ოხანაშვილი თეთრუაშვილს, კაკაბაძეს, ჭკადუასა და ბესელიას კორუფციაში ადანაშაულებს
რუსთავი 2-ის ინფორმაციით, მათ პატრიარქის დაცვის ყოფილი უფროსის, სოსო ოხანაშვილის ე.წ. ციანიდის საქმის დახურულ სხდომაზე მიცემული ჩვენების ჩანაწერი მოიპოვეს.
ჩანაწერის მიხედვით, სოსო ოხანაშვილი ამბობს, რომ კონკრეტული პირები საპატრიარქოში შესაწყალებელ პატიმართა სიის შედგენაში, გარკვეული თანხის სანაცვლოდ, მონაწილეობდნენ.
რუსთავი 2-ის თქმით, პატრიარქის დაცვის ყოფილი უფროსი სიის შედგენის მონაწილეებად პარლამენტის დეპუტატ ეკა ბესელიას, უფლებადამცველ ნანა კაკაბაძეს, პატრიარქის მდივან-რეფერანტ შორენა თეთრუაშვილსა და საპროკურორო საბჭოს წევრ ირმა ჭკადუას ასახელებს.
ტელეკომპანიამ სასამართლოს დახურული სხდომის ჩვენების ჩანაწერის ნაწილი გაასაჯაროვა:
- შეწყალების კომისია... მოგეხსენებათ არის თეოდორე ჭუაძე. ნაწილობრივ ერეოდა იქ ბესელია, ეს ჭკადუა გადახვევას გავაკეთებ სხვათა შორის - ნანა კაკაბაძე, ეკა ბესელია და ირმა ჭკადუა მამალაძის დაკავების შემდეგ ერთი თვე გამოუსვლელად ისხდნენ იქ, შორენას ოთახში და პატრიარქთან რაღაც თემებს განიხილავდნენ. როცა მამალაძის ოჯახს მხოლოდ ხუთი თვის შემდეგ მისცეს საშუალება მღვდელმთავრებმა, სამწუხაროდ, პატრიარქთან შეხვედრის. ამ შეწყალების კომისიის დროს ვერ გავიხსენებ გვარებს, მაგრამ რამდენიმე პატიმართან მქონდა შეხვედრა და ისეთ მდგომარეობაში იყვნენ ეს პატიმრები... რომლებიც შეიწყალეს საპატრიარქოს სახელით, რომ აქ რაღაც თანხებით ხდებოდა და რაღაც ცუდიც ხდებოდა. ანუ გარკვეულ თანხებს იხდიდნენ გამოყვანაში, გათავისუფლებაში.
- შორენა ცდილობდა? ლობირებდა?
- სია კეთდებოდა, რა თქმა უნდა, თეოდორე, ნანა კაკაბაძე დასხდებოდნენ და სია კეთდებოდა.
- ეს იცოდით თქვენ ამის შესახებ?
- მე 2015-2016-ში გავიგე ამის შესახებ. რამდენიმე პატიმარს ვუთხარი წამოდი და დაგვეხმარე, რომ ეს გამოვავლინოთ. პასუხი იყო ერთი და იგივე: "იცი რა არის? თავისუფალი ვარ და არ ვიცი ახლა. ვიცი, რომ ფული მიიტანეს და თავი დამანებეთ, არ შემიძლია, მე არ მინდა იქ შებრუნება". ამით მთავრდებოდა ეს ყველაფერი.
ჩვენების არც ერთი ადრესატი, ვინც სოსო ოხანაშვილმა კორუფციაში დაადანაშაულა, ბრალდებებს არ აღიარებს. რუსთავის 2-ის ინფორმაციით, ამ თემასთან დაკავშირებით მოკვლევა არ დაწყებულა.
რატომ ითხოვს ირმა ჭკადუა რუსთავი 2-ის ჟურნალისტის დასჯას?
საპროკურორო საბჭოს წევრი, იურისტი ირმა ჭკადუა მოითხოვს, რომ სისხლის სამართლებრივი პასუხისმგებლობა დაიწყოს რუსთავის 2-ის ჟურნალისტის, თამარ ბაღაშვილის მიმართ. როგორც ჭკადუამ აიპრესს განუცხადა, თამარ ბაღაშვილმა მას დაურეკა და კომენტარი სთხოვა ე.წ. ციანიდის დახურულ სხდომაზე პატრიარქის დაცვის ყოფილი უფროსის, სოსო ოხანაშვილის ბრალდებაზე.
ირმა ჭკადუა დარწმუნებულია, რომ ბაღაშვილს არ აქვს უფლება, საჯარო გახადოს დახურული საქმის შესახებ გაგებული დეტალები და ის სწორედ ამიტომ ითხოვს მის დასჯას.
ჟურნალისტური ეთიკის ქარტიის აღმასრულებელი დირექტორი ნატა ძველიშვილი On.ge-სთან საუბარში ამბობს, რომ საქართველოში ინფორმაციის წყარო დაცულია. ძველიშვილი მიიჩნევს, სრულიად წარმოუდგენელია ჟურნალისტისთვის რაიმე პასუხისმგებლობის დაკისრება მოპოვებული ინფორმაციის გამო.
როგორც საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის იურისტმა, ლევან ვეფხვაძემ On.ge-ს უთხრა, ჟურნალისტს უფლება აქვს, გაასაჯაროოს წყაროს მიერ მიცემული ის ინფორმაცია, რომელიც დახურულ სასამართლო სხდომაზე გავრცელდა. მას პასუხისმგებლობა მხოლოდ იმ დროს შეიძლება დაეკისროს, თუ თავად ჟურნალისტი ესწრებოდა ასეთ სხდომას და ის მოსამართლისგან იყო გაფრთხილებული სხდომის დახურვის შესახებ. თამარ ბაღაშვილის თქმით, მას მსგავსი გაფრთხილება არ მიუღია და წყაროს გამჟღავნებას არ აპირებს.
-
გადახედვამეცნიერებმა ტვინის ნათხემის ახალი ფუნქცია გამოავლინეს მეცნიერებმა ტვინის ნათხემის ახალი ფუნქცია გამოავლინეს
-
გადახედვაროგორია მწერების დღე-ღამის აქტივობა — კვლევა როგორია მწერების დღე-ღამის აქტივობა — კვლევა
-
გადახედვარატი ბრეგაძე: სტრასბურგიდან შემოვიდა შეტყობინება, რომელსაც თან ერთვის სააკაშვილის წერილი მისი საჩივრის გახმობის თაობაზე. რატი ბრეგაძე: სტრასბურგიდან შემოვიდა შეტყობინება, რომელსაც თან ერთვის სააკაშვილის წერილი მისი საჩივრის გახმობის თაობაზე.
-
გადახედვარუსული კანონის საპროტესტო აქციაზე დაკავებული ალექსი პეტრიაშვილი თავისუფალია რუსული კანონის საპროტესტო აქციაზე დაკავებული ალექსი პეტრიაშვილი თავისუფალია
-
გადახედვაჩინეთში შექმნეს ტვინის ჩიპი, რომლითაც მაიმუნი რობოტულ ხელს "ტელეპათიურად" ამოძრავებს ჩინეთში შექმნეს ტვინის ჩიპი, რომლითაც მაიმუნი რობოტულ ხელს "ტელეპათიურად" ამოძრავებს
-
გადახედვარუსული კანონის საკომიტეტო მოსმენა დეპუტატების გაძევებისა და ცენზურის ფონზე მიმდინარეობს — არასამთავროები რუსული კანონის საკომიტეტო მოსმენა დეპუტატების გაძევებისა და ცენზურის ფონზე მიმდინარეობს — არასამთავროები
-
-
გადახედვა13 წლის გოგოს გაუპატიურების ბრალდებით, მამა დააკავეს — მედია 13 წლის გოგოს გაუპატიურების ბრალდებით, მამა დააკავეს — მედია
-
გადახედვაროგორი ამინდი იქნება 2 მაისამდე როგორი ამინდი იქნება 2 მაისამდე
-
გადახედვარუსეთმა კოსმოსში ბირთვული იარაღის გატანის აკრძალვას მხარი არ დაუჭირა რუსეთმა კოსმოსში ბირთვული იარაღის გატანის აკრძალვას მხარი არ დაუჭირა
-
გადახედვაOn.ge-ის 10 ქვიზი, რომელიც აპრილში მოგიმზადეთ და შეიძლება გამოგრჩა On.ge-ის 10 ქვიზი, რომელიც აპრილში მოგიმზადეთ და შეიძლება გამოგრჩა
-
გადახედვაანა წითელაძე: ყველა ის ადამიანი, ვინც ცდილობს, რომ შინაარსობრივი კითხვა დასვას, გამოაძევეს. ასრულებენ რუსულ დავალებას ანა წითელაძე: ყველა ის ადამიანი, ვინც ცდილობს, რომ შინაარსობრივი კითხვა დასვას, გამოაძევეს. ასრულებენ რუსულ დავალებას
-
გადახედვაზენდეია მუსიკის ინდუსტრიაში დაბრუნებას არ გამორიცხავს ზენდეია მუსიკის ინდუსტრიაში დაბრუნებას არ გამორიცხავს
-
გადახედვაამერიკული ავიაკომპანია 101 წლის ქალს შეცდომით 1 წლის ბავშვად არეგისტრირებს ამერიკული ავიაკომპანია 101 წლის ქალს შეცდომით 1 წლის ბავშვად არეგისტრირებს
-
გადახედვასალომე სამადაშვილი: საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრს ბრიუსელში უკანასკნელ გაფრთხილებას მისცემენ სალომე სამადაშვილი: საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრს ბრიუსელში უკანასკნელ გაფრთხილებას მისცემენ
-
გადახედვაანრი ოხანაშვილმა კომიტეტის სხდომის დარბაზი სალომე სამადაშვილს და თამარ კორძაიასაც დაატოვებინა ანრი ოხანაშვილმა კომიტეტის სხდომის დარბაზი სალომე სამადაშვილს და თამარ კორძაიასაც დაატოვებინა
-
-
-
გადახედვაალექსი პეტრიაშვილს ფიზიკური დაზიანებები არ აღენიშნება, ის დროებითი დაკავების იზოლატორშია — სახალხო დამცველის აპარატი ალექსი პეტრიაშვილს ფიზიკური დაზიანებები არ აღენიშნება, ის დროებითი დაკავების იზოლატორშია — სახალხო დამცველის აპარატი
-
გადახედვაქართველი დიპლომატები საზოგადოებას: მოგიწოდებთ - დადგეთ იქ, სადაც დღეს თქვენი შვილები დგანან! ქართველი დიპლომატები საზოგადოებას: მოგიწოდებთ - დადგეთ იქ, სადაც დღეს თქვენი შვილები დგანან!
-
გადახედვარუსული კანონის საკომიტეტო განხილვა კამათის ფონზე მიმდინარეობს — ანრი ოხანაშვილმა გიორგი ვაშაძე და ლევან ბეჟაშვილი დარბაზიდან გააძევა რუსული კანონის საკომიტეტო განხილვა კამათის ფონზე მიმდინარეობს — ანრი ოხანაშვილმა გიორგი ვაშაძე და ლევან ბეჟაშვილი დარბაზიდან გააძევა
კომენტარები