სამი ჩინელი ქალი შვებულების გასატარებლად სამხრეთ კორეას ეწვია და მოგზაურობის პარალელურად სახის ნაკვთების კორექტირებაც არ დავიწყებიათ.

უცხო ქვეყანაში გატარებული საკმაოდ ნაყოფიერი დღეების შემდეგ, ისევე როგორც ყველა, რა თქმა უნდა, ისინიც საკუთარ სამშობლოში უნდა დაბრუნებულიყვნენ.

ერთ-ერთი ჩინური ტელეკომპანიის ჟურნალისტი კი ამ ქალბატონების ფოტოს აქვეყნებს, რომელიც სამხრეთ კორეის აეროპორტშია გადაღებული და სადაც ისინი საკმაოდ გულდაწყვეტილები ჩანან, რადგან სახეცვლილების შემდეგ მათი იდენტიფიცირება ვეღარ მოხერხდა.

მიუხედავად ბევრი მცდელობის და გადამოწმებისა, მაინც უცნობია საბოლოოდ მოახერხეს თუ არა ამ ქალბატონებმა დაემტკიცებინათ, რომ პასპორტის ფოტოზე გამოსახული ადამიანები თავად იყვნენ და მოახერხეს თუ არა საკუთარ სამშობლოში დაბრუნების უფლება მიეღოთ.

ფოტო: shanghaiist

მოგვიანებით, ამ გაუგებრობაში გახვეული ჩინელი ქალბატონები, ერთ-ერთი ანიმაციური ფილმის პერსონაჟებსაც კი შეადარეს.