ტრამპის სამოგზაურო აკრძალვა ჰავაის მოსამართლემ დაბლოკა
ჰავაის შტატის ფედერალურმა მოსამართლემ აშშ-ის პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის საიმიგრაციო ბრძანება, რომლითაც რვა ქვეყნის მოქალაქეებს ქვეყნის ტერიტორიაზე მოგზაურობა ეზღუდებათ, დაბლოკა.
ბრძანება, რომელიც სექტემბერში გამოიცა, ირანის, იემენის, ლიბიის, სირიის, სომალის, ჩრდილოეთ კორეის, ჩადის მოქალაქეებსა და ვენესუელის კონკრეტული თანამდებობის პირებს ეხებათ.
მოსამართლე დერეკ უოტსნომა განმარტა, რომ მარტში დაბლოკილი ბრძანების მსგავსად, ამაშიც არის კანონდარღვევები. უოტსონის თქმით, ქვეყანაში შესვლის აკრძალვა პოტენციურად რვა ქვეყნის 150 მილიონ მოქალაქეს ეხება და ამერიკის ინტერესებს ეწინააღმდეგება. გადაწყვეტილება მან ჰავაის შტატის მთავრობის საჩივრის საფუძველზე მიიღო.
წინა ორი ბრძანებისგან განსხვავებით, რომლებიც იანვარსა და მარტში გამოიცა, ახალი აკრძალვა განუსაზღვრელი ვადითაა გამოცემული. ტრამპის ადმინისტრაციამ განმარტა, რომ ქვეყნებს, რომლებიც შეზღუდვაში მოხვდნენ, არ სურთ ან არ შეუძლიათ ვიზისთვის საჭირო ინფორმაციის მოწოდება.
პარალელურად, ვაშინგტონის, მასაჩუსეტსის, კალიფორნიის, ორეგონის, ნიუ-იორკისა და მერილენდის შტატები პრეზიდენტის ბრძანების გამო ფედერალურ საოლქო სასამართლოში დაობენ.
თეთრი სახლის პრესმდივნის განცხადებაში ნათქვამია, რომ "ეს შეზღუდვები სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია იმისათვის, რომ ქვეყნებმა უსაფრთხოების მინიმალური სტანდარტები დაიცვან, რომლებიც აშშ-ის საიმიგრაციო სისტემისთვისა და უსაფრთხოებისთვის არის საჭირო".
მისივე თქმით, დონალდ ტრამპის ქმედება იურიდიულად დასაბუთებულია და იმედოვნებს, რომ სააპელაციო ინსტანციები საბოლოოდ დაუშვებენ ბრძანებას.
აკრძალვა მუსლიმური ქვეყნის მოქალაქეებისთვის
აშშ-ის პრეზიდენტმა თავისი პირველი საიმიგრაციო ბრძანება 27 იავნარს გამოსცა და გამოქვეყნებისთანავე შევიდა ძალაში. ამან ამერიკის აეროპორტებში ქაოსი გამოიწვია, რადგან მოქალაქეებს, რომლებსაც ვიზა ლეგალურად ჰქონდათ მიღებული, ქვეყანაში არ უშვებდნენ.
ბრძანება შვიდ მუსლიმურ ქვეყანას შეეხო, მათ შორის, ერაყს და სირიელი ლტოლვილების მიღებას სრულად ზღუდავდა. მოსამართლეებმა ბრძანება მალევე შეაჩერეს და განაცხადეს, რომ ის არაკონსტიტუციურ ქმედებებს იწვევს.
საპრეზიდენტო არჩევნების კამპანიისას დონალდ ტრამპი ამომრჩეველს ჰპირდებოდა, რომ აშშ-ში მუსლიმების შესვლას აკრძალავდა, რაც ქვეყნის კონსტიტუციას ეწინააღმდეგება. აშშ-ის კონსტიტუცია უკრძალავს მთავრობას რელიგიური ნიშნით დისკრიმინაციას.
ამის შემდეგ იანვრის შერბილებულ და გადახედილ დოკუმენტს ტრამპმა 6 მარტს მოაწერა ხელი. მიუხედავად ამისა, ეს დოკუმენტიც დიდხანს განიხილებოდა სასამართლოში და საბოლოოდ უზენაესმა სასამართლომ ნაწილობრივ შეიყვანა ძალაში: ლტოლვილებისა და ექვსი ქვეყნის მოქალაქეების მიღებაზე 90-დღიანი მორატორიუმი დაიწყო.
სექტემბრის ბოლოს, როდესაც მორატორიუმი ვადა იწურებოდა, ტრამპმა მესამე ბრძანება გამოსცა. ადმინისტრაციის წარმომადგენლებმა განაცხადეს, რომ ჰავაის მოსამართლის გადაწყვეტილებას სააპელაციო სასამართლოში გაასაჩივრებენ.
-
გადახედვამშვიდობიანი აქციის მონაწილეები, რესპუბლიკის მოედნიდან, პარლამენტისკენ დაიძრნენ მშვიდობიანი აქციის მონაწილეები, რესპუბლიკის მოედნიდან, პარლამენტისკენ დაიძრნენ
-
გადახედვაპროვოკაციების თავიდან აცილების მიზნით, აუცილებელია ხვალინდელი საკომიტეტო მოსმენის გადადება — ენმ და სტრატეგია აღმაშენებელი პროვოკაციების თავიდან აცილების მიზნით, აუცილებელია ხვალინდელი საკომიტეტო მოსმენის გადადება — ენმ და სტრატეგია აღმაშენებელი
-
გადახედვაარა რუსულ კანონს! — რესპუბლიკის მოედანზე საპროტესტო აქცია მიმდინარეობს არა რუსულ კანონს! — რესპუბლიკის მოედანზე საპროტესტო აქცია მიმდინარეობს
-
გადახედვარესპუბლიკის მოედანზე რუსული კანონის საწინააღმდეგო აქციის მონაწილეები იკრიბებიან რესპუბლიკის მოედანზე რუსული კანონის საწინააღმდეგო აქციის მონაწილეები იკრიბებიან
-
გადახედვაგორგილაძის აუტანელი სიმსუბუქე: საღამოს ევროპული მარშია დაგეგმილი, ამიტომ გადაცემა დღეს არ გავა. ინტერვიუ მოიცდის, ჩვენი ქვეყნის წინაშე მდგომი გამოწვევები ვერა. გორგილაძის აუტანელი სიმსუბუქე: საღამოს ევროპული მარშია დაგეგმილი, ამიტომ გადაცემა დღეს არ გავა. ინტერვიუ მოიცდის, ჩვენი ქვეყნის წინაშე მდგომი გამოწვევები ვერა.
-
გადახედვაბრიტნი სპირსის სასამართლო პროცესი საბოლოოდ დასრულდა — ბრიტნი თავისუფალია ბრიტნი სპირსის სასამართლო პროცესი საბოლოოდ დასრულდა — ბრიტნი თავისუფალია
-
გადახედვაროგორ გავძლებთ აქ? — LOUDspeakers პოლიტიკურ პროცესებს სიმღერით ეხმაურება როგორ გავძლებთ აქ? — LOUDspeakers პოლიტიკურ პროცესებს სიმღერით ეხმაურება
-
-
გადახედვამელანომის პირველ ინდივიდუალიზებულ ვაქცინას უკვე ასობით ადამიანზე ცდიან მელანომის პირველ ინდივიდუალიზებულ ვაქცინას უკვე ასობით ადამიანზე ცდიან
-
გადახედვაყველაზე დიდი ცხოველი, რომელსაც ხმელეთზე უარსებია — პატაგოტიტანი ყველაზე დიდი ცხოველი, რომელსაც ხმელეთზე უარსებია — პატაგოტიტანი
-
გადახედვაSETI-ს მეცნიერის თქმით, არამიწიერი სიცოცხლის აღმოჩენა გარდაუვალია და ამას ჯეიმს ვების ტელესკოპით შევძლებთ SETI-ს მეცნიერის თქმით, არამიწიერი სიცოცხლის აღმოჩენა გარდაუვალია და ამას ჯეიმს ვების ტელესკოპით შევძლებთ
-
გადახედვაამომავალი ვარსკვლავები — გიორგი გიგაშვილი პრესტიჟული ევროპული პროგრამის გამარჯვებულია ამომავალი ვარსკვლავები — გიორგი გიგაშვილი პრესტიჟული ევროპული პროგრამის გამარჯვებულია
-
გადახედვამეცნიერებმა ძველ გრაგნილში პლატონის საფლავის მდებარეობაზე მინიშნებას მიაგნეს მეცნიერებმა ძველ გრაგნილში პლატონის საფლავის მდებარეობაზე მინიშნებას მიაგნეს
-
-
-
გადახედვაილიაუნი მოსწავლეებისთვის ასტროფიზიკის პრაქტიკულ შეხვედრებს გამართავს — როგორ დავესწროთ ილიაუნი მოსწავლეებისთვის ასტროფიზიკის პრაქტიკულ შეხვედრებს გამართავს — როგორ დავესწროთ
-
-
-
გადახედვამკვლევრებმა 90 მილიონი წლის წინ მცხოვრები გიგანტური ფრინველის ნაკვალევი აღმოაჩინეს მკვლევრებმა 90 მილიონი წლის წინ მცხოვრები გიგანტური ფრინველის ნაკვალევი აღმოაჩინეს
-
გადახედვაკობახიძე: მიგრაციის ერთ-ერთი მიზეზი არის ის, რომ გახსნილია საზღვრები, ანუ ადვილია ქვეყნის დატოვება და ევროკავშირის ქვეყნებში გადასვლა კობახიძე: მიგრაციის ერთ-ერთი მიზეზი არის ის, რომ გახსნილია საზღვრები, ანუ ადვილია ქვეყნის დატოვება და ევროკავშირის ქვეყნებში გადასვლა
-
გადახედვა"ობობები" მარსზე — რატომ ჩნდება წითელ პლანეტაზე სეზონური მუქი ლაქები "ობობები" მარსზე — რატომ ჩნდება წითელ პლანეტაზე სეზონური მუქი ლაქები
კომენტარები