თბილისის ბაგა-ბაღების სააგენტოს დირექტორი, თემურ თორდინავა უარყოფს სტუდია მონიტორის გამოძიებაში გაჟერებულ ბრალდებებს და მათ "არასერიოზულს" უწოდებს:

"მსგავსი ტიპის დავალება არასოდეს გაცემულა სააგენტოდან და არც გაიცემა. აღნიშნული ჩანაწერებიდან არ ჩანს, რომ ესენი არიან საბავშვო ბაღების დირექტორები. ის შეიძლება იყოს ნებისმიერი მოქალაქე და იქ იკვეთება ერთი სახელი მარი და ამ სახელით არავინ არ მუშაობს ჩვენთან".

სტუდია მონიტორის გამოძიებაში ნაჩვენებია, რომ თბილისის 170-მდე ბაღის ხელმძღვანელს, თითოეულს 100-დან 200-მდე მხარდამჭერთა სიის შედგენა და სააგენტოში მიტანა დაევალა. აღნიშნული სია მათ ახლობლებისა და თანამშრომლების დახმარებით მოაგროვეს.

მათივე ინფორმაციით, დავალება ბაღების სააგენტოს დირექტორის მოადგილემ, ნიკოლოზ თოდრაძემ გასცა.