მეხანძრეებმა ბორჯომის ხეობაში გაჩენილი ხანძარი სრულად ჩააქრეს
ბორჯომის ხეობაში, დაბა წაღვერის მახლობლად, მთის ფერდობზე არსებულ ტყის მასივში გაჩენილი ხანძარი სრულად არის ჩამქრალი. ამის შესახებ ინფორმაციას შინაგან საქმეთა სამინისტრო ავრცელებს.
როგორც უწყება აცხადებს, შსს-ს საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტოს მეხანძრე-მაშველები, მეტყევეებთან და ხანძარსაწინააღმდეგო ტექნიკასთან ერთად, პრევენციის მიზნით, რამდენიმე დღის განმავლობაში ადგილზე დარჩებიან და მონიტორინგს განახორციელებენ.
ხანძრის ქრობის პროცესში ჩართული იყო 600 მეხანძრე-მაშველი და განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის 800 თანამშრომელი.
ვერტმფრენები ბორჯომის ხეობაში, ხუთი დღის განმავლობაში, ტყის მასივში გაჩენილი ხანძარის ქრობის მიზნით, 560-ჯერ აფრინდნენ და ცეცხლის კერებს 1175 ტონა წყალი დაასხეს.
-
გადახედვა
-
გადახედვა
-
გადახედვა
-
გადახედვა
-
გადახედვა
-
გადახედვა
-
გადახედვა
-
გადახედვა
-
გადახედვა
-
გადახედვა
-
გადახედვა
-
გადახედვა
-
-
გადახედვა
-
გადახედვა
-
გადახედვა
-
გადახედვა
-
-
-
გადახედვა
-
გადახედვა
კომენტარები