ერთიანი ნაციონალური მოძრაობის თბილისის მერობის კანდიდატის ზაალ უდუმაშვილის თქმით, ამომრჩევლის აქტიურობით გაყალბებას "ავიცილებთ თავიდან":

"ყველა ამომრჩეველს მინდა მოვუწოდო, რომ აუცილებლად იაქტიურონ. მოდით არჩევნებზე, დააფიქსირეთ თქვენი პოზიცია, ვინაიდან სწორედ თქვენ განსაზღვრავთ ამ ქალაქის ბედს. თქვენი აქტიურობა იქნება იმის გარანტი, რომ ამ არჩევნებზე გაყალბებას ავიცილებთ თავიდან. დღეს კარგი საარჩევნო ამინდია".