თბილისის საკრებულო პოლიციელების ალყაშია, პარლამენტის დეპუტატებს შენობაში არ უშვებენ
პოლიციის თანამშრომლები, რომლებსაც თბილისის საკრებულოს შენობა ალყაში აქვთ, საქართველოს პარლამენტის დეპუტატებს შენობაში არ უშვებენ. საკრებულოსთან შეკრებილები არიან ევროპული საქართველოს წევრები.
თბილისის მერობის კანდიდატმა ამავე პარტიიდან, ელენე ხოშტარიამ პოლიციის თანამშრომლებს განუმარტა, რომ საქართველოს კანონით, მას და პარლამენტის სხვა დეპუტატებს თბილისის საკრებულოს სხდომაზე დასწრების უფლება აქვთ.
"მე რომ დაგავალოთ [საკრებულოში არ შეშვება], ხელისუფლებაში რომ მოვალ, არც ეგ არ უნდა შეასრულოთ", - უთხრა ელენე ხოშტარიამ დაცვის სამსახურის წარმომადგენლებს.
ევროპული საქართველოს კიდევ ერთი წევრის, გიგა ბოკერიას თქმით, პოლიციელები კანონის დაცვის ნაცვლად არღვევენ მას.
"ვინ ხართ თქვენ, რომ წყვეტთ პარლამენტის წევრისთვის კანონით გათვალისწინებული უფლების შეზღუდვას. კანონს არღვევთ, სისხლის სამართლებრივ დანაშაულს ჩადიხათ... რატო იტეხავთ ამხელა ამბავს საკუთარ თავზე? ვინც მოგცათ ეგ მითითება, ჩამოუშვით, დაგველაპარაკოს", - უთხრა ბოკერიამ პოლიციის თანამშრომლებმა.
დღეს, 10 ოქტომბერს თბილისის საკრებულო საქართველოს ყოფილი პრემიერ-მინისტრთან და მმართველი პარტიის დამფუძნებლთან, ბიძინა ივანიშვილთან დაკავშირებული ორი კომპანიისთვის მიწის გადაცემის საკითხს განიხილავს. საუბარია ოქროყანის დასახლებაში მდებარე 4 400 მ2 მიწის ნაკვეთისა და პუშკინის ქუჩაზე, "ცეკავშირის" მიმდებარე ტერიტორიაზე არსებული 1 900 მ2 მიწის ნაკვეთის პირდაპირი განკარგვის ფორმით პრივატიზებაზე.
თბილისის საკრებულოს თავმჯდომარის გიორგი ალიბეგაშვილის განცხადებით, საკრებულოს დღევანდელ სხდომას, სადაც ბიძინა ივანიშვილთან დაკავშირებული კომპანიებისთვის მიწების გადაცემის საკითხს კენჭი უნდა უყარონ, მხოლოდ საკრებულოს წევრები და მედია დაესწრება.
-
გადახედვანახეთ: მეცნიერებმა მდედრი ნეანდერტალელის სახე აღადგინეს ნახეთ: მეცნიერებმა მდედრი ნეანდერტალელის სახე აღადგინეს
-
გადახედვარა საფრთხეს შეიცავს უცხოური ნომრიდან შემოსული ზარები — სპეციალისტის გაფრთხილება რა საფრთხეს შეიცავს უცხოური ნომრიდან შემოსული ზარები — სპეციალისტის გაფრთხილება
-
-
გადახედვაკონკრეტულად, რა დარღვევები დაადგინა სტრასბურგის სასამართლომ 2019 წლის 20-21 ივნისის მოვლენების საქმეზე კონკრეტულად, რა დარღვევები დაადგინა სტრასბურგის სასამართლომ 2019 წლის 20-21 ივნისის მოვლენების საქმეზე
-
გადახედვაThe Boys მე-4 სეზონით ბრუნდება — ნახე ტრეილერი The Boys მე-4 სეზონით ბრუნდება — ნახე ტრეილერი
-
-
გადახედვაBoeing Starliner-ის ისტორიული მისია გადაიდო — როდის შედგება 1-ელი ეკიპაჟიანი ფრენა Boeing Starliner-ის ისტორიული მისია გადაიდო — როდის შედგება 1-ელი ეკიპაჟიანი ფრენა
-
-
-
გადახედვაროგორ იძიებს საგამოძიებო სამსახური ხაბეიშვილის ცემისა და სამართალდამცავთა შესაძლო კანონდარღვევის ფაქტებს აქციებისას — განცხადება როგორ იძიებს საგამოძიებო სამსახური ხაბეიშვილის ცემისა და სამართალდამცავთა შესაძლო კანონდარღვევის ფაქტებს აქციებისას — განცხადება
-
გადახედვარუსული კანონის დასაცავად, ხელისუფლებამ საკომუნიკაციო სტრატეგია რუსეთის დროშის ფერებში განაახლა რუსული კანონის დასაცავად, ხელისუფლებამ საკომუნიკაციო სტრატეგია რუსეთის დროშის ფერებში განაახლა
-
გადახედვაევროპარლამენტარების ღია წერილი — ისინი მიმართავენ ჯოზეფ ბორელს, შეუჩერდეს საქართველოს კანდიდატის სტატუსი ევროპარლამენტარების ღია წერილი — ისინი მიმართავენ ჯოზეფ ბორელს, შეუჩერდეს საქართველოს კანდიდატის სტატუსი
-
გადახედვა"ამბავი მარტოობასა და სიყვარულზე" — The Guardian "შაშვი შაშვი მაყვალზე" "ამბავი მარტოობასა და სიყვარულზე" — The Guardian "შაშვი შაშვი მაყვალზე"
-
გადახედვაშესაძლოა, მომავალი დეკადისთვის მთვარეზე ლევიტაციური რკინიგზა შეიქმნას შესაძლოა, მომავალი დეკადისთვის მთვარეზე ლევიტაციური რკინიგზა შეიქმნას
-
გადახედვარუსული კანონის საწინააღმდეგო საპროტესტო აქციები 7-დან 11 მაისის ჩათვლით რუსული კანონის საწინააღმდეგო საპროტესტო აქციები 7-დან 11 მაისის ჩათვლით
-
გადახედვასტრასბურგის სასამართლომ ე.წ. "გავრილოვის ღამის" საქმეზე დარღვევა დაადგინა — საია სტრასბურგის სასამართლომ ე.წ. "გავრილოვის ღამის" საქმეზე დარღვევა დაადგინა — საია
-
-
გადახედვაკავკასიის უნივერსიტეტი: ვეწინააღმდეგებით ნებისმიერ ინიციატივებს თუ კანონებს, რომლებმაც, შეიძლება, ზიანი მიაყენონ ჩვენი ქვეყნის სუვერენიტეტს კავკასიის უნივერსიტეტი: ვეწინააღმდეგებით ნებისმიერ ინიციატივებს თუ კანონებს, რომლებმაც, შეიძლება, ზიანი მიაყენონ ჩვენი ქვეყნის სუვერენიტეტს
-
გადახედვაკანონი ძირს გამოუთხრის ამერიკა-საქართველოს ურთიერთობას — სახელმწიფო დეპარტამენტი კანონი ძირს გამოუთხრის ამერიკა-საქართველოს ურთიერთობას — სახელმწიფო დეპარტამენტი
-
გადახედვა700-ზე მეტი მასწავლებელი ლადო აფხაზავას სოლიდარობას უცხადებს 700-ზე მეტი მასწავლებელი ლადო აფხაზავას სოლიდარობას უცხადებს
-
გადახედვაო'ბრაიენი: თუ საქართველოს ხელისუფლება ე.წ. რუსულ კანონს მიიღებს, ვითარება ჩვენთვის ნათელი გახდება [ინტერვიუ] ო'ბრაიენი: თუ საქართველოს ხელისუფლება ე.წ. რუსულ კანონს მიიღებს, ვითარება ჩვენთვის ნათელი გახდება [ინტერვიუ]
კომენტარები