ნიგერიელი ფერმერების გამოცდილება, რომელიც ქართულ აგრობიზნესსაც გამოადგება
ნიგერიის ყველა ხელისუფლება, ისევე როგორც საქართველოსი, თავის პრიორიტეტად ყოველთვის სოფლის მეურნეობას ასახელებდა. მაგრამ ამ კუთხით გადადგმული ნაბიჯები ან არაეფექტიანი იყო ან ძალიან ცოტა და უმნიშვნელო. ამიტომ ნიგერიელებმა პროცესების მართვა საკუთარ თავზე აიღეს და ქვეყანაში რამდენიმე საინტერესო სტარტაპი შეიქმნა, რომლებიც ფერმერებს განვითარებასა და ინვესტორების მოზიდვაში ეხმარებიან.
ნიგერიელი ფერმერების 80% მცირე ქონებას ფლობს. მცირე ზომის მიწის ნაკვეთებზე მოყვანილ პროდუქტებს ისინი არა შემოსავლის მისაღებად, არამედ ოჯახის გამოსაკვებად იყენებენ. ჩვენი ქვეყნები ამ კომპონენტითაც ჰგვანან ერთმანეთს.
მდგომარეობის გამოსასწორებლად საქმეში ტექნოლოგია ჩაერთო და ნიგერიაში ორი კომპანია FarmCrowdy და ThriveAgric დაარსდა. აღნიშნული სტარტაპები მსურველებს ფერმერობაში ჩართვის საშუალებას აძლევს. კომპანიები თავიანთ პროგრამაში სხვადასხვა ფერმებს რთავენ, რომლების შესახებაც სრული ინფორმაცია საიტზე შეგიძლიათ მიიღოთ. FarmCrowdy-სა და ThriveAgric-ის სპეციალისტები პროგრამაში ჩართულ ფერმებს სტუმრობენ, იკვლევენ, იღებენ ყველა ინფორმაციას და პოტენციური ინვესტორისთვის საიტზე დებენ. ფერმაში თანხის ჩადების მსურველი ფულს ონლაინ იხდის და იღებს სრულ ინფორმაციას თუ როგორ განიკარგება მისი ინვესტიცია, რა მდგომარეობაშია ფერმა და ა.შ., ხოლო პირველი შემოსავალი უკვე 5-6 თვის შემდეგ ერიცხება.
ორივე კომპანიის წარმომადგენლები ირწმუნებიან, რომ ფერმების მართვის პროცესს მათი სპეციალისტები აქტიურად აკვირდებიან და რისკი მინიმალურია, მაგრამ თუ რაღაც გაუთვალისწინებელი მოხდა და ფერმის საქმე ცუდად წავიდა ან ბუნებრივი მოვლენების გამო მოსავალი დაზიანდა, ინვესტიციას დაზღვევა სრულად აანაზღაურებს.
ამ სტარტაპების საშუალებით, ნიგერიულ ფერმებში სხვადასხვა საშუალო კლასის ინვესტორები არიან ჩართულები და ჩადებული თანხების ოდენობა $250-დან $750-მდე მერყეობს.
FarmCrowdy ამჟამად 3500-მდე ფერმერსა და მათ ინვესტორს აერთიანებს. კომპანია ფერმერებს ეხმარება ტექნიკის ყიდვა-ქირაობაში, თესლების და ნარგავების შეძენაში, მათ სწორად დარგვასა და გაყიდვაშიც კი. ამ პირობებით, ნიგერიელ ფერმერებს პროდუქტის გაყიდვის უდიდესი არეალი გაეხსნათ, მოიმატა მათმა შემოსავალმა და ბიზნესიც გაიზარდა.
ცხადია, მსგავსი პრაქტიკა ქართველ ფერმერებსა და მცირე ინვესტორებს გამოადგებოდათ. ასეთი სერვისის საქართველოში არსებობის შემთხვევაში, ფერმერებს - ზრდისა და განვითარების, ხოლო აგრობიზნესით დაინტერესებულ პირებს ფულის დაბანდების კარგი შესაძლებლობა მიეცემოდათ.
-
გადახედვა28 აპრილს აქციაზე, 23 საათისთვის, დაახლოებით 100 000 ადამიანი იყო — აგიხსნით, როგორ დავთვალეთ 28 აპრილს აქციაზე, 23 საათისთვის, დაახლოებით 100 000 ადამიანი იყო — აგიხსნით, როგორ დავთვალეთ
-
გადახედვალომჯარია მერიის განცხადებაზე: რა “არასანქცირებული” მიტინგი?! ასეთი ტერმინი მხოლოდ რუსეთს აქვს ლომჯარია მერიის განცხადებაზე: რა “არასანქცირებული” მიტინგი?! ასეთი ტერმინი მხოლოდ რუსეთს აქვს
-
გადახედვააქციაზე ალექსი პეტრიაშვილი დააკავეს აქციაზე ალექსი პეტრიაშვილი დააკავეს
-
გადახედვაგანცხადება: საქართველოს სახალხო დამცველის დაკვირვებით, ამ ეტაპზე, არ არსებობს შეკრების შეწყვეტის წინაპირობა და აქცია ატარებს მშვიდობიან ხასიათს განცხადება: საქართველოს სახალხო დამცველის დაკვირვებით, ამ ეტაპზე, არ არსებობს შეკრების შეწყვეტის წინაპირობა და აქცია ატარებს მშვიდობიან ხასიათს
-
გადახედვასაია: არ არსებობს მშვიდობიანი აქციის დაშლის კანონისმიერი წინაპირობა საია: არ არსებობს მშვიდობიანი აქციის დაშლის კანონისმიერი წინაპირობა
-
გადახედვათბილისის მერია აცხადებს, რომ რუსული კანონის საწინააღმდეგო აქცია არასანქცირებულია თბილისის მერია აცხადებს, რომ რუსული კანონის საწინააღმდეგო აქცია არასანქცირებულია
-
გადახედვაწიწაკის სპრეის გამოყენების გამო, აქციის მონაწილეების ნაწილი შეუძლოდ გახდა წიწაკის სპრეის გამოყენების გამო, აქციის მონაწილეების ნაწილი შეუძლოდ გახდა
-
გადახედვაშსს კიდევ ერთ განცხადებას ავრცელებს შსს კიდევ ერთ განცხადებას ავრცელებს
-
გადახედვარუსთაველზე დაძაბულობაა — მობილიზებულია სპეცრაზმი და წყლის ჭავლის მანქანა რუსთაველზე დაძაბულობაა — მობილიზებულია სპეცრაზმი და წყლის ჭავლის მანქანა
-
გადახედვაშსს აქციასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს შსს აქციასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს
-
გადახედვაპარლამენტთან ვითარება დაიძაბა — აქციის მონაწილეები ცდილობენ, საქართველოსა და ევროკავშირის დროშებით სცენაზე ავიდნენ პარლამენტთან ვითარება დაიძაბა — აქციის მონაწილეები ცდილობენ, საქართველოსა და ევროკავშირის დროშებით სცენაზე ავიდნენ
-
გადახედვარუსთაველის გამზირზე მრავალრიცხოვანი მსვლელობა გრძელდება — მოქალაქეები პარლამენტის შენობას, სიმბოლურად, წრეს არტყამენ რუსთაველის გამზირზე მრავალრიცხოვანი მსვლელობა გრძელდება — მოქალაქეები პარლამენტის შენობას, სიმბოლურად, წრეს არტყამენ
-
გადახედვამშვიდობიანი აქციის მონაწილეები, რესპუბლიკის მოედნიდან, პარლამენტისკენ დაიძრნენ მშვიდობიანი აქციის მონაწილეები, რესპუბლიკის მოედნიდან, პარლამენტისკენ დაიძრნენ
-
გადახედვაპროვოკაციების თავიდან აცილების მიზნით, აუცილებელია ხვალინდელი საკომიტეტო მოსმენის გადადება — ენმ და სტრატეგია აღმაშენებელი პროვოკაციების თავიდან აცილების მიზნით, აუცილებელია ხვალინდელი საკომიტეტო მოსმენის გადადება — ენმ და სტრატეგია აღმაშენებელი
-
გადახედვაარა რუსულ კანონს! — რესპუბლიკის მოედანზე საპროტესტო აქცია მიმდინარეობს არა რუსულ კანონს! — რესპუბლიკის მოედანზე საპროტესტო აქცია მიმდინარეობს
-
გადახედვაგორგილაძის აუტანელი სიმსუბუქე: საღამოს ევროპული მარშია დაგეგმილი, ამიტომ გადაცემა დღეს არ გავა. ინტერვიუ მოიცდის, ჩვენი ქვეყნის წინაშე მდგომი გამოწვევები ვერა. გორგილაძის აუტანელი სიმსუბუქე: საღამოს ევროპული მარშია დაგეგმილი, ამიტომ გადაცემა დღეს არ გავა. ინტერვიუ მოიცდის, ჩვენი ქვეყნის წინაშე მდგომი გამოწვევები ვერა.
-
გადახედვაბრიტნი სპირსის სასამართლო პროცესი საბოლოოდ დასრულდა — ბრიტნი თავისუფალია ბრიტნი სპირსის სასამართლო პროცესი საბოლოოდ დასრულდა — ბრიტნი თავისუფალია
-
გადახედვაროგორ გავძლებთ აქ? — LOUDspeakers პოლიტიკურ პროცესებს სიმღერით ეხმაურება როგორ გავძლებთ აქ? — LOUDspeakers პოლიტიკურ პროცესებს სიმღერით ეხმაურება
-
გადახედვასანქციები, სავიზო შეზღუდვების გაფართოება, პირდაპირი დაფინანსების შეწყვეტა — რა წერია ამერიკელი სენატორების წერილში, რომელიც კობახიძეს გაუგზავნეს სანქციები, სავიზო შეზღუდვების გაფართოება, პირდაპირი დაფინანსების შეწყვეტა — რა წერია ამერიკელი სენატორების წერილში, რომელიც კობახიძეს გაუგზავნეს
-
-
გადახედვამელანომის პირველ ინდივიდუალიზებულ ვაქცინას უკვე ასობით ადამიანზე ცდიან მელანომის პირველ ინდივიდუალიზებულ ვაქცინას უკვე ასობით ადამიანზე ცდიან
კომენტარები