ლიტვის ფინანსური დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის სააგენტომ პუტინის მეგობრის ოფშორულ კომპანიებთან კავშირი დაადასტურა
საგამოძიებო ჟურნალისტების საერთაშორისო კონსორციუმის ლიტვურმა პარტნიორმა 15min.lt-ის ცნობით, პუტინის მეგობრის, სერგეი როლდუგინის კომპანიები ფინანსურ საქმიანობას ლიტვური ბანკების გავლით აწარმოებდნენ.
აღნიშნული ინფორმაცია დაადასტურა ლიტვის ფინანსური დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის სააგენტომ.
"ფული ლიტვაში არ დარჩენილა, ლიტვა ერთგვარი გამტარის როლს ასრულებდა." - განცხადა სააგენტოს ხელმძღვანელმა, კესტუტის ჯუცევიკუსმა.
როლდუგინის თანხები Ūkio Bankas-ის გავლით გადიოდა ოფშორიდან. ეს ბანკი სერგეი მაგნიტსკის საქმეშიც ფიგურირებდა, 2013 წელს მისმა მმართველებმა, ფინანსური სირთულეების გამო Ūkio Bankas-ი დახურეს, ხოლო მისი მფლობელი ვლადიმერ რომანოვი რუსეთში გაიქცა, სადაც პოლიტიკური თავშესაფარი მიიღო.
თანხები, რომლებიც ლიტვის გავლით სხვადასხვა გარიგებებისთვის გამოიყენებოდა ოთხი ოფშორული კომპანიიდან მოდიოდა:
- Dino Capital S.A. - პანამა.
- Starcourt Worldwide Ltd. - ბელიზი.
- Delco Networks S.A. - ბრიტანული ვირჯინიის კუნძულები.
- Kentway S.A. - ბრიტანული ვირჯინიის კუნძულები.
როლდუგინის თანხები როსნეფტის, მსხვილი რუსული სახელმწიფო ნავთობის კომპანიის, აქციების ყიდვა-გაყიდვის ოპერაციაში ფიგურირებს. მოსაკ ფონსეკადან გაჟონილი დოკუმენტების მიხედვით, Starcourt Worldwide-სა და Dino Capital-თან გაფორმებული ხელშეკრულებები ორი კვირის მერე გაუქმდა და გარიგებაში მონაწილე მეორე მხარეს როლდუგინის კომპანიებისთვის მილიონ-ნახევარზე აშშ დოლარზე მეტი თანხის გადახდა დაეკისრა.
ლიტვის ფინანსური დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის სააგენტოს დასკვნით, აღნიშნული ოპერაცია ფულის გათეთრებას ჰგავს, თუმცა უფრო დეტალურად ამ საკითხზე საუბარი შეუძლებელია, რადგან ოპერაციაში მიმოქცეული თანხები მალევე გაიტანეს ლიტვის იურისდიქციიდან.
მოსაკ ფონსეკადან გაჟონილ დოკუმენტებში, პუტინის უახლოეს წრეს ოფშორულ კომპანიებში $2 მილიარდი აშშ დოლარი აღმოუჩინეს.
მსოფლიოს 400-მდე ჟურნალისტისთვის ანონიმური წყაროს მიერ ხელმისაწვდომი გახდა იურიდიული ფირმა მოსაკ ფონსეკას საიდუმლო დოკუმენტები. 11 მილიონ საბუთში ცხადად ჩანს, თუ როგორ იყენებდნენ მსოფლიოს ცნობილი პოლიტიკოსები და ბიზნესმენები ე.წ. საგადასახადო სამოთხეებს (ოფშორულ ზონებს) ფულის გასათეთრებლად და გადასახადებისგან თავის ასარიდებლად.
-
გადახედვაო'ბრაიენი: თუ საქართველოს ხელისუფლება ე.წ. რუსულ კანონს მიიღებს, ვითარება ჩვენთვის ნათელი გახდება [ინტერვიუ] ო'ბრაიენი: თუ საქართველოს ხელისუფლება ე.წ. რუსულ კანონს მიიღებს, ვითარება ჩვენთვის ნათელი გახდება [ინტერვიუ]
-
გადახედვამიუხედავად დაპირისპირებისა და რთული ვითარებისა, უნდა გვაერთიანებდეს სამშობლოს სიყვარული და შეგვეძლოს მშვიდობიანი თანაცხოვრება — ეპისტოლედან მიუხედავად დაპირისპირებისა და რთული ვითარებისა, უნდა გვაერთიანებდეს სამშობლოს სიყვარული და შეგვეძლოს მშვიდობიანი თანაცხოვრება — ეპისტოლედან
-
გადახედვასალომე ზურაბიშვილი ელჩებს: დაძაბულ ვითარებაში ვართ... ჩემი თხოვნაა, განხორციელდეს მაღალი დონის ვიზიტები მაისის ბოლომდე სალომე ზურაბიშვილი ელჩებს: დაძაბულ ვითარებაში ვართ... ჩემი თხოვნაა, განხორციელდეს მაღალი დონის ვიზიტები მაისის ბოლომდე
-
გადახედვაქართველი სტარტაპერები რუსული კანონის წინააღმდეგ ერთობლივ განცხადებას ავრცელებენ ქართველი სტარტაპერები რუსული კანონის წინააღმდეგ ერთობლივ განცხადებას ავრცელებენ
-
გადახედვასასტუმრო პარაგრაფთან აქციის მონაწილე დააკავეს სასტუმრო პარაგრაფთან აქციის მონაწილე დააკავეს
-
გადახედვაპრეზიდენტმა ე.წ ოფშორების კანონს ვეტო დაადო პრეზიდენტმა ე.წ ოფშორების კანონს ვეტო დაადო
-
გადახედვაკლუბი KHIDI: ვაუქმებთ 3 და 4 მაისის ივენთებს. არა რუსულ კანონს! შევხვდებით რუსთაველზე! კლუბი KHIDI: ვაუქმებთ 3 და 4 მაისის ივენთებს. არა რუსულ კანონს! შევხვდებით რუსთაველზე!
-
გადახედვასაქართველოს რეიტინგი, პრესის თავისუფლების მსოფლიო ინდექსში, 26 ადგილით დაეცა საქართველოს რეიტინგი, პრესის თავისუფლების მსოფლიო ინდექსში, 26 ადგილით დაეცა
-
გადახედვაჟურნალისტური ეთიკის ქარტიის განცხადება კახა კალაძის მიერ, ჟურნალისტის შეურაცხყოფის ფაქტზე ჟურნალისტური ეთიკის ქარტიის განცხადება კახა კალაძის მიერ, ჟურნალისტის შეურაცხყოფის ფაქტზე
-
გადახედვადღეს, კობახიძემ, ამ ქვეყნის ისტორიაში უპრეცედენტო და უდიდესი თავდასხმა განახორციელა აშშ-ზე — გრიგოლ გეგელია დღეს, კობახიძემ, ამ ქვეყნის ისტორიაში უპრეცედენტო და უდიდესი თავდასხმა განახორციელა აშშ-ზე — გრიგოლ გეგელია
-
გადახედვაკობახიძე აშშ-ს "ორ რევოლუციურ მცდელობაში" ადანაშაულებს — რა გავიგეთ მისი და აშშ-ის სახელმწიფო მდივნის მრჩევლის პოსტებიდან X-ზე კობახიძე აშშ-ს "ორ რევოლუციურ მცდელობაში" ადანაშაულებს — რა გავიგეთ მისი და აშშ-ის სახელმწიფო მდივნის მრჩევლის პოსტებიდან X-ზე
-
გადახედვაკალაძე სპორტსმენებზე, რომელმაც ხელისუფლების ძალადობა დაგმეს: "მეც ვუერთდები "არა რუსულ კანონს", ამ სუფთა ქართულ კანონს კი აუცილებლად მივიღებთ" კალაძე სპორტსმენებზე, რომელმაც ხელისუფლების ძალადობა დაგმეს: "მეც ვუერთდები "არა რუსულ კანონს", ამ სუფთა ქართულ კანონს კი აუცილებლად მივიღებთ"
-
გადახედვამინდა, მივმართო ჩვენი ქვეყნის აკრედიტებულ ელჩებს მეგობარ ქვეყნებში... საკითხი ეხება ჩვენი ქვეყნის მომავალს! — მამუკა ხაზარაძე მინდა, მივმართო ჩვენი ქვეყნის აკრედიტებულ ელჩებს მეგობარ ქვეყნებში... საკითხი ეხება ჩვენი ქვეყნის მომავალს! — მამუკა ხაზარაძე
-
გადახედვაპოლიციის უმოქმედობა აქციის მონაწილეებზე ძალადობას ახალისებს — DRI პოლიციის უმოქმედობა აქციის მონაწილეებზე ძალადობას ახალისებს — DRI
-
გადახედვაპარლამენტში 3 და 4 მაისს უსაფრთხოების ყვითელი დონე იმოქმედებს — ვიზიტორებს ეზღუდებათ პარლამენტის სასახლეში შესვლა პარლამენტში 3 და 4 მაისს უსაფრთხოების ყვითელი დონე იმოქმედებს — ვიზიტორებს ეზღუდებათ პარლამენტის სასახლეში შესვლა
-
გადახედვა11 მაისს, ევროპის დღეს, რუსული კანონის საწინააღმდეგო მანიფესტაცია დაანონსდა 11 მაისს, ევროპის დღეს, რუსული კანონის საწინააღმდეგო მანიფესტაცია დაანონსდა
-
გადახედვაცირკთან აქციის მონაწილეებს, უცნობი პირები, ფიზიკურად გაუსწორდნენ ცირკთან აქციის მონაწილეებს, უცნობი პირები, ფიზიკურად გაუსწორდნენ
-
გადახედვასაფრანგეთში მცხოვრები ქართველი სტუდენტები რუსული კანონის გაწვევას მოითხოვენ და აქციის მონაწილეებზე ძალადობას გმობენ საფრანგეთში მცხოვრები ქართველი სტუდენტები რუსული კანონის გაწვევას მოითხოვენ და აქციის მონაწილეებზე ძალადობას გმობენ
-
გადახედვაგზის გადაკეტვა შეკრების თავისუფლების ფორმაა — საია გზის გადაკეტვა შეკრების თავისუფლების ფორმაა — საია
-
გადახედვაკობახიძე აშშ-ში მიიწვიეს დათქმით, რომ ვიზიტამდე უნდა შეჩერებულიყო კანონპროექტის განხილვა — საგარეო აშშ-ის ელჩის განცხადებაზე კობახიძე აშშ-ში მიიწვიეს დათქმით, რომ ვიზიტამდე უნდა შეჩერებულიყო კანონპროექტის განხილვა — საგარეო აშშ-ის ელჩის განცხადებაზე
-
კომენტარები