როდესაც შენი პასუხისმგებლობა დაზღვეულია
ალბათ ყველას ახსოვს ზღაპარი „პინოქიოდან“ ჯომინი კრიტეკი, პატარა კალია, რომელიც ასანთის ყუთში ცხოვრობდა და ხის კაცუნა პინოქიოს სინდისად „მუშაობდა“. ასეთივე დიდი ან პატარა კალია დაბადებიდან დაჰყვებათ ხორცისა და ძვლებისგან შემდგარ ადამიანებს და სხვების პატივისცემისკენ მოუწოდებს.
სწორედ ამ მიზეზით, ხშირად ადამიანები სხვის ნივთებს უფრო მეტი ყურადღებით ეპყრობიან, ვიდრე თავიანთ საკუთარს. ეს ბუნებრივიც არის, სხვა ადამიანი არ არის დამნაშავე შენს დაუდევრობაში. თითოეული მძღოლისთვის ნაცნობია გრძნობა, როდესაც შენი მიზეზით ხდება შეჯახება სხვა ავტომობილთან. ამ დროს საჭესთან მჯდომი ოცნებობს, სხვისი ავტომობილი რაც შეიძლება ნაკლებად დაზიანდეს.
როდესაც მთლიანი თვის ბიუჯეტი გადანაწილებულია სხვადასხვა ხარჯებისთვის, როგორიცაა კომუნალური გადასახადები, კრედიტის დაფარვა ბანკში, საყოფაცხოვრებო ხარჯები და სხვა, ასეთ დროს მოქალაქეების ფინანსური მდგომარეობა მოუმზადებელი ხვდება ამგვარ „სიურპრიზს“. ვითარება განსაკუთრებულად რთულდება, მაშინ როდესაც თითქოს ყველა სავალდებულო ხარჯი გაწეულია, ხელფასი კი უკვე დახარჯული. ასეთ დროს ახალი ფინანსური ვალდებულების აღმოჩენა საკმაოდ არასახარბიელო პირობებში გვაყენებს. თუმცა, მსგავსი შემთხვევები არც ისე იშვიათია და ადრე თუ გვიან თითოეული ჩვენგანი ეჯახება პირისპირ მოცემულობას. ჩვენ მხოლოდ დაზიანებული ავტომობილის მძღოლის ზნეობრივი ღირებულებების იმედად ვრჩებით. ხშირად გვხვდებიან არაკეთილსინდისიერი მოქალაქეებიც, რომლებიც სარგებლობენ სიტუაციით და თავიანთი ავტომობილის ადრე დაზიანებული ნაწილის აღდგენასაც მოითხოვენ, საწინააღმდეგოს დამტკიცება კი ძალზედ რთულია.
ცალკე განხილვის საგანია, დრო, მოლაპარაკებები, ხელოსნების კეთილსინდისიერება, რომლებმაც ასევე შეიძლება ისარგებლონ თქვენს წინაშე მდგარი პრობლემით და ამგვარ გამოუვალ სიტუაციაში რეალურ ღირებულებაზე ბევრად დიდი თანხა მოითხოვონ შეკეთებისთვის.
რა არჩევანის წინაშე ვდგებით ასეთ დროს? - ვისესხოთ თანხა, რაც ჩვენს მომავალი თვის ბიუჯეტს კიდევ უფრო დააზარალებს, ან ვიყოთ დაზღვეულები.
ჩვენს ქვეყანაში, განსაკუთრებით კი თბილისში ავტომობილთა ჭარბი რაოდენობის გამო ბევრი ხელისშემშლელი ფაქტორია იმისათვის, რომ მძღოლმა დაიცვას უსაფრთხოების ყველა ნორმა, რათა თავიდან აიცილოს სხვა ავტომობილთან შეჯახება. გზებზე ხშირია იმგვარი შემთხვევაც, როდესაც ავტოსაგზაო შემთხვევა უნებურად ხდება, ეს შეიძლება საავტომობილო გზების გაუმართავობის, არასწორად მოწყობილი საგზაო ინფრასტრუქტურის და კიდევ სხვა უამრავი მსგავსი ფაქტორით იყოს გამოწვეული. როდესაც ჩვენი ბრალეულობა, იურიდიული თვალსაზრისით, გამოკვეთილია ვდგებით აუცილებლობის წინაშე ვიზრუნოთ სხვისი საკუთრების შეკეთებაზე. ხოლო ვითარება კიდევ უფრო მძიმდება თუ ავტომობილის გარდა, ზიანი მიადგება ადამიანების ჯანმრთელობასაც. ეს უკანასკნელი, პირველ რიგში საკმაოდ მძიმე მორალური ტრავმაა დამნაშავე მძღოლისთვის, გარდა ამისა ასანაზღაურებელია სამედიცინო ხარჯებიც, რაც ისედაც რთულ მდგომარეობაში აღმოჩენილ მძღოლს კიდევ უფრო მძიმე ტვირთად აწვება.
თითოეულმა ავტომომხმარებელმა უკვე იცის, რომ შესაძლებელია ავტომობილის დაზღვევა, როდესაც შენი ავტომობილი დაზიანდება, ხოლო დამნაშავე არსად ჩანს, ამგვარი ხერხით ადვილად შეიძლება პრობლემის მოგვარება, მაგრამ ცოტამ თუ იცის რომ ასევე შესაძლებელია ავტომფლობელის პასუხისმგებლობის დაზღვევა.
საავტომობილო გზებზე შექმნილი ვითარებიდან და შესაბამისად გაზრდილი რისკებიდან გამომდინარე, მხოლოდ თქვენი ავტომობილის დაზღვევა არ არის საკმარისი იმისთვის, რომ ჩვენი ფინანსური სტაბილურობა საფრთხის წინაშე არ დადგეს. საჭიროა დაზღვეულები ვიყოთ იმგვარი გამოწვევებისგან, როგორიც არის დაზარალებული მძღოლის ზიანის ანაზღაურება, ეს იქნება ავტომობილის შეკეთება, სხვა ტიპის საკუთრება თუ სამედიცინო ხარჯები.
ავტომფლობელის პასუხისმგებლობის დაზღვევა ერთ-ერთი ძირითადი პროდუქტია, რომლის ყიდვაც უკვე 1 წელია ონლაინ, პორტალ mygpi.ge-ს საშუალებით არის შესაძლებელი. ის სწორედ ამგვარი რისკებისგან გვიცავს. ასეთ დროს ჩვენ აღარ გვიწევს დაზარალებულთან მოლაპარაკებების წარმოება, შემკეთებელ საამქროებში წასვლა, ხელოსნებთან მორიგება და სხვა მრავალი არასასიამოვნო პროცედურის გავლა, მით უმეტეს სასიამოვნოა როდესაც დამატებითი ფინანსური ხარჯების გაღება არ არის საჭირო, ამ ყველაფერს ჩვენ მაგივრად სადაზღვევო კომპანიის წარმომადგენელი აკეთებს.
რა არის ყველაზე მნიშვნელოვანი დაზღვევაში, რომელმაც ფინანსური ზარალისგან უნდა დაგვიცვას? რასაკვირველია დაზღვევის ღირებულება, ჩვენ მიერ უკვე ნახსენები GPI ჰოლდინგის სადაზღვევო პროდუქტის არჩევის შემთხვევაში ფასი 6 ლარს შეადგენს. ჩვენ მიერ განხილული შემოთავაზების უპირატესობა სხვა სადაზღვევო პროდუქტებთან შედარებით ის არის, რომ აღნიშნული მომსახურება არ არის კომბინირებული სხვა ძვირადღირებულ პაკეტებთან, რაც საშუალებას გვაძლევს მხოლოდ 6 ლარის გადახდით მივიღოთ ჩვენთვის სასურველი სერვისი. ანაზღაურების მინიმალური ლიმიტი 5000 ლარს შეადგენს, ხოლო მაქსიმუმ 10 000 ლარის ზარალის ანაზღაურებაა შესაძლებელი. სანაცვლოდ, ასევე ჩვენს განკარგულებაშია ჯიპიაი ჰოლდინგის ავტოდაზღვევის ჯგუფის 24 საათიანი უფასო მომსახურება.
იქიდან გამომდინარე რომ სხვადასხვა გარემოებების გამო ადამიანები ვერ ახერხებენ დამატებითი დროის გამოყოფას სადაზღვევო კომპანიებთან ურთიერთობებისთვის, ოფისში მისასვლელად და ხელშეკრულების გასაფორმებლად, ამ შემთხვევაში GPI ჰოლდინგი საუკეთესო გამოსავალს გვთავაზობს. ავტომფლობელის პასუხისმგებლობის დაზღვევის შეძენა ონლაინ არის შესაძლებელი, დისტანციურად, მხოლოდ შესაბამის ვებ გვერდზე - mygpi.ge გადასვლით. მხოლოდ ეს უკანასკნელია საკმარისი იმისთვის, რათა უფრო თავდაჯერებულად ვიგრძნოთ თავი საჭესთან და უსაფრთხოდ ვიმგზავროთ.
-
გადახედვააქცია ქართული ოცნების ოფისთან — სანაპირო გადაკეტილია აქცია ქართული ოცნების ოფისთან — სანაპირო გადაკეტილია
-
გადახედვაქართველი სტარტაპერები რუსული კანონის წინააღმდეგ ერთობლივ განცხადებას ავრცელებენ ქართველი სტარტაპერები რუსული კანონის წინააღმდეგ ერთობლივ განცხადებას ავრცელებენ
-
გადახედვასასტუმრო პარაგრაფთან აქციის მონაწილე დააკავეს სასტუმრო პარაგრაფთან აქციის მონაწილე დააკავეს
-
გადახედვაპრეზიდენტმა ე.წ ოფშორების კანონს ვეტო დაადო პრეზიდენტმა ე.წ ოფშორების კანონს ვეტო დაადო
-
გადახედვაკლუბი KHIDI: ვაუქმებთ 3 და 4 მაისის ივენთებს. არა რუსულ კანონს! შევხვდებით რუსთაველზე! კლუბი KHIDI: ვაუქმებთ 3 და 4 მაისის ივენთებს. არა რუსულ კანონს! შევხვდებით რუსთაველზე!
-
გადახედვასაქართველოს რეიტინგი, პრესის თავისუფლების მსოფლიო ინდექსში, 26 ადგილით დაეცა საქართველოს რეიტინგი, პრესის თავისუფლების მსოფლიო ინდექსში, 26 ადგილით დაეცა
-
გადახედვაჟურნალისტური ეთიკის ქარტიის განცხადება კახა კალაძის მიერ, ჟურნალისტის შეურაცხყოფის ფაქტზე ჟურნალისტური ეთიკის ქარტიის განცხადება კახა კალაძის მიერ, ჟურნალისტის შეურაცხყოფის ფაქტზე
-
გადახედვადღეს, კობახიძემ, ამ ქვეყნის ისტორიაში უპრეცედენტო და უდიდესი თავდასხმა განახორციელა აშშ-ზე — გრიგოლ გეგელია დღეს, კობახიძემ, ამ ქვეყნის ისტორიაში უპრეცედენტო და უდიდესი თავდასხმა განახორციელა აშშ-ზე — გრიგოლ გეგელია
-
გადახედვაკობახიძე აშშ-ს "ორ რევოლუციურ მცდელობაში" ადანაშაულებს — რა გავიგეთ მისი და აშშ-ის სახელმწიფო მდივნის მრჩევლის პოსტებიდან X-ზე კობახიძე აშშ-ს "ორ რევოლუციურ მცდელობაში" ადანაშაულებს — რა გავიგეთ მისი და აშშ-ის სახელმწიფო მდივნის მრჩევლის პოსტებიდან X-ზე
-
გადახედვაკალაძე სპორტსმენებზე, რომელმაც ხელისუფლების ძალადობა დაგმეს: "მეც ვუერთდები "არა რუსულ კანონს", ამ სუფთა ქართულ კანონს კი აუცილებლად მივიღებთ" კალაძე სპორტსმენებზე, რომელმაც ხელისუფლების ძალადობა დაგმეს: "მეც ვუერთდები "არა რუსულ კანონს", ამ სუფთა ქართულ კანონს კი აუცილებლად მივიღებთ"
-
გადახედვამინდა, მივმართო ჩვენი ქვეყნის აკრედიტებულ ელჩებს მეგობარ ქვეყნებში... საკითხი ეხება ჩვენი ქვეყნის მომავალს! — მამუკა ხაზარაძე მინდა, მივმართო ჩვენი ქვეყნის აკრედიტებულ ელჩებს მეგობარ ქვეყნებში... საკითხი ეხება ჩვენი ქვეყნის მომავალს! — მამუკა ხაზარაძე
-
გადახედვაპოლიციის უმოქმედობა აქციის მონაწილეებზე ძალადობას ახალისებს — DRI პოლიციის უმოქმედობა აქციის მონაწილეებზე ძალადობას ახალისებს — DRI
-
გადახედვაპარლამენტში 3 და 4 მაისს უსაფრთხოების ყვითელი დონე იმოქმედებს — ვიზიტორებს ეზღუდებათ პარლამენტის სასახლეში შესვლა პარლამენტში 3 და 4 მაისს უსაფრთხოების ყვითელი დონე იმოქმედებს — ვიზიტორებს ეზღუდებათ პარლამენტის სასახლეში შესვლა
-
გადახედვა11 მაისს, ევროპის დღეს, რუსული კანონის საწინააღმდეგო მანიფესტაცია დაანონსდა 11 მაისს, ევროპის დღეს, რუსული კანონის საწინააღმდეგო მანიფესტაცია დაანონსდა
-
გადახედვაცირკთან აქციის მონაწილეებს, უცნობი პირები, ფიზიკურად გაუსწორდნენ ცირკთან აქციის მონაწილეებს, უცნობი პირები, ფიზიკურად გაუსწორდნენ
-
გადახედვაგზის გადაკეტვა შეკრების თავისუფლების ფორმაა — საია გზის გადაკეტვა შეკრების თავისუფლების ფორმაა — საია
-
გადახედვაკობახიძე აშშ-ში მიიწვიეს დათქმით, რომ ვიზიტამდე უნდა შეჩერებულიყო კანონპროექტის განხილვა — საგარეო აშშ-ის ელჩის განცხადებაზე კობახიძე აშშ-ში მიიწვიეს დათქმით, რომ ვიზიტამდე უნდა შეჩერებულიყო კანონპროექტის განხილვა — საგარეო აშშ-ის ელჩის განცხადებაზე
-
-
გადახედვაპოლიციამ გმირთა მოედანზე, რამდენიმე წუთის წინ, სამი ადამიანი დააკავა პოლიციამ გმირთა მოედანზე, რამდენიმე წუთის წინ, სამი ადამიანი დააკავა
-
გადახედვაჩაკვეტაძე: არაფერი არ დგას ჩვენს ხალხზე მაღლა, გაიწვიეთ ეს კანონი ჩაკვეტაძე: არაფერი არ დგას ჩვენს ხალხზე მაღლა, გაიწვიეთ ეს კანონი
-
გადახედვაპოლიცია ცდილობს, გმირთა მოედანზე მოძრაობა გახსნას — სამართალდამცველები აქციის მონაწილეების მიმართ ძალას იყენებენ პოლიცია ცდილობს, გმირთა მოედანზე მოძრაობა გახსნას — სამართალდამცველები აქციის მონაწილეების მიმართ ძალას იყენებენ
კომენტარები