საკონსტიტუციო სასამართლოში მარიხუანის მოხმარების დეკრიმინალიზების საქმის განხილვა იწყება
11 ოქტომბერს, 10 საათზე, საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოში გაიმართება საქართველოს მოქალაქის გივი შანიძის კონსტიტუციური სარჩელის არსებითი განხილვის სხდომა. აღნიშნულ საქმეზე გამოტანილმა გადაწყვეტილებამ უნდა გადაწყვიტოს საქართველოში მარიხუანის მოხმარების დეკრიმინალიზების, ანუ სისხლის სამართლებრივი პასუხისმგებლობის გაუქმების საკითხი.
გივი შანიძის ინტერესებს საკონსტიტუციო სასამართლოში პოლიტიკური პარტია გირჩი იცავს.
დავის საგანი
დავის საგანს წარმოადგენს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 273-ე მუხლის სიტყვების "ექიმის დანიშნულების გარეშე უკანონოდ მოხმარება" იმ ნორმატიული შინაარსის კონსტიტუციურობა, რომელიც ითვალისწინებს პასუხისმგებლობას მარიხუანის მოხმარებისთვის, საქართველოს კონსტიტუციის მე-16 მუხლთან მიმართებით.
კერძოდ, საქართველოს კონსტიტუციის მე-16 მუხლის მიხედვით, ყველას აქვს საკუთარი პიროვნების თავისუფალი განვითარების უფლება. მოსარჩელეს მიაჩნია, რომ მარიხუანის მოხმარებისთვის სისხლის სამართლებრივი დევნა მის სწორედ ამ უფლებას ზღუდავს.
როგორც გირჩის წევრი, იურისტი იაგო ხვიჩია On.ge-სთან საუბარში განმარტავს, ადამიანს აქვს უნარი, თავად განსაზღვროს ის საქმიანობა ან მოქმედება, რომელიც მისთვის სიკეთის მომტანია და ამ პროცესში სახელმწიფოს არ უნდა გააჩნდეს შესაძლებლობა, მორალური შეფასებები მისცეს ქმედებებს მათი შედეგებისგან განცალკევებით.
იაგო ხვიჩიას მოსაზრებით, თუ პირის ქმედება მხოლოდ საკუთარი თავისკენაა მიმართული, არ აზიანებს სხვას და მას აქვს უფლება, ეს ქმედება თავისუფლად განახორციელოს და არ დაისაჯოს. იურისტის განმარტებით, სწორედ ამ თავისუფლებაში მდგომარეობს კონსტიტუციით გარანტირებული თავისუფალი განვითარების უფლება.
გარდა ამისა, კონსტიტუციურ სარჩელში აღნიშნულია, რომ მარიხუანის განმეორებითი მოხმარებისთვის პასუხისმგებლობა უნდა გაუქმდეს, ვინაიდან აღნიშნული ქმედების კრიმინალიზაცია მის მომხმარებელს სისხლისსამართლებრივი პოლიტიკის ინსტრუმენტად აქცევს.
რას შეცვლის საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილება
თუ საკონსტიტუციო სასამართლომ არაკონსტიტუციურად მიიჩნია პირის სისხლის სამართლებრივი დევნა მარიხუანის მოხმარებისთვის, მაშინ მათ, ვინც მარიხუანას მოიხმარს, ვერ მისცემენ სისხლის სამართლებრივ პასუხისგებაში.
როგორც იურისტი იაგო ხვიჩია ამბობს, ეს ბევრ პრობლემას მოაგვარებს, მათ შორის მარიხუანის მოხმარებისთვის გასამართლებულთა ნასამართლეობის მოხსნის საკითხსაც და ამას ექნება უკუძალა.
ხვიჩიას მოსაზრებით, თუ სასამართლომ მათი სარჩელი დააკმაყოფილა, ეს ზოგადად შეცვლის სასამართლო პრაქტიკას და იქნება ახალი სიტყვა ქართული მართლმსაჯულების ისტორიაში.
რატომ მარიხუანა და არა სხვა?
როგორც იაგო ხვიჩია განმარტავს, მოსარჩელე გივი შანიძეს სისხლის სამართლებრივი პასუხისმგებლობა დაეკისრა მარიხუანის განმეორებით მოხმარების გამო (პირველ ჯერზე გათვალისწინებულია მხოლოდ ადმინისტრაციული პასუხისმგებლობა). შესაბამისად, სასარჩელო მოთხოვნაში ამ გარემოების გამო იყვნენ შეზღუდულნი. თუმცა, იურისტის თქმით, სასამართლოს დადებითი გადაწყვეტილება, საბოლოო ჯამში, ბიძგს მიცემს სხვა ნარკოტიკული საშუალებების მოხმარების დეკრიმინალიზაციას.
გირჩის წევრს მიაჩნია, რომ სხვა ნივთიერების მომხმარებლებიც არ უნდა ისჯებოდნენ სისხლის სამართლებრივი წესით. უფრო მეტიც, მისი მოსაზრებით, ასეთი ნივთიერებების, მათ შორის მარიხუანის მოხმარებაზეც, ადმინისტრაციული პასუხისმგებლობაც უნდა გაუქმდეს. თუმცა, როგორც იაგო ხვიჩია ამბობს, ეს უკვე ბრძოლის შემდეგი ეტაპია, საკონსტიტუციო სასამართლოს დადებითი გადაწყვეტილება გივი შანიძის სარჩელზე კი უდიდესი წინგადადგმული ნაბიჯი იქნება ნარკოტიკების საბოლოოდ დეკრიმინალიზების გზაზე.
-
-
გადახედვარამდენად ჭკვიანები იყვნენ ტირანოზავრები — კვლევა რამდენად ჭკვიანები იყვნენ ტირანოზავრები — კვლევა
-
გადახედვაახალი კვლევის თანახმად, ემოციური აღგზნებისას ქათმებიც წითლდებიან ახალი კვლევის თანახმად, ემოციური აღგზნებისას ქათმებიც წითლდებიან
-
-
გადახედვადაიტოვე — თბილისში რუსული კანონის გაპროტესტების მსურველებს დასარჩენ ადგილს სთავაზობენ დაიტოვე — თბილისში რუსული კანონის გაპროტესტების მსურველებს დასარჩენ ადგილს სთავაზობენ
-
გადახედვანახეთ: ვების ტელესკოპმა ცხენის თავის ნისლეულის გასაოცარი სურათები გადაიღო ნახეთ: ვების ტელესკოპმა ცხენის თავის ნისლეულის გასაოცარი სურათები გადაიღო
-
გადახედვაბიძინა ივანიშვილის მიერ დაფუძნებული უნივერსიტეტის სტუდენტები რუსული კანონის წინააღმდეგ მარშს გამართავენ ბიძინა ივანიშვილის მიერ დაფუძნებული უნივერსიტეტის სტუდენტები რუსული კანონის წინააღმდეგ მარშს გამართავენ
-
გადახედვა5 წელია, ფხიზელი ვარ — ენ ჰეთეუეი 5 წელია, ფხიზელი ვარ — ენ ჰეთეუეი
-
გადახედვა"მოგზაურთა კლუბში" რუსული კანონის გაპროტესტების მსურველებს თბილისში დასარჩენ ადგილს სთავაზობენ "მოგზაურთა კლუბში" რუსული კანონის გაპროტესტების მსურველებს თბილისში დასარჩენ ადგილს სთავაზობენ
-
-
გადახედვასასამართლო სისტემა — ბერკეტები და გამოწვევები ქალთა და ოჯახში ძალადობის საქმეებზე სასამართლო სისტემა — ბერკეტები და გამოწვევები ქალთა და ოჯახში ძალადობის საქმეებზე
-
გადახედვარუსული კანონის მხარდამჭერი ბიზნესმენების სია: კავშირები მთავრობასთან, შემოწირულება და კორუფციული ბრალდებები რუსული კანონის მხარდამჭერი ბიზნესმენების სია: კავშირები მთავრობასთან, შემოწირულება და კორუფციული ბრალდებები
-
გადახედვაპუტინისტურ "ხალხის ძალას" კი არა, ლუკაშენკოსა და ლავროვსაც კი გადაასწრო ივანიშვილმა გუშინდელი განცხადებებით — გოცირიძე პუტინისტურ "ხალხის ძალას" კი არა, ლუკაშენკოსა და ლავროვსაც კი გადაასწრო ივანიშვილმა გუშინდელი განცხადებებით — გოცირიძე
-
გადახედვარომელი ფრინველი დაფრინავს ყველაზე მაღლა რომელი ფრინველი დაფრინავს ყველაზე მაღლა
-
გადახედვანინო ხარატიშვილი: ამაზე მკაფიოდ უკვე ვეღარავინ დაგვიწერს ჩვენთვის დამღუპველ სცენარს ნინო ხარატიშვილი: ამაზე მკაფიოდ უკვე ვეღარავინ დაგვიწერს ჩვენთვის დამღუპველ სცენარს
-
-
გადახედვადათო გორგილაძე: დღეს პარლამენტთან! რადგანაც ჩვენი ვალია ქვეყნის წინაშე დათო გორგილაძე: დღეს პარლამენტთან! რადგანაც ჩვენი ვალია ქვეყნის წინაშე
-
გადახედვადღეს პარლამენტი პლენარულ სხდომაზე რუსულ კანონს მეორე მოსმენით უყრის კენჭს დღეს პარლამენტი პლენარულ სხდომაზე რუსულ კანონს მეორე მოსმენით უყრის კენჭს
-
გადახედვაკობახიძე "შეგნებულად" არ მიესალმა პრეზიდენტს — რა მოხდა ვაზიანში კობახიძე "შეგნებულად" არ მიესალმა პრეზიდენტს — რა მოხდა ვაზიანში
-
-
კომენტარები