გრენობლის მენეჯმენტის სკოლისა და კავკასიის ბიზნესის სკოლის ერთობლივი MBA პროგრამა მსოფლიოს უნივერსიტეტების რეიტინგში
Financial Times-მა მსოფლიოს Executive MBA პროგრამების 2017 წლის რეიტინგი გამოაქვეყნა. მონაცემების მიხედვით, გრენობლის მენეჯმენტის სკოლისა (GEM) და კავკასიის ბიზნესის სკოლის (CSB) ერთობლივი MBA პროგრამა მსოფლიოს Executive MBA პროგრამებს შორის 54-ე ადგილს იკავებს. სხვა ქართული უნივერსიტეტების მიერ განხორციელებული არცერთი პროგრამა, სამწუხაროდ, Financial Time-ის რეიტინგში არ ხვდება.
შარშანდელთან შედარებით, კავკასიის ბიზნესის სკოლის ამ პროგრამამ, Financial Times-ის რეიტინგში 13 ადგილით წინ გადაინაცვლა.
გრენობლის მენეჯმენტის სკოლის (GEM) თბილისის კამპუსი, კავკასიის ბიზნესის სკოლის ბაზაზე ურთიერთანამშრომლობის კონტრაქტით 2005 წელს დაარსდა. უკვე 12 წელია კავკასიის ბიზნესის სკოლა ორმაგი ხარისხის MBA პროგრამას ახორციელებს, რომლის წარმატებით დასრულების შემდეგ, სტუდენტს გრენობლის მენეჯმენტის სკოლისა და კავკასიის უნივერსიტეტის ბიზნესის ადმინისტრირების მაგისტრის ხარისხი ენიჭება.
ყოველ წელს პროგრამაზე დგება ერთი ჯგუფი, სადაც მიღება შესაბამისი კრიტერიუმების მიხედვით ხორციელდება (სამუშაო გამოცდილება, დასაქმების ადგილი და პოზიცია, ინგლისურის ცოდნის დონე, პროგრამაზე ჩაბარების მოტივაცია და ა.შ.). მომავალი ჯგუფი სწავლას იწყებს 2018 წლის აპრილში, ხოლო აპლიკაციების მიღება შესაძლებელია 23 თებერვლამდე. ამ დროისთვის პროგრამა უკვე 10 მიღებას ითვლის. პროგრამის კურსდამთავრებულები იკავებენ მმართველი რგოლის თანამდებობებს როგორც კერძო, ასევე - საჯარო სექტორში.
2018 წლიდან იგეგმება, სტუდენტების მიღება ერთობლივი ორმაგი ხარისხის საბაკალავრო პროგრამაზე საერთაშორისო მენეჯმენტში (ბიზნესში).
სამაგისტრო პროგრამის შესახებ დაწვრილებითი ინფორმაცია იხილეთ ბმულზე.
-
გადახედვამადონამ ტურნე უფასო კონცერტით დაასრულა, რომელსაც 1,6 მილიონი ფანი დაესწრო მადონამ ტურნე უფასო კონცერტით დაასრულა, რომელსაც 1,6 მილიონი ფანი დაესწრო
-
გადახედვანახეთ: მეცნიერებმა მდედრი ნეანდერტალელის სახე აღადგინეს ნახეთ: მეცნიერებმა მდედრი ნეანდერტალელის სახე აღადგინეს
-
გადახედვარა საფრთხეს შეიცავს უცხოური ნომრიდან შემოსული ზარები — სპეციალისტის გაფრთხილება რა საფრთხეს შეიცავს უცხოური ნომრიდან შემოსული ზარები — სპეციალისტის გაფრთხილება
-
-
გადახედვაკონკრეტულად, რა დარღვევები დაადგინა სტრასბურგის სასამართლომ 2019 წლის 20-21 ივნისის მოვლენების საქმეზე კონკრეტულად, რა დარღვევები დაადგინა სტრასბურგის სასამართლომ 2019 წლის 20-21 ივნისის მოვლენების საქმეზე
-
გადახედვაThe Boys მე-4 სეზონით ბრუნდება — ნახე ტრეილერი The Boys მე-4 სეზონით ბრუნდება — ნახე ტრეილერი
-
-
გადახედვაBoeing Starliner-ის ისტორიული მისია გადაიდო — როდის შედგება 1-ელი ეკიპაჟიანი ფრენა Boeing Starliner-ის ისტორიული მისია გადაიდო — როდის შედგება 1-ელი ეკიპაჟიანი ფრენა
-
-
გადახედვაროგორ იძიებს საგამოძიებო სამსახური ხაბეიშვილის ცემისა და სამართალდამცავთა შესაძლო კანონდარღვევის ფაქტებს აქციებისას — განცხადება როგორ იძიებს საგამოძიებო სამსახური ხაბეიშვილის ცემისა და სამართალდამცავთა შესაძლო კანონდარღვევის ფაქტებს აქციებისას — განცხადება
-
გადახედვარუსული კანონის დასაცავად, ხელისუფლებამ საკომუნიკაციო სტრატეგია რუსეთის დროშის ფერებში განაახლა რუსული კანონის დასაცავად, ხელისუფლებამ საკომუნიკაციო სტრატეგია რუსეთის დროშის ფერებში განაახლა
-
გადახედვა"ამბავი მარტოობასა და სიყვარულზე" — The Guardian "შაშვი შაშვი მაყვალზე" "ამბავი მარტოობასა და სიყვარულზე" — The Guardian "შაშვი შაშვი მაყვალზე"
-
გადახედვაშესაძლოა, მომავალი დეკადისთვის მთვარეზე ლევიტაციური რკინიგზა შეიქმნას შესაძლოა, მომავალი დეკადისთვის მთვარეზე ლევიტაციური რკინიგზა შეიქმნას
-
გადახედვარუსული კანონის საწინააღმდეგო საპროტესტო აქციები 7-დან 11 მაისის ჩათვლით რუსული კანონის საწინააღმდეგო საპროტესტო აქციები 7-დან 11 მაისის ჩათვლით
-
გადახედვასტრასბურგის სასამართლომ ე.წ. "გავრილოვის ღამის" საქმეზე დარღვევა დაადგინა — საია სტრასბურგის სასამართლომ ე.წ. "გავრილოვის ღამის" საქმეზე დარღვევა დაადგინა — საია
-
გადახედვამოვიტანეთ ფოტო-ვიდეო მტკიცებულებები, როგორ იძალადეს ხაბეიშვილზე უშუალოდ ივანიშვილის დავალებით — ენმ პროკურატურასთან მოვიტანეთ ფოტო-ვიდეო მტკიცებულებები, როგორ იძალადეს ხაბეიშვილზე უშუალოდ ივანიშვილის დავალებით — ენმ პროკურატურასთან
-
-
გადახედვაკავკასიის უნივერსიტეტი: ვეწინააღმდეგებით ნებისმიერ ინიციატივებს თუ კანონებს, რომლებმაც, შეიძლება, ზიანი მიაყენონ ჩვენი ქვეყნის სუვერენიტეტს კავკასიის უნივერსიტეტი: ვეწინააღმდეგებით ნებისმიერ ინიციატივებს თუ კანონებს, რომლებმაც, შეიძლება, ზიანი მიაყენონ ჩვენი ქვეყნის სუვერენიტეტს
-
გადახედვაკანონი ძირს გამოუთხრის ამერიკა-საქართველოს ურთიერთობას — სახელმწიფო დეპარტამენტი კანონი ძირს გამოუთხრის ამერიკა-საქართველოს ურთიერთობას — სახელმწიფო დეპარტამენტი
-
გადახედვა700-ზე მეტი მასწავლებელი ლადო აფხაზავას სოლიდარობას უცხადებს 700-ზე მეტი მასწავლებელი ლადო აფხაზავას სოლიდარობას უცხადებს
-
გადახედვაო'ბრაიენი: თუ საქართველოს ხელისუფლება ე.წ. რუსულ კანონს მიიღებს, ვითარება ჩვენთვის ნათელი გახდება [ინტერვიუ] ო'ბრაიენი: თუ საქართველოს ხელისუფლება ე.წ. რუსულ კანონს მიიღებს, ვითარება ჩვენთვის ნათელი გახდება [ინტერვიუ]
კომენტარები