სტამბოლის ტაქსებში კამერებს დაამონტაჟებენ
თურქეთის ყველაზე დიდ ქალაქ სტამბოლში ტაქსებში ვიდეო-კამერებს ამონტაჟებენ. ამერიკის ხმის ცნობით, ქალაქის მმართველები ირწმუნებიან, რომ კამერები მძღოლების და მგზავრების უსაფრთხოებას უზრუნველყოფს.
მაგრამ გასულ წელს არშემდგარი გადატრიალების შემდეგ 60 ათასამდე ადამიანის დაპატიმრების და სამსახურებიდან 200 ათასამდე ადამიანის დათხოვნის შემდეგ, არსებობს შიში, რომ კამერები მოსახლეობაზე თვალთვალის და კონტროლის მექანიზმად იქნება გამოყენებული.
„სტამბოლში ახალი ტაქსები ნავიგაციის სისტემებით და ვიდეო-კამერებით იქნება აღჭურვილი, მომხმარებელს მგზავრობის საფასურის გადახდა უკვე პლასტიკური ბარათებითაც შეეძლება,“ - ასე არეკლამებს სტამბოლის მთავრობა ახალ ინიციატივას, რომელსაც უკვე ბევრი აკრიტიკებს.
მგზავრისთვის კამერა შესამჩნევი მანქანაში ჩაჯდომისთანავე იქნება, თუმცა უცნობია ეს კამერები გამოსახულებას იწერს მხოლოდ თუ მასთან ერთად საუბრის ხმას. ზოგიერთ მძღოლს მთავრობის ახალი ინიციატივა მოსწონს, ამბობენ, რომ კამერები საგზაო შემთხვევებს ან მძღოლებზე თავდასხმას ასახავს. თუმცა აღიარებენ, რომ არ იციან ვინ არის კამერის მეორე მხარეს, ანუ ვინ უყურებს მათ.
იდეა მოწონს ზოგიერთ მგზავრსაც. ისინი ამბობენ, რომ კამერები შეამცირებს მძღოლების მხრიდან ქალ მგზავრებზე ძალადობას და მათი შევიწროვებას. თუმცა გამოითქმის ეჭვებიც და ბევრს არ სჯერა, რომ მთავრობის განზრახვა კრიმინალთან ბრძოლაა.
სტამბოლის ბილგის უნივერსიტეტის სამართლის პროფესორი იამან აკდენიზი ამბობს, რომ მთავრობის მიერ მსგავსი სადამსჯელო პოლიტიკის გატარების შემდეგ, არაა გასაკვირი ამ სიახლის მიზანი სწორედ მიყურადება იყოს:
„დღეს მსგავსი ინიციატივა ძალიან საეჭვოდ გამოიყურება, ჩვენ არ ვიცით სად მიდის ეს მონაცემები, არ ვიცით იწერს თუ არა კამერა ხმას და ინახება თუ არა ჩანაწერი. როცა ადამიანებს პრეზიდენტის ცილისწამებისთვის ასამართლებენ, და უფრო და უფრო მეტ ადამიანს უთვალთვალებენ, ჩვენ არ ვიცით რისთვის გამოიყენებს მთავრობა ამ ტექნოლოგიებს,“ ამბობს აკდენიზი.
თურქეთში, აქამდე, თითქმის ყოველ კვირა, ჯერ კიდევ იმართება იმ ადამიანების სასამართლო პროცესები, ვინც შარშან, ივლისში არშემდგარი გადატრიალების შემდეგ დააკავეს. ჯამში ბრალი 60 000-მდე ადამიანი ციხეშია, 4 000-მდე ადამიანი პრეზიდენტის ცილისწამებისთვის გაასამართლეს.
-
გადახედვალევან ხაბეიშვილი ნაცემია — ენმ აცხადებს, რომ პარტიის ლიდერი ბიძინა ივანიშვილის პირადი დავალებით გაიტაცეს ლევან ხაბეიშვილი ნაცემია — ენმ აცხადებს, რომ პარტიის ლიდერი ბიძინა ივანიშვილის პირადი დავალებით გაიტაცეს
-
გადახედვაპრეზიდენტი: სირცხვილია ახალგაზრდობას დაუპირისპირდე, სირცხვილია, სარწმუნოებაზე რომ აპელირებ და ძალადობას ახალისებ, ვნების კვირის დროს პრეზიდენტი: სირცხვილია ახალგაზრდობას დაუპირისპირდე, სირცხვილია, სარწმუნოებაზე რომ აპელირებ და ძალადობას ახალისებ, ვნების კვირის დროს
-
გადახედვასპეცრაზმი, მშვიდობიანი აქციის მონაწილეების წინააღმდეგ, კვლავ წყლის ჭავლს და ცრემლსადენ გაზს იყენებს სპეცრაზმი, მშვიდობიანი აქციის მონაწილეების წინააღმდეგ, კვლავ წყლის ჭავლს და ცრემლსადენ გაზს იყენებს
-
გადახედვასაია: საქართველოს პარლამენტთან აქციის დარბევა უკანონოა საია: საქართველოს პარლამენტთან აქციის დარბევა უკანონოა
-
გადახედვასახალხო დამცველი: აქცია მშვიდობიანი ხასიათისაა. არ არსებობს მის წინააღმდეგ ძალის გამოყენების საფუძველი სახალხო დამცველი: აქცია მშვიდობიანი ხასიათისაა. არ არსებობს მის წინააღმდეგ ძალის გამოყენების საფუძველი
-
გადახედვარუსული კანონის საწინააღმდეგო აქციის მონაწილეებმა იუსტიციის სახლთან გზა გადაკეტეს რუსული კანონის საწინააღმდეგო აქციის მონაწილეებმა იუსტიციის სახლთან გზა გადაკეტეს
-
გადახედვასახალხო დამცველი: დაუშვებელია სპეციალური საშუალებების, მათ შორის, ე.წ. წიწაკის სპრეის დამიზნებით სახეში გამოყენება სახალხო დამცველი: დაუშვებელია სპეციალური საშუალებების, მათ შორის, ე.წ. წიწაკის სპრეის დამიზნებით სახეში გამოყენება
-
გადახედვასპეცრაზმი დემონსტრანტებს დამიზნებით ესვრის გაზის კაფსულებს, მედიის ცნობით, ისროლეს რეზინის ტყვიებიც სპეცრაზმი დემონსტრანტებს დამიზნებით ესვრის გაზის კაფსულებს, მედიის ცნობით, ისროლეს რეზინის ტყვიებიც
-
გადახედვაზაზა სარალიძე: მთელი საქართველო დავდგეთ ფეხზე ამ რუსული რეჟიმის წინააღმდეგ! ზაზა სარალიძე: მთელი საქართველო დავდგეთ ფეხზე ამ რუსული რეჟიმის წინააღმდეგ!
-
გადახედვამშვიდობიანი დემონსტრანტების ძალის გამოყენებით დაშლის შემდეგ, შსს კიდევ ერთ განცხადებას ავრცელებს მშვიდობიანი დემონსტრანტების ძალის გამოყენებით დაშლის შემდეგ, შსს კიდევ ერთ განცხადებას ავრცელებს
-
გადახედვაპოლიციამ რამდენჯერმე გამოიყენა წიწაკის სპრეი პარლამენტთან, მშვიდობიანი მოქალაქეების წინააღმდეგ პოლიციამ რამდენჯერმე გამოიყენა წიწაკის სპრეი პარლამენტთან, მშვიდობიანი მოქალაქეების წინააღმდეგ
-
გადახედვაპარლამენტთან დაძაბულობაა, პოლიციას მშვიდობიანი დემონსტრანტები ძალით გაჰყავს პარლამენტთან დაძაბულობაა, პოლიციას მშვიდობიანი დემონსტრანტები ძალით გაჰყავს
-
გადახედვაპარლამენტთან მიმდინარე პროტესტთან დაკავშირებით შსს განცხადებას ავრცელებს პარლამენტთან მიმდინარე პროტესტთან დაკავშირებით შსს განცხადებას ავრცელებს
-
-
გადახედვარამდენად ჭკვიანები იყვნენ ტირანოზავრები — კვლევა რამდენად ჭკვიანები იყვნენ ტირანოზავრები — კვლევა
-
გადახედვაახალი კვლევის თანახმად, ემოციური აღგზნებისას ქათმებიც წითლდებიან ახალი კვლევის თანახმად, ემოციური აღგზნებისას ქათმებიც წითლდებიან
-
-
-
გადახედვადაიტოვე — თბილისში რუსული კანონის გაპროტესტების მსურველებს დასარჩენ ადგილს სთავაზობენ დაიტოვე — თბილისში რუსული კანონის გაპროტესტების მსურველებს დასარჩენ ადგილს სთავაზობენ
-
გადახედვა1-ელ მაისს საქართველოში ჩამოვა ევროკომისიის გენერალური დირექტორი გაფართოების შესახებ მოლაპარაკების საკითხებში 1-ელ მაისს საქართველოში ჩამოვა ევროკომისიის გენერალური დირექტორი გაფართოების შესახებ მოლაპარაკების საკითხებში
-
გადახედვანახეთ: ვების ტელესკოპმა ცხენის თავის ნისლეულის გასაოცარი სურათები გადაიღო ნახეთ: ვების ტელესკოპმა ცხენის თავის ნისლეულის გასაოცარი სურათები გადაიღო
კომენტარები