მეტროს მემანქანეები გაფიცვას აპირებენ
თბილისის მეტროპოლიტენის მემანქანეთა დამოუკიდებელი პროფესიული კავშირი ერთობა 2013 სატრანსპორტო კომპანიის იმ განცხადებას ეხმაურება, სადაც მემანქანეთა ხელფასებზე დეტალურადაა საუბარი. მემანქანეები საჯაროდ ბოდიშს იხდიან იმ ვითარების გამო, რაც მეტროს გაფიცვას მოჰყვება. მათი თქმით, ისინი აპირებენ, რომ დაიცვან თავიანთი შრომისა და აზრის გამოხატვის უფლებები. მეტროპოლიტენის თანამშრომლები კომპანიის მხრიდან მემანქანეების ხელფასების გამოქვეყნებას პროვოკაციულ ქმედებად აფასებენ და აცხადებენ, რომ თანხები 30%-იანი ცდომილებით გამოქვეყნდა.
მემანქანეთა პროფესიული კავშირის განცხადება ხელფასებზე
"ხაზის მემანქანის ანაზღაურება ხდება ნამუშევარი სათების მიხედვით და შეადგენს 6,92 ლარს საათში (დაბეგვრის გარეშე). თვეში მუშა საათების რაოდენობაა 144 დან 150 საათამდე,დანარჩენი უბრალო არითმეტიკაა 150*6,92=1038 ლარი,ამას დამატებული 56 ლარი მძიმე, მავნე და სიცოცხლისათვის საშიშ პირობებში მუშაობისა +8 ლარი ღამის გათევის სამსახურებრივი ვალდებულებისათვის და ყოველთვიური მეცადინეობის დანამატი 16 ლარი (ეს ყველაფერი 2013 წელში წინა დამსაქმებელთან ჩვენი აქტიურობის შედეგადაა მიღწეული.დავიბრუნეთ 2006 წელს უკანონოდ გაუქმებული დანამატების მცირე ოდენობა, გავაუქმეთ საპრემიო ფონდი, რაც მთლიანად თითზე ჩამოსათვლელ პიროვნებებს ერგებოდათ,შევქმენით მეცამეტე ხელფასის და სააღდგომო დანამატის პრეცენდენტი,ვიყავით აქტიურები და დღესაც ასე ვრჩებით საკანონმდებლო დონეზე შრომის კოდექსის განხილვის დროს. ეს ყველაფერი,რაც ჩამოვთალე არის 2013 წელს მიღწეული წინა დამსაქმებელთან.სხვათა შორის აქტიურ ფაზაში იყო 2014 წელს წელთა ნამსახურევის გადახდა და ღამის საათის ანაზღაურება (სხვა ბევრ საკითხთან ერთად),მაგრამ ადგილობრივი არჩევნების მერე დამსაქმებელი შეგვეცვალა... ჩვენ მჭიდროდ ვთანამშრომლობდით თბილისის მერიასთან და კომპანიის ხელმძღვანელებთან მაგრამ,ბოლო წელიწადნახევარი უშედეგოთ... რაც თუნდაც იმაში გამოიხატება,რომ ცამეტპუნქტიანი, პირობამოცემული საკითხები, რომლეშიც დღევანდელი მოთხოვნებიც იყო, 2015 წლის 30 აპრილამდე უნდა გადაწყვეტილიყო,რაც არ შესრულდა. სწორედ ამან გამოიწვია დღევანდელობა.მემანქანე,რომელიც აუნაზღაურებელი ჯანმრთელობის ხარჯზე,საათში 6.92 ლარად ,დღის განმავლობაში 300 000 მგზავრს მოემსახურება....ამის განსჯა თქვენთვის მომინდია...მე ისეთ თემებზე გავამახვილებ ყურადღებას, როგორიცაა მთელი დღე მიწისქვეშ გატარება,დღის და ღამის ეფექტი,რომელიც მხედველობას ანადგურებს, ელექტრული ველის ზემოქმედება,ვიბრაცია,ხმაური,რადიაციული ფონი (მობილური ოპერატორების გადამცემები),რკინის მტვერი,სიბნელე,პროფესიული დაავადებები,რისგანაც მემანქანეთა 40% საპენსიო ასაკამდე იღუპება,საწარმოო შემთხვევები,რომლებიც ჯანმრთელობის დაკარგვით დასრულდა,სუიციდის ფაქტები,რაც ძალიან მძიმედ აისახება მემანქანის ჯანმრთელობაზე,ყოველდღიური კომისიები და მზადყოფნა მუშაობისთვის, ყოველთვიური სწავლა და გამოცდები, უდიდესი ყურადღების მობილიზება და პასუხისმგებლობა და ბოლოს,მარტო ყოფნა გვირაბის სიღრმეში, როცა ყველაფერზე პასუხს აგებ, მათ შორის მოძველებულ მატარებელზე და მგზავრებზე. ადვილია ლაპარაკი აღებულ ფულზე და არა იმაზე, თუ რის ფასად არის ნაშოვნი",- ნათქვამია მემანქანეების განცხადებაში.
მეტროპოლიტენის თანამშრომელთა გაერთიანების წერილში ნათქვამია, რომ არსებულ მდგომარეობაზე პასუხისმგებლობას 100%–ით ქალაქ თბილისის მერიას და სატრანპორტო კომპანიას აკისრებენ. მათი თქმით, მერიის მიერ გაკეთებულმა განცხადებამ თებერვლის თვეში წელთანამსახურევის სარგებლის ჩარიცხვის თაობაზე "ბოლო წვეთის" ეფექტი იქონია.
ასევე, როგორც მემანქანეები აცხადებენ, მათი მოთხოვნა ხელფასის კორექციის შესახებ, ლარის მსყიდველუნარიანობის დაკარგვის გამო არ განიხილეს, წელთანამსახურევის ჩარიცხვისთვის ახლა მუშაობენ. ხოლო, ღამის საათის განსხვავებულად ანაზრაურება არ განიხილეს.
სატრანსპორტო კომპანიის პოზიცია
თბილისის სატრანსპორტო კომპანია მეტროს თანამშრომლების გაფიცვის დაანონსებას 5 აპრილს განცხადებით გამოეხმაურა. კომპანია თავის აღნიშნავს, რომ შეზღუდული ფინანსური რესურსების მიუხედავად, 1 მილიონი ლარი გამოიყო, რასაც სტაჟისა და დამსახურების მიხედვით გადაუხდის დასაქმებულებს. ასევე, კომპანია აცხადებს, რომ იგი არ განიხილავს დასაქმებულთა ცალკეული ჯგუფისთვის ანაზღაურების გაზრდას. მათი თქმით, ხელფასის მატება ყველა დასაქმებულისთვის საჭიროებს საკმაოდ დიდი ფინანსური რესურსების მოზიდვას, რისი საშუალებაც ამ ეტაპზე კომპანიას არ გააჩნია. კომპანიამ მაღალი საზოგადოებრივი ინტერესის მიზეზით, გაასაჯაროვა მემანქანეთა საშუალო ხელფასები.
-
გადახედვამეცნიერებმა ტვინის ნათხემის ახალი ფუნქცია გამოავლინეს მეცნიერებმა ტვინის ნათხემის ახალი ფუნქცია გამოავლინეს
-
-
გადახედვაროგორია მწერების დღე-ღამის აქტივობა — კვლევა როგორია მწერების დღე-ღამის აქტივობა — კვლევა
-
გადახედვაპარლამენტმა, საკომიტეტო მოსმენაზე, რუსული კანონი მეორე მოსმენით მიიღო პარლამენტმა, საკომიტეტო მოსმენაზე, რუსული კანონი მეორე მოსმენით მიიღო
-
გადახედვაჩინეთში შექმნეს ტვინის ჩიპი, რომლითაც მაიმუნი რობოტულ ხელს "ტელეპათიურად" ამოძრავებს ჩინეთში შექმნეს ტვინის ჩიპი, რომლითაც მაიმუნი რობოტულ ხელს "ტელეპათიურად" ამოძრავებს
-
გადახედვაოკუპირებულ სოფელ დისევთან საქართველოს მოქალაქე უკანონოდ დააკავეს — სუსი ოკუპირებულ სოფელ დისევთან საქართველოს მოქალაქე უკანონოდ დააკავეს — სუსი
-
გადახედვარუსული კანონის საკომიტეტო მოსმენა დეპუტატების გაძევებისა და ცენზურის ფონზე მიმდინარეობს — არასამთავროები რუსული კანონის საკომიტეტო მოსმენა დეპუტატების გაძევებისა და ცენზურის ფონზე მიმდინარეობს — არასამთავროები
-
-
გადახედვარუსეთმა კოსმოსში ბირთვული იარაღის გატანის აკრძალვას მხარი არ დაუჭირა რუსეთმა კოსმოსში ბირთვული იარაღის გატანის აკრძალვას მხარი არ დაუჭირა
-
გადახედვაOn.ge-ის 10 ქვიზი, რომელიც აპრილში მოგიმზადეთ და შეიძლება გამოგრჩა On.ge-ის 10 ქვიზი, რომელიც აპრილში მოგიმზადეთ და შეიძლება გამოგრჩა
-
გადახედვა28 მაისიდან, საქართველოს მოქალაქეებს შეეძლებათ უვიზოდ იმოგზაურონ ჩინეთში 28 მაისიდან, საქართველოს მოქალაქეებს შეეძლებათ უვიზოდ იმოგზაურონ ჩინეთში
-
გადახედვაანა წითელაძე: ყველა ის ადამიანი, ვინც ცდილობს, რომ შინაარსობრივი კითხვა დასვას, გამოაძევეს. ასრულებენ რუსულ დავალებას ანა წითელაძე: ყველა ის ადამიანი, ვინც ცდილობს, რომ შინაარსობრივი კითხვა დასვას, გამოაძევეს. ასრულებენ რუსულ დავალებას
-
გადახედვაზენდეია მუსიკის ინდუსტრიაში დაბრუნებას არ გამორიცხავს ზენდეია მუსიკის ინდუსტრიაში დაბრუნებას არ გამორიცხავს
-
გადახედვაამერიკული ავიაკომპანია 101 წლის ქალს შეცდომით 1 წლის ბავშვად არეგისტრირებს ამერიკული ავიაკომპანია 101 წლის ქალს შეცდომით 1 წლის ბავშვად არეგისტრირებს
-
გადახედვასალომე სამადაშვილი: საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრს ბრიუსელში უკანასკნელ გაფრთხილებას მისცემენ სალომე სამადაშვილი: საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრს ბრიუსელში უკანასკნელ გაფრთხილებას მისცემენ
-
გადახედვაანრი ოხანაშვილმა კომიტეტის სხდომის დარბაზი სალომე სამადაშვილს და თამარ კორძაიასაც დაატოვებინა ანრი ოხანაშვილმა კომიტეტის სხდომის დარბაზი სალომე სამადაშვილს და თამარ კორძაიასაც დაატოვებინა
-
-
-
გადახედვაალექსი პეტრიაშვილს ფიზიკური დაზიანებები არ აღენიშნება, ის დროებითი დაკავების იზოლატორშია — სახალხო დამცველის აპარატი ალექსი პეტრიაშვილს ფიზიკური დაზიანებები არ აღენიშნება, ის დროებითი დაკავების იზოლატორშია — სახალხო დამცველის აპარატი
-
გადახედვაქართველი დიპლომატები საზოგადოებას: მოგიწოდებთ - დადგეთ იქ, სადაც დღეს თქვენი შვილები დგანან! ქართველი დიპლომატები საზოგადოებას: მოგიწოდებთ - დადგეთ იქ, სადაც დღეს თქვენი შვილები დგანან!
-
გადახედვარუსული კანონის საკომიტეტო განხილვა კამათის ფონზე მიმდინარეობს — ანრი ოხანაშვილმა გიორგი ვაშაძე და ლევან ბეჟაშვილი დარბაზიდან გააძევა რუსული კანონის საკომიტეტო განხილვა კამათის ფონზე მიმდინარეობს — ანრი ოხანაშვილმა გიორგი ვაშაძე და ლევან ბეჟაშვილი დარბაზიდან გააძევა
კომენტარები