ჩაკრულოს კოსმოსში გაშვებიდან ორმოცი წლის შემდეგ საქართველოს ნასას თანამშრომლები ეწვივნენ
წარმოიდგინეთ, რომ 1977 წელია. საბჭოთა კავშირი და ა.შ.შ ერთმანეთთან ჭიდილში არიან ჩართულნი და ცივი ომის ფონზე, ყველა კომპონენტში ეჯიბრებიან ერთმანეთს. ა.შ.შ-ს საბჭოთა კავშირის დაშლა სურს, ამ უკანასკნელს კი ჰეგემონობა და ამერიკის გავლენების შესუსტება. ამ დროს ნასაში მეცნიერები უდიდესი მოვლენისთვის ემზადებიან. კოსმოსური ხომალდები, რომელსაც „ვოიაჯერი 1“ და „ვოიაჯერი 2“ ეწოდა, ხანგრძლივი მისიის შესასრულებლად, ჯერ კიდევ ცუდად შესწავლილ კოსმოსში უნდა გაფრინდნენ.
სწორედ ამ დროს, ჯონ კასანის, ხომალდებთან ერთად ოქროს ფირფიტების გაგზავნის იდეა უჩნდება და საკუთარი მოსაზრების გასაზიარებლად უდიდეს მეცნიერს, კარლ სეიგანს ურეკავს. ერთობლივი მუშაობით გადაწყდა, რომ ოქროს ფირფიტებზე შენახულიყო ბუნებრივი ხმები, მისალმებები სხვადასხვა ენებზე, ფოტოები, პრეზიდენტ კარტერის სპეციალური მიმართვა და მსოფლიო მუსიკალური საგანძურიდან შერჩეული 27 მუსიკალური ნაწარმოები, რომელთა შორის ქართული ჩაკრულოც მოხვდა.
ცნობილი ფაქტია, რომ სსრკ ძალიან ეწინააღმდეგებოდა ჩაკრულოს კოსმოსში გაგზავნას და მის ნაცვლად რუსული კომპოზიციის გაგზავნა სურდა, თუმცა კარლ საგანი და მისი გუნდი საკუთარ აზრზე მტკიცედ იდგა. საბოლოოდ, ჩაკრულო დედამიწის საზღვრებს მაინც გაცდა და ვოიაჯერთან ერთად კოსმოსში გაიჭრა.
ამ დიდებული მისიის დაწყებიდან ზუსტად ორმოცი წელი გავიდა. ვოიაჯერებისა და ჩაკრულოს კოსმოსში გაშვების იუბილეს აღსანიშნავად თბილისს ნასას ორი გამორჩეული მეცნიერი, რობ მენინგი და ჯონ კასანი, თიბისი ბანკის მხარდაჭერითა და რამაზ ბლუაშვილის ორგანიზებით, ჩაკრულოს კვირეულის ფარგლებში ეწვია. მეცნიერები კვირეულის ფარგლებში ქართველ სტარტაპერებს ტექნოპარკში შეხვდნენ და მათ მიერ დასმულ შეკითხვებს უპასუხეს. შეხვედრაზე იმყოფებოდა ა.შ.შ-ს ელჩი საქართველოში იან კელი და საქართველოს პარლამენტის განათლების კომიტეტის თავჯდომარე მარიკა ჯაში. სტარტაპერებთან შეხვედრას მენტრობას უწევდა რეჟისორი და ჩაკრულოს კვირეულის ერთ-ერთი ორგანიზატორი რამაზ ბლუაშვილი.
შეხვედრაზე რობ მენინგმა და ჯონ კასანიმ აუდიტორიის მიერ დასმულ შეკითხვებს უპასუხეს. შეკრებილ საზოგადოებას პირველ რიგში აინტერესებდა თუ როგორ გადაწყდა ჩაკრულოს კოსმოსში გაშვება, რას ემსახურებოდა „ვოიაჯერის“ მისია, როგორ დაიგეგმა ის და როგორია მისი მომავალი, რა ელის კოსმოსს, როდის გაუშვებს ნასა მარსზე ადამიანს, რა სიახლეები იგეგმება და სხვ.
ამერიკელმა მეცნიერებმა თითოეულ დასმულ კითხვას გულმოდგინე პასუხი გასცეს. ჯონ კასანიმ აღნიშნა, რომ მათთვის პრინციპულად მნიშვნელოვანი იყო სხვა მუსიკალურ ნაწარმოებებთან ერთად ჩაკრულოს კოსმოსში გაგზავნა და მიუხედავად წინააღმდეგობისა, აზრი ვერაფერმა შეაცვლევინა. რობ მენინგი მომავალზე საუბრისას აღნიშნავს, რომ ნასას წინ კიდევ დიდი გეგმები აქვს. მისი აზრით, კოსმოსის უფრო დეტალურად შესწავლა ახლა მხოლოდ ნასას პრეროგატივა აღარ არის, რაც მას ძალიან ახარებს. იგი ხაზს უსვამს ილონ მასკის მიზნების მნიშვნელობას და თვლის, რომ სახელმწიფოსა და კერძო სექტორის თანამშრომლობა მეცნიერებას დიდ წარმატებას მოუტანს.
ჩაკრულოს კვირეულის ფარგლებში კინოთეატრ ამირანში ემერ რეინოლდსის ფილმის, The Farthest-ის პრეზენტაციაც გაიმართა. ფილმის პრემიერას ესწრებოდნენ ნასას თანამშრომლები და სხვა მოწვეული სტუმრები. ფილმის ჩვენებამდე ჯონ კასანიმ საჯარო ლექცია ჩაატარა, რომელიც კითხვა-პასუხის რეჟიმით გაგრძელდა.
ჩაკრულოს კვირეულის მიწურულს, თბილისის ოპერისა და ბალეტის თეატრში რამაზ ბლუაშვილის პრემიერაც შედგა. ფილმში ჩაკრულოს ისტორია დეტალურად არის მოთხრობილი. ოპერისა და ბალეტის თეატრში რობ მენინგის საჯარო ლექციაც გაიმართა, რომელიც ერისიონის კონცერტით დაგვირგვინდა. ამ შეხვედრაზე დასწრება ნებისმიერი მსურველისათვის თავისუფალი იყო.
ცნობისთვის, 2012 წელს „ვოიაჯერ 1“ მზის სისტემას გაცდა და ინტერსტელარში გაიჭრა. ის ერთადერთი კოსმოსური ქმნილებაა, რომელმაც მზის სისტემის დატოვება მოახერხა. რამდენ ხანს იფრენს ის გალაქტიკაში - ამაზე ზუსტი პასუხის გაცემა ჯერჯერობით უჭირს მეცნიერებს, თუმცა იმედოვნებენ, რომ ვოიაჯერი თავის მთავარ ამოცანას თავს გაართმევს. რაც შეეხება „ვოიაჯერ 2-ს“, სავარაუდოდ, ისიც მალე დატოვებს მზის სისტემას და მის წინამორბედს შეუერთდება.
-
გადახედვაქართველი სტარტაპერები რუსული კანონის წინააღმდეგ ერთობლივ განცხადებას ავრცელებენ ქართველი სტარტაპერები რუსული კანონის წინააღმდეგ ერთობლივ განცხადებას ავრცელებენ
-
გადახედვასასტუმრო პარაგრაფთან აქციის მონაწილე დააკავეს სასტუმრო პარაგრაფთან აქციის მონაწილე დააკავეს
-
გადახედვაპრეზიდენტმა ე.წ ოფშორების კანონს ვეტო დაადო პრეზიდენტმა ე.წ ოფშორების კანონს ვეტო დაადო
-
გადახედვაკლუბი KHIDI: ვაუქმებთ 3 და 4 მაისის ივენთებს. არა რუსულ კანონს! შევხვდებით რუსთაველზე! კლუბი KHIDI: ვაუქმებთ 3 და 4 მაისის ივენთებს. არა რუსულ კანონს! შევხვდებით რუსთაველზე!
-
გადახედვასაქართველოს რეიტინგი, პრესის თავისუფლების მსოფლიო ინდექსში, 26 ადგილით დაეცა საქართველოს რეიტინგი, პრესის თავისუფლების მსოფლიო ინდექსში, 26 ადგილით დაეცა
-
გადახედვაჟურნალისტური ეთიკის ქარტიის განცხადება კახა კალაძის მიერ, ჟურნალისტის შეურაცხყოფის ფაქტზე ჟურნალისტური ეთიკის ქარტიის განცხადება კახა კალაძის მიერ, ჟურნალისტის შეურაცხყოფის ფაქტზე
-
გადახედვადღეს, კობახიძემ, ამ ქვეყნის ისტორიაში უპრეცედენტო და უდიდესი თავდასხმა განახორციელა აშშ-ზე — გრიგოლ გეგელია დღეს, კობახიძემ, ამ ქვეყნის ისტორიაში უპრეცედენტო და უდიდესი თავდასხმა განახორციელა აშშ-ზე — გრიგოლ გეგელია
-
გადახედვარა უნდა ვიცოდეთ დღევანდელ პროტესტზე, რომელიც 18:30-ზე დაიწყება სასტუმრო პარაგრაფთან, თავისუფლების მოედანზე რა უნდა ვიცოდეთ დღევანდელ პროტესტზე, რომელიც 18:30-ზე დაიწყება სასტუმრო პარაგრაფთან, თავისუფლების მოედანზე
-
გადახედვაკალაძე სპორტსმენებზე, რომელმაც ხელისუფლების ძალადობა დაგმეს: "მეც ვუერთდები "არა რუსულ კანონს", ამ სუფთა ქართულ კანონს კი აუცილებლად მივიღებთ" კალაძე სპორტსმენებზე, რომელმაც ხელისუფლების ძალადობა დაგმეს: "მეც ვუერთდები "არა რუსულ კანონს", ამ სუფთა ქართულ კანონს კი აუცილებლად მივიღებთ"
-
გადახედვამინდა, მივმართო ჩვენი ქვეყნის აკრედიტებულ ელჩებს მეგობარ ქვეყნებში... საკითხი ეხება ჩვენი ქვეყნის მომავალს! — მამუკა ხაზარაძე მინდა, მივმართო ჩვენი ქვეყნის აკრედიტებულ ელჩებს მეგობარ ქვეყნებში... საკითხი ეხება ჩვენი ქვეყნის მომავალს! — მამუკა ხაზარაძე
-
გადახედვაპოლიციის უმოქმედობა აქციის მონაწილეებზე ძალადობას ახალისებს — DRI პოლიციის უმოქმედობა აქციის მონაწილეებზე ძალადობას ახალისებს — DRI
-
გადახედვაპარლამენტში 3 და 4 მაისს უსაფრთხოების ყვითელი დონე იმოქმედებს — ვიზიტორებს ეზღუდებათ პარლამენტის სასახლეში შესვლა პარლამენტში 3 და 4 მაისს უსაფრთხოების ყვითელი დონე იმოქმედებს — ვიზიტორებს ეზღუდებათ პარლამენტის სასახლეში შესვლა
-
გადახედვა11 მაისს, ევროპის დღეს, რუსული კანონის საწინააღმდეგო მანიფესტაცია დაანონსდა 11 მაისს, ევროპის დღეს, რუსული კანონის საწინააღმდეგო მანიფესტაცია დაანონსდა
-
გადახედვაცირკთან აქციის მონაწილეებს, უცნობი პირები, ფიზიკურად გაუსწორდნენ ცირკთან აქციის მონაწილეებს, უცნობი პირები, ფიზიკურად გაუსწორდნენ
-
გადახედვასაფრანგეთში მცხოვრები ქართველი სტუდენტები რუსული კანონის გაწვევას მოითხოვენ და აქციის მონაწილეებზე ძალადობას გმობენ საფრანგეთში მცხოვრები ქართველი სტუდენტები რუსული კანონის გაწვევას მოითხოვენ და აქციის მონაწილეებზე ძალადობას გმობენ
-
გადახედვაგზის გადაკეტვა შეკრების თავისუფლების ფორმაა — საია გზის გადაკეტვა შეკრების თავისუფლების ფორმაა — საია
-
-
გადახედვაპოლიციამ გმირთა მოედანზე, რამდენიმე წუთის წინ, სამი ადამიანი დააკავა პოლიციამ გმირთა მოედანზე, რამდენიმე წუთის წინ, სამი ადამიანი დააკავა
-
გადახედვაჩაკვეტაძე: არაფერი არ დგას ჩვენს ხალხზე მაღლა, გაიწვიეთ ეს კანონი ჩაკვეტაძე: არაფერი არ დგას ჩვენს ხალხზე მაღლა, გაიწვიეთ ეს კანონი
-
გადახედვაპოლიცია ცდილობს, გმირთა მოედანზე მოძრაობა გახსნას — სამართალდამცველები აქციის მონაწილეების მიმართ ძალას იყენებენ პოლიცია ცდილობს, გმირთა მოედანზე მოძრაობა გახსნას — სამართალდამცველები აქციის მონაწილეების მიმართ ძალას იყენებენ
-
გადახედვაბუდუ ზივზივაძე: ვერანაირად გამართლდება მშვიდობიან მომიტინგეებზე თავდასხმა ბუდუ ზივზივაძე: ვერანაირად გამართლდება მშვიდობიან მომიტინგეებზე თავდასხმა
კომენტარები