არკანზას უნივერსიტეტის მათემატიკურ მეცნიერებათა კათედრის მეცნიერების ვარაუდით, დედამიწაზე დიდი გადაშენებები ე. წ. პლანეტა X-ის გამო ხდებოდა.

ჟურნალ Monthly Notices of the Royal Astronomical Society-ში დაბეჭდილ სტატიაშია ასტროფიზიკოსი დენიელ ვიტმაირი წერს, რომ პლანეტა X დაახლოებით ყოველ 27 მილიონ წელიწადში ერთხელ დედამიწისკენ მეტეორთა წვიმას უშვებს, რის გამოც პლანეტაზე დიდი გადაშენების ფაზა იწყება.

პლანეტა X-ს მეცნიერები დაახლოებით 100 წელია ეძებენ, მაგრამ ჯერ-ჯერობით მისი არსებობა არ დასტურდება, თუმცა ბოლო დროს კოიპერის სარტყელში აღმოჩენილი ორბიტალური ანომალია შესაძლოა მეცხრე პლანეტის არსებობის დამადასუტრებელი ერთ-ერთი ნიშანი იყოს. კოიპერის სარტყელი კომეტებისაგან შემდგარი დისკისებრი რეგიონია ნეპტუნის იქით. ანომალია კალიფორნიის ტექნიკური უნივერსიტეტის მეცნიერებმა აღმოაჩინეს და თუ მათი ვარაუდი სიმართლეა, მაშინ პლანეტა X-ის მასა დედამიწის მასაზე 10-ჯერ მეტია, ხოლო მზისგან 1000-ჯერ მეტი დისტანციითაა დაშორებული.

ეს თეორია ვიტმაიერმა და მისმა კოლეგამ, ჯონ მატისმა, ჯერ კიდევ 1985 წელს წამოაყენეს. ამ თეორიის მიხედვით პლანეტა X მზის გარშემო ტრიალებს და ყოველ 27 მილიონ წელიწადში კოიპერის სარტყეთან ჩაივლის, რის შეეგადაც კომეტებს მზის სისტემის შიგნით ყრის. მიმოფანტული კომეტები დედამიწასთან შეჯახების გარდა, მზეს უახლოვდებიან, ფარავენ და ჩვენი პლანეტისკენ მომავალ სინათლეს ბლოკავენ.

თეორიის გასამყარებლად, 1985 წელს მატისმა და ვიტმაიერმა 250 მილიონი წლის წინანდელი ნამარხები გამოიყენეს, ხოლო ახალი კვლევაში შეტანილია იგივე სახის პალეონტოლოგიური მასალა, რომელიც 500 მილიონი წლით თარიღდება.