სოხუმი - ბანია ლუკა: მითხარი ვინ არის შენი მეგობარი
საქართველოს კანონი ოკუპირებული ტერიტორიების შესახებ, რომელიც აფხაზეთის ტერიტორიაზე "თავისუფლად გადაადგილებას ზღუდავს" და სისხლის სამართლებრივ პასუხისმგებლობას ითვალისწინებს, ამჯერად, ბოსნია და ჰერცეგოვინას ფედერაციაში შემავალმა სერბთა რესპუბლიკის (Republika Srpska) ოფიციალურმა დელეგაციამ დაარღვია.
ოკუპირებულ სოხუმში სერბთა რესპუბლიკის ვაჭრობისა და ტურიზმის მინისტრის მოადგილე დუშანკა ტეგელტიას მეთაურობით, ქალაქების ბიელინასა და ზვორნიკის მერები, ასევე, სავაჭრო-სამრეწველო პალატის წევრები და ბიზნესმენები სამდღიანი ვიზიტით იმყოფებოდნენ.
ბოსნიელ სერბთა დელეგაცია გუშინ აფხაზთა ლიდერმა რაულ ხაჯიმბამ მიიღო და სოხუმსა და ბანია ლუკას შორის "პოლიტიკური და ეკონომიკური ურთიერთობების გაღრმავების" სურვილი გამოთქვა. რაულ ხაჯიმბამ კერძოდ თქვა:
"იმედი მაქვს, რომ ეს ურთიერთობები, რომელსაც ახლა ეყრება საფუძველი მალე უფრო განვითარდება, ვიპოვით საერთო ენას და ჩვენი ქვეყნების კეთილდღეობისთვის ბევრი მიმართულებით ვითანამშრომლებთ. როცა დიდი სახელმწიფოები ამა თუ იმ მიზეზით იშლებოდა, იქმნებოდა ახალი სახელმწიფოები. თქვენი და ჩვენი ისტორია ძალიან ჰგავს ერთმანეთს. მე ეჭვი არ მეპარება, რომ ჩვენ კარგი მომავალი გვაქვს".
სერბთა რესპუბლიკა იუგოსლავიის სოციალისტური რესპუბლიკის დაშლისა (1991) და ბოსნიის სისხლისმღვრელი ომის შედეგად (1992-1995) წარმოიშვა. 1995 წლის 14 დეკემბერს მიღებული დეიტონის ცნობილი ხელშეკრულებით, ეს თვითგამოცხადებული სახელმწიფოებრივი წარმონაქმნი ბოსნია-ჰერცეგოვინას ფედერაციის ნაწილია.
სერბთა რესპუბლიკის პირველი პრეზიდენტი რადოვან კარაჯიჩი (1992-1996) ბოსნიის ომში ჩადენილი გენოციდისა და სამხედრო დანაშაულის გამო, 2016 წლიდან, 40-წლიან სასჯელს იხდის.
ყოფილი იუგოსლავიის საკითხებზე საერთაშორისო ტრიბუნალის განაჩენს ამ დრომდე ელის სერბთა რესპუბლიკის არმიის გენშტაბის ყოფილი უფროსი, გენერალ-პოლკოვნიკი რატკო მლადიჩი. კარაჯიჩის მსგავსად მლადიჩსაც გენოციდსა და სრებრენიცის ჟლეტაში ადანაშაულებენ, სადაც 1995 წლის 11 ივლისს ბოსნიელმა სერბებმა რვა ათასზე მეტი მუსლიმი ბოსნიელი მოკლეს.
2010 წლიდან სერბთა რესპუბლიკას ნაციონალისტი, რუსოფილი და ბალკანეთის ნახევარკუნძულზე, რუსეთის პრეზიდენტ პუტინის აქტიური მოკავშირე მიროსლავ დოდიკი მართავს.
დოდიკი კატეგორიულად ეწინააღმდეგება ბოსნია-ჰერცეგოვინას NATO-ში ინტეგრაციას, არ ცნობს კოსოვოს დამოუკიდებლობას, ანექსირებულ ყირიმს რუსეთის ნაწილად მიიჩნევს და სერბთა რესპუბლიკაში რუსეთის სამხედრო ბაზის გახსნა სურს. 2015 წლის ბოლოს, მან ბანია ლუკაში აფხაზ სეპარატისტთა მაშინდელი "საგარეო მინისტრი", ვიაჩესლავ ჩირიკბა მიიღო.
პრეზიდენტი დოდიკი "სერბული მიწების" ანუ სერბთა რესპუბლიკის სერბეთთან გაერთიანების იდეით გამოდის. ბოსნია-ჰერცეგოვინას ფედერაციიდან სერბთა რესპუბლიკის გასვლის თაობაზე რეფერენდუმის გამართვას დოდიკი 2018 წელს გეგმავდა, თუმცა ცოტა ხნის წინ, "შიდა სერბული კონსენსუსის" არარსებობის გამო რეფერენდუმი მომავლისთვის გადადო.
დოდიკი ბოსნიელ სერბთა პოლიტიკური პარტიის დამოუკიდებელი სოციალ-დემოკრატების კავშირის (SNSD) ლიდერია, ამ პარტიას სერბთა რესპუბლიკის სკუპშჩინაში (პარლამენტში) წამყვანი პოზიციები უკავია. SNSD-ის ერთ-ერთი გავლენიანი ფიგურა, სერბთა რესპუბლიკის ფინანსთა მინისტრი ზორან ტეგელტია. სწორედ მისი მეუღლეა დუშანკა ტეგელტია, რომელმაც გუშინ ოკუპირებულ სოხუმში ყოფნისას სეპარატისტების ლიდერი სერბთა რესპუბლიკაში მიიპატიჟა:
"აფხაზეთში ძალიან კარგად მიგვიღეს, მინდა ძალიან თბილი სტუმართმოყვარეობისათვის მადლობა გადაგიხადოთ. იმედს გამოვთქვამ, რომ თქვენც მალე იგრძნობთ ჩვენს სტუმართმოყვარეობას და სერბთა რესპუბლიკაში გეპატიჟებით.“
საქართველოსა და სერბეთს შორის დიპლომატიური ურთიერთობა 1995 წელს დამყარდა, თუმცა საელჩოები თბილისსა და ბელგრადში ამ დრომდე არ გახსნილა და არც უმაღლესი დონის შეხვედრები გამართულა. (ერთადერთი გამონაკლისი 2017 წლის ივნისში სერბეთის ახალი პრეზიდენტის ალექსანდრე ვუჩიჩის ინაუგურაციაზე საგარეო მინისტრ მიხეილ ჯანელიძის დასწრება იყო - ზ.წ) საგარეო საქმეთა სამინისტროს ვებგვერდზე პირდაპირ წერია, რომ "სერბეთთან ორმხრივი ურთიერთობები ნაკლებ აქტიურია".
მიუხედავად იმისა, რომ საქართველო არ ცნობს კოსოვოს დამოუკიდებლობას, ოფიციალური ბელგრადი როგორც გაეროში, ისე ევროსტრუქტურებში ცალსახად ანტიქართულ პოზიციას იკავებს. სერბეთი ოკუპირებულ აფხაზეთსა და ცხინვალის რეგიონში ქართველი დევნილების დაბრუნების წინააღმდეგია.
2008 წელს, რუსეთ-საქართველოს აგვისტოს ომის შემდეგ, ხორვატიიდან გამოძევებულმა, თვითგამოცხადებული "სერბთა რესპუბლიკა კრაინას" დევნილმა მთავრობამ (რომელიც 1995 წლიდან, სერბეთის დედაქალაქ ბელგრადშია განთავსებული) ოკუპირებული აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონის "დამოუკიდებლობაც" სცნო. ამჯერად, ამ მიმართულებით ბოსნია-ჰერცეგოვინას სერბთა რესპუბლიკა აქტიურობს.
საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრომ დღეს დაგმო ოკუპირებულ აფხაზეთში სერბთა რესპუბლიკის, სირიის, ე.წ ლუგანსკის სახალხო რესპუბლიკისა და "დნესტრისპირეთის" დელეგაციების უკანონო ვიზიტები და ამ ნაბიჯებს, რუსეთის მხრიდან, "სუვერენული სახელმწიფოს საზღვრების ძალადობრივი ცვლილების ლეგიტიმაციისა და ქართველთა ეთნიკური წმენდის არაერთი ტალღის დაკანონების" მორიგი მცდელობა უწოდა.
-
გადახედვაკობახიძე აშშ-ს "ორ რევოლუციურ მცდელობაში" ადანაშაულებს — რა გავიგეთ მისი და აშშ-ის სახელმწიფო მდივნის მრჩევლის პოსტებიდან X-ზე კობახიძე აშშ-ს "ორ რევოლუციურ მცდელობაში" ადანაშაულებს — რა გავიგეთ მისი და აშშ-ის სახელმწიფო მდივნის მრჩევლის პოსტებიდან X-ზე
-
გადახედვამინდა, მივმართო ჩვენი ქვეყნის აკრედიტებულ ელჩებს მეგობარ ქვეყნებში... საკითხი ეხება ჩვენი ქვეყნის მომავალს! — მამუკა ხაზარაძე მინდა, მივმართო ჩვენი ქვეყნის აკრედიტებულ ელჩებს მეგობარ ქვეყნებში... საკითხი ეხება ჩვენი ქვეყნის მომავალს! — მამუკა ხაზარაძე
-
გადახედვა11 მაისს, ევროპის დღეს, რუსული კანონის საწინააღმდეგო მანიფესტაცია დაანონსდა 11 მაისს, ევროპის დღეს, რუსული კანონის საწინააღმდეგო მანიფესტაცია დაანონსდა
-
გადახედვაცირკთან აქციის მონაწილეებს, უცნობი პირები, ფიზიკურად გაუსწორდნენ ცირკთან აქციის მონაწილეებს, უცნობი პირები, ფიზიკურად გაუსწორდნენ
-
გადახედვასაფრანგეთში მცხოვრები ქართველი სტუდენტები რუსული კანონის გაწვევას მოითხოვენ და აქციის მონაწილეებზე ძალადობას გმობენ საფრანგეთში მცხოვრები ქართველი სტუდენტები რუსული კანონის გაწვევას მოითხოვენ და აქციის მონაწილეებზე ძალადობას გმობენ
-
გადახედვაგზის გადაკეტვა შეკრების თავისუფლების ფორმაა — საია გზის გადაკეტვა შეკრების თავისუფლების ფორმაა — საია
-
გადახედვაკობახიძე აშშ-ში მიიწვიეს დათქმით, რომ ვიზიტამდე უნდა შეჩერებულიყო კანონპროექტის განხილვა — საგარეო აშშ-ის ელჩის განცხადებაზე კობახიძე აშშ-ში მიიწვიეს დათქმით, რომ ვიზიტამდე უნდა შეჩერებულიყო კანონპროექტის განხილვა — საგარეო აშშ-ის ელჩის განცხადებაზე
-
გადახედვაპოლიციამ გმირთა მოედანზე, რამდენიმე წუთის წინ, სამი ადამიანი დააკავა პოლიციამ გმირთა მოედანზე, რამდენიმე წუთის წინ, სამი ადამიანი დააკავა
-
გადახედვაჩაკვეტაძე: არაფერი არ დგას ჩვენს ხალხზე მაღლა, გაიწვიეთ ეს კანონი ჩაკვეტაძე: არაფერი არ დგას ჩვენს ხალხზე მაღლა, გაიწვიეთ ეს კანონი
-
გადახედვაპოლიცია ცდილობს, გმირთა მოედანზე მოძრაობა გახსნას — სამართალდამცველები აქციის მონაწილეების მიმართ ძალას იყენებენ პოლიცია ცდილობს, გმირთა მოედანზე მოძრაობა გახსნას — სამართალდამცველები აქციის მონაწილეების მიმართ ძალას იყენებენ
-
გადახედვაბუდუ ზივზივაძე: ვერანაირად გამართლდება მშვიდობიან მომიტინგეებზე თავდასხმა ბუდუ ზივზივაძე: ვერანაირად გამართლდება მშვიდობიან მომიტინგეებზე თავდასხმა
-
გადახედვაშსს-ს ვებგვერდი არ მუშაობს — ჰაკერული დაჯგუფება Anonymous წერს, რომ საიტი მათ გათიშეს შსს-ს ვებგვერდი არ მუშაობს — ჰაკერული დაჯგუფება Anonymous წერს, რომ საიტი მათ გათიშეს
-
გადახედვასაიას განცხადება გელა ნადირაძის ადგილსამყოფლის და მდგომარეობის შესახებ საიას განცხადება გელა ნადირაძის ადგილსამყოფლის და მდგომარეობის შესახებ
-
გადახედვაქართველი იუთუბერები საერთო ვიდეოს ავრცელებენ და რუსულ კანონს გმობენ ქართველი იუთუბერები საერთო ვიდეოს ავრცელებენ და რუსულ კანონს გმობენ
-
გადახედვაახლა საქართველოს ხელისუფლებაზეა დამოკიდებული, მე ნათლად ვთქვი, რომ ევროინტეგრაციის გზაზე ეს კანონი პრობლემაა — ხერტ იან კოოპმანი ახლა საქართველოს ხელისუფლებაზეა დამოკიდებული, მე ნათლად ვთქვი, რომ ევროინტეგრაციის გზაზე ეს კანონი პრობლემაა — ხერტ იან კოოპმანი
-
გადახედვასაჩხერელი გელა ნადირაძე, რომელიც აქციაზე გაუჩინარდა, საავადმყოფოში ნაცემი იპოვეს საჩხერელი გელა ნადირაძე, რომელიც აქციაზე გაუჩინარდა, საავადმყოფოში ნაცემი იპოვეს
-
გადახედვაახლობლები ეძებენ აქციაზე საჩხერიდან ჩამოსულ კაცს — მას, სავარაუდოდ, სპეცრაზმმა სცემა ახლობლები ეძებენ აქციაზე საჩხერიდან ჩამოსულ კაცს — მას, სავარაუდოდ, სპეცრაზმმა სცემა
-
გადახედვადანიგანი: მოვუწოდებთ საქართველოს მთავრობას, კვლავ დაადასტუროს ერთგულება საქართველოს ევროატლანტიკური მომავლის მიმართ დანიგანი: მოვუწოდებთ საქართველოს მთავრობას, კვლავ დაადასტუროს ერთგულება საქართველოს ევროატლანტიკური მომავლის მიმართ
-
გადახედვაღოღობერიძე: ჩვენ გავიმარჯვებთ და ამ საქართველოში იმათთვისაც იქნება ღირსეული ადგილი, ვინც დღეს, სხვადასხვა მიზეზების გამო, სხვაგვარად ფიქრობს! ღოღობერიძე: ჩვენ გავიმარჯვებთ და ამ საქართველოში იმათთვისაც იქნება ღირსეული ადგილი, ვინც დღეს, სხვადასხვა მიზეზების გამო, სხვაგვარად ფიქრობს!
-
-
გადახედვალანა ღოღობერიძე: გგონიათ, წყლის ჭავლით და რეზინის ტყვიებით შეძლებთ ამ საუკუნეებით გამოწრთობილი სულისკვეთების ჩაკვლას? ლანა ღოღობერიძე: გგონიათ, წყლის ჭავლით და რეზინის ტყვიებით შეძლებთ ამ საუკუნეებით გამოწრთობილი სულისკვეთების ჩაკვლას?
კომენტარები