააკვირდეთ მზეს;
- გაეცნოთ ტელესკოპთა ტიპებს;
- შეიტყოთ მეტი ცისარტყელისა და სპექტროსკოპიის შესახებ;
- გააკეთოთ მზის ლაქების ჩანახატები;
- გაეცნოთ მზის პლანეტარული სისტემის მოდელს;
- ახსნათ სეზონების ცვლილება;
- შეისწავლოთ ვარსკვლავური ცის რუკა;
- ნახოთ ვიდეოპრეზენტაციები და დაათვალიეროთ საინტერესო ასტრონომიული პლაკატები თუ წიგნები;
ილიაუნის ფიზიკის კარავში შეძლებთ დააკვირდეთ იონიზირებული რადიაციის ნაწილაკების მოძრაობას, გარდა ამისა:
- შეიტყობთ, რა მოსდევს ნიობიუმის მაგნიტის ვარდნას ლითონის მილში;
- შეძლებთ, დააკვირდეთ მექანიკურ ტალღებს სითხეში;
- დაათვალიერებთ კომპიუტერის მექანიზმსა და მის დეტალებს;
- შეძლებთ, თავადვე შექმნათ სხვადასხვა ლაბორატორიული ხელსაწყო;
- ჩაატარებთ მარტივ ცდებს და მიიღებთ კვალიფიციურ კონსულტაციას.
წლევანდელ სამეცნიერო პიკნიკზე თბილისის ზოოპარკის ბინადრებსაც შეხვდებით. თბილისის ზოოპარკი • Tbilisi Zoo-ის კარავში პიკნიკის მონაწილეთ შეეძლებათ არა მარტო გაეცნონ უშხამო გველებს, პონსა და ფრინველებს, არამედ მოეფერონ და ეთამაშონ კიდეც. ზოოპარკის წარმომადგენელი უამბობს სტუმრებს მათ შესახებ.
სპექტაკლი „ყვავილების ალქიმია“, რომელიც საგანგებოდ სამეცნიერო პიკნიკისთვის იდგმება, ადამიანის უსაზღვრო შესაძლებლობებს ეხება და მაყურებელს სანახაობრივად მრავალფეროვან წარმოდგენას ჰპირდება;
-
გადახედვააქცია ქართული ოცნების ოფისთან — სანაპირო გადაკეტილია აქცია ქართული ოცნების ოფისთან — სანაპირო გადაკეტილია
-
გადახედვასასტუმრო პარაგრაფთან აქციის მონაწილე დააკავეს სასტუმრო პარაგრაფთან აქციის მონაწილე დააკავეს
-
გადახედვაპრეზიდენტმა ე.წ ოფშორების კანონს ვეტო დაადო პრეზიდენტმა ე.წ ოფშორების კანონს ვეტო დაადო
-
გადახედვასაქართველოს რეიტინგი, პრესის თავისუფლების მსოფლიო ინდექსში, 26 ადგილით დაეცა საქართველოს რეიტინგი, პრესის თავისუფლების მსოფლიო ინდექსში, 26 ადგილით დაეცა
-
გადახედვაჟურნალისტური ეთიკის ქარტიის განცხადება კახა კალაძის მიერ, ჟურნალისტის შეურაცხყოფის ფაქტზე ჟურნალისტური ეთიკის ქარტიის განცხადება კახა კალაძის მიერ, ჟურნალისტის შეურაცხყოფის ფაქტზე
-
გადახედვადღეს, კობახიძემ, ამ ქვეყნის ისტორიაში უპრეცედენტო და უდიდესი თავდასხმა განახორციელა აშშ-ზე — გრიგოლ გეგელია დღეს, კობახიძემ, ამ ქვეყნის ისტორიაში უპრეცედენტო და უდიდესი თავდასხმა განახორციელა აშშ-ზე — გრიგოლ გეგელია
-
გადახედვარა უნდა ვიცოდეთ დღევანდელ პროტესტზე, რომელიც 18:30-ზე დაიწყება სასტუმრო პარაგრაფთან, თავისუფლების მოედანზე რა უნდა ვიცოდეთ დღევანდელ პროტესტზე, რომელიც 18:30-ზე დაიწყება სასტუმრო პარაგრაფთან, თავისუფლების მოედანზე
-
გადახედვაკობახიძე აშშ-ს "ორ რევოლუციურ მცდელობაში" ადანაშაულებს — რა გავიგეთ მისი და აშშ-ის სახელმწიფო მდივნის მრჩევლის პოსტებიდან X-ზე კობახიძე აშშ-ს "ორ რევოლუციურ მცდელობაში" ადანაშაულებს — რა გავიგეთ მისი და აშშ-ის სახელმწიფო მდივნის მრჩევლის პოსტებიდან X-ზე
-
გადახედვაკალაძე სპორტსმენებზე, რომელმაც ხელისუფლების ძალადობა დაგმეს: "მეც ვუერთდები "არა რუსულ კანონს", ამ სუფთა ქართულ კანონს კი აუცილებლად მივიღებთ" კალაძე სპორტსმენებზე, რომელმაც ხელისუფლების ძალადობა დაგმეს: "მეც ვუერთდები "არა რუსულ კანონს", ამ სუფთა ქართულ კანონს კი აუცილებლად მივიღებთ"
-
გადახედვამინდა, მივმართო ჩვენი ქვეყნის აკრედიტებულ ელჩებს მეგობარ ქვეყნებში... საკითხი ეხება ჩვენი ქვეყნის მომავალს! — მამუკა ხაზარაძე მინდა, მივმართო ჩვენი ქვეყნის აკრედიტებულ ელჩებს მეგობარ ქვეყნებში... საკითხი ეხება ჩვენი ქვეყნის მომავალს! — მამუკა ხაზარაძე
-
გადახედვაპოლიციის უმოქმედობა აქციის მონაწილეებზე ძალადობას ახალისებს — DRI პოლიციის უმოქმედობა აქციის მონაწილეებზე ძალადობას ახალისებს — DRI
-
გადახედვაპარლამენტში 3 და 4 მაისს უსაფრთხოების ყვითელი დონე იმოქმედებს — ვიზიტორებს ეზღუდებათ პარლამენტის სასახლეში შესვლა პარლამენტში 3 და 4 მაისს უსაფრთხოების ყვითელი დონე იმოქმედებს — ვიზიტორებს ეზღუდებათ პარლამენტის სასახლეში შესვლა
-
გადახედვა11 მაისს, ევროპის დღეს, რუსული კანონის საწინააღმდეგო მანიფესტაცია დაანონსდა 11 მაისს, ევროპის დღეს, რუსული კანონის საწინააღმდეგო მანიფესტაცია დაანონსდა
-
გადახედვაცირკთან აქციის მონაწილეებს, უცნობი პირები, ფიზიკურად გაუსწორდნენ ცირკთან აქციის მონაწილეებს, უცნობი პირები, ფიზიკურად გაუსწორდნენ
-
გადახედვასაფრანგეთში მცხოვრები ქართველი სტუდენტები რუსული კანონის გაწვევას მოითხოვენ და აქციის მონაწილეებზე ძალადობას გმობენ საფრანგეთში მცხოვრები ქართველი სტუდენტები რუსული კანონის გაწვევას მოითხოვენ და აქციის მონაწილეებზე ძალადობას გმობენ
-
გადახედვაგზის გადაკეტვა შეკრების თავისუფლების ფორმაა — საია გზის გადაკეტვა შეკრების თავისუფლების ფორმაა — საია
-
გადახედვაკობახიძე აშშ-ში მიიწვიეს დათქმით, რომ ვიზიტამდე უნდა შეჩერებულიყო კანონპროექტის განხილვა — საგარეო აშშ-ის ელჩის განცხადებაზე კობახიძე აშშ-ში მიიწვიეს დათქმით, რომ ვიზიტამდე უნდა შეჩერებულიყო კანონპროექტის განხილვა — საგარეო აშშ-ის ელჩის განცხადებაზე
-
-
გადახედვაპოლიციამ გმირთა მოედანზე, რამდენიმე წუთის წინ, სამი ადამიანი დააკავა პოლიციამ გმირთა მოედანზე, რამდენიმე წუთის წინ, სამი ადამიანი დააკავა
-
გადახედვაჩაკვეტაძე: არაფერი არ დგას ჩვენს ხალხზე მაღლა, გაიწვიეთ ეს კანონი ჩაკვეტაძე: არაფერი არ დგას ჩვენს ხალხზე მაღლა, გაიწვიეთ ეს კანონი
-
გადახედვაპოლიცია ცდილობს, გმირთა მოედანზე მოძრაობა გახსნას — სამართალდამცველები აქციის მონაწილეების მიმართ ძალას იყენებენ პოლიცია ცდილობს, გმირთა მოედანზე მოძრაობა გახსნას — სამართალდამცველები აქციის მონაწილეების მიმართ ძალას იყენებენ
კომენტარები