უკრაინელი ოლიგარქის შვილს, რომლის ავარიასაც 6 ადამიანი ემსხვერპლა, ორთვიანი პატიმრობა შეუფარდეს
უკრაინელი ოლიგარქის, ვასილ ზაიცევის 20 წლის შვილი, ოლენა ზაიცევა ბრალდებულია ავტოავარიისთვის, რომელსაც 6 ადამიანი ემსხვერპლა, 5 კი მძიმედ დაშავდა. შემთხვევა 18 ოქტომბერს ხარკოვში მოხდა.
კიევ პოსტის ცნობით, 20 ოქტომბერს ხარკოვში გამართულ სასამართლო პროცესზე ოლენა ზაიცევას წინასწარი, 60-დღიანი პატიმრობა შეუფარდეს. ზაიცევას ადვოკატი ამტკიცებდა, რომ ბრალდებულს აქამდე არასდროს არ ჰქონია დარღვევები საგზაო მოძრაობისას, ეს შემთხვევა კი მისთვის გაკვეთილია და აწი არასდროს დაჯდება საჭესთან. ადვოკატმა სასამართლოსგან მოითხოვა, რომ ბრალდებულისთვის სასამართლო სხდომამდე შინაპატიმრობა შეეფარდებინათ, რადგან მისი მტკიცებით, ზაიცევას ჯანმრთელობის მდგომარეობა არ არის სახარბიელო და მას თავის ტკივილები აწუხებს. გარდა ამისა, დაცვის მხარე ამტკიცებდა, რომ ავარიისას ზაიცევა ფხიზელი იყო. თუმცა, სულ სხვა შედეგი აჩვენა ექსპერტიზის დასკვნამ, რომლის მიხედვითაც, 20 წლის მძღოლი იყო ოპიატების ტიპის ნივთიერების გავლენის ქვეშ. ადვოკატმა მოითხოვა, რომ აღნიშნული დასკვნა საქმეში მტკიცებულებად არ ეცნოთ, რადგან მისი ვერსიით, ოპიატის კვალი ზაიცევას სხეულში შესაძლოა იმ დამამშვიდებლისგან დარჩენილიყო, რომელიც მან ავარიის შემდეგ დალია.
საქმის მასალებისა და თვითმხილველების მონათხრობის მიხედვით, ოლენა ზაიცევა ლექსუსის მარკის ავტომობილს მართავდა, არ გაჩერდა შუქნიშნის წითელ ფერზე, რა დროსაც შეეჯახა ფოლკსვაგენ ტუარეგს. აღნიშნული ავტომობილი კი ინერციით შუქნიშანზე გადასასვლელად გამზადებულ ადამიანებს დაეჯახა. მძიმედ დაშავებულთა შორისაა ორსული ქალი, გარდაცვლილთა ასაკი კი 20-35 წლამდე მერყეობს.
სასამართლო სხდომაზე ზაიცევას არ უსაუბრია ავარიის დეტალებზე, მან თქვა, რომ წუხდა შემთხვევის დროს დაშავებულებზე.
"ნამდვილად მაქვს იმედი, რომ მათი ოჯახები საბოლოოდ დათანხმდებიან ჩვენი ოჯახისგან ფინანსური დახმარების მიღებას. ეს არის ის, რაზეც ახლა ვფიქრობ", – თქვა ბრალდებულმა.
გამამტყუნებელი განაჩენის შემთხვევაში, ოლენა ზაიცევას 10 წლამდე პატიმრობა ემუქრება.
-
გადახედვარუსული კანონის მოწინააღმდეგეები გმირთა მოედნის პიკეტირებას გეგმავენ — საპროტესტო აქცია ჩატარდება პარლამენტთანაც რუსული კანონის მოწინააღმდეგეები გმირთა მოედნის პიკეტირებას გეგმავენ — საპროტესტო აქცია ჩატარდება პარლამენტთანაც
-
გადახედვაკაცს, რომელმაც ლილოს მოვაჭრე შეკვეთით მოკლა, უვადო პატიმრობა შეეფარდა კაცს, რომელმაც ლილოს მოვაჭრე შეკვეთით მოკლა, უვადო პატიმრობა შეეფარდა
-
-
-
გადახედვასაქართველოს დასავლური კურსი საფრთხეშია — აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტი საქართველოს დასავლური კურსი საფრთხეშია — აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტი
-
გადახედვააქციაზე დაშავებული 8 ადამიანის ჰოსპიტალიზაცია გახდა საჭირო — ჯანდაცვის სამინისტრო აქციაზე დაშავებული 8 ადამიანის ჰოსპიტალიზაცია გახდა საჭირო — ჯანდაცვის სამინისტრო
-
გადახედვაახალგაზრდა კაცი თვალის არეშია დაჭრილი სავარაუდოდ, რეზინის ტყვიით ახალგაზრდა კაცი თვალის არეშია დაჭრილი სავარაუდოდ, რეზინის ტყვიით
-
გადახედვამოვუწოდებთ შსს-ს, უარი თქვას კანონსაწინააღმდეგო, ღირსების შემლახავ ძალადობრივ პრაქტიკაზე — საია მოვუწოდებთ შსს-ს, უარი თქვას კანონსაწინააღმდეგო, ღირსების შემლახავ ძალადობრივ პრაქტიკაზე — საია
-
გადახედვამოვუწოდებთ, შეწყვიტონ ძალადობა, წინააღმდეგ შემთხვევაში სპეციალური საშუალებებით შევწყვეტთ აქციას — შს მინისტრის მოადგილე მოვუწოდებთ, შეწყვიტონ ძალადობა, წინააღმდეგ შემთხვევაში სპეციალური საშუალებებით შევწყვეტთ აქციას — შს მინისტრის მოადგილე
-
გადახედვაპარლამენტში უსაფრთხოების წითელი დონე ამოქმედდა პარლამენტში უსაფრთხოების წითელი დონე ამოქმედდა
-
გადახედვამამუკა მდინარაძე: აღმოჩნდა, რომ 12-მილიმეტრიანი თიაქრით დავდიოდი, ამიტომ ვერ ვიყავი დღეს, ჩათვალეთ, 84-ე ხმა ჩემია მამუკა მდინარაძე: აღმოჩნდა, რომ 12-მილიმეტრიანი თიაქრით დავდიოდი, ამიტომ ვერ ვიყავი დღეს, ჩათვალეთ, 84-ე ხმა ჩემია
-
გადახედვა"მნიშვნელოვანია აქციის მონაწილეები არ გაცდნენ მშვიდობიანი შეკრების უფლების ფარგლებს" — სახალხო დამცველი "მნიშვნელოვანია აქციის მონაწილეები არ გაცდნენ მშვიდობიანი შეკრების უფლების ფარგლებს" — სახალხო დამცველი
-
გადახედვაფოტოებში: აქციაზე დაშავებული მშვიდობიანი დემონსტრანტები ფოტოებში: აქციაზე დაშავებული მშვიდობიანი დემონსტრანტები
-
გადახედვაფონ დერ ლაიენი: დიდი შეშფოთებით ვაკვირდები საქართველოში არსებულ ვითარებას და ვგმობ ძალადობას თბილისის ქუჩებში ფონ დერ ლაიენი: დიდი შეშფოთებით ვაკვირდები საქართველოში არსებულ ვითარებას და ვგმობ ძალადობას თბილისის ქუჩებში
-
გადახედვავითარება რუსთაველზე — ვრცელდება ინფორმაცია რეზინის ტყვიების გამოყენების შესახებ ვითარება რუსთაველზე — ვრცელდება ინფორმაცია რეზინის ტყვიების გამოყენების შესახებ
-
გადახედვამაკა ჩიკვილაძე მთავრობას: ჩვენ, ომში დაღუპული ჯარისკაცების ოჯახის წევრები, გთხოვთ, ნუ აღმართავთ ხელს ახალგაზრდა თაობაზე მაკა ჩიკვილაძე მთავრობას: ჩვენ, ომში დაღუპული ჯარისკაცების ოჯახის წევრები, გთხოვთ, ნუ აღმართავთ ხელს ახალგაზრდა თაობაზე
-
გადახედვაშსს-ს განცხადება დემონსტრანტების წინააღმდეგ წყლის ჭავლისა და წიწაკის სპრეის გამოყენებასთან დაკავშირებით შსს-ს განცხადება დემონსტრანტების წინააღმდეგ წყლის ჭავლისა და წიწაკის სპრეის გამოყენებასთან დაკავშირებით
-
-
გადახედვამამუკა მდინარაძეს დღეს კენჭისყრაში მონაწილეობა არ მიუღია, მან სასწრაფო ოპერაცია გაიკეთა — რადიო თავისუფლება მამუკა მდინარაძეს დღეს კენჭისყრაში მონაწილეობა არ მიუღია, მან სასწრაფო ოპერაცია გაიკეთა — რადიო თავისუფლება
-
-
გადახედვა"დროა, ურთიერთობებმა ქუჩიდან მოლაპარაკების მაგიდასთან უნდა გადაინაცვლოს" — საპატრიარქოს განცხადება "დროა, ურთიერთობებმა ქუჩიდან მოლაპარაკების მაგიდასთან უნდა გადაინაცვლოს" — საპატრიარქოს განცხადება
კომენტარები