ახალი შეკავების პოლიტიკა
რუსეთისა და ამერიკის ურთიერთობები უკანასკნელი ათწლეულების მანძილზე არაწრფივად ვითარდება. თუ საბჭოთა კავშირის დაშლის შემდეგ დასავლეთს იმედი გაუჩნდა, რომ რუსეთი მისი საერთო სივრცის ნაწილი გახდებოდა, ეს მოსაზრება ვლადიმირ პუტინის ხელისუფლებაში მოსვლასთან ერთად მალევე მიეცა დავიწყებას.
ამერიკის პრეზიდენტების ცვლილებასთან ერთად, თითოეული მათგანი ცდილობდა მოსკოვთან ახალი მიდგომის შემუშავებას. ობამას ადმინისტრაციამ "გადატვირთვით" დაიწყო, თუმცა მერვე წლის თავზე, ორ ქვეყანას შორის ურთიერთობები ცივი ომის დროინდელ ნიშნულზე დავიდა. ამერიკის ახალ პრეზიდენტს საგარეო ზეწოლისა და რუსეთთან მისი საარჩევნო გუნდის კავშირების გამოძიების ფონზე, რუსეთთან ურთიერთობების "განახლება" ჯერ არ უცდია. დღეს, ტრამპის ადმინისტრაციის პირობებში, ვაშინგტონში ცდილობენ რუსეთთან ურთიერთობის ახალი სტრატეგია შეიმუშაონ. თუმცა, ამერიკის დედაქალაქში ამ საკითხის განხილვისას მხარეები ფუნდამენტურ საკითხებზე ვერ თანხმდებიან.
"ობამას ადმინისტრაციის დრო ჩვენ ვნახეთ, რომ თანამშრომლობა არანაირ მიზანს არ ემსახურებოდა... რუსეთმა თავად გადაწყვიტა, რომ ჩვენ მათი მტერი ვართ. [პუტინი] არის ლიდერი, რომელსაც სჭირდება, რომ დასავლეთი მას ემტერებოდეს. შესაძლოა რუსეთს აქვს გარკვეული საფუძვლები, რომლებიც მის შეშფოთებას იწვევს, თუმცა ლეგიტიმური გზით მათი მოგვარების ნაცვლად ის მეზობელ ქვეყნებში იჭრება", - აცხადებს ეველინ ფარკასი, პენტაგონის ყოფილი მაღალჩინოსანი და ატლანტიკური საბჭოს მკვლევარი.
როგორ უნდა უპასუხოს ამერიკის ახალმა ადმინისტრაციამ იმ გამოწვევებს, რომელიც პუტინთან გამკლავებას უკავშირდება? მაკკეინის ინსტიტუტში დებატები გაიმართა, რომლის ერთ მხარეს, მაკკეინის ინსტიტუტის უფროსი მკვლევარი, დევიდ კრემერი და ობამას ყოფილი თავდაცვის მდივნის თანაშემწის მოადგილე, ეველინ ფარკასი, ტრამპის ადმინისტრაციის მიერ რუსეთის შეკავების პოლიტიკის შემუშავებას ემხრობოდნენ. ხოლო მეორე მხარეს, კისინჯერის ასოციაციის დირექტორი ტომ გრამი და კენანის ინსტიტუტის ხელმძღვანელი მეთ როჟანსკი საუბრობდნენ რუსეთთან საერთო ენის გამონახვის საჭიროებაზე.
"ისევე როგორც ცივი ომის დროს, დღეს ჩვენ გვჭირდება შეკავების პოლიტიკა. რუსეთი ავტორიტარული კლეპტოკრატიული სახელმწიფოა... ჩვენ ღიად უნდა ვთქვათ რომ სანამ რუსეთი არ სცემს პატივს საერთაშორისო პრინციპებს, იქამდე ჩვენ შეკავების პოლიტიკას გავატარებთ", - განაცხადა ეველინ ფარკასმა.
ფარკასს ეთანხმება დევიდ კრემერი. მისი თქმით, რუსეთის საგარეო პოლიტიკა, პუტინის ხელისუფლების პირობებში საგარეო პოლიტიკის გაგრძელებაა. თუ მისი წინამორბედი ბორის ელცინი ხანშიშესული, კომპარტიის ყოფილი ჩინოვნიკი იყო, რომელიც იშვიათად ახერხებდა ფხიზელი გამოჩენილიყო ტელეეკრანებზე და შესაძლოა ჰქონდა სურვილი, თუმცა არ გააჩნდა საკმარისი რესურსი ძალაუფლების კონსოლიდაციისთვის.
მისი მემკვიდრე ვლადიმირ პუტინი, ამაში წარმატებული აღმოჩნდა. ხელისუფლებაში მოსვლის შემდეგ მისი ერთ-ერთ პირველი ნაბიჯი ჩეჩნეთის მოვლენების შედეგად საკუთარი პოპულარობის გაზრდა, შემდეგ ტელევიზიებზე კონტროლის მოპოვება და მთავარი ოპონენტების მოშორება იყო. ნავთობის ფასების ზრდამ, და შედეგად ეკონომიკური მდგომარეობის გაუმჯობესებამ, 90-იან წლებთან შედარებით მას პოპულარობა მოუტანა.
ხელისუფლების კონსოლიდაციის პროცესში, ვლადიმირ პუტინი მთავრობის ოპონენტებსა და აქტივისტებს ძალადობრივი მეთოდებით უმკლავდებოდა, იქნება ეს მათი დაშინება, დაპატიმრება, მოწამვლა თუ მკვლელობა. ისეთი საერთაშორისო სადამკვირვებლო ორგანიზაციები, როგორიცაა საერთაშორისო ამნისტია, განაგრძობენ მოწოდებას, რომ შეწყდეს მედიის წარმომადგენლებისა და აქტივისტების შევიწროება. თუმცა, მიუხედავად განმეორებითი მოწოდებებისა, "უცხო ქვეყნის აგენტის", "ექსტრემიზმის წინააღმდეგ" კანონების გამოყენებით თუ სხვა მეთოდებთან ერთად, რუსეთი ახერხებს ოპოზიციური აზრის ჩახშობას.
პუტინის რეჟიმის პირობებში, რუსეთი უფრო და უფრო ავტორიტარული ხდება. მოსკოვი საგარეო არენაზე აგრძელებს ძალის დემონსტრირებას, უკანასკნელი სამი წლის განმავლობაში, რუსეთი უკრაინასა (2014 წელს) და სირიაში (2015 წელს) შეიჭრა. აღმოსავლეთ უკრაინაში პრორუს სეპარატისტებსა და სირიაში ბაშარ ალ ასადის ძალებს უჭერს მხარს. ბოლო წლების განმავლობაში მოსკოვმა ოკუპირებული აფხაზეთისა და ცხინვალის რაიონის სამხედრო ინტეგრაცია განახორციელა და განაგრძობს ე.წ. საზღვრის გავლების პროცესს. ეს თავგადასავლები პუტინის რეიტინგს ეხმარება. თუმცა, როგორც დევიდ კრემერი ამბობს, არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ ამ ავანტიურას ადამიანების სიცოცხლე ეწირება და საბოლოოდ საერთაშორისო წესრიგის თავდაყირა დაყენებას ისახავს მიზნად.
"რუსეთი არის უკრაინაში, ოკუპირებული აქვს საქართველოს ტერიტორია, ასევე, მოლდოვის ტერიტორია და არის წარმოდგენილი სირიაში. როდესაც ამაზე ვსაუბრობთ, უნდა გვახსოვდეს, რომ ეს აბსტრაქცია არაა. ეს გულისხმობს, რომ ჩვენ ვდგავართ იმ ხალხთან, რომელსაც სურს თავად განსაზღვრონ თავიანთი მომავალი და ამისთვის იღუპებიან... ჩვენ არ უნდა მივცეთ რუსეთს დე-ფაქტო ვეტო ამ ხალხის და ქვეყნების სურვილზე, ეს საერთაშორისო წესრიგს თავდაყირა დააყენებს", - დევიდ კრეიმერი.
თუმცა ამ მოსაზრებას არ ეთანხმება, მეთ როჟანსკი, ვუდრო ვილსონის ცენტრიდან. მისი თქმით, რუსეთს ყოველთვის ქონდა და ექნება უფრო მეტი ინტერეს მის უშუალო სამეზობლოსთან. "რუსეთთან მუშაობა პარტნიორობას არ გულისხმობს, ის ჩვენი განსხვავებების მართვას ითვალისწინებს. რუსეთთან თანამშრომლობა არ ეფუძნება საერთო ღირებულებებს, არამედ რეალიზმს", - ამბობს ის.
მიუხედავად დასავლეთის სანქციებისა, მოსკოვი არ წყვეტს აგრესიულ ქმედებებს, აგრძელებს საერთაშორისო არენაზე მხარდამჭერთა კულტივაციას, ცდილობს ისარგებლოს ვაკუუმით ავღანეთსა თუ სირიაში და ამერიკის გვერდის ავლით, მოიპოვოს უპირატესობა მოლაპარაკებების მაგიდებზე. მისი ნაბიჯები მის შიდა თუ გარე პროპაგანდის მიზნებს ემსახურება. საგარეო არენაზე პუტინს სურს, რუსეთს "სუპერძალის" სტატუსი დაუბრუნოს, მიუხედავად იმისა, რომ ეკონომიკური თუ განვითარების ინდიკატორები მას მესამე სამყაროს ქვეყნებს შორის აქცევს. სწორედ ამიტომ, კისინჯერის ასოციაციის ხელმძღვანელი ტომ გრამი ფიქრობს, რომ რუსეთის ამერიკისთვის გამოწვევას არ წარმოადგენს.
"მაშინ როდესაც, ჩინეთი და ინდოეთი არის მომავლის გამოწვევა ჩვენთვის, რატომ უნდა ვიფიქროთ რუსეთის შეკავებაზე, რომელიც მის სამეზობლოში უფრო დიდ რისკზეა წამსვლელი... რუსეთი არის გამოწვევა ამერიკისთვის, მაგრამ საჭიროა კონტექსტი განვიხილოთ. ჩინეთი უფრო დიდი გამოწვევაა მომავლისთვის, და ისიც არ ეთანხმება პრინციპებს და ჩვენს ღირებულებებს. რუსეთი არაა ქვეყანა რომელსაც ნათელი მომავალი აქვს, ეს არის ქვეყანა ბევრი პრობლემით", - ამბობს გრამი.
ის ფიქრობს, ამერიკა შეკავების პოლიტიკით მიზანს ვერ მიაღწევს. "უკრაინის მოვლენების შემდეგ, ობამას ადმინისტრაციის მკვეთრმა ნაბიჯებმა, რუსეთის ქმედებები ვერ შეცვალა, რა შედეგი მივიღეთ? რუსეთმა ყირიმი დაიკავა, აღმოსავლეთ უკრაინაში შეიჭრა, შემდეგ სირიაში ასადის სასარგებლოდ შეცვალა ბრძოლის ველზე სიტუაცია", - თქვა მან.
საშინაო მოხმარებისთვის პუტინს საგარეო მტრის ხატი, შიდა პოპულარობის მოპოვებაში ეხმარება. განგრძობით წარმოჩენა დასავლეთის და ამერიკის, როგორც ქვეყნის მტრის, მას საკუთარი ავტორიტარული გადაწყვეტილებების გამართლებაში აძლევს ხელს, მათ შორის იმ კორუფციის დაფარვაშიც, რომელშიც პუტინი და მისი წრე არიან ჩართული. მიუხედავად, იმისა, რომ გამოკვლევებით პუტინის რეიტინგი მაღალია, და ლევადას ცენტრის გამოკითხვებით 83 პროცენტს პრეზიდენტი მოწონს, დევიდ კრემერი ამბობს, რომ გამომდინარე შეზღუდული სიტყვის თავისუფლებისგან და ავტორიტარული პოლიტიკური გარემოდან, კვლევები ვერ ასახავენ რეალურ მდგომარეობას. "თუ დაგირეკავენ და გკითხავენ, პუტინი მოგწონს? რას ეტყვი "ვერ ვიტან ამ ტიპს?", - ამბობს კრემერი.
რუსეთისადმი ამერიკის სტრატეგიის განხილვისას, საქართველო-რუსეთის ომი ერთ-ერთი ცენტრალური საკითხია. შეკავების მომხრეები ფიქრობენ, რომ ამერიკის სუსტმა პასუხმა და ომის შემდეგ ობამას "გადატვირთვის" პოლიტიკის დაწყებამ, რუსეთის უკრაინაში შეჭრა განაპირობა, ჩათვალა, რა მოსკოვმა რომ პოლიტიკური ფასი აქაც დაბალი იქნებოდა.
"როდესაც [გადატვირთვის პოლიტიკას] ვაფასებთ, მე ვფიქრობ ჩვენ უნდა გაგვეთვალისწინებინა, რუსეთის მიერ [საქართველოს ტერიტორიის] მიმდინარე ოკუპაცია. ეს არ გულისხმობს, რომ "გადატვირთვის პოლიტიკაზე" უარი უნდა გვეთქვა. თუმცა მოლაპარაკებებისას საქართველოს საკითხი უნდა ყოფილიყო გათვალისწინებული და ნაწილი ჩვენი მიდგომისა, რომ ჩვენ არ გვახარებდა და არ ვიღებდით ოკუპაციას", - ამბობს ფარკასი ამერიკის ხმასთან საუბრისას.
მეორენი კი თვლიან, რომ ამერიკის აქტიურმა მხარდაჭერამ საქართველოსადმი, რუსეთის აგრესიული ნაბიჯი განაპირობა.
"საქართველოსთან ჩვენ ახლოს ვთანამშრომლობდით მთავრობასთან და ვეხმარებოდით სააკაშვილს მას შემდეგ, რაც ის ხელისუფლებაში მოვიდა, რუსეთთან ურთიერთობებშიც მას გავუწიეთ გარკვეული დახმარება. და ნათელია, რომ ეს პოლიტიკა წარუმატებელი აღმოჩნდა, რადგან ჩვენ უარი ვთქვით რუსეთთან მუშაობაზე. და ასევე, მეორე მხრივ, საქართველო მივატოვეთ. ვერც ერთ და ვერც მეორე შემთხვევაში ვერ მივაღწიეთ წარმატებას და სწორედ ამიტომ, შედეგად გვაქვს რუსეთის მიერ აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის ოკუპაცია", - განაცხადა ტომ გრამმა.
და მაშინ, როდესაც ვაშინგტონში ვერ თანხმდებიან, რამდენად მკაცრი უნდა იყოს მათი პასუხი მოსკოვისადმი, მაშინ როდესაც ამ უკანასკნელმა ამერიკის პოლიტიკური სისტემის დისკრედიტაცია ცადა, კრემლი განაგრძობს, ერთგვაროვანი პოლიტიკის გატარებას რეგიონსა და მის მიღმა.
-
გადახედვარუსეთმა ვოლოდიმირ ზელენსკი ძებნილად გამოაცხადა რუსეთმა ვოლოდიმირ ზელენსკი ძებნილად გამოაცხადა
-
გადახედვასალომე ზურაბიშვილი ელჩებს: დაძაბულ ვითარებაში ვართ... ჩემი თხოვნაა, განხორციელდეს მაღალი დონის ვიზიტები მაისის ბოლომდე სალომე ზურაბიშვილი ელჩებს: დაძაბულ ვითარებაში ვართ... ჩემი თხოვნაა, განხორციელდეს მაღალი დონის ვიზიტები მაისის ბოლომდე
-
გადახედვააზერბაიჯანში დაკავებულ მედია ადვოკატს და ტელეკომპანიის დამფუძნებელს, არ აძლევენ საშუალებას, სასწრაფო ბიოფსია ჩაიტაროს აზერბაიჯანში დაკავებულ მედია ადვოკატს და ტელეკომპანიის დამფუძნებელს, არ აძლევენ საშუალებას, სასწრაფო ბიოფსია ჩაიტაროს
-
გადახედვადერეკ შოლე: მრავალწლიანი პარტნიორობის შემდეგ, ვწუხვართ, რომ საქართველოს ევროატლანტიკური მისწრაფებები სასწორზე დევს დერეკ შოლე: მრავალწლიანი პარტნიორობის შემდეგ, ვწუხვართ, რომ საქართველოს ევროატლანტიკური მისწრაფებები სასწორზე დევს
-
გადახედვაქართველი სტარტაპერები რუსული კანონის წინააღმდეგ ერთობლივ განცხადებას ავრცელებენ ქართველი სტარტაპერები რუსული კანონის წინააღმდეგ ერთობლივ განცხადებას ავრცელებენ
-
გადახედვაკლუბი KHIDI: ვაუქმებთ 3 და 4 მაისის ივენთებს. არა რუსულ კანონს! შევხვდებით რუსთაველზე! კლუბი KHIDI: ვაუქმებთ 3 და 4 მაისის ივენთებს. არა რუსულ კანონს! შევხვდებით რუსთაველზე!
-
გადახედვასაქართველოს რეიტინგი, პრესის თავისუფლების მსოფლიო ინდექსში, 26 ადგილით დაეცა საქართველოს რეიტინგი, პრესის თავისუფლების მსოფლიო ინდექსში, 26 ადგილით დაეცა
-
გადახედვადღეს, კობახიძემ, ამ ქვეყნის ისტორიაში უპრეცედენტო და უდიდესი თავდასხმა განახორციელა აშშ-ზე — გრიგოლ გეგელია დღეს, კობახიძემ, ამ ქვეყნის ისტორიაში უპრეცედენტო და უდიდესი თავდასხმა განახორციელა აშშ-ზე — გრიგოლ გეგელია
-
გადახედვარა უნდა ვიცოდეთ დღევანდელ პროტესტზე, რომელიც 18:30-ზე დაიწყება სასტუმრო პარაგრაფთან, თავისუფლების მოედანზე რა უნდა ვიცოდეთ დღევანდელ პროტესტზე, რომელიც 18:30-ზე დაიწყება სასტუმრო პარაგრაფთან, თავისუფლების მოედანზე
-
გადახედვაკობახიძე აშშ-ს "ორ რევოლუციურ მცდელობაში" ადანაშაულებს — რა გავიგეთ მისი და აშშ-ის სახელმწიფო მდივნის მრჩევლის პოსტებიდან X-ზე კობახიძე აშშ-ს "ორ რევოლუციურ მცდელობაში" ადანაშაულებს — რა გავიგეთ მისი და აშშ-ის სახელმწიფო მდივნის მრჩევლის პოსტებიდან X-ზე
-
გადახედვაკალაძე სპორტსმენებზე, რომელმაც ხელისუფლების ძალადობა დაგმეს: "მეც ვუერთდები "არა რუსულ კანონს", ამ სუფთა ქართულ კანონს კი აუცილებლად მივიღებთ" კალაძე სპორტსმენებზე, რომელმაც ხელისუფლების ძალადობა დაგმეს: "მეც ვუერთდები "არა რუსულ კანონს", ამ სუფთა ქართულ კანონს კი აუცილებლად მივიღებთ"
-
გადახედვამინდა, მივმართო ჩვენი ქვეყნის აკრედიტებულ ელჩებს მეგობარ ქვეყნებში... საკითხი ეხება ჩვენი ქვეყნის მომავალს! — მამუკა ხაზარაძე მინდა, მივმართო ჩვენი ქვეყნის აკრედიტებულ ელჩებს მეგობარ ქვეყნებში... საკითხი ეხება ჩვენი ქვეყნის მომავალს! — მამუკა ხაზარაძე
-
გადახედვაპოლიციის უმოქმედობა აქციის მონაწილეებზე ძალადობას ახალისებს — DRI პოლიციის უმოქმედობა აქციის მონაწილეებზე ძალადობას ახალისებს — DRI
-
გადახედვაპარლამენტში 3 და 4 მაისს უსაფრთხოების ყვითელი დონე იმოქმედებს — ვიზიტორებს ეზღუდებათ პარლამენტის სასახლეში შესვლა პარლამენტში 3 და 4 მაისს უსაფრთხოების ყვითელი დონე იმოქმედებს — ვიზიტორებს ეზღუდებათ პარლამენტის სასახლეში შესვლა
-
გადახედვა11 მაისს, ევროპის დღეს, რუსული კანონის საწინააღმდეგო მანიფესტაცია დაანონსდა 11 მაისს, ევროპის დღეს, რუსული კანონის საწინააღმდეგო მანიფესტაცია დაანონსდა
-
გადახედვაცირკთან აქციის მონაწილეებს, უცნობი პირები, ფიზიკურად გაუსწორდნენ ცირკთან აქციის მონაწილეებს, უცნობი პირები, ფიზიკურად გაუსწორდნენ
-
გადახედვასაფრანგეთში მცხოვრები ქართველი სტუდენტები რუსული კანონის გაწვევას მოითხოვენ და აქციის მონაწილეებზე ძალადობას გმობენ საფრანგეთში მცხოვრები ქართველი სტუდენტები რუსული კანონის გაწვევას მოითხოვენ და აქციის მონაწილეებზე ძალადობას გმობენ
-
გადახედვაგზის გადაკეტვა შეკრების თავისუფლების ფორმაა — საია გზის გადაკეტვა შეკრების თავისუფლების ფორმაა — საია
-
-
გადახედვაპოლიციამ გმირთა მოედანზე, რამდენიმე წუთის წინ, სამი ადამიანი დააკავა პოლიციამ გმირთა მოედანზე, რამდენიმე წუთის წინ, სამი ადამიანი დააკავა
-
გადახედვაჩაკვეტაძე: არაფერი არ დგას ჩვენს ხალხზე მაღლა, გაიწვიეთ ეს კანონი ჩაკვეტაძე: არაფერი არ დგას ჩვენს ხალხზე მაღლა, გაიწვიეთ ეს კანონი
კომენტარები