ევროპის ფონდი: მოსახლეობის 41% მიიჩნევს, რომ ევროკავშირი საფრთხეს უქმნის ქართულ ტრადიციებს
ევროპის ფონდის კვლევის თანახმად, რომელიც CRRC-მა შეასრულა, მოსახლეობის 41 პროცენტი მიიჩნევს, რომ ევროკავშირი საფრთხეს უქმნის ქართულ ტრადიციებს, მაგრამ მოსახლეობის 49 პროცენტი ამ მოსაზრებას არ ეთანხმება. კვლევის ავტორები აღნიშნავენ, რომ 2015 წელს თანაფარდობა იყო 45 პროცენტი და 34 პროცენტი, ანუ ბოლო ორი წლის განმავლობაში ევროკავშირის ქართული ტრადიციების საფრთხის აღქმა 15 პროცენტით შემცირდა.
კვლევის ანგარიშის მიხედვით, საქართველოს მოსახლეობისათვის ევროკავშირი, უპირველეს ყოვლისა, საერთაშორისო ორგანიზაციასა და პოლიტიკურ გაერთიანებას წარმოადგენს. შემდეგ უკვე მოდის ეკონომიკური გაერთიანების ხედვა. კვლევის მიხედვით, ეთნიკური უმცირესობების წარმომადგენლებს ჯერ კიდევ უჭირთ ამ კითხვაზე პასუხის გაცემა.
ანგარიშში ასევე აღნიშნულია, რომ მოსახლეობის 10 პროცენტის წარმოდგენა ევროკავშირის მიმართ უარყოფითია. მეტია მათი წილი, ვინც აცხადებს, რომ მათი წარმოდგენა ევროკავშირის შესახებ დადებითია - 45 პროცენტი. კვლევის მიხედვით, მოსახლეობის 40 პროცენტის წარმოდგენა ევროკავშირის მიმართ ნეიტრალურია.
კვლევის ავტორები ამბობენ, რომ, როგორც წინა წლებში, 2017 წელსაც მათ შეისწავლეს მოსახლეობის მოსაზრებები იმასთან დაკავშირებით, თუ რას წარმოადგენს ევროკავშირი.
ანგარიშის მიხედვით, წინა წლების ანალოგიურად, საქართველოს მოსახლეობის უმრავლესობისთვის ევროკავშირი მშვიდობასთან, უსაფრთხოებასა და დემოკრატიასთან ასოცირდება. მოსახლეობა ეთანხმება იმ აზრს, რომ:
- ევროკავშირი ევროპაში მშვიდობისა და უსაფრთხოების წყაროა - 74 პროცენტი;
- დემოკრატიული გაერთიანება - 73 პროცენტი;
- ის ხელს უწყობს დემოკრატიის განვითარებას მის ფარგლებს გარეთ არსებულ ქვეყნებში - 69% პროცენტი;
- ის ხელს უწყობს მის ფარგლებს გარეთ მყოფი ქვეყნების ეკონომიკურ განვითარებას - 66 პროცენტი.
CRRC-ის მიერ ჩატარებული გამოკითხვის საფუძველზე მომზადებულ ანგარიშში შეფასებულია ევროკავშირის მიმართ საზოგადოების ცოდნა და დამოკიდებულება. 2009, 2011, 2013, 2015 და 2017 წლების კვლევების შედეგების შედარების საფუძველზე, ანგარიშში ასევე შეფასებულია, თუ როგორ იცვლებოდა მოსახლეობის შეფასებები, მოლოდინები და იმედები ევროპასთან ინტეგრაციის კუთხით. 2017 წელს გამოიკითხა 2 258 რესპონდენტი ოთხ სტრატაში.
-
-
გადახედვაკონკრეტულად, რა დარღვევები დაადგინა სტრასბურგის სასამართლომ 2019 წლის 20-21 ივნისის მოვლენების საქმეზე კონკრეტულად, რა დარღვევები დაადგინა სტრასბურგის სასამართლომ 2019 წლის 20-21 ივნისის მოვლენების საქმეზე
-
გადახედვაThe Boys მე-4 სეზონით ბრუნდება — ნახე ტრეილერი The Boys მე-4 სეზონით ბრუნდება — ნახე ტრეილერი
-
-
გადახედვაBoeing Starliner-ის ისტორიული მისია გადაიდო — როდის შედგება 1-ელი ეკიპაჟიანი ფრენა Boeing Starliner-ის ისტორიული მისია გადაიდო — როდის შედგება 1-ელი ეკიპაჟიანი ფრენა
-
გადახედვაროგორ იძიებს საგამოძიებო სამსახური ხაბეიშვილის ცემისა და სამართალდამცავთა შესაძლო კანონდარღვევის ფაქტებს აქციებისას — განცხადება როგორ იძიებს საგამოძიებო სამსახური ხაბეიშვილის ცემისა და სამართალდამცავთა შესაძლო კანონდარღვევის ფაქტებს აქციებისას — განცხადება
-
გადახედვა"ამბავი მარტოობასა და სიყვარულზე" — The Guardian "შაშვი შაშვი მაყვალზე" "ამბავი მარტოობასა და სიყვარულზე" — The Guardian "შაშვი შაშვი მაყვალზე"
-
გადახედვაშესაძლოა, მომავალი დეკადისთვის მთვარეზე ლევიტაციური რკინიგზა შეიქმნას შესაძლოა, მომავალი დეკადისთვის მთვარეზე ლევიტაციური რკინიგზა შეიქმნას
-
გადახედვარუსული კანონის საწინააღმდეგო საპროტესტო აქციები 7-დან 11 მაისის ჩათვლით რუსული კანონის საწინააღმდეგო საპროტესტო აქციები 7-დან 11 მაისის ჩათვლით
-
გადახედვასტრასბურგის სასამართლომ ე.წ. "გავრილოვის ღამის" საქმეზე დარღვევა დაადგინა — საია სტრასბურგის სასამართლომ ე.წ. "გავრილოვის ღამის" საქმეზე დარღვევა დაადგინა — საია
-
გადახედვამოვიტანეთ ფოტო-ვიდეო მტკიცებულებები, როგორ იძალადეს ხაბეიშვილზე უშუალოდ ივანიშვილის დავალებით — ენმ პროკურატურასთან მოვიტანეთ ფოტო-ვიდეო მტკიცებულებები, როგორ იძალადეს ხაბეიშვილზე უშუალოდ ივანიშვილის დავალებით — ენმ პროკურატურასთან
-
-
-
გადახედვათბილისის მერიის განცხადება: უხვი ნალექისგან, დედაქალაქის სხვადასხვა რაიონში პრობლემები შეიქმნა თბილისის მერიის განცხადება: უხვი ნალექისგან, დედაქალაქის სხვადასხვა რაიონში პრობლემები შეიქმნა
-
გადახედვაკავკასიის უნივერსიტეტი: ვეწინააღმდეგებით ნებისმიერ ინიციატივებს თუ კანონებს, რომლებმაც, შეიძლება, ზიანი მიაყენონ ჩვენი ქვეყნის სუვერენიტეტს კავკასიის უნივერსიტეტი: ვეწინააღმდეგებით ნებისმიერ ინიციატივებს თუ კანონებს, რომლებმაც, შეიძლება, ზიანი მიაყენონ ჩვენი ქვეყნის სუვერენიტეტს
-
გადახედვა700-ზე მეტი მასწავლებელი ლადო აფხაზავას სოლიდარობას უცხადებს 700-ზე მეტი მასწავლებელი ლადო აფხაზავას სოლიდარობას უცხადებს
-
გადახედვაო'ბრაიენი: თუ საქართველოს ხელისუფლება ე.წ. რუსულ კანონს მიიღებს, ვითარება ჩვენთვის ნათელი გახდება [ინტერვიუ] ო'ბრაიენი: თუ საქართველოს ხელისუფლება ე.წ. რუსულ კანონს მიიღებს, ვითარება ჩვენთვის ნათელი გახდება [ინტერვიუ]
-
გადახედვამიუხედავად დაპირისპირებისა და რთული ვითარებისა, უნდა გვაერთიანებდეს სამშობლოს სიყვარული და შეგვეძლოს მშვიდობიანი თანაცხოვრება — ეპისტოლედან მიუხედავად დაპირისპირებისა და რთული ვითარებისა, უნდა გვაერთიანებდეს სამშობლოს სიყვარული და შეგვეძლოს მშვიდობიანი თანაცხოვრება — ეპისტოლედან
-
გადახედვარუსეთმა ვოლოდიმირ ზელენსკი ძებნილად გამოაცხადა რუსეთმა ვოლოდიმირ ზელენსკი ძებნილად გამოაცხადა
-
გადახედვასალომე ზურაბიშვილი ელჩებს: დაძაბულ ვითარებაში ვართ... ჩემი თხოვნაა, განხორციელდეს მაღალი დონის ვიზიტები მაისის ბოლომდე სალომე ზურაბიშვილი ელჩებს: დაძაბულ ვითარებაში ვართ... ჩემი თხოვნაა, განხორციელდეს მაღალი დონის ვიზიტები მაისის ბოლომდე
-
გადახედვააზერბაიჯანში დაკავებულ მედია ადვოკატს და ტელეკომპანიის დამფუძნებელს, არ აძლევენ საშუალებას, სასწრაფო ბიოფსია ჩაიტაროს აზერბაიჯანში დაკავებულ მედია ადვოკატს და ტელეკომპანიის დამფუძნებელს, არ აძლევენ საშუალებას, სასწრაფო ბიოფსია ჩაიტაროს
კომენტარები