ალიბეგაშვილი: საკრებულო იმსჯელებს და ეცდება, კონსტრუქციულად მიიღოს ყველა გადაწყვეტილება
თბილისის საკრებულოს თავმჯდომარემ გიორგი ალიბეგაშვილმა საკრებულოს სხდომის დაწყებამდე ჟურნალისტებს უთხრა, რომ საკრებულო იმსჯელებს და ეცდება, კონსტრუქციულად მიიღოს ყველა გადაწყვეტილება. თბილისის საკრებულო დღეს განიხილავს ბიძინა ივანიშვილთან დაკავშირებული კომპანიებისთვის, პანორამა თბილისისთვის, თბილისის ცენტრში მიწების ლარად გადაცემის საკითხს.
ალიბეგაშვილმა ასევე გააკრიტიკა ოპოზიცია საკრებულოს შენობის წინ გამართული აქციის გამო, რასაც პოლიციასთან დაპირისპირება მოჰყვა. პოლიციას საკრებულოს შენობა დილიდან ალყაში აქვს მოქცეული და შენობაში შესვლის უფლებას მხოლოდ მედიას, საკრებულოს წევრებსა და თანამშრომლებს აძლევს.
"ოპოზიციურ ჯგუფებს არანაირი სურვილი არ გამოუხატავთ ამ დღეების განმავლობაში, რომ მოსულიყვნენ კომოსიების ფორმატში და განეხილათ ის საკითხი, რომელიც მათ ასე აინტერესებთ. მათ არ უნდოდათ, რომ კონსტრუქციულ რეჟიმში გვემუშავა ჩვენ, ამ დღემდე მოიყვანეს იმისათვის, რათა აი ეს შოუ მოეწყოთ. აქედან გამომდინარე ვაცხადებ, რომ თუ რაიმე სურვილი აქვთ, არის ორი ფრაქცია - ნაციონალური მოძრაობისა და ევროპული საქართველოსი - შეუძლიათ მოისმინონ, იმსჯელონ და არა ასე ზედაპირულად იმსჯელონ იმ საკითხებზე, რომელიც შემოდის საკრებულოში" - თქვა გიორგი ალიბეგაშვილმა.
მისივე თქმით, პოლიტიკოსებისთვის საკრებულოში შესვლის შეზღუდვის მიზეზი გახდა მათი გაცხადებული მიზანი სხდომის ჩაშლის შესახებ:
"ამას პირდაპირ, დაუფარავად, მთელი მოსახლეობის თვალწინ აკეთებენ. ჩვენ არავის არ მივცემთ კანონის დარღვევის უფლებას. ვიმოქმედებთ კანონის და საკრებულოს რეგლამენტის მიხედვით".
დღეს, 10 ოქტომბერს, თბილისის საკრებულო საქართველოს ყოფილი პრემიერ-მინისტრთან და მმართველი პარტიის დამფუძნებელთან, ბიძინა ივანიშვილთან დაკავშირებული ორი კომპანიისთვის მიწის გადაცემის საკითხს განიხილავს. საუბარია ოქროყანის დასახლებაში მდებარე 4 400 მ2 მიწის ნაკვეთისა და პუშკინის ქუჩაზე, "ცეკავშირის" მიმდებარე ტერიტორიაზე არსებული 1 900 მ2 მიწის ნაკვეთის პირდაპირი განკარგვის ფორმით პრივატიზებაზე.
-
გადახედვასანქციები, სავიზო შეზღუდვების გაფართოება, პირდაპირი დაფინანსების შეწყვეტა — რა წერია ამერიკელი სენატორების წერილში, რომელიც კობახიძეს გაუგზავნეს სანქციები, სავიზო შეზღუდვების გაფართოება, პირდაპირი დაფინანსების შეწყვეტა — რა წერია ამერიკელი სენატორების წერილში, რომელიც კობახიძეს გაუგზავნეს
-
-
გადახედვამელანომის პირველ ინდივიდუალიზებულ ვაქცინას უკვე ასობით ადამიანზე ცდიან მელანომის პირველ ინდივიდუალიზებულ ვაქცინას უკვე ასობით ადამიანზე ცდიან
-
გადახედვაყველაზე დიდი ცხოველი, რომელსაც ხმელეთზე უარსებია — პატაგოტიტანი ყველაზე დიდი ცხოველი, რომელსაც ხმელეთზე უარსებია — პატაგოტიტანი
-
გადახედვაSETI-ს მეცნიერის თქმით, არამიწიერი სიცოცხლის აღმოჩენა გარდაუვალია და ამას ჯეიმს ვების ტელესკოპით შევძლებთ SETI-ს მეცნიერის თქმით, არამიწიერი სიცოცხლის აღმოჩენა გარდაუვალია და ამას ჯეიმს ვების ტელესკოპით შევძლებთ
-
გადახედვაამომავალი ვარსკვლავები — გიორგი გიგაშვილი პრესტიჟული ევროპული პროგრამის გამარჯვებულია ამომავალი ვარსკვლავები — გიორგი გიგაშვილი პრესტიჟული ევროპული პროგრამის გამარჯვებულია
-
გადახედვამეცნიერებმა ძველ გრაგნილში პლატონის საფლავის მდებარეობაზე მინიშნებას მიაგნეს მეცნიერებმა ძველ გრაგნილში პლატონის საფლავის მდებარეობაზე მინიშნებას მიაგნეს
-
-
-
გადახედვაილიაუნი მოსწავლეებისთვის ასტროფიზიკის პრაქტიკულ შეხვედრებს გამართავს — როგორ დავესწროთ ილიაუნი მოსწავლეებისთვის ასტროფიზიკის პრაქტიკულ შეხვედრებს გამართავს — როგორ დავესწროთ
-
-
-
გადახედვამკვლევრებმა 90 მილიონი წლის წინ მცხოვრები გიგანტური ფრინველის ნაკვალევი აღმოაჩინეს მკვლევრებმა 90 მილიონი წლის წინ მცხოვრები გიგანტური ფრინველის ნაკვალევი აღმოაჩინეს
-
გადახედვა29 აპრილს, პარლამენტი გენდერული კვოტირების გაუქმებაზე, პრეზიდენტის ვეტოს განიხილავს 29 აპრილს, პარლამენტი გენდერული კვოტირების გაუქმებაზე, პრეზიდენტის ვეტოს განიხილავს
-
გადახედვა"ობობები" მარსზე — რატომ ჩნდება წითელ პლანეტაზე სეზონური მუქი ლაქები "ობობები" მარსზე — რატომ ჩნდება წითელ პლანეტაზე სეზონური მუქი ლაქები
-
გადახედვაკობახიძე აცხადებს, რომ ევროპარლამენტის რეზოლუციაში ვიზალიბერალიზაციაზე ჩანაწერს "ჩალის ფასი აქვს" კობახიძე აცხადებს, რომ ევროპარლამენტის რეზოლუციაში ვიზალიბერალიზაციაზე ჩანაწერს "ჩალის ფასი აქვს"
-
-
გადახედვალელო: ვუერთდებით 28 აპრილს დაანონსებულ ევროპულ მარშს, რათა კიდევ ერთხელ ვუთხრათ "კი" ევროპას და "არა" რუსულ კანონს! ლელო: ვუერთდებით 28 აპრილს დაანონსებულ ევროპულ მარშს, რათა კიდევ ერთხელ ვუთხრათ "კი" ევროპას და "არა" რუსულ კანონს!
-
გადახედვაალტ-ინფო აცხადებს, რომ საჯარო რეესტრმა მათი ახალი პარტიის, "ქართული იდეის" გაუქმების პროცესი დაიწყო ალტ-ინფო აცხადებს, რომ საჯარო რეესტრმა მათი ახალი პარტიის, "ქართული იდეის" გაუქმების პროცესი დაიწყო
-
გადახედვაზენდეია სპაიდერმენის შეყვარებულებიდან მესამეა, რომელმაც ჩოგბურთელის როლი მოირგო ზენდეია სპაიდერმენის შეყვარებულებიდან მესამეა, რომელმაც ჩოგბურთელის როლი მოირგო
-
გადახედვა18-წლიანი პატიმრობა მიესაჯა პირს, რომელმაც ყოფილი ცოლი დაჭრა, მისი ქმარი კი მოკლა 18-წლიანი პატიმრობა მიესაჯა პირს, რომელმაც ყოფილი ცოლი დაჭრა, მისი ქმარი კი მოკლა
კომენტარები