პრემიერი პანორამა თბილისზე: ივანიშვილი არ იმსახურებს იმას, რასაც იღებს
საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა მინისტრთა კაბინეტთან შეხვედრის დროს პუშკინის სკვერის მიმდებარედ პარკინგის მშენებლობაზე თქვა, რომ ბიძინა ივანიშვილი "აბსოლუტურად არაკომერციულ" საწყისებზე აშენებს ორჯერ მეტ პარკინგს, ვიდრე ეს სჭირდება სასტუმროს.
კვირიკაშვილი, ასევე, ბოტანიკური ბაღის მიმდებარე ტერიტორიის, თაბორის მთის ლანდშაფტურის ზონის სტატუსის შეცვლას გამოეხმაურა. მისი თქმით, თბილისში ხორციელდება "უპრეცედენტო და ისტორიული" პროექტი:
"საუბარია ბოტანიკური ბაღის მიმდებარე ტერიტორიაზე - სულ რამდენიმე ასეულ კვადრატულ მეტრზე, იმისთვის, რომ ბოტანიკური ბაღიდან წავკისამდე არსებული გახრიოკებული ფერდობები, რომელზეც ამ პროექტის მშენებლობაა გათვალისწინებული, გამწვანდეს და მოირწყას."
პრემიერ-მინისტრის განცხადებით, ნაციონალური მოძრაობის მხრიდან "ტყუილების კასკადი" 2011 წელს დაიწყო და დღემდე გრძელდება. ის თბილისის მერიასთან ენმ-ის აქციას გამოეხმაურა და თქვა, რომ პარტია "ტყუილებით ცდილობს" ყურადღების მიპყრობას:
"მე მათ პოლიტიკოსებსაც ვერ დავარქმევ, რადგან ისინი არიან აშკარად წარსულის პოლიტიკოსები, გაკოტრებული პარტიის და გაკოტრებული ლიდერის მიმდევრები."
კვირიკაშვილის განმარტებით, საუბარია მილიარდ ლარზე მეტ ინვესტიციაზე და დღეს ამ ინვესტიციით ოცი ათასზე მეტი ადამიანი საქმდება:
"ეს ადამიანი, ბიძინა ივანიშვილი არ იმსახურებს იმას, რასაც იღებს. ეს არის უდიდესი უსამართლობა და მინდა ვთქვა, რომ სიმართლე ყოველთვის თავისას გაიტანს. თბილისში კეთდება ისტორიული პროექტი, რომელიც შექმნის მართლაც ანალოგის არმქონე, ყველასათვის ხელმისაწვდომ მწვანე სივრცეს, სასეირნო თუ სარბენი ბილიკებით, რეკრეაციული სივრცით და ჩვენ ამაზე უარი ვთქვათ იმიტომ, რომ ნევროზიანი პოლიტიკოსების აზრი გავითვალისწინოთ, მე ამას არავითარ შემთხვევაში არ დავთანხმდები და ჩვენი გუნდის არც ერთი წევრი ამას არ დათანხმდება."
პანორამა თბილისი საქართველოს ყოფილი პრემიერ-მინისტრისა და ქართული ოცნების დამფუძნებლის, ბიძინა ივანიშვილის ინიციატივით შენდება.
რა მოხდა თბილისის საკრებულოში?
25 მომხრე, 3 წინააღმდეგ - 29 სექტემბერს თბილისის საკრებულომ პანორამა თბილისისთვის პუშკინის სკვერთან 1946 მ2-ის ფართობის მიწის ნაკვეთის სტატუსის შეცვლას მხარი დაუჭირა. პუშკინის სკვერთან, პანორამა თბილისის სასტუმროს მიმდებარედ მიწისქვეშა ავტოსადგომის აშენება იგეგმება. ასევე, სოლოლაკის ქედზე 4677 მ2 ტერიტორიას ლანდშაფტური ზონის სტატუსი შეეცვალა. არსებული ინფორმაციით, თაბორის მთის ტერიტორია პანორამას თბილისის გოლფის მოედანს უნდა შეურთდეს.
სხდომის დაწყებამდე სხდომათა დარბაზში მივიდნენ თბილისის მერობის კანდიდატები ევროპული საქართველოდან - ელენე ხოშტარია და ნაციონალური მოძრაობიდან - ზაალ უდუმაშვილი. საკრებულოს დაცვის თანამშრომლებმა მერობის კანდიდატები და პარტიზანი მებაღე ნატა ფერაძე დარბაზიდან ძალის გამოყენებით გაიყვანეს. საკრებულოს წევრმა, ალეკო ელისაშვილმა სხდომათა დარბაზი პროტესტის ნიშნად დატოვა. პირველ ოქტომბერს მან განაცხადა, რომ თბილისის საკრებულოს ტოვებს.
გუშინ, თბილისის მერიასთან ნაციონალურმა მოძრაობამ პუშკინის სკვერის მიმდებარე ტერიტორიაზე პარკინგის მშენებლობა გააპროტესტა. თბილისის მერობის კანდიდატმა და პარტიის მხარდამჭერებმა გზა გადაკეტეს და მერთან შეხვედრას ითხოვდნენ.
-
გადახედვამადონამ ტურნე უფასო კონცერტით დაასრულა, რომელსაც 1,6 მილიონი ფანი დაესწრო მადონამ ტურნე უფასო კონცერტით დაასრულა, რომელსაც 1,6 მილიონი ფანი დაესწრო
-
გადახედვანახეთ: მეცნიერებმა მდედრი ნეანდერტალელის სახე აღადგინეს ნახეთ: მეცნიერებმა მდედრი ნეანდერტალელის სახე აღადგინეს
-
გადახედვარა საფრთხეს შეიცავს უცხოური ნომრიდან შემოსული ზარები — სპეციალისტის გაფრთხილება რა საფრთხეს შეიცავს უცხოური ნომრიდან შემოსული ზარები — სპეციალისტის გაფრთხილება
-
-
გადახედვაკონკრეტულად, რა დარღვევები დაადგინა სტრასბურგის სასამართლომ 2019 წლის 20-21 ივნისის მოვლენების საქმეზე კონკრეტულად, რა დარღვევები დაადგინა სტრასბურგის სასამართლომ 2019 წლის 20-21 ივნისის მოვლენების საქმეზე
-
გადახედვაThe Boys მე-4 სეზონით ბრუნდება — ნახე ტრეილერი The Boys მე-4 სეზონით ბრუნდება — ნახე ტრეილერი
-
-
-
-
გადახედვარუსული კანონის დასაცავად, ხელისუფლებამ საკომუნიკაციო სტრატეგია რუსეთის დროშის ფერებში განაახლა რუსული კანონის დასაცავად, ხელისუფლებამ საკომუნიკაციო სტრატეგია რუსეთის დროშის ფერებში განაახლა
-
გადახედვაევროპარლამენტარების ღია წერილი — ისინი მიმართავენ ჯოზეფ ბორელს, შეუჩერდეს საქართველოს კანდიდატის სტატუსი ევროპარლამენტარების ღია წერილი — ისინი მიმართავენ ჯოზეფ ბორელს, შეუჩერდეს საქართველოს კანდიდატის სტატუსი
-
გადახედვა"ამბავი მარტოობასა და სიყვარულზე" — The Guardian "შაშვი შაშვი მაყვალზე" "ამბავი მარტოობასა და სიყვარულზე" — The Guardian "შაშვი შაშვი მაყვალზე"
-
გადახედვაშესაძლოა, მომავალი დეკადისთვის მთვარეზე ლევიტაციური რკინიგზა შეიქმნას შესაძლოა, მომავალი დეკადისთვის მთვარეზე ლევიტაციური რკინიგზა შეიქმნას
-
გადახედვარუსული კანონის საწინააღმდეგო საპროტესტო აქციები 7-დან 11 მაისის ჩათვლით რუსული კანონის საწინააღმდეგო საპროტესტო აქციები 7-დან 11 მაისის ჩათვლით
-
გადახედვამოვიტანეთ ფოტო-ვიდეო მტკიცებულებები, როგორ იძალადეს ხაბეიშვილზე უშუალოდ ივანიშვილის დავალებით — ენმ პროკურატურასთან მოვიტანეთ ფოტო-ვიდეო მტკიცებულებები, როგორ იძალადეს ხაბეიშვილზე უშუალოდ ივანიშვილის დავალებით — ენმ პროკურატურასთან
-
-
გადახედვათბილისის მერიის განცხადება: უხვი ნალექისგან, დედაქალაქის სხვადასხვა რაიონში პრობლემები შეიქმნა თბილისის მერიის განცხადება: უხვი ნალექისგან, დედაქალაქის სხვადასხვა რაიონში პრობლემები შეიქმნა
-
გადახედვაკავკასიის უნივერსიტეტი: ვეწინააღმდეგებით ნებისმიერ ინიციატივებს თუ კანონებს, რომლებმაც, შეიძლება, ზიანი მიაყენონ ჩვენი ქვეყნის სუვერენიტეტს კავკასიის უნივერსიტეტი: ვეწინააღმდეგებით ნებისმიერ ინიციატივებს თუ კანონებს, რომლებმაც, შეიძლება, ზიანი მიაყენონ ჩვენი ქვეყნის სუვერენიტეტს
-
გადახედვაკანონი ძირს გამოუთხრის ამერიკა-საქართველოს ურთიერთობას — სახელმწიფო დეპარტამენტი კანონი ძირს გამოუთხრის ამერიკა-საქართველოს ურთიერთობას — სახელმწიფო დეპარტამენტი
-
გადახედვა700-ზე მეტი მასწავლებელი ლადო აფხაზავას სოლიდარობას უცხადებს 700-ზე მეტი მასწავლებელი ლადო აფხაზავას სოლიდარობას უცხადებს
-
გადახედვაო'ბრაიენი: თუ საქართველოს ხელისუფლება ე.წ. რუსულ კანონს მიიღებს, ვითარება ჩვენთვის ნათელი გახდება [ინტერვიუ] ო'ბრაიენი: თუ საქართველოს ხელისუფლება ე.წ. რუსულ კანონს მიიღებს, ვითარება ჩვენთვის ნათელი გახდება [ინტერვიუ]
კომენტარები