ირმა ინაშვილი

17 Oct. 2017, 21:46

ბატონო ბიძინა, თქვენ გვპირდებოდით, რომ დასრულდება სიყალბე, აღარ იქნება უზურპაცია, რომ ვიცხოვრებთ სამართლიან სახელმწიფოში. სადაა დღეს ეს სამართლიანობა? და რაშია სამართლიანობა? სად გაქრა ყველა ის სიკეთე, რასაც თქვენ და თქვენი გუნდი გვპირდებოდით 2012 წლის შემოდგომაზე?

ფაქტია, რომ თქვენ დღესაც ბრძანდებით ქვეყნის ყველაზე გავლენიანი მოქალაქე. ფაქტია, რომ კვირიკაშვილის მთავრობა თქვენი მოყვანილია. ფაქტია, რომ ამ მთავრობამ უკვე განახორციელა საარჩევნო სიტემისა და შესაბამისად, ძალაუფლების უზურპაცია და ნათელია, რომ ამ ხელისუფლებამ ფაქტობრივად უკვე დაამყარა რბილი დიქტატურა. ნათელია ისიც, რომ ეს ხელისუფლება ემზადება არჩევნების ტოტალური გაყალბებისთვის. სახეზეა ისიც, რომ საზოგადოება პირადად თქვენ გაკავშირებთ ყველა ამ ნეგატიურ მოვლენასთან. თქვენ კი, დუმხართ და გვაინტერესებს, ხართ თუ არა ამ პროცესების თანამონაწილე?

ჩვენ მოვითხოვთ კვირიკაშვილის გადადგომას! ჩვენ მოვითხოვთ სამართლიან არჩევნებს! ჩვენ არ შევწყვეტთ საპროტესტო აქციებს! ჩვენ დავცავთ იმ დემოკრატიულ ღირებულებებს, რომელიც ქართველმა ხალხმა დიდი ბრძოლით მოიპოვა. ჩვენ არ დავუთმობთ ჩვენს ქვეყანას ბოკერიებს.


კომენტარები

კვირის ტოპ-5

  1. ალტ-ინფო აცხადებს, რომ საჯარო რეესტრმა მათი ახალი პარტიის, "ქართული იდეის" გაუქმების პროცესი დაიწყო
  2. ბიძინა ივანიშვილის მიერ დაფუძნებული უნივერსიტეტის სტუდენტები რუსული კანონის წინააღმდეგ მარშს გამართავენ
  3. მამუკა მდინარაძე: აღმოჩნდა, რომ 12-მილიმეტრიანი თიაქრით დავდიოდი, ამიტომ ვერ ვიყავი დღეს, ჩათვალეთ, 84-ე ხმა ჩემია
  4. რამდენიმე სიმართლე, რისთვისაც თვალის გასწორება მოგიწევთ თქვენი პარპაშის დასრულებამდე — ჯაფარიძე ოცნებას
  5. რუსული კანონის მხარდამჭერი ბიზნესმენების სია: კავშირები მთავრობასთან, შემოწირულება და კორუფციული ბრალდებები

გირჩევთ

ახლა კითხულობენ