თბილისის სატრანსპორტო კომპანიამ მემანქანეებისთვის ხელფასის გაზრდას არ გეგმავს
თბილისის სატრანსპორტო კომპანია მეტროს თანამშრომლების გაფიცვის დაანონსებას გამოეხმაურა. კომპანია თავის განცხადებაში აღნიშნავს, რომ შეზღუდული ფინანსური რესურსების მიუხედავად, 1 მილიონი ლარი გამოიყო, რასაც სტაჟისა და დამსახურების მიხედვით გადაუხდის დასაქმებულებს. ასევე, კომპანია აცხადებს, რომ იგი არ განიხილავს დასაქმებულთა ცალკეული ჯგუფისთვის ანაზღაურების გაზრდას. მათი თქმით, ხელფასის მატება ყველა დასაქმებულისთვის საჭიროებს საკმაოდ დიდი ფინანსური რესურსების მოზიდვას, რისი საშუალებაც ამ ეტაპზე კომპანიას არ გააჩნია.
თბილისის სატრანსპორტო კომპანიის განცხადებას უცვლელად გთავაზობთ:
"მიუხედავად იმისა, რომ სატრანსპორტო კომპანიას გააჩნია შეზღუდული ფინანსური რესურსები, კომპანიის ხელმძღვანელობის ძალისხმევით, გამოიყო 1 მილიონი ლარი თბილისის მეტროს თანამშრომლებისთვის წელთანამსახურების ანაზღაურების მიზნით. აღნიშნული მოლაპარაკებები კომპანიის მენეჯმენტსა და მეტროს პროფესიული კავშირების წარმომადგენლებს შორის დაიწყო გასული წლიდან და ამ ეტაპზე კომპანია მზად არის დასაქმებულებს გადაუხადოს დანამატი მათი სტაჟისა და დამსახურების მიხედვით, მას შემდეგ რაც შეთანხმდება გადახდის პირობები და ტექნიკური საკითხები.
რაც შეეხება მემანქანეების მხრიდან წამოსულ დამატებით მოთხოვნებს ხელფასის მატებასთან დაკავშირებით, კომპანია აცხადებს, რომ მეტროს მემანქანეების სახელფასო განაკვეთი შედგება საათობრივი ანაზღაურებისგან, ასევე მავნე და მძიმე პირობების დანამატის, დღესასწაულებზე და ღამის საათებში შესრულებული სამუშაოს, კლასის (თანრიგის) დანამატის, ასევე მეცამეტე ხელფასისა და სააღდგომო პრემიისგან. მაღალი საზოგადოებრივი ინტერესიდან გამომდინარე აქვე წარმოგიდგენთ მეტროს მემანქანეების საშუალო ხელფასებს:
- დეპოს მორიგე - 1 455 ლარი
- დეპოს მანევრის მემანქანის თანაშემწე - 981 ლარი
- დეპოს მანევრის მემანქანე - 1 300 ლარი
- მემანქანე ინსტრუქტორი - 1 986 ლარი
- ხაზის მანევრის მემანქანე – 1 300 ლარი
- ხაზის მემანქანე - 1 731 ლარი
- ხაზის მემანქანის თანაშემწე - 1 096 ლარი
თბილისის სატრანსპორტო კომპანიას ასევე გაფორმებული აქვს კოლექტიური ხელშეკრულება საწარმოში დასაქმებულთა გაერთიანებებთან (პროფესიულ კავშირებთან), რომელიც მიზნად ისახავს კომპანიაში დასაქმებულთა სოციალური და შრომითი პირობების გაუმჯობესებას და სოციალური პარტნიორობის პრინციპის დანერგვას. აღნიშნული ხელშეკრულების ფარგლებში გაერთიანებების წევრებს კომპანია დამატებით უნაზღაურებს ერთჯერად ხარჯებს:
- დაოჯახების შემთხვევაში - 250 – 400 ლარი + დამატებით 10 სამუშაო დღე ანაზღაურებადი შვებულება;
- დასაქმებულ ქალთათვის ბავშვის შეძენის შემთხვევაში - 375 – 700 ლარი + დამატებით ორი თვის სახელფასო ანაზღაურება;
- ოჯახის წევრის გარდაცვალების შემთხვევაში - 250 -375 ლარი + დამატებით 5 სამუშაო დღე ანაზღაურებადი შვებულება;
- თანამშრომლის გარდაცვალების შემთხვევაში - 1000 ლარიანი დახმარება ოჯახს;
- კომპანიის ყველა თანამშრომელი სარგებლობს უფასო მგზავრობით (მეტრო, ავტობუსი, საბაგირო) და კორპორატიული ჯანმრთელობის დაზღვევით.
აღსანიშნავია ის გარემოება, რომ სატრანსპორტო კომპანიაში დასაქმებულია 6000-მდე თანამშრომელი, რომელთა საერთო სახელფასო განაკვეთი შეადგენს კომპანიის საერთო შემოსავლების 65%-ს. აქედან გამომდინარე, კომპანია არ განიხილავს დასაქმებულთა ცალკეული ჯგუფისთვის (მემანქანეები) ანაზღაურების გაზრდას, ვინაიდან ეს გამოიწვევს სამართლიან უკმაყოფილებას სხვა თანამშრომლებში. შესაბამისად, ხელფასის მატება ყველა დასაქმებულისთვის საჭიროებს საკმაოდ დიდი ფინანსური რესურსების მოზიდვას, რისი საშუალებაც ამ ეტაპზე კომპანიას არ გააჩნია.
თავის მხრივ, სატრანსპორტო კომპანია მოუწოდებს მეტროს მემანქანეებს უფრო მეტად გაითავისონ ის პასუხისმგებლობა, რაც მათ გააჩნიათ საზოგადოების წინაშე და ზუსტად გააანალიზონ გაფიცვის შედეგები, რომელიც გამოიწვევს ქალაქის სატრანსპორტო ქსელის მნიშვნელოვან შეფერხებას, ვინაიდან თბილისის მეტროს მომსახურეობით ყოველდღიურად 300 ათასამდე მგზავრი სარგებლობს",- ნათქვამია კომპანიის განცხადებაში.
თბილისის მეტროს თანამშრომლებმა "დიდუბის" მეტროსადგურთან აქცია გამართეს. ისინი ხელფასების მომატებასა და სამუშაო პირობების გაუმჯობესებას მოითხოვენ, წინააღმდეგ შემთხვევაში კომპანიას გაფიცვით ემუქრებიან.
-
გადახედვარა მოხდება პრეზიდენტის ვეტოს შემდეგ, პროცედურულად რა მოხდება პრეზიდენტის ვეტოს შემდეგ, პროცედურულად
-
გადახედვაგურამ იმნაძე: როგორ მოვიქცეთ, თუ საგამოძიებო უწყებაში დაგვიბარებენ გურამ იმნაძე: როგორ მოვიქცეთ, თუ საგამოძიებო უწყებაში დაგვიბარებენ
-
გადახედვაქურდოვანიძე: თუ აქამდე კანონში მხოლოდ მედია და არასამთავრობოები იყო მოხსენიებული, ახლა მოიცვა ნებისმიერი შპს, ინდ. მეწარმე, და აბსოლუტურად ყველა ქურდოვანიძე: თუ აქამდე კანონში მხოლოდ მედია და არასამთავრობოები იყო მოხსენიებული, ახლა მოიცვა ნებისმიერი შპს, ინდ. მეწარმე, და აბსოლუტურად ყველა
-
გადახედვასაფრანგეთი აზერბაიჯანს ახალ კალედონიაში არეულობების მხარდაჭერაში ადანაშაულებს საფრანგეთი აზერბაიჯანს ახალ კალედონიაში არეულობების მხარდაჭერაში ადანაშაულებს
-
გადახედვავახუშტი მენაბდე: ამ კანონით, შეიძლება მოგთხოვონ ნებისმიერი "საჭირო ინფორმაცია“ არა მარტო თქვენზე, არამედ სხვაზეც ვახუშტი მენაბდე: ამ კანონით, შეიძლება მოგთხოვონ ნებისმიერი "საჭირო ინფორმაცია“ არა მარტო თქვენზე, არამედ სხვაზეც
-
გადახედვააღმოაჩინეს ჰორმონი, რომელიც მონოგამიასთან არის დაკავშირებული აღმოაჩინეს ჰორმონი, რომელიც მონოგამიასთან არის დაკავშირებული
-
გადახედვამილიარდერობა უფრო მეტ ჭკუაზე ხშირად არ მიუთითებს — აი, რატომ მილიარდერობა უფრო მეტ ჭკუაზე ხშირად არ მიუთითებს — აი, რატომ
-
გადახედვაჯაფარიძე: პოლიცია მასობრივად იბარებს ხალხს, "აქციებთან დაკავშირებით" დამიბარეს მეც გამოკითხვაზე ჯაფარიძე: პოლიცია მასობრივად იბარებს ხალხს, "აქციებთან დაკავშირებით" დამიბარეს მეც გამოკითხვაზე
-
გადახედვაპირამიდებთან ახლოს ნილოსის ძველი განშტოების კვალს მიაგნეს პირამიდებთან ახლოს ნილოსის ძველი განშტოების კვალს მიაგნეს
-
გადახედვაგენური თერაპიის მეშვეობით ბავშვს სმენა აღუდგინეს გენური თერაპიის მეშვეობით ბავშვს სმენა აღუდგინეს
-
-
-
გადახედვავარჯიში დროის აღქმას ცვლის — კვლევა ვარჯიში დროის აღქმას ცვლის — კვლევა
-
გადახედვასაია-ს თავმჯდომარე განმარტავს, რა შეცვალა ქართულმა ოცნებამ რუსულ კანონში საია-ს თავმჯდომარე განმარტავს, რა შეცვალა ქართულმა ოცნებამ რუსულ კანონში
-
გადახედვამიტროპოლიტი შიო: კანონის როგორც მომხრეთა, ისე მოწინააღმდეგეთა შორის არიან ეკლესიის წევრები, ჩვენი სულიერი შვილები. ვფიქრობთ, როგორ დაიძლიოს ეს დაპირისპირება მიტროპოლიტი შიო: კანონის როგორც მომხრეთა, ისე მოწინააღმდეგეთა შორის არიან ეკლესიის წევრები, ჩვენი სულიერი შვილები. ვფიქრობთ, როგორ დაიძლიოს ეს დაპირისპირება
-
გადახედვაქეთი მელუა: 21 წლის ასაკში ქალთან მქონდა ურთიერთობა, დიდ პატივს ვცემ ანტი-ჰომოფობიის დღეს ქეთი მელუა: 21 წლის ასაკში ქალთან მქონდა ურთიერთობა, დიდ პატივს ვცემ ანტი-ჰომოფობიის დღეს
-
გადახედვაიურისტი საბა ბრაჭველი: ხელისუფლებამ კანონში ჩუმად ჩაამატა ცვლილებები, რომლითაც მისი მოქმედება ფიზიკურ პირებზეც გავრცელდება იურისტი საბა ბრაჭველი: ხელისუფლებამ კანონში ჩუმად ჩაამატა ცვლილებები, რომლითაც მისი მოქმედება ფიზიკურ პირებზეც გავრცელდება
-
გადახედვაღაზაში შევიდა პირველადი დახმარების ტვირთი, ამერიკის მიერ აშენებული დროებითი ნავსადგურის საშუალებით ღაზაში შევიდა პირველადი დახმარების ტვირთი, ამერიკის მიერ აშენებული დროებითი ნავსადგურის საშუალებით
-
გადახედვაოკმელაშვილი: პოლიციას ხშირად გამოეყოფოდა უცნობი ბანდა, მომიტინგეებს ურტყამდნენ, "აბრტყელებდნენ", თავი ვალდებულად ჩავთვალე, სუსტები დამეცვა ოკმელაშვილი: პოლიციას ხშირად გამოეყოფოდა უცნობი ბანდა, მომიტინგეებს ურტყამდნენ, "აბრტყელებდნენ", თავი ვალდებულად ჩავთვალე, სუსტები დამეცვა
-
გადახედვა"ლიმონის" დამფუძნებელს, გიორგი ოკმელაშვილს, რომელიც რუსულ კანონს აპროტესტებდა, პატიმრობა შეეფარდა "ლიმონის" დამფუძნებელს, გიორგი ოკმელაშვილს, რომელიც რუსულ კანონს აპროტესტებდა, პატიმრობა შეეფარდა
-
გადახედვააფხაზი ოპოზიციონერები მხარს უჭერენ საქართველოში რუსული კანონის მოწინააღმდეგე მანიფესტანტებს აფხაზი ოპოზიციონერები მხარს უჭერენ საქართველოში რუსული კანონის მოწინააღმდეგე მანიფესტანტებს
კომენტარები