IDFI: ბოლო 7 წელიწადში არასწორი პარკირებისთვის საკრებულოს მანქანები 300-ჯერ დაჯარიმდნენ
ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტის კვლევის თანახმად, 2010-2017 წლებში თბილისის მუნიციპალიტეტის ბალანსზე რიცხული ავტომობილების დაჯარიმების სულ 304 ფაქტი ფიქსირდება.
IDFI-ს კვლევაში ნათქვამია, რომ ამ პერიოდის განმავლობაში საკრებულოს წევრების სარგებლობაში არსებული ავტომობილები შშმ პირებისათვის განკუთვნილ ადგილას პარკირების გამო დაჯარიმდა.
"აღნიშნულ ავტომობილს, სავარაუდოდ, თავად საკრებულოს წევრი არ მართავს, თუმცა, შშმ პირთა პარკირებისთვის განკუთვნილ ადგილას განთავსებული თვალშისაცემი ნიშანი მძღოლთან ერთად ავტომობილში მჯდომ სხვა პირებსაც აკისრებს მორალურ პასუხისმგებლობას, აღკვეთონ სატრანსპორტო საშუალების მსგავს ადგილებში გაჩერების ფაქტები".
თბილისის საკრებულოს წევრები, რომელთა სარგებლობაში არსებული ავტომანქანები 2014-2017 წლებში შშმ პირებისათვის განკუთვნილ ადგილას პარკირების გამო დაჯარიმდა:
- საკრებულოს თავმჯდომარის პირველი მოადგილე - გიორგი ტყემალაძე
- ურბანული დაგეგმარებისა და სამოქალაქო მეურნეობის კომისიის თავმჯდომარე - გოჩა ბაბუნაშვილი
- ფრაქცია ევროპული საქართველო-თბილისის თავმჯდომარე - მამუკა ახვლედიანი
- ფრაქცია ქართული ოცნება - მრეწველები - ვლადიმერ ძნელაძე
- განათლებისა და კულტურის კომისიის თავმჯდომარე - თამარ ტალიაშვილი
კვლევის მიხევდით, საკრებულოს ავტომობილებზე გამოწერილი 304 ჯარიმიდან (ჯამში 3,040 ლარის ოდენობით ჯარიმები) დღემდე გადაუხდელია 80 ჯარიმა, 51 ჯარიმის შემთხვევაში კი ჯარიმის გადახდის ვადის დაუცველობის გამო ავტომობილზე დაკისრებულია საურავები (საურავი 150 ლარის ოდენობით - ჯამში 7,650 ლარი), რომელთაგან 41 დღეის მდგომარეობით გადაუხდელია.
კვლევის ავტორების თქმით, არასწორი პარკირებისთვის გამოწერილი ჯარიმების ნახევარი არის გამოწერილი.
"ავტომობილების დაჯარიმების ბოლო შვიდი წლის სტატისტიკის ანალიზმა აჩვენა, რომ ავტომობილების პარკირების სისტემა თავად საკრებულოს მიმდებარე ტერიტორიაზეც (გალაქტიონ ტაბიძის ქუჩაზე) კი მოუწესრიგებელია".
კვლევის მიხედვით, თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს ბალანსზე არსებული ავტომობილები, სავარაუდოდ, მხოლოდ სამსახურებრივი დანიშნულებით არ გამოიყენება:
"მაგალითად, ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარის, გიორგი ალიბეგაშვილის სარგებლობაში არსებული ავტომობილი C.T.Park-მა 2017 წლის 2 სექტემბერს, შაბათს დააჯარიმა ისეთ ადგილას, რომელსაც, სავარაუდოდ, არანაირი კავშირი არ აქვს ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარის საქმიანობასთან".
IDFI-ს ინფორმაციით, C.T.Park-ის ჯარიმებს მძღოლები იხდიან და საკრებულოს ბიუჯეტიდან თანხა არ იხარჯება:
"თბილისის საკრებულოს განმარტებით, საკრებულო მის ბალანსზე რიცხულ ავტომობილებზე გამოწერილ ვიდეო ჯარიმებსაც არ აღრიცხავს, რადგან ჯარიმების საფასურს თავად მძღოლები იხდიან".
50-წევრიან ქ. თბილისის საკრებულოს ჯამში 35 მანქანა ემსახურება. ავტომობილები საკრებულოს წევრებზეა გადანაწილებული, მათი თანამდებობის შესაბამისად (საკრებულოს თავმჯდომარე, თავმჯდომარის პირველი მოადგილე და მოადგილეები, ფრაქციებისა და კომისიების თავმჯდომარეები). კერძოდ, 31 ავტომობილი საკრებულოს წევრ დეპუტატებს პერსონალურად ემსახურება, ხოლო დანარჩენი 4 კი საერთო დანიშნულებით გამოიყენება.
IDFI-ის მიერ მომზადებული სტატისტიკური ანალიზი თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს ბალანსზე 2017 წლის 7 ივნისით რიცხულ ავტომობილებს შეეხება. ორგანიზაციის თქმით, დაჯარიმების შესახებ მონაცემების სრულყოფილადაა წარმოდგენილი 2014 წლიდან დღემდე პერიოდისათვის, ხოლო 2010-2013 წლების მონაცემები სრულად არ არის ასახული:
"აქედან გამომდინარე, შესაძლებელია დაჯარიმების რიცხობრივი მაჩვენებელი რეალურად წარმოდგენილ მონაცემებს მნიშვნელოვნად აღემატებოდეს".
-
გადახედვაცირკთან აქციის მონაწილეებს, უცნობი პირები, ფიზიკურად გაუსწორდნენ ცირკთან აქციის მონაწილეებს, უცნობი პირები, ფიზიკურად გაუსწორდნენ
-
გადახედვასაფრანგეთში მცხოვრები ქართველი სტუდენტები რუსული კანონის გაწვევას მოითხოვენ და აქციის მონაწილეებზე ძალადობას გმობენ საფრანგეთში მცხოვრები ქართველი სტუდენტები რუსული კანონის გაწვევას მოითხოვენ და აქციის მონაწილეებზე ძალადობას გმობენ
-
გადახედვაპოლიციამ გმირთა მოედანზე, რამდენიმე წუთის წინ, სამი ადამიანი დააკავა პოლიციამ გმირთა მოედანზე, რამდენიმე წუთის წინ, სამი ადამიანი დააკავა
-
გადახედვაჩაკვეტაძე: არაფერი არ დგას ჩვენს ხალხზე მაღლა, გაიწვიეთ ეს კანონი ჩაკვეტაძე: არაფერი არ დგას ჩვენს ხალხზე მაღლა, გაიწვიეთ ეს კანონი
-
გადახედვაპოლიცია ცდილობს, გმირთა მოედანზე მოძრაობა გახსნას — სამართალდამცველები აქციის მონაწილეების მიმართ ძალას იყენებენ პოლიცია ცდილობს, გმირთა მოედანზე მოძრაობა გახსნას — სამართალდამცველები აქციის მონაწილეების მიმართ ძალას იყენებენ
-
გადახედვაბუდუ ზივზივაძე: არა რუსეთს და არა ყველაფერს, რაც საქართველოს რუსეთისკენ მიაქანებს ბუდუ ზივზივაძე: არა რუსეთს და არა ყველაფერს, რაც საქართველოს რუსეთისკენ მიაქანებს
-
გადახედვაბუდუ ზივზივაძე: ვერანაირად გამართლდება მშვიდობიან მომიტინგეებზე თავდასხმა ბუდუ ზივზივაძე: ვერანაირად გამართლდება მშვიდობიან მომიტინგეებზე თავდასხმა
-
გადახედვაშსს-ს ვებგვერდი არ მუშაობს — ჰაკერული დაჯგუფება Anonymous წერს, რომ საიტი მათ გათიშეს შსს-ს ვებგვერდი არ მუშაობს — ჰაკერული დაჯგუფება Anonymous წერს, რომ საიტი მათ გათიშეს
-
გადახედვაქართველი იუთუბერები საერთო ვიდეოს ავრცელებენ და რუსულ კანონს გმობენ ქართველი იუთუბერები საერთო ვიდეოს ავრცელებენ და რუსულ კანონს გმობენ
-
გადახედვაახლა საქართველოს ხელისუფლებაზეა დამოკიდებული, მე ნათლად ვთქვი, რომ ევროინტეგრაციის გზაზე ეს კანონი პრობლემაა — ხერტ იან კოოპმანი ახლა საქართველოს ხელისუფლებაზეა დამოკიდებული, მე ნათლად ვთქვი, რომ ევროინტეგრაციის გზაზე ეს კანონი პრობლემაა — ხერტ იან კოოპმანი
-
გადახედვასაჩხერელი გელა ნადირაძე, რომელიც აქციაზე გაუჩინარდა, საავადმყოფოში ნაცემი იპოვეს საჩხერელი გელა ნადირაძე, რომელიც აქციაზე გაუჩინარდა, საავადმყოფოში ნაცემი იპოვეს
-
გადახედვაახლობლები ეძებენ აქციაზე საჩხერიდან ჩამოსულ კაცს — მას, სავარაუდოდ, სპეცრაზმმა სცემა ახლობლები ეძებენ აქციაზე საჩხერიდან ჩამოსულ კაცს — მას, სავარაუდოდ, სპეცრაზმმა სცემა
-
გადახედვადანიგანი: მოვუწოდებთ საქართველოს მთავრობას, კვლავ დაადასტუროს ერთგულება საქართველოს ევროატლანტიკური მომავლის მიმართ დანიგანი: მოვუწოდებთ საქართველოს მთავრობას, კვლავ დაადასტუროს ერთგულება საქართველოს ევროატლანტიკური მომავლის მიმართ
-
-
გადახედვალანა ღოღობერიძე: გგონიათ, წყლის ჭავლით და რეზინის ტყვიებით შეძლებთ ამ საუკუნეებით გამოწრთობილი სულისკვეთების ჩაკვლას? ლანა ღოღობერიძე: გგონიათ, წყლის ჭავლით და რეზინის ტყვიებით შეძლებთ ამ საუკუნეებით გამოწრთობილი სულისკვეთების ჩაკვლას?
-
გადახედვარუსული კანონის მოწინააღმდეგეები გმირთა მოედნის პიკეტირებას გეგმავენ — საპროტესტო აქცია ჩატარდება პარლამენტთანაც რუსული კანონის მოწინააღმდეგეები გმირთა მოედნის პიკეტირებას გეგმავენ — საპროტესტო აქცია ჩატარდება პარლამენტთანაც
-
გადახედვაკაცს, რომელმაც ლილოს მოვაჭრე შეკვეთით მოკლა, უვადო პატიმრობა შეეფარდა კაცს, რომელმაც ლილოს მოვაჭრე შეკვეთით მოკლა, უვადო პატიმრობა შეეფარდა
-
-
გადახედვასაპარლამენტო ოპოზიციის ბრიფინგი პარლამენტის დაკეტილ ჭიშკართან და მათი მთავარი გზავნილები ხელისუფლებას საპარლამენტო ოპოზიციის ბრიფინგი პარლამენტის დაკეტილ ჭიშკართან და მათი მთავარი გზავნილები ხელისუფლებას
-
-
გადახედვარამდენიმე სიმართლე, რისთვისაც თვალის გასწორება მოგიწევთ თქვენი პარპაშის დასრულებამდე — ჯაფარიძე ოცნებას რამდენიმე სიმართლე, რისთვისაც თვალის გასწორება მოგიწევთ თქვენი პარპაშის დასრულებამდე — ჯაფარიძე ოცნებას
კომენტარები