რა ეტაპზეა აგვისტოს ომის გამოძიება ჰააგაში
რა სახის დახმარებას მიიღებენ 2008 წლის აგვისტოს ომისგან დაზარალებულები და რა ეტაპზეა თავად გამოძიების პროცესი? კონფლიქტის რომელ მხარესთან თანამშრომლობენ და როდის იგეგმება თბილისში მათი ოფისის გახსნა? - ომის დანაშაულზე გამოძიების დაწყებიდან ორი წლის თავზე, სისხლის სამართლის ჰააგის საერთაშორისო სასამართლოს წარმომადგენლები თბილისში ჟურნალისტებს შეხვდნენ.
გამოძიების მიმდინარეობა და მისი სავარაუდო ხანგრძლივობა
პროკურორის ოფისის იურისდიქციის განყოფილების დირექტორი, ფაკისო მოჩოჩოკო ვერ აკონკრეტებს, თუ რამდენ ხანს შეიძლება გაგრძელდეს საგამოძიებო პროცესი. მისი თქმით, ეს საკმარისი მტკიცებულებების შეგროვებაზეა დამოკიდებული. პროცედურის თანახმად, აღნიშნული მტკიცებულებები მოგვიანებით მოსამართლეს უნდა წარუდგინონ:
"პროკურორის ვალდებულებაა, დაამტკიცოს დანაშაულის ყველა ელემენტი, "რომის წესდების" შესაბამისად. გამოძიება აგროვებს ინფორმაციას მოწმეებისგან, ბრუნდება ჰააგაში და მონაცემთა ბაზაში შეაქვს".
ჰააგის სასამართლო იძიებს ინდივიდუალურ პასუხისმგებლობას და არა კონფლიქტს სახელმწიფოთა შორის. სასამართლოს მიერ ბრალის წარდგენისას, მნიშვნელობა არ აქვს პირის თანამდებობას. მას შემდეგ, რაც მისი ბრალის ხარისხს დააგენენ, მტკიცებულებებს გადასცემენ სასამართლოს და სწორედ ის გამოსცემს დაკავების ორდერს, რაც კონკრეტულმა სახელმწიფომ უნდა აღასრულოს.
ჰააგის სასამართლოს არ აქვს პირის დაკავების უფლებამოსილება, თუმცა მათ პრაქტიკაში ყოფილა ისეთი საქმეები, რომლის შედეგად, გამოცემულა დაკავების ორდერი და ის არ აღსრულებულა კონკრეტული სახელმწიფოს მიერ. შესაბამისად, გაურკვეველია, აგვისტოს ომის საქმეში კონკრეტული პირის დანაშაულის გამოკვეთისა და მასზე დაკავების ორდერის გამოცემის შემთხვევაში, მოხდება თუ არა ამ გადაწყვეტილების აღსრულება.
ჰააგის საგამოძიებო ორგანოს წარმომადგენელი აღნიშნავს, რომ ისინი მჭიდროდ თანამშრომლობენ საქართველოს მთავრობასთან, რომელიც, თავის მხრივ, დოკუმენტებს აწვდის მათ.
კონფლიქტის მეორე მხარე, რუსეთი უარს ამბობს რაიმე სახის დახმარებაზე იმ არგუმენტით, რომ ის არ არის "რომის წესდების" ხელმომწერი. თუმცა, სასამართლოს წარმომადგენელი ამბობს, რომ ეს მათ ხელს არ შეუშლით და რუსეთის დახმარების გარეშე დასკვნებს იმ ინფორმაციის საფუძველზე გააკეთებენ, რასაც მიიღებენ:
"ის ფაქტი, რომ რუსეთი ჩვენთან არ თანამშრომლობს, პროცესს ართულებს თუმცა, ეს იმას არ ნიშნავს, რომ გამოძიება ვერ გაგრძელდება. ეს პროცესზე ზეგავლენას ვერ მოახდენს. ჩვენ გვაქვს გამოცდილება იმისა, რომ გამოძიებას ვასრულებთ მხარეებთან თანამშრომლობისა და მათი დახმარების გარეშეც. იდეალურ შემთხვევაში, კონფლიქტის ყველა მხარესთან თანამშრომლობა შედგებოდა, თუმცა სახეზე სხვა სიტუაცია გვაქვს".
ჰააგის სასამართლოს წარმომადგენლობითი ოფისი თბილისში
ჰააგის სასამართლოს არსებობის ისტორიაში, წარმომადგენლობითი მე-7 ოფისის გახსნა თბილისში, 2018 წლის იანვარში იგეგმება.
როგორც სასამართლოს კანცელარიის ხელმძღვანელი, ჰერმან ვონ ჰებელი განმარტავს, ეს არის გამოძიებისგან დამოუკიდებელი პროცესი, რომელიც სხვადასხვა ჯგუფებთან კომუნიკაციას გააადვილებს.
ოფისის გახსნაზე საუბარი იყო მიმდინარე წელსაც, თუმცა პროცესი შეჩერდა. ამაზე ჰერმან ვონ ჰებელი განმარტავს, რომ ამ დროის განმავლობაში ხელმძღვანელი პირი უნდა შეერჩიათ:
"თავიდანვე ვგეგმავდით, რომ ოფისს 2018 წლის ბოლოს გავხსნიდით. ამა წლის ივლისში ვიყავით თბილისში და თანამშრომლობის მემორანდუმს მოვაწერეთ ხელი იუსტიციის სამინისტროსთან, ჩავატარეთ შეხვედრა სამოქალაქო საზოგადოებასთან და დავრწმუნდით, რომ ოფისის გახსნა იყო უფრო საჩქარო, ვიდრე აქამდე გვეგონა. საჭიროა სამოქალაქო საზოგადოება, დაზარალებულები და პრესა იყოს ადეკვატურად ინფორმირებული მიმდინარე გამოძიების შესახებ".
როგორ დაეხმარება ომისგან დაზარალებულებს დახმარების მიზნობრივი ფონდი (Trust Fund)
დაზარალებულთა დახმარების ფონდის აღმასრულებელი დირექტორი, პიტერ დე ბაანი თბილისში იმყოფება.
მიმდინარე ვიზიტისას ის ხელისუფლებასა და დაზარალებულებთან შეხვედრას გეგმავს, რათა უკეთ გაეცნოს სიტუაციას, თუ რა სახის დახმარება სჭირდებათ.
პიტერ დე ბაანი განმარტავს, რომ არ არის საჭირო, საქმეში ბრალდებული უკვე იყოს გამოკვეთილი და მართლმსაჯულების წინაშე იდგეს. მათ დღესვე შეუძლიათ დაიწყონ დახმარების პროცესი.
ის დაზარალებულებს გზებისა და სახლების აშენებას, ან თუნდაც ფულად კომპენსაციებს ვერ ჰპირდება თუმცა, არსებობს სამი ტიპის დახმარება, რისი გაწევაც შეუძლიათ:
- სამედიცინო;
- ფსიქოლოგიური;
- სოციალურ-ეკონომიკური.
"ეს დამოკიდებულია იმაზე, თუ რას სახის დახმარება სურთ თავად დაზარალებულებს. თუმცა, თუკი ჩვენ ახლა რამეს გავაკეთებთ, ეს არ ნიშნავს, რომ სახელმწიფომ პასუხისმგებლობისაგან თავი უნდა გაითავისუფლოს. მთავრობა თავის საქმეს აკეთებს და ჩვენ არ გავიმეორებთ იგივეს", - ამბობს ფონდის ხელმძღვანელი.
ჰააგის სასამართლო დაზარალებულს განსაზღვრავს "რომის წესდების" (სტატუტით) მიხედვით. საქართველოს შემთხვევაში, "დაზარალებულია ის, ვინც 2008 წლის ივნისიდან ოქტომბრის ჩათვლით გახდა კაცობრიობის წინაშე ჩადენილი და ომის დანაშაულებების მსხვერპლი".
პიტერ დე ბაანის თქმით, მათ 10 ოქტომბერს მთავრობისგან გამოითხოვეს დაზარალებულთა სტატისტიკა, რაც იმას ნიშნავს, რომ ჯერჯერობით პროცესის საწყის ეტაპზეა.
მისივე განმარტებით, თუკი ვინმეს ბრალს წაუყენებენ და სასამართლო რეპარაციის ორდერს გამოსცემს, ამ შემთხვევაში, თუ რომელიმე პირი სახლების დანგრევაში იქნება დამნაშავედ ცნობილი, მას მათი აშენების ანაზღაურება დაეკისრება.
თუმცა, თუკი ბრალდებულს ანაზღაურების ფინანსური შესაძლებლობა არ აქვს, სასამართლომ შეიძლება გასცეს ბრძანება, რომ მან მთელი ცხოვრების განმავლობაში უხადოს ფული დაზარალებულს. ასეთ შემთხვევაში, მსხვერპლი ვერ დაელოდება, თუ როდის გადაუხდის მას ბრალდებული და სწორედ ამისთვის არსებობს დაზარალებულთა დახმარების ფონდი.
ჰააგის სასამართლოს წარმომადგენლები მიმდინარე კვირის განმავლობაში დარჩებიან საქართველოში. ვიზიტის ფარგლებში შეხვდებიან მთავრობისა და სამოქალაქო საზოგადოების წევრებს, დიპლომატებს. ასევე, დაგეგმილია შეხვედრა დაზარალებულთა თემების ხელმძღვანელებთან გორში. ხოლო, უფრო ინტენსიური სამუშაობი მას შემდეგ ჩატარდება რაც საველე ოფისი გაიხსნება თბილისში.
სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს პროკურორმა 2015 წლის 13 ოქტომბერს მიმართა წინასასამართლო პალატას, რომ 2008 წლის აგვისტოს ომის ფარგლებში ჩადენილ დანაშაულებებზე გამოძიება დაეწყოთ.
-
გადახედვაცირკთან აქციის მონაწილეებს, უცნობი პირები, ფიზიკურად გაუსწორდნენ ცირკთან აქციის მონაწილეებს, უცნობი პირები, ფიზიკურად გაუსწორდნენ
-
გადახედვასაფრანგეთში მცხოვრები ქართველი სტუდენტები რუსული კანონის გაწვევას მოითხოვენ და აქციის მონაწილეებზე ძალადობას გმობენ საფრანგეთში მცხოვრები ქართველი სტუდენტები რუსული კანონის გაწვევას მოითხოვენ და აქციის მონაწილეებზე ძალადობას გმობენ
-
გადახედვაგზის გადაკეტვა შეკრების თავისუფლების ფორმაა — საია გზის გადაკეტვა შეკრების თავისუფლების ფორმაა — საია
-
-
გადახედვაპოლიცია ცდილობს, გმირთა მოედანზე მოძრაობა გახსნას — სამართალდამცველები აქციის მონაწილეების მიმართ ძალას იყენებენ პოლიცია ცდილობს, გმირთა მოედანზე მოძრაობა გახსნას — სამართალდამცველები აქციის მონაწილეების მიმართ ძალას იყენებენ
-
გადახედვაბუდუ ზივზივაძე: არა რუსეთს და არა ყველაფერს, რაც საქართველოს რუსეთისკენ მიაქანებს ბუდუ ზივზივაძე: არა რუსეთს და არა ყველაფერს, რაც საქართველოს რუსეთისკენ მიაქანებს
-
გადახედვაბუდუ ზივზივაძე: ვერანაირად გამართლდება მშვიდობიან მომიტინგეებზე თავდასხმა ბუდუ ზივზივაძე: ვერანაირად გამართლდება მშვიდობიან მომიტინგეებზე თავდასხმა
-
გადახედვასაიას განცხადება გელა ნადირაძის ადგილსამყოფლის და მდგომარეობის შესახებ საიას განცხადება გელა ნადირაძის ადგილსამყოფლის და მდგომარეობის შესახებ
-
გადახედვაქართველი იუთუბერები საერთო ვიდეოს ავრცელებენ და რუსულ კანონს გმობენ ქართველი იუთუბერები საერთო ვიდეოს ავრცელებენ და რუსულ კანონს გმობენ
-
გადახედვაახლა საქართველოს ხელისუფლებაზეა დამოკიდებული, მე ნათლად ვთქვი, რომ ევროინტეგრაციის გზაზე ეს კანონი პრობლემაა — ხერტ იან კოოპმანი ახლა საქართველოს ხელისუფლებაზეა დამოკიდებული, მე ნათლად ვთქვი, რომ ევროინტეგრაციის გზაზე ეს კანონი პრობლემაა — ხერტ იან კოოპმანი
-
გადახედვასაჩხერელი გელა ნადირაძე, რომელიც აქციაზე გაუჩინარდა, საავადმყოფოში ნაცემი იპოვეს საჩხერელი გელა ნადირაძე, რომელიც აქციაზე გაუჩინარდა, საავადმყოფოში ნაცემი იპოვეს
-
გადახედვადანიგანი: მოვუწოდებთ საქართველოს მთავრობას, კვლავ დაადასტუროს ერთგულება საქართველოს ევროატლანტიკური მომავლის მიმართ დანიგანი: მოვუწოდებთ საქართველოს მთავრობას, კვლავ დაადასტუროს ერთგულება საქართველოს ევროატლანტიკური მომავლის მიმართ
-
გადახედვაღოღობერიძე: ჩვენ გავიმარჯვებთ და ამ საქართველოში იმათთვისაც იქნება ღირსეული ადგილი, ვინც დღეს, სხვადასხვა მიზეზების გამო, სხვაგვარად ფიქრობს! ღოღობერიძე: ჩვენ გავიმარჯვებთ და ამ საქართველოში იმათთვისაც იქნება ღირსეული ადგილი, ვინც დღეს, სხვადასხვა მიზეზების გამო, სხვაგვარად ფიქრობს!
-
-
გადახედვალანა ღოღობერიძე: გგონიათ, წყლის ჭავლით და რეზინის ტყვიებით შეძლებთ ამ საუკუნეებით გამოწრთობილი სულისკვეთების ჩაკვლას? ლანა ღოღობერიძე: გგონიათ, წყლის ჭავლით და რეზინის ტყვიებით შეძლებთ ამ საუკუნეებით გამოწრთობილი სულისკვეთების ჩაკვლას?
-
გადახედვარუსული კანონის მოწინააღმდეგეები გმირთა მოედნის პიკეტირებას გეგმავენ — საპროტესტო აქცია ჩატარდება პარლამენტთანაც რუსული კანონის მოწინააღმდეგეები გმირთა მოედნის პიკეტირებას გეგმავენ — საპროტესტო აქცია ჩატარდება პარლამენტთანაც
-
გადახედვაკაცს, რომელმაც ლილოს მოვაჭრე შეკვეთით მოკლა, უვადო პატიმრობა შეეფარდა კაცს, რომელმაც ლილოს მოვაჭრე შეკვეთით მოკლა, უვადო პატიმრობა შეეფარდა
-
-
გადახედვასაპარლამენტო ოპოზიციის ბრიფინგი პარლამენტის დაკეტილ ჭიშკართან და მათი მთავარი გზავნილები ხელისუფლებას საპარლამენტო ოპოზიციის ბრიფინგი პარლამენტის დაკეტილ ჭიშკართან და მათი მთავარი გზავნილები ხელისუფლებას
-
-
გადახედვარამდენიმე სიმართლე, რისთვისაც თვალის გასწორება მოგიწევთ თქვენი პარპაშის დასრულებამდე — ჯაფარიძე ოცნებას რამდენიმე სიმართლე, რისთვისაც თვალის გასწორება მოგიწევთ თქვენი პარპაშის დასრულებამდე — ჯაფარიძე ოცნებას
კომენტარები