ძალიან ემოციური შეხვედრა გვქონდა - რაზე ისაუბრეს მეუფე დიმიტრიმ და დეკანოზმა მამალაძემ
დღეს, 25 ოქტომბერს, მეუფე დიმიტრი შიოლაშვილმა მსჯავრდებული დეკანოზი გიორგი მამალაძეს ციხეში მოინახულა. შეხვედრიდან გამოსულმა მეუფემ განმარტა, თუ რატომ არ ნახა მამალაძე აქამდე. მისი თქმით, ერთი მხრივ, გამოძიების დასრულებამდე თავი შეიკავა, რადგან მათ შეხვედრას, შესაძლოა, კითხვები მოჰყოლოდა:
"მეორე მხრივ, ემოციურად ძალიან რთულ მდგომარეობაში გახლდით, ცის ჩამოქცევა იყო ჩემთვის. ციხეში რომ მიდიხარ ადამიანი უნდა გაამხნევო. მინდა გითხრათ, რომ მეც ამას ვსაჭიროებდი იმ პერიოდში. ეს ყველაფერი იქნა დაძლეული და ღვთის ნებით შევხვდით. ძალიან ემოციური შეხვედრა გვქონდა, ძალიან მძიმე, აუცილებელი და საჭირო."
მეუფე დიმიტრის თქმით, მამალაძე ისევ ფიქრობს, რომ ეს იყო შეთქმულება მის წინააღმდეგ:
"მე ვფიქრობ, რომ ეს იყო შეთქმულება არა მხოლოდ ჩემს წინააღმდეგ, არამედ ეკლესიის წინააღმდეგ და ის, ვინც ეს დაგეგმა და ალბათ, მომავალში გაცხადდება, ვინც ეს ყველაფერი შეთხზა ეს არის ძალიან ბოროტი ადამიანი. ვერ მოიფიქრებდა ვერავინ ჩემს საკუთარ გამზრდელთან, ბიძასთან, პატრიარქთან და ა.შ. ამბოხში, წინააღმდეგობაში ჩართულობაში."
დიმიტრი შიოლაშვილის თქმით, გამოძიებამ ბევრი კითხვა დატოვა ციანიდთან დაკავშირებით. მისივე თქმით, მამალაძემ ბოდიშიც მოიხადა, რომ საქმის კურსში არ ჩააყენა:
"ჰქონდა თუ არა მას ციანიდი და მე უშუალოდ აღვნიშნე, რომ ეს ვერ დადასტურდა."
მეუფის განცხადებით, მამალაძესთან მის ბიზნეს ინტერესებზეც ისაუბრა, კომპანიებზე, რომელთა შესახებ ინფორმაცია მედიით გავრცელდა:
"მე ვუთხარი, რომ ეს უნდა მცოდნოდა, რადგან მე სასულიერო პირებს არ ვაძლევ უფლებას, რომ მსახურებასთან ერთად აწარმოონ გარკვეული ბიზნესი, რაზეც მითხრა, რომ სამწუხაროდ, არ იცოდა."
რაც შეეხება დეკანოზის ზიარების თხოვნას, შიოლაშვილის თქმით, მამალაძის მოძღვარი ბათუმშია და ალბათ, აღსარების ჩაბარების უფლებას მისცემენ.
დეკანოზი გიორგი მამალაძე 2017 წლის 10 თებერვალს თბილისის საერთაშორისო აეროპორტში დააკავეს. დეკანოზის დაკავების შესახებ ინფორმაცია პროკურატურამ 13 თებერვალს გაავრცელა. მას პატრიარქის მდივან-რეფერენტის, შორენა თეთრუაშვილის მკვლელობის მომზადება ედება ბრალად. შორენა თეთრუაშვილი, ილია მეორესთან ერთად, აღნიშნულ პერიოდში ბერლინში იყო, სადაც პატრიარქი მკურნალობდა.
5 სექტემბერს დეკანოზი გიორგი მამალაძე სასამართლომ დამნაშავედ სცნო და მას შორენა თეთრუაშვილის განზრახ მკვლელობის მომზადებისა და იარაღის უკანონო შენახვა-ტარებისთვის ცხრაწლიანი პატიმრობა მიუსაჯა.
-
გადახედვაცირკთან აქციის მონაწილეებს, უცნობი პირები, ფიზიკურად გაუსწორდნენ ცირკთან აქციის მონაწილეებს, უცნობი პირები, ფიზიკურად გაუსწორდნენ
-
გადახედვასაფრანგეთში მცხოვრები ქართველი სტუდენტები რუსული კანონის გაწვევას მოითხოვენ და აქციის მონაწილეებზე ძალადობას გმობენ საფრანგეთში მცხოვრები ქართველი სტუდენტები რუსული კანონის გაწვევას მოითხოვენ და აქციის მონაწილეებზე ძალადობას გმობენ
-
გადახედვაკობახიძე აშშ-ში მიიწვიეს დათქმით, რომ ვიზიტამდე უნდა შეჩერებულიყო კანონპროექტის განხილვა — საგარეო აშშ-ის ელჩის განცხადებაზე კობახიძე აშშ-ში მიიწვიეს დათქმით, რომ ვიზიტამდე უნდა შეჩერებულიყო კანონპროექტის განხილვა — საგარეო აშშ-ის ელჩის განცხადებაზე
-
-
გადახედვაპოლიცია ცდილობს, გმირთა მოედანზე მოძრაობა გახსნას — სამართალდამცველები აქციის მონაწილეების მიმართ ძალას იყენებენ პოლიცია ცდილობს, გმირთა მოედანზე მოძრაობა გახსნას — სამართალდამცველები აქციის მონაწილეების მიმართ ძალას იყენებენ
-
გადახედვაბუდუ ზივზივაძე: არა რუსეთს და არა ყველაფერს, რაც საქართველოს რუსეთისკენ მიაქანებს ბუდუ ზივზივაძე: არა რუსეთს და არა ყველაფერს, რაც საქართველოს რუსეთისკენ მიაქანებს
-
გადახედვაშსს-ს ვებგვერდი არ მუშაობს — ჰაკერული დაჯგუფება Anonymous წერს, რომ საიტი მათ გათიშეს შსს-ს ვებგვერდი არ მუშაობს — ჰაკერული დაჯგუფება Anonymous წერს, რომ საიტი მათ გათიშეს
-
გადახედვასაიას განცხადება გელა ნადირაძის ადგილსამყოფლის და მდგომარეობის შესახებ საიას განცხადება გელა ნადირაძის ადგილსამყოფლის და მდგომარეობის შესახებ
-
გადახედვაქართველი იუთუბერები საერთო ვიდეოს ავრცელებენ და რუსულ კანონს გმობენ ქართველი იუთუბერები საერთო ვიდეოს ავრცელებენ და რუსულ კანონს გმობენ
-
გადახედვაახლა საქართველოს ხელისუფლებაზეა დამოკიდებული, მე ნათლად ვთქვი, რომ ევროინტეგრაციის გზაზე ეს კანონი პრობლემაა — ხერტ იან კოოპმანი ახლა საქართველოს ხელისუფლებაზეა დამოკიდებული, მე ნათლად ვთქვი, რომ ევროინტეგრაციის გზაზე ეს კანონი პრობლემაა — ხერტ იან კოოპმანი
-
გადახედვასაჩხერელი გელა ნადირაძე, რომელიც აქციაზე გაუჩინარდა, საავადმყოფოში ნაცემი იპოვეს საჩხერელი გელა ნადირაძე, რომელიც აქციაზე გაუჩინარდა, საავადმყოფოში ნაცემი იპოვეს
-
გადახედვაახლობლები ეძებენ აქციაზე საჩხერიდან ჩამოსულ კაცს — მას, სავარაუდოდ, სპეცრაზმმა სცემა ახლობლები ეძებენ აქციაზე საჩხერიდან ჩამოსულ კაცს — მას, სავარაუდოდ, სპეცრაზმმა სცემა
-
გადახედვადანიგანი: მოვუწოდებთ საქართველოს მთავრობას, კვლავ დაადასტუროს ერთგულება საქართველოს ევროატლანტიკური მომავლის მიმართ დანიგანი: მოვუწოდებთ საქართველოს მთავრობას, კვლავ დაადასტუროს ერთგულება საქართველოს ევროატლანტიკური მომავლის მიმართ
-
გადახედვაღოღობერიძე: ჩვენ გავიმარჯვებთ და ამ საქართველოში იმათთვისაც იქნება ღირსეული ადგილი, ვინც დღეს, სხვადასხვა მიზეზების გამო, სხვაგვარად ფიქრობს! ღოღობერიძე: ჩვენ გავიმარჯვებთ და ამ საქართველოში იმათთვისაც იქნება ღირსეული ადგილი, ვინც დღეს, სხვადასხვა მიზეზების გამო, სხვაგვარად ფიქრობს!
-
-
გადახედვარუსული კანონის მოწინააღმდეგეები გმირთა მოედნის პიკეტირებას გეგმავენ — საპროტესტო აქცია ჩატარდება პარლამენტთანაც რუსული კანონის მოწინააღმდეგეები გმირთა მოედნის პიკეტირებას გეგმავენ — საპროტესტო აქცია ჩატარდება პარლამენტთანაც
-
გადახედვაკაცს, რომელმაც ლილოს მოვაჭრე შეკვეთით მოკლა, უვადო პატიმრობა შეეფარდა კაცს, რომელმაც ლილოს მოვაჭრე შეკვეთით მოკლა, უვადო პატიმრობა შეეფარდა
-
-
გადახედვასაპარლამენტო ოპოზიციის ბრიფინგი პარლამენტის დაკეტილ ჭიშკართან და მათი მთავარი გზავნილები ხელისუფლებას საპარლამენტო ოპოზიციის ბრიფინგი პარლამენტის დაკეტილ ჭიშკართან და მათი მთავარი გზავნილები ხელისუფლებას
-
-
გადახედვარამდენიმე სიმართლე, რისთვისაც თვალის გასწორება მოგიწევთ თქვენი პარპაშის დასრულებამდე — ჯაფარიძე ოცნებას რამდენიმე სიმართლე, რისთვისაც თვალის გასწორება მოგიწევთ თქვენი პარპაშის დასრულებამდე — ჯაფარიძე ოცნებას
კომენტარები