კატალონიამ არალეგიტიმურ რეფერენდუმში დამოუკიდებლობას მხარი დაუჭირა
კატალონიის პრეზიდენტმა კარლეს პუჩდემონიმ განაცხადა, რომ კატალონიამ მოიპოვა უფლება იყოს დამოუკიდებელი სახელმწიფო. ოფიციალური პირების თქმით, რეფერენდუმში მონაწილეთა 90-მა პროცენტმა კატალონიის დამოუკიდებლობას მხარი დაუჭირა. ამასთანავე, რეფერენდუმში მოსახლეობის 42,3 პროცენტმა მიიღო მონაწილეობა.
"უახლოეს რამდენიმე დღეში ჩემი მთავრობა კატალონიის პარლამენტში რეფერენდუმის შედეგებს გადაგზავნის, რათა მან რეფერენდუმის კანონის შესაბამისად იმოქმედოს", - განაცხადა პუჩდემონიმ.
რეფერენდუმის შესახებ კანონის მიხედვით, რომელიც კატალონიამ ექვს სექტემბერს მიიღო და ესპანეთის საკონსტიტუციო სასამართლომ გააუქმა, ოფიციალური შედეგების გამოცხადებიდან ორ დღეში პარლამენტმა უნდა გამართოს სხდომა, რათა დამოუკიდებლობის გამოცხადება განიხილოს.
ოფიციალური მადრიდი რეფერენდუმს არაკონსტიტუციურს უწოდებს და მის შედეგებს არ აღიარებს. პირველ ოქტომბერს, მთელი დღის განმავლობაში ესპანური პოლიცია ცდილობდა, რომ რეფერენდუმის ჩატარებისთვის ხელი შეეშალა, იყო დაპირისპირება მოსახლეობასა და ძალოვან სტრუქტურებს შორის.
პოლიციამ რამდენიმე საარჩევნო უბანი დახურა და მოსახლეობას ბიულეტენები ჩამოართვა.
კატალონიის ხელისუფლების თქმით, შეტაკებების დროს პოლიციამ რეზინის ტყვიები გამოიყენა, ასევე დაშავდა 800-ზე მეტი მოქალაქე. მადრიდი დაშავებულ მოქალაქეებზე ინფორმაციას არ ავრცელებს, თუმცა შსს-ს თქმით, 12 პოლიციელი დაშავდა, ხოლო სამი დემონსტრანტი დააკავეს.
ხმის მიცემის ოფიციალური დროის დასრულების შემდეგ, ესპანეთის პრემიერ-მინისტრმა განაცხადა, რომ კატალონიის ხელისუფლებამ ხალხი მოატყუა, რადგან რეფერენდუმში მონაწილეობისკენ მოუწოდა.
ბარსელონის მერმა მადრიდის ქმედებები გააკრიტიკა, ხოლო ესპანეთის ვიცე-პრემიერმა განაცხადა, რომ პოლიციელების ქმედება "ადეკვატური და პროფესიონალური" იყო.
კატალონია ესპანეთის ავტონომიური გაერთიანებაა, რომლის მოსახლეობა 7,5 მილიონია. მას აქვს საკუთარი ენა და დროშა. ესპანეთიდან გამოყოფის იდეა ბოლო ხუთი წლის განმავლობაში საკმაოდ პოპულარული გახდა.
2014 წელს ესპანეთის ხელისუფლებამ კატალონიაში რეფერენდუმის ჩატარება დაბლოკა. ერთი წლის შემდეგ, კატალონიის ხელისუფლებაში დამოუკიდებლობის მომხრე პარტია მოვიდა. 2017 წლის ივნისში ცნობილი გახდა, რომ პირველ ოქტომბერს კატალონიის ესპანეთიდან გამოყოფისა და მისი რესპუბლიკად ჩამოყალიბების რეფერენდუმი ჩატარდებოდა.
-
გადახედვადაიტოვე — თბილისში რუსული კანონის გაპროტესტების მსურველებს დასარჩენ ადგილს სთავაზობენ დაიტოვე — თბილისში რუსული კანონის გაპროტესტების მსურველებს დასარჩენ ადგილს სთავაზობენ
-
გადახედვა1-ელ მაისს საქართველოში ჩამოვა ევროკომისიის გენერალური დირექტორი გაფართოების შესახებ მოლაპარაკების საკითხებში 1-ელ მაისს საქართველოში ჩამოვა ევროკომისიის გენერალური დირექტორი გაფართოების შესახებ მოლაპარაკების საკითხებში
-
გადახედვანახეთ: ვების ტელესკოპმა ცხენის თავის ნისლეულის გასაოცარი სურათები გადაიღო ნახეთ: ვების ტელესკოპმა ცხენის თავის ნისლეულის გასაოცარი სურათები გადაიღო
-
გადახედვა5 წელია, ფხიზელი ვარ — ენ ჰეთეუეი 5 წელია, ფხიზელი ვარ — ენ ჰეთეუეი
-
გადახედვა"მოგზაურთა კლუბში" რუსული კანონის გაპროტესტების მსურველებს თბილისში დასარჩენ ადგილს სთავაზობენ "მოგზაურთა კლუბში" რუსული კანონის გაპროტესტების მსურველებს თბილისში დასარჩენ ადგილს სთავაზობენ
-
-
გადახედვასასამართლო სისტემა — ბერკეტები და გამოწვევები ქალთა და ოჯახში ძალადობის საქმეებზე სასამართლო სისტემა — ბერკეტები და გამოწვევები ქალთა და ოჯახში ძალადობის საქმეებზე
-
გადახედვარატომ ვერ ვირჩევთ მოსამართლეებს რატომ ვერ ვირჩევთ მოსამართლეებს
-
გადახედვარუსული კანონის მხარდამჭერი ბიზნესმენების სია: კავშირები მთავრობასთან, შემოწირულება და კორუფციული ბრალდებები რუსული კანონის მხარდამჭერი ბიზნესმენების სია: კავშირები მთავრობასთან, შემოწირულება და კორუფციული ბრალდებები
-
გადახედვარომელი ფრინველი დაფრინავს ყველაზე მაღლა რომელი ფრინველი დაფრინავს ყველაზე მაღლა
-
გადახედვანინო ხარატიშვილი: ამაზე მკაფიოდ უკვე ვეღარავინ დაგვიწერს ჩვენთვის დამღუპველ სცენარს ნინო ხარატიშვილი: ამაზე მკაფიოდ უკვე ვეღარავინ დაგვიწერს ჩვენთვის დამღუპველ სცენარს
-
გადახედვაპარლამენტთან, რუსული კანონის მეორე მოსმენის გასაპროტესტებლად, 19:00 საათზე აქცია გაიმართება პარლამენტთან, რუსული კანონის მეორე მოსმენის გასაპროტესტებლად, 19:00 საათზე აქცია გაიმართება
-
-
გადახედვადათო გორგილაძე: დღეს პარლამენტთან! რადგანაც ჩვენი ვალია ქვეყნის წინაშე დათო გორგილაძე: დღეს პარლამენტთან! რადგანაც ჩვენი ვალია ქვეყნის წინაშე
-
გადახედვაკობახიძე "შეგნებულად" არ მიესალმა პრეზიდენტს — რა მოხდა ვაზიანში კობახიძე "შეგნებულად" არ მიესალმა პრეზიდენტს — რა მოხდა ვაზიანში
-
-
გადახედვასად იყო მის გამოსვლაში ხალხი, ან ღმერთი და სარწმუნოება სად იყო, როცა ამდენი ბოროტება აფრქვია სცენიდან? — ხაბეიშვილი ივანიშვილზე სად იყო მის გამოსვლაში ხალხი, ან ღმერთი და სარწმუნოება სად იყო, როცა ამდენი ბოროტება აფრქვია სცენიდან? — ხაბეიშვილი ივანიშვილზე
-
გადახედვაბიძინა ივანიშვილის მიმართვა რუსული კანონის მხარდასაჭერად, პარლამენტთან ორგანიზებულად შეკრებილებს ბიძინა ივანიშვილის მიმართვა რუსული კანონის მხარდასაჭერად, პარლამენტთან ორგანიზებულად შეკრებილებს
-
გადახედვამეცნიერებმა ტვინის ნათხემის ახალი ფუნქცია გამოავლინეს მეცნიერებმა ტვინის ნათხემის ახალი ფუნქცია გამოავლინეს
-
-
გადახედვაროგორია მწერების დღე-ღამის აქტივობა — კვლევა როგორია მწერების დღე-ღამის აქტივობა — კვლევა
კომენტარები