საია: ჟურნალისტს შეუძლია, ციანიდის საქმის დახურული სასამართლო სხდომის დეტალები გაავრცელოს
საპროკურორო საბჭოს წევრი, იურისტი ირმა ჭკადუა მოითხოვს, რომ სისხლის სამართლებრივი პასუხისმგებლობა დაიწყოს რუსთავის 2-ის ჟურნალისტის, თამარ ბაღაშვილის მიმართ. როგორც ჭკადუამ აიპრესს განუცხადა, თამარ ბაღაშვილმა მას დაურეკა და კომენტარი სთხოვა ციანიდის დახურულ სხდომაზე პატრიარქის დაცვის ყოფილი უფროსის, სოსო ოხანაშვილის ბრალდებაზე. კერძოდ, როგორც ინტერვიუდან ირკვევა, ოხანაშვილმა ირმა ჭკადუა საპატრიარქოსთან დაკავშირებით კორუფციაში დაადანაშაულა.
ირმა ჭკადუა დარწმუნებულია, რომ ბაღაშვილს არ აქვს უფლება, საჯარო გახადოს დახურული საქმის შესახებ გაგებული დეტალები და ის სწორედ ამიტომ ითხოვს მის დასჯას. აღნიშნული სიუჟეტი ეთერში ჯერ არ გასულა და ის მზადების პროცესშია.
რამდენად საფუძვლიანია საპროკურორო საბჭოს წევრის მოთხოვნა ჟურნალისტის წინააღმდეგ, On.ge ამის გასარკვევად საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციას დაუკავშირდა. ორგანიზაციის სისხლის სამართლის ადვოკატი, ლევან ვეფხვაძე ამბობს, რომ ჟურნალისტს შეუძლია, წყაროსგან მიწოდებული ინფორმაცია, მათ შორის ციანიდის საქმის დახურული სასამართლო სხდომის დეტალები გაავრცელოს. ადვოკატის თქმით, საქართველოს კანონმდებლობით, ჟურნალისტს წყაროს დაცვის უფლება აქვს და არ შეიძლება მას წყაროს გაუმჟღავნებლობის გამო პასუხისმგებლობა დაეკისროს.
"ამ შემთხვევაში, ჟურნალისტმა წყაროსგან მიიღო ინფორმაცია და მასზე ინფორმაციის შენახვის ვალდებულება არ გადადის. ჟურნალისტს არ შეეძლებოდა ინფორმაციის გავრცელება, თუ ის დახურულ სასამართლო სხდომას დაესწრებოდა და მოსამართლე გააფრთხილებდა ინფორმაციის არგაცემაზე", - ამბობს ვეფხვაძე.
ვეფხვაძეს On.ge-სთან საქართველოს კანონმდებლობიდან რამდენიმე ნორმა მოჰყავს, რომელიც ჟურნალისტს ინფორმაციის მიმწოდებელი წყაროს გამხელისგან იცავს:
- საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 50-ე მუხლი - ჟურნალისტი პროფესიული საქმიანობისას მიღებულ ინფორმაციასთან დაკავშირებით არ არის ვალდებული, იყოს მოწმე;
- სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლების შესახებ კანონის მესამე მუხლი - ჟურნალისტის უფლებაა, დაიცვას ინფორმაციის წყაროს საიდუმლოობა და საკუთარი სინდისის შესაბამისად მიიღოს სარედაქციო გადაწყვეტილებები.
On.ge ცდილობს დაუკავშირდეს ირმა ჭკადუას და გაიგოს დამატებითი დეტალები მისი მოთხოვნის შესახებ, რომელიც ჟურნალისტის დასჯას ეხება.
ირმა ჭკადუა ერთ-ერთი მოწმეა ციანიდის საქმეზე. აღნიშნულ საქმეზე თბილისის საქალაქო სასამართლომ დეკანოზი გიორგი მამალაძე 2017 წლის სექტემბერში დამნაშავედ სცნო და მას პატრიარქის მდივან-რეფერენტის, შორენა თეთრუაშვილის განზრახ მკვლელობის მომზადებისა და იარაღის უკანონო შენახვა-ტარებისთვის ცხრაწლიანი პატიმრობა მიუსაჯა. მამალაძე დანაშაულს არ აღიარებს და საკუთრი სიმართლის დამტკიცებას ზემდგომ ინსტანციებში შეეცდება.
-
-
გადახედვარამდენად ჭკვიანები იყვნენ ტირანოზავრები — კვლევა რამდენად ჭკვიანები იყვნენ ტირანოზავრები — კვლევა
-
გადახედვაახალი კვლევის თანახმად, ემოციური აღგზნებისას ქათმებიც წითლდებიან ახალი კვლევის თანახმად, ემოციური აღგზნებისას ქათმებიც წითლდებიან
-
-
-
გადახედვადაიტოვე — თბილისში რუსული კანონის გაპროტესტების მსურველებს დასარჩენ ადგილს სთავაზობენ დაიტოვე — თბილისში რუსული კანონის გაპროტესტების მსურველებს დასარჩენ ადგილს სთავაზობენ
-
გადახედვა1-ელ მაისს საქართველოში ჩამოვა ევროკომისიის გენერალური დირექტორი გაფართოების შესახებ მოლაპარაკების საკითხებში 1-ელ მაისს საქართველოში ჩამოვა ევროკომისიის გენერალური დირექტორი გაფართოების შესახებ მოლაპარაკების საკითხებში
-
გადახედვანახეთ: ვების ტელესკოპმა ცხენის თავის ნისლეულის გასაოცარი სურათები გადაიღო ნახეთ: ვების ტელესკოპმა ცხენის თავის ნისლეულის გასაოცარი სურათები გადაიღო
-
გადახედვაბიძინა ივანიშვილის მიერ დაფუძნებული უნივერსიტეტის სტუდენტები რუსული კანონის წინააღმდეგ მარშს გამართავენ ბიძინა ივანიშვილის მიერ დაფუძნებული უნივერსიტეტის სტუდენტები რუსული კანონის წინააღმდეგ მარშს გამართავენ
-
გადახედვა5 წელია, ფხიზელი ვარ — ენ ჰეთეუეი 5 წელია, ფხიზელი ვარ — ენ ჰეთეუეი
-
გადახედვასასამართლო სისტემა — ბერკეტები და გამოწვევები ქალთა და ოჯახში ძალადობის საქმეებზე სასამართლო სისტემა — ბერკეტები და გამოწვევები ქალთა და ოჯახში ძალადობის საქმეებზე
-
გადახედვარუსული კანონის მხარდამჭერი ბიზნესმენების სია: კავშირები მთავრობასთან, შემოწირულება და კორუფციული ბრალდებები რუსული კანონის მხარდამჭერი ბიზნესმენების სია: კავშირები მთავრობასთან, შემოწირულება და კორუფციული ბრალდებები
-
გადახედვაპუტინისტურ "ხალხის ძალას" კი არა, ლუკაშენკოსა და ლავროვსაც კი გადაასწრო ივანიშვილმა გუშინდელი განცხადებებით — გოცირიძე პუტინისტურ "ხალხის ძალას" კი არა, ლუკაშენკოსა და ლავროვსაც კი გადაასწრო ივანიშვილმა გუშინდელი განცხადებებით — გოცირიძე
-
გადახედვარომელი ფრინველი დაფრინავს ყველაზე მაღლა რომელი ფრინველი დაფრინავს ყველაზე მაღლა
-
გადახედვანინო ხარატიშვილი: ამაზე მკაფიოდ უკვე ვეღარავინ დაგვიწერს ჩვენთვის დამღუპველ სცენარს ნინო ხარატიშვილი: ამაზე მკაფიოდ უკვე ვეღარავინ დაგვიწერს ჩვენთვის დამღუპველ სცენარს
-
გადახედვაპარლამენტთან, რუსული კანონის მეორე მოსმენის გასაპროტესტებლად, 19:00 საათზე აქცია გაიმართება პარლამენტთან, რუსული კანონის მეორე მოსმენის გასაპროტესტებლად, 19:00 საათზე აქცია გაიმართება
-
-
გადახედვადათო გორგილაძე: დღეს პარლამენტთან! რადგანაც ჩვენი ვალია ქვეყნის წინაშე დათო გორგილაძე: დღეს პარლამენტთან! რადგანაც ჩვენი ვალია ქვეყნის წინაშე
-
გადახედვადღეს პარლამენტი პლენარულ სხდომაზე რუსულ კანონს მეორე მოსმენით უყრის კენჭს დღეს პარლამენტი პლენარულ სხდომაზე რუსულ კანონს მეორე მოსმენით უყრის კენჭს
-
გადახედვაკობახიძე "შეგნებულად" არ მიესალმა პრეზიდენტს — რა მოხდა ვაზიანში კობახიძე "შეგნებულად" არ მიესალმა პრეზიდენტს — რა მოხდა ვაზიანში
-
კომენტარები