დეზირი: მუხტარლის გატაცება ჩემთვის შეშფოთების მთავარი მიზეზია
საქართველოში ვიზიტით იმყოფებოდა ეუთოს წარმომადგენელი მედიის თავისუფლების საკითხებში ჰარლემ დეზირი. მან მედიის კუთხით საქართველოში კონსტიტუციაში შეტანილი ცვლილებები დადებითად შეაფასა, ინტერნეტთან წვდომისა და თავისუფლად გამოყენების ნაწილში, თუმცა გამოთქვა კრიტიკა რუსთავი 2-ისა და აფგან მუხტარლის საქმის გარშემო მიმდინარე მოვლენებზე.
ვიზიტისას დეზირი საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრს მიხეილ ჯანელიძეს, პარლამენტის თავმჯდომარის პირველ მოადგილეს, თამარ ჩუგოშვილს, სახალხო დამცველს, უჩა ნანუაშვილსა და მედიისა და სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლებს შეხვდა. შეხვედრებზე განხილული იყო მედიის თავისუფლება საქართველოში და ამ კუთხით განვითარებული მოვლენები. დეზირის თქმით, "საზოგადოებრივი მაუწყებლის რეფორმის პროცესი, უნდა იყოს ღია და ინკლუზიური, რათა რისკის ქვეშ არ მოექცეს მისი დამოუკიდებლობა, ანგარიშვალდებულება და განსხვავებული აზრის წარმოჩენა".
მან ხაზი გაუსვა რუსთავი 2-ის გარშემო მიმდინარე პროცესს და განაცხადა, რომ არხს უნდა ჰქონდეს სარედაქციო დამოუკიდებლობის უფლება და შეეძლოს პროფესიული საქმიანობის განხორციელება. მისი თქმით, "ეს ქართველი ხალხის ინტერესშია". ამასთან, დეზირიმ საქართველოს ხელისუფლების წარმომადგენლებთან შეხვედრისას ისაუბრა აზერბაიჯანელი ჟურნალისტის აფგან მუხტარლის საქმეზე, რომელიც მაისში გაიტაცეს, რის შემდეგაც ის აზერბაიჯანში პატიმრობაში იმყოფება. დეზირიმ აღნიშნა, რომ საქართველოში ჟურნალისტებისთვის უსაფრთხო გარემოს შექმნა მნიშვნელოვანია. ის მუხტარლის მეუღლეს, ლეილა მუსტაფაევას შეხვდა.
"მისი გატაცება ჩემთვის შეშფოთების მთავარი მიზეზია, ვინაიდან აქამდე საქართველოში ჟურნალისტებისთვის უსაფრთხო გარემო იყო. მე მოვუწოდებ ხელისუფლებას, რომ გამჭირვალედ წარმართოს გამოძიება", - თქვა მან.
ეუთოს წარმომადგენელი მედიის თავისუფლების საკითხებში რეგულარულად აფასებს და აღწერს ორგანიზაციის 57 წევრ სახელმწიფოში მიმდინარე მოვლენებს მედიის კუთხით.
-
-
-
გადახედვამელანომის პირველ ინდივიდუალიზებულ ვაქცინას უკვე ასობით ადამიანზე ცდიან მელანომის პირველ ინდივიდუალიზებულ ვაქცინას უკვე ასობით ადამიანზე ცდიან
-
გადახედვაყველაზე დიდი ცხოველი, რომელსაც ხმელეთზე უარსებია — პატაგოტიტანი ყველაზე დიდი ცხოველი, რომელსაც ხმელეთზე უარსებია — პატაგოტიტანი
-
გადახედვაSETI-ს მეცნიერის თქმით, არამიწიერი სიცოცხლის აღმოჩენა გარდაუვალია და ამას ჯეიმს ვების ტელესკოპით შევძლებთ SETI-ს მეცნიერის თქმით, არამიწიერი სიცოცხლის აღმოჩენა გარდაუვალია და ამას ჯეიმს ვების ტელესკოპით შევძლებთ
-
გადახედვაამომავალი ვარსკვლავები — გიორგი გიგაშვილი პრესტიჟული ევროპული პროგრამის გამარჯვებულია ამომავალი ვარსკვლავები — გიორგი გიგაშვილი პრესტიჟული ევროპული პროგრამის გამარჯვებულია
-
გადახედვამეცნიერებმა ძველ გრაგნილში პლატონის საფლავის მდებარეობაზე მინიშნებას მიაგნეს მეცნიერებმა ძველ გრაგნილში პლატონის საფლავის მდებარეობაზე მინიშნებას მიაგნეს
-
-
-
-
გადახედვაილიაუნი მოსწავლეებისთვის ასტროფიზიკის პრაქტიკულ შეხვედრებს გამართავს — როგორ დავესწროთ ილიაუნი მოსწავლეებისთვის ასტროფიზიკის პრაქტიკულ შეხვედრებს გამართავს — როგორ დავესწროთ
-
-
გადახედვამკვლევრებმა 90 მილიონი წლის წინ მცხოვრები გიგანტური ფრინველის ნაკვალევი აღმოაჩინეს მკვლევრებმა 90 მილიონი წლის წინ მცხოვრები გიგანტური ფრინველის ნაკვალევი აღმოაჩინეს
-
გადახედვა29 აპრილს, პარლამენტი გენდერული კვოტირების გაუქმებაზე, პრეზიდენტის ვეტოს განიხილავს 29 აპრილს, პარლამენტი გენდერული კვოტირების გაუქმებაზე, პრეზიდენტის ვეტოს განიხილავს
-
-
გადახედვა"ობობები" მარსზე — რატომ ჩნდება წითელ პლანეტაზე სეზონური მუქი ლაქები "ობობები" მარსზე — რატომ ჩნდება წითელ პლანეტაზე სეზონური მუქი ლაქები
-
გადახედვაკობახიძე აცხადებს, რომ ევროპარლამენტის რეზოლუციაში ვიზალიბერალიზაციაზე ჩანაწერს "ჩალის ფასი აქვს" კობახიძე აცხადებს, რომ ევროპარლამენტის რეზოლუციაში ვიზალიბერალიზაციაზე ჩანაწერს "ჩალის ფასი აქვს"
-
-
გადახედვაალტ-ინფო აცხადებს, რომ საჯარო რეესტრმა მათი ახალი პარტიის, "ქართული იდეის" გაუქმების პროცესი დაიწყო ალტ-ინფო აცხადებს, რომ საჯარო რეესტრმა მათი ახალი პარტიის, "ქართული იდეის" გაუქმების პროცესი დაიწყო
-
გადახედვაზენდეია სპაიდერმენის შეყვარებულებიდან მესამეა, რომელმაც ჩოგბურთელის როლი მოირგო ზენდეია სპაიდერმენის შეყვარებულებიდან მესამეა, რომელმაც ჩოგბურთელის როლი მოირგო
-
გადახედვა18-წლიანი პატიმრობა მიესაჯა პირს, რომელმაც ყოფილი ცოლი დაჭრა, მისი ქმარი კი მოკლა 18-წლიანი პატიმრობა მიესაჯა პირს, რომელმაც ყოფილი ცოლი დაჭრა, მისი ქმარი კი მოკლა
კომენტარები