დონალდ ტრამპი ირანთან დადებული ბირთვული შეთანხმების მხარდაჭერას აღარ აპირებს
აშშ-ს პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ აღარ აპირებს კონგრესის დარწმუნებას იმაში, რომ ირანთან გაფორმებული ბირთვული შეთანხმება ამერიკის ინტერესებს შეესაბამება.
2015 წელს ბარაკ ობამას ადმინისტრაციის მიერ ხელმოწერილი დოკუმენტის მიხედვით, აშშ-ის პრეზიდენტი ყოველ სამ თვეში ერთხელ ვალდებულია კონგრესს წარუდგინოს ანგარიში ბირთვული შეთანხმების შესახებ. პრეზიდენტმა უნდა დაარწმუნოს კონგრესი, რომ შეთანხმება დაცულია და ქვეყნის ინტერესებს არ აზიანებს, ასევე, უნდა ურჩიოს გააგრძელოს თუ არა სანქციების შეჩერება, რომელიც ირანის ბირთვული პროგრამის წინააღმდეგ იყო მიმართული.
თავის გამოსვლაში ტრამპმა ირანს "ფანატიკური რეჟიმი" უწოდა. მან განაცხადა, რომ დაიწყებს კონსულტაციებს საერთაშორისო პარტნიორებთან, რათა შეთანხმების პირობებს გადახედონ. შეთანხმების პარტნიორები არიან: დიდი ბრიტანეთი, საფრანგეთი, გერმანია, რუსეთი და ჩინეთი:
"ჩვენ არ გავაგრძელებთ იმ გზაზე სიარულს, რომელიც დასრულდება უფრო მეტი ძალადობით, მეტი ტერორით და რეალური საფრთხით ირანის ბირთვული იარაღის მისაღებად".
როგორც ტრამპი აცხადებს, თუ პარტნიორებთან და კონგრესთან შეთანხმებას ვერ მიაღწევს, ბირთვული შეთანხმება ირანთან "მომენტალურად" გაუქმდება.
დონალდ ტრამპის საპასუხოდ ირანის პრეზიდენტმა ჰასან რუჰანიმ განაცხადა, რომ აშშ-ის მთავარი მიზანია ირანის ეკონომიკური პროგრესის შეჩერება:
"საბოლოო ჯამში აშშ-ის უნდა, რომ ირანში არ შემოვიდნენ კერძო ინვესტორები და ქვეყანამ ეკონომიკურ პროგრესს ვერ მიაღწიო".
რა რეაქცია მოჰყვა ტრამპის გადაწყვეტილებას?
საფრანგეთმა, გერმანიამ და დიდმა ბრიტანეთმა საერთო განცხადებაში შეშფოთება გამოთქვეს ტრამპის გადაწყვეტილების გამო. მათ მოუწოდეს ამერიკის ადმინისტრაციასა და კონგრესს, რომ დაფიქრდნენ როგორ აისახება ეს აშშ-ის უსაფრთხოებასა და მის მოკავშირეებზე.
ევროპის კავშირის უმაღლესმა წარმომადგენელმა საგარეო საქმეთა და უშიშროების პოლიტიკის სფეროში, ფედერიკა მოგერინიმ განაცხადა, რომ ირანთან დადებული შეთანხმება სრულყოფილია და თეირანის მხრიდან შეთანხმების დარღვევას ადგილი არ ჰქონია.
რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს თქმით, საერთაშორისო ურთიერთობებში აგრესიული და მუქარის შემცველი რიტორიკა დაუშვებელია და ტრამპის გადაწყვეტილება შეთანხმების სულისკვეთებას არ შეესაბამება.
აშშ-ის პრეზიდენტის გამოსვლას მხარი დაუჭირა ისრაელის პრემიერ-მინისტრმა, ბინიამინ ნეთანიაჰუმ. მისი თქმით, ტრამპი "ირანის ტერორისტული რეჟიმის წინააღმდეგ თამამად გამოვიდა".
-
გადახედვამეცნიერებმა ტვინის ნათხემის ახალი ფუნქცია გამოავლინეს მეცნიერებმა ტვინის ნათხემის ახალი ფუნქცია გამოავლინეს
-
-
გადახედვაროგორია მწერების დღე-ღამის აქტივობა — კვლევა როგორია მწერების დღე-ღამის აქტივობა — კვლევა
-
გადახედვაპარლამენტმა, საკომიტეტო მოსმენაზე, რუსული კანონი მეორე მოსმენით მიიღო პარლამენტმა, საკომიტეტო მოსმენაზე, რუსული კანონი მეორე მოსმენით მიიღო
-
გადახედვარუსული კანონის საპროტესტო აქციაზე დაკავებული ალექსი პეტრიაშვილი თავისუფალია რუსული კანონის საპროტესტო აქციაზე დაკავებული ალექსი პეტრიაშვილი თავისუფალია
-
გადახედვაჩინეთში შექმნეს ტვინის ჩიპი, რომლითაც მაიმუნი რობოტულ ხელს "ტელეპათიურად" ამოძრავებს ჩინეთში შექმნეს ტვინის ჩიპი, რომლითაც მაიმუნი რობოტულ ხელს "ტელეპათიურად" ამოძრავებს
-
გადახედვაანრი ოხანაშვილმა, რუსული კანონის განხილვისას, დარბაზიდან გააძევა 14 ოპოზიციონერი დეპუტატი და არასამთავრობოების 2 წარმომადგენელი ანრი ოხანაშვილმა, რუსული კანონის განხილვისას, დარბაზიდან გააძევა 14 ოპოზიციონერი დეპუტატი და არასამთავრობოების 2 წარმომადგენელი
-
გადახედვარუსული კანონის საკომიტეტო მოსმენა დეპუტატების გაძევებისა და ცენზურის ფონზე მიმდინარეობს — არასამთავროები რუსული კანონის საკომიტეტო მოსმენა დეპუტატების გაძევებისა და ცენზურის ფონზე მიმდინარეობს — არასამთავროები
-
გადახედვა13 წლის გოგოს გაუპატიურების ბრალდებით, მამა დააკავეს — მედია 13 წლის გოგოს გაუპატიურების ბრალდებით, მამა დააკავეს — მედია
-
გადახედვაროგორი ამინდი იქნება 2 მაისამდე როგორი ამინდი იქნება 2 მაისამდე
-
გადახედვარუსეთმა კოსმოსში ბირთვული იარაღის გატანის აკრძალვას მხარი არ დაუჭირა რუსეთმა კოსმოსში ბირთვული იარაღის გატანის აკრძალვას მხარი არ დაუჭირა
-
გადახედვაOn.ge-ის 10 ქვიზი, რომელიც აპრილში მოგიმზადეთ და შეიძლება გამოგრჩა On.ge-ის 10 ქვიზი, რომელიც აპრილში მოგიმზადეთ და შეიძლება გამოგრჩა
-
გადახედვა28 მაისიდან, საქართველოს მოქალაქეებს შეეძლებათ უვიზოდ იმოგზაურონ ჩინეთში 28 მაისიდან, საქართველოს მოქალაქეებს შეეძლებათ უვიზოდ იმოგზაურონ ჩინეთში
-
გადახედვაანა წითელაძე: ყველა ის ადამიანი, ვინც ცდილობს, რომ შინაარსობრივი კითხვა დასვას, გამოაძევეს. ასრულებენ რუსულ დავალებას ანა წითელაძე: ყველა ის ადამიანი, ვინც ცდილობს, რომ შინაარსობრივი კითხვა დასვას, გამოაძევეს. ასრულებენ რუსულ დავალებას
-
გადახედვაზენდეია მუსიკის ინდუსტრიაში დაბრუნებას არ გამორიცხავს ზენდეია მუსიკის ინდუსტრიაში დაბრუნებას არ გამორიცხავს
-
გადახედვაამერიკული ავიაკომპანია 101 წლის ქალს შეცდომით 1 წლის ბავშვად არეგისტრირებს ამერიკული ავიაკომპანია 101 წლის ქალს შეცდომით 1 წლის ბავშვად არეგისტრირებს
-
გადახედვასალომე სამადაშვილი: საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრს ბრიუსელში უკანასკნელ გაფრთხილებას მისცემენ სალომე სამადაშვილი: საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრს ბრიუსელში უკანასკნელ გაფრთხილებას მისცემენ
-
-
-
გადახედვაალექსი პეტრიაშვილს ფიზიკური დაზიანებები არ აღენიშნება, ის დროებითი დაკავების იზოლატორშია — სახალხო დამცველის აპარატი ალექსი პეტრიაშვილს ფიზიკური დაზიანებები არ აღენიშნება, ის დროებითი დაკავების იზოლატორშია — სახალხო დამცველის აპარატი
-
გადახედვაქართველი დიპლომატები საზოგადოებას: მოგიწოდებთ - დადგეთ იქ, სადაც დღეს თქვენი შვილები დგანან! ქართველი დიპლომატები საზოგადოებას: მოგიწოდებთ - დადგეთ იქ, სადაც დღეს თქვენი შვილები დგანან!
კომენტარები