არასამთავრობოები ფარული მიყურედების აღმოფხვრასთან დაკავშირებულ ინიციატივაზე მუშაობენ
არასამთავრობო ორგანიზაციები მიიჩნევენ, რომ სამართალდამცავ უწყებებს ადამიანების ფარული მიყურადება გარე კონტროლის მექანიზმის გარეშე არ უნდა შეეძლოთ. NGO-ების აზრით, ფარულ ჩანაწერებთან დაკავშირებით მიმდინარე გამოძიება, ჯერჯერობით, წინ არ მიდის, ხოლო იმ შემთხვევაში, თუ ისინი სახელმწიფოს მხრიდან ეფექტურ რეაგირებას ვერ დაინახავენ, შესაძლოა კამპანიამ ეს შენ გეხება პოლიტიკური პირების პასუხისმგებლობის საკითხიც დააყენოს. ამ საკითხთან დაკავშირებით კამპანიაში ჩართულმა არასამთავრობოებმა ფონდ ღია საზოგადოება-საქართველოს ოფისში დახურული შეხვედრა დღეს, 28 მარტს, გამართეს.
"ჩვენ ვფიქრობთ, რომ გასაღები არ უნდა იყოს მხოლოდ და მხოლოდ სამართალდამცავი უწყებების ხელში. მთავარი არის, რომ მათ არ უნდა შეეძლოთ ვინმეს მოსმენა გარე კონტროლის გარეშე. ყოველთვის უნდა იყოს მეორე ან მესამე პირი, რომელიც მათ გააკონტროლებს", - განაცხადა საერთაშორისო გამჭვირვალობის დირექტორმა ეკა გიგაურმა.
NGO-ები მიიჩნევენ, რომ არსებული სიტუაციიდან გამოსავალი მხოლოდ სანქციის დამძიმება ვერ იქნება, ცვლილებების საკანონმდებლო დონეზე უნდა განხორციელდეს და აუცილებლად აისახოს პრაქტიკაში. მათი თქმით, ამ პროცესში იმ დეპუტატების დაკითხვა, რომლებიც ბოლო დღეებში ფარულ ჩანაწერებთან დაკავშირებით კომენტარებს აკეთებენ, შეიძლება ინფორმაციის დაზუსტებისთვის ერთ-ერთი ინსტრუმენტი იყოს.
CIDA-ს დირექტორის, ზვიად დევდარიანის თქმით, NGO-ები ამ ეტაპზე საკანონმდებლო ინიციატივაზე მუშაობენ, რომელიც სახელმწიფოს მინიმალურ შესაძლებლობას მისცემს, რომ შემდგომში უკანონო მიყურადებას ჰქონდეს ადგილი. მისი განმარტებით, ინიციატივაზე მუშაობის დასრულებისთანავე ისინი მას სხვადახვა პოლიტიკურ პარტიებს წარუდგენენ.
ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის თავჯდომარე, ანა ნაცვლიშვილი მიიჩნევს, რომ ამ ეტაპზე საზოგადოება კვლავ ინფორმაციულ ვაკუუმშია და არ იცის, მიაღწია თუ არა პროკურატურამ რაიმე მნიშვნელოვან პროგრესს და თუ არსებობს რაიმე კონკრეტული სტრატეგიული გეგმა, რომელიც შემდგომი კადრების გავრცელების პრევენციას უზრუნველყოფდა. მისი თქმით, ზემოაღნიშნული ბადებს კითხვას, რამდენად ეფექტურად ებრძვის ხელისუფლება შექმნილ პრობლემას და რამდენად ადეკვატურად აქვს მას ის საფრთხე გააზრებული, რომელიც უკავშირდება ფარულ ჩანაწერებს:
"საკანონმდებლო დონეზე აღმოსაფხვრელია ის ხარვეზები, რომლებიც კვლავ უტოვებს შსს-ს და უსაფრთხოების სამსახურს შესაძლებლობას, რომ აწარმოონ უკანონო მოსმენები/ჩაწერები ყოველგვარი კონტროლის გარეშე. პრაქტიკაში უნდა შედგეს პრეცედენტები რომ ამ ტიპის დანაშაულის როგორც შემკვეთები, ისე შემსრულებლები უნდა დაისაჯონ. თუ პრეცედენტები არ იქნება, არ აქვს მნიშვნელობა რა ეწერება კანონში".
11 მარტს გავრცელდა სავარაუდოდ ერთ-ერთი ქართველი პოლიტიკოსის პირადი ცხოვრების ამსახველი ვიდეო მასალა. 14 მარტს ამ ტიპის კიდევ ერთი ვიდეო მასალა გავრცელდა, რომელშიც პირთა იდენტიფიცირება შეუძლებელია, რადგან მათი სახეები დაფარულია. ვიდეოს ავტორები ემუქრებიან კონკრეტულ პოლიტიკოსებს, რომ მათი პირადი ცხოვრების ამსახველ ჩანაწერებს კიდევ გაავრცელებენ თუ 31 მარტამდე თავიანთ საქმიანობას არ შეწყვეტენ.
თამაზ მეჭიაურმა ფარული ჩანაწერების გავრცელების შემთხვევასთან დაკავშირებით განაცხადა, რომ "თანამდებობის პირებმა, რომლებზეც მაკომპრომატირებელი ჩანაწერი არსებობს, თანამდებობები უნდა დატოვონ", ხოლო დავით ლორთქიფანიძემ პირდაპირ ეთერში გადაცემის წამყვანს მიმართა არაეთიკური ფრაზით.
-
გადახედვაბიძინა ივანიშვილის მიმართვა რუსული კანონის მხარდასაჭერად, პარლამენტთან ორგანიზებულად შეკრებილებს ბიძინა ივანიშვილის მიმართვა რუსული კანონის მხარდასაჭერად, პარლამენტთან ორგანიზებულად შეკრებილებს
-
გადახედვამეცნიერებმა ტვინის ნათხემის ახალი ფუნქცია გამოავლინეს მეცნიერებმა ტვინის ნათხემის ახალი ფუნქცია გამოავლინეს
-
გადახედვაროგორია მწერების დღე-ღამის აქტივობა — კვლევა როგორია მწერების დღე-ღამის აქტივობა — კვლევა
-
გადახედვაპარლამენტმა, საკომიტეტო მოსმენაზე, რუსული კანონი მეორე მოსმენით მიიღო პარლამენტმა, საკომიტეტო მოსმენაზე, რუსული კანონი მეორე მოსმენით მიიღო
-
გადახედვარატი ბრეგაძე: სტრასბურგიდან შემოვიდა შეტყობინება, რომელსაც თან ერთვის სააკაშვილის წერილი მისი საჩივრის გახმობის თაობაზე. რატი ბრეგაძე: სტრასბურგიდან შემოვიდა შეტყობინება, რომელსაც თან ერთვის სააკაშვილის წერილი მისი საჩივრის გახმობის თაობაზე.
-
გადახედვარუსული კანონის საპროტესტო აქციაზე დაკავებული ალექსი პეტრიაშვილი თავისუფალია რუსული კანონის საპროტესტო აქციაზე დაკავებული ალექსი პეტრიაშვილი თავისუფალია
-
გადახედვაჩინეთში შექმნეს ტვინის ჩიპი, რომლითაც მაიმუნი რობოტულ ხელს "ტელეპათიურად" ამოძრავებს ჩინეთში შექმნეს ტვინის ჩიპი, რომლითაც მაიმუნი რობოტულ ხელს "ტელეპათიურად" ამოძრავებს
-
გადახედვაანრი ოხანაშვილმა, რუსული კანონის განხილვისას, დარბაზიდან გააძევა 14 ოპოზიციონერი დეპუტატი და არასამთავრობოების 2 წარმომადგენელი ანრი ოხანაშვილმა, რუსული კანონის განხილვისას, დარბაზიდან გააძევა 14 ოპოზიციონერი დეპუტატი და არასამთავრობოების 2 წარმომადგენელი
-
გადახედვაოკუპირებულ სოფელ დისევთან საქართველოს მოქალაქე უკანონოდ დააკავეს — სუსი ოკუპირებულ სოფელ დისევთან საქართველოს მოქალაქე უკანონოდ დააკავეს — სუსი
-
გადახედვაროგორი ამინდი იქნება 2 მაისამდე როგორი ამინდი იქნება 2 მაისამდე
-
გადახედვარუსეთმა კოსმოსში ბირთვული იარაღის გატანის აკრძალვას მხარი არ დაუჭირა რუსეთმა კოსმოსში ბირთვული იარაღის გატანის აკრძალვას მხარი არ დაუჭირა
-
გადახედვაOn.ge-ის 10 ქვიზი, რომელიც აპრილში მოგიმზადეთ და შეიძლება გამოგრჩა On.ge-ის 10 ქვიზი, რომელიც აპრილში მოგიმზადეთ და შეიძლება გამოგრჩა
-
გადახედვა28 მაისიდან, საქართველოს მოქალაქეებს შეეძლებათ უვიზოდ იმოგზაურონ ჩინეთში 28 მაისიდან, საქართველოს მოქალაქეებს შეეძლებათ უვიზოდ იმოგზაურონ ჩინეთში
-
გადახედვაანა წითელაძე: ყველა ის ადამიანი, ვინც ცდილობს, რომ შინაარსობრივი კითხვა დასვას, გამოაძევეს. ასრულებენ რუსულ დავალებას ანა წითელაძე: ყველა ის ადამიანი, ვინც ცდილობს, რომ შინაარსობრივი კითხვა დასვას, გამოაძევეს. ასრულებენ რუსულ დავალებას
-
გადახედვაზენდეია მუსიკის ინდუსტრიაში დაბრუნებას არ გამორიცხავს ზენდეია მუსიკის ინდუსტრიაში დაბრუნებას არ გამორიცხავს
-
გადახედვასალომე სამადაშვილი: საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრს ბრიუსელში უკანასკნელ გაფრთხილებას მისცემენ სალომე სამადაშვილი: საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრს ბრიუსელში უკანასკნელ გაფრთხილებას მისცემენ
-
გადახედვაანრი ოხანაშვილმა კომიტეტის სხდომის დარბაზი სალომე სამადაშვილს და თამარ კორძაიასაც დაატოვებინა ანრი ოხანაშვილმა კომიტეტის სხდომის დარბაზი სალომე სამადაშვილს და თამარ კორძაიასაც დაატოვებინა
-
-
-
გადახედვაალექსი პეტრიაშვილს ფიზიკური დაზიანებები არ აღენიშნება, ის დროებითი დაკავების იზოლატორშია — სახალხო დამცველის აპარატი ალექსი პეტრიაშვილს ფიზიკური დაზიანებები არ აღენიშნება, ის დროებითი დაკავების იზოლატორშია — სახალხო დამცველის აპარატი
-
გადახედვაქართველი დიპლომატები საზოგადოებას: მოგიწოდებთ - დადგეთ იქ, სადაც დღეს თქვენი შვილები დგანან! ქართველი დიპლომატები საზოგადოებას: მოგიწოდებთ - დადგეთ იქ, სადაც დღეს თქვენი შვილები დგანან!
კომენტარები