საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველოს კვლევის მიხედვით, თბილისის მერიის ზონალურ საბჭოში ეფექტურად არ არის უზრუნველყოფილი ინტერესთა შეუთავსებლობისა და კორუფციის რისკების პრევენცია და გამოიკვეთა შემთხვევები, როდესაც მიღებული გადაწყვეტილებები ინტერესთა შეუთავსელობისა და კორუფციის მაღალ რისკს შეიცავდა. კვლევა 2014-2017 წლებში ზონალური საბჭოს მუშაობის პერიოდს მოიცავს.

გარდა ამისა, კვლევაში ვკითხულობთ:

  • არქიტექტურის სამსახურის მაღალჩინოსნები პირდაპირ თუ ირიბად დაკავშირებულნი არიან სამშენებლო ბიზნესკომპანიებთან, რომლებიც ასევე არქიტექტურის სამსახურში/ზონალურ საბჭოში განმცხადებლები არიან;
  • ზონალური საბჭოში მოწვეული წევრების ნაწილი რიგ შემთხვევაში ამა თუ იმ გადაწყვეტილებით დაინტერესებული პირები არიან, რაც ინტერესთა კონფლიქტის მაღალ რისკებს წარმოშობს;
  • ზონალური საბჭოს წევრებმა იმ პირთა საქმეებიც განიხილეს, რომლებიც დაკავშირებული არიან მმართველ პარტიასთან.

თბილისის მერიის პრესსამსახურში ამბობენ, რომ კვლევასთან დაკავშირებით კომენტარი არ აქვთ და არც განცხადების გავრცელებას გეგმავენ.

ფოტო: საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველო

კვლევა სრული ვერიის ნახვა შესაძლებელია საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველოს ვებგვერდზე.