ქორიძე: ჟურნალისტზე გამოძიების დაწყების მოთხოვნაც კი ავტორიტარული რეჟიმისთვისაა დამახასიათებელი
ჟურნალისტი ზვიად ქორიძე მიიჩნევს, რომ საზოგადოებისთვის მნიშვნელოვანი ინფორმაციის ფლობისა და მასზე მასალის მომზადების გამო, ჟურნალისტის მიმართ გამოძიების დაწყების მოთხოვნა ავტორიტარული რეჟიმისთვისაა დამახასიათებელი. ასე გამოეხმაურა ქორიძე საპროკურორო საბჭოს წევრის, იურისტ ირმა ჭკადუას მოთხოვნას რუსთავი 2-ის ჟურნალისტის დასჯასთან დაკავშირებით.
როგორც ჭკადუამ IPress-ს განუცხადა, თამარ ბაღაშვილმა მას დაურეკა და კომენტარი სთხოვა ციანიდის დახურულ სხდომაზე პატრიარქის დაცვის ყოფილი უფროსის, სოსო ოხანაშვილის ბრალდებაზე. კერძოდ, როგორც ინტერვიუდან ირკვევა, ოხანაშვილმა ირმა ჭკადუა საპატრიარქოსთან დაკავშირებით კორუფციაში დაადანაშაულა.
ირმა ჭკადუა დარწმუნებულია, რომ ბაღაშვილს არ აქვს უფლება, საჯარო გახადოს დახურული საქმის შესახებ გაგებული დეტალები და ის სწორედ ამიტომ ითხოვს მის დასჯას. აღნიშნული სიუჟეტი ეთერში ჯერ არ გასულა და ის მზადების პროცესშია.
"როგორც კი პროკურატურა გადავა ამ ზღვარს, მივა ჟურნალისტთან და ეტყვის: შენ უნდა გათქვა წყარო, ვინც მოგაწოდა ინფორმაცია. ეს უკვე არის ავტორიტარიზმი. ეს სხვანაირად არ შეიძლება შეფასდეს", - ამბობს ჟურნალისტი.
ქორიძის თქმით, მოპოვებული ინფორმაციის გამო, ჟურნალისტის წინააღმდეგ გამოძიების დაწყება ნიშნავს, რომ მისგან წყაროს გამხელას მოითხოვენ, რაც დემოკრატიულ პრინციპს ეწინააღმდეგება და თავისუფალ მედიას ანგრევს. მისი აზრით, მსგავსი შემთხვევაში, ყველა ჟურნალისტს დაიბარებენ და ჰკითხავენ ინფორმაციის მიმწოდებელ წყაროს.
"ხელისუფლების ორგანოებმა უნდა გამოიჩინონ მაღალი დემოკრატიული თვითშეგნება და არ დაუშვას მედიის მიმართ დაიწყოს დევნა საიდუმლოს შემცველი ინფორმაციის ფლობის გამო", - ამბობს ქორიძე.
მისი თქმით, ყველა ჟურნალისტს სურს მოიძიოს საზოგადოებისთვის მნიშვნელოვან საკითხებზე ინფორმაცია. სწორედ ამიტომ, მას მიაჩნია, რომ აბსოლუტურად გასაგებია, თუ რატომ ჰქონდა რუსთავი 2-ის ჟურნალისტს მსგავსი ინფორმაციის მოპოვების სურვილი.
"საზოგადოების ინტერესი ნამდვილად არის, რომ მან გაიგოს და მეტად ინფორმირებული იყოს. ამ შემთხვევაში, ინფორმაციის მოძიებისას ჟურნალისტის ბრალეულობა არაა. თუ ვინმეს ჰქონდა ვალდებულება, რომ ის ინფორმაცია, რომელიც საიდუმლო იყო არ გაემხილა, კი ბატონო ამაზე იმსჯელოს პროკურატურამ", - აღნიშნავს ზვიად ქორიძე.
-
გადახედვაჩინეთში შექმნეს ტვინის ჩიპი, რომლითაც მაიმუნი რობოტულ ხელს "ტელეპათიურად" ამოძრავებს ჩინეთში შექმნეს ტვინის ჩიპი, რომლითაც მაიმუნი რობოტულ ხელს "ტელეპათიურად" ამოძრავებს
-
გადახედვაანრი ოხანაშვილმა, რუსული კანონის განხილვისას, დარბაზიდან გააძევა 14 ოპოზიციონერი დეპუტატი და არასამთავრობოების 2 წარმომადგენელი ანრი ოხანაშვილმა, რუსული კანონის განხილვისას, დარბაზიდან გააძევა 14 ოპოზიციონერი დეპუტატი და არასამთავრობოების 2 წარმომადგენელი
-
გადახედვარუსული კანონის საკომიტეტო მოსმენა დეპუტატების გაძევებისა და ცენზურის ფონზე მიმდინარეობს — არასამთავროები რუსული კანონის საკომიტეტო მოსმენა დეპუტატების გაძევებისა და ცენზურის ფონზე მიმდინარეობს — არასამთავროები
-
გადახედვა13 წლის გოგოს გაუპატიურების ბრალდებით, მამა დააკავეს — მედია 13 წლის გოგოს გაუპატიურების ბრალდებით, მამა დააკავეს — მედია
-
გადახედვაროგორი ამინდი იქნება 2 მაისამდე როგორი ამინდი იქნება 2 მაისამდე
-
გადახედვარუსეთმა კოსმოსში ბირთვული იარაღის გატანის აკრძალვას მხარი არ დაუჭირა რუსეთმა კოსმოსში ბირთვული იარაღის გატანის აკრძალვას მხარი არ დაუჭირა
-
გადახედვაOn.ge-ის 10 ქვიზი, რომელიც აპრილში მოგიმზადეთ და შეიძლება გამოგრჩა On.ge-ის 10 ქვიზი, რომელიც აპრილში მოგიმზადეთ და შეიძლება გამოგრჩა
-
გადახედვა28 მაისიდან, საქართველოს მოქალაქეებს შეეძლებათ უვიზოდ იმოგზაურონ ჩინეთში 28 მაისიდან, საქართველოს მოქალაქეებს შეეძლებათ უვიზოდ იმოგზაურონ ჩინეთში
-
გადახედვაანა წითელაძე: ყველა ის ადამიანი, ვინც ცდილობს, რომ შინაარსობრივი კითხვა დასვას, გამოაძევეს. ასრულებენ რუსულ დავალებას ანა წითელაძე: ყველა ის ადამიანი, ვინც ცდილობს, რომ შინაარსობრივი კითხვა დასვას, გამოაძევეს. ასრულებენ რუსულ დავალებას
-
გადახედვაზენდეია მუსიკის ინდუსტრიაში დაბრუნებას არ გამორიცხავს ზენდეია მუსიკის ინდუსტრიაში დაბრუნებას არ გამორიცხავს
-
-
-
გადახედვაალექსი პეტრიაშვილს ფიზიკური დაზიანებები არ აღენიშნება, ის დროებითი დაკავების იზოლატორშია — სახალხო დამცველის აპარატი ალექსი პეტრიაშვილს ფიზიკური დაზიანებები არ აღენიშნება, ის დროებითი დაკავების იზოლატორშია — სახალხო დამცველის აპარატი
-
გადახედვაქართველი დიპლომატები საზოგადოებას: მოგიწოდებთ - დადგეთ იქ, სადაც დღეს თქვენი შვილები დგანან! ქართველი დიპლომატები საზოგადოებას: მოგიწოდებთ - დადგეთ იქ, სადაც დღეს თქვენი შვილები დგანან!
-
გადახედვარუსული კანონის საკომიტეტო განხილვა კამათის ფონზე მიმდინარეობს — ანრი ოხანაშვილმა გიორგი ვაშაძე და ლევან ბეჟაშვილი დარბაზიდან გააძევა რუსული კანონის საკომიტეტო განხილვა კამათის ფონზე მიმდინარეობს — ანრი ოხანაშვილმა გიორგი ვაშაძე და ლევან ბეჟაშვილი დარბაზიდან გააძევა
-
გადახედვასამხარაძე აქციის მონაწილეებს: დაგცინით, გათრევთ და გთანგავთ! სამხარაძე აქციის მონაწილეებს: დაგცინით, გათრევთ და გთანგავთ!
-
გადახედვა28 აპრილს აქციაზე, 23 საათისთვის, დაახლოებით 100 000 ადამიანი იყო — აგიხსნით, როგორ დავთვალეთ 28 აპრილს აქციაზე, 23 საათისთვის, დაახლოებით 100 000 ადამიანი იყო — აგიხსნით, როგორ დავთვალეთ
-
გადახედვალომჯარია მერიის განცხადებაზე: რა “არასანქცირებული” მიტინგი?! ასეთი ტერმინი მხოლოდ რუსეთს აქვს ლომჯარია მერიის განცხადებაზე: რა “არასანქცირებული” მიტინგი?! ასეთი ტერმინი მხოლოდ რუსეთს აქვს
-
გადახედვააქციაზე ალექსი პეტრიაშვილი დააკავეს აქციაზე ალექსი პეტრიაშვილი დააკავეს
-
გადახედვაგანცხადება: საქართველოს სახალხო დამცველის დაკვირვებით, ამ ეტაპზე, არ არსებობს შეკრების შეწყვეტის წინაპირობა და აქცია ატარებს მშვიდობიან ხასიათს განცხადება: საქართველოს სახალხო დამცველის დაკვირვებით, ამ ეტაპზე, არ არსებობს შეკრების შეწყვეტის წინაპირობა და აქცია ატარებს მშვიდობიან ხასიათს
-
გადახედვასაია: არ არსებობს მშვიდობიანი აქციის დაშლის კანონისმიერი წინაპირობა საია: არ არსებობს მშვიდობიანი აქციის დაშლის კანონისმიერი წინაპირობა
კომენტარები