საქართველოს პრეზედენტმა გიორგი მარგველაშვილმა უკვე გააკეთა არჩევანი. მან ჟურნალისტებს განუცხადა, რომ სამ ბიულეტენში სამ სხვადასხვა სუბიექტს მისცა ხმა:

"თვითმმართველობის არჩევნებმა უნდა გადაწყვიტოს ჩვენი ყოველდღიური ცხოვრება და საჭიროება. ამ არჩევანით ჩვენ ვაკეთებთ არჩევანს, სადაც ადგილობრივი თვითმმართველობა მოუსმენს მოქალაქეებს, თავის ხალხს და ჩენთვის შექმნის უკეთეს ყოფას".

მთელი საქართველოს მასშტაბით, ოკუპირებული ტერიტორიების გარდა, საარჩევნო უბნები დილის 7 საათზე გაიხსნა, მოქალაქეებმა კი ხმის მიცემა 8 საათიდან დაიწყეს. საქართველოს მოსახლეობა დღეს ქალაქის მერებსა და საკრებულოებს ირჩევს.