ვუდი ალენი, კარიერა და ლეონარდო დიკაპრიო - ინტერვიუ ქეით უინსლეტთან
ქეით უინსლეტის კარიერა ნამდვილად შთამბეჭდავად გამოიყურება - 40-ზე მეტი ფილმი, ოსკარის შვიდი ნომინაცია და ერთი მათგანიც სახლში.
42 წლის მსახიობი ჟურნალ Variety-ს ოქტომბრის თვის მთავარი პერსონაჟი გახდა და მკითხველს ვუდი ალენთან მუშაობასა და მის კარიერაზე მოუყვა.
"თითოეული როლი ჩემთვის ძალიან საინტერესოა, რადგან ისინი ყოველთვის განსხვავდება ერთმანეთისგან - სხვადასხვა ეპოქა, სხვადასხვა ხასიათი, ნამდვილად მომხიბლავად ჟღერს არა? ხანდახან იმდენად განსხვავდება ეს ყველაფერი ერთმანეთისგან, რომ აზრზე ვერ მოვდივარ საიდან შეიძლება დავიწყო მომზადება", - ამბობს უინსლეტი.
უინსლეტმა ამ ეტაპზე ბოლო როლი ვუდი ალენის ფილმში, Wonder Wheel შეასრულა. მისი პერსონაჟი, ჯინი, 1950-იან წლებში, კონი აილენდზე ცხოვრობს, რომელსაც მაშველი შეუყვარდება. მაშველის როლს ფილმში ჯასტინ ტიმბერლეიკი ასრულებს.
როგორც უინსლეტი ამბობს, როდესაც ვუდი ალენის ახალი ფილმის სცენარი პირველად წაიკითხა, ის დარწმუნებული არ იყო მოახერხებდა თუ არა ამ პერსონაჟის თამაშს, რადგან როგორც თვითონ ამბობს, გმირი ცვალებადია, ისე, როგორც ქამელეონი. შესაბამისად არ იცოდა, ექნებოდა თუ არა საკმარისი დრო ჯინის პერსონაჟის გასაცნობად და შემდეგ მის გასათავისებლად.
"როლს მაინც დავთანხმდი, ვიფიქრე რომ უნდა მეცადა. მთელი ზაფხული კი ჩემი ახალი პერსონაჟის გასაცნობად გამოვიყენე. გადაღებების დროს ვუდი თვალებში მიყურებდა, აკვირდებოდა რას ვაკეთებდი და შენიშვნებსაც ხშირად იძლეოდა. ამბობდა - ქეით, ზედმეტი მოგდის, ნუ ამეტებ და ამ დროს ვხვდებოდი, რომ ზედმეტად არ უნდა მეთამაშა კამერის წინ. როგორც წესი, ასეთი ფრაზების შემდეგ მსახიობები რეჟისორებთან მუშაობაზე უარს ამბობენ, მაგრამ მე ვფიქრობდი, რომ ეს არაჩვეულებრივი იყო. გამუდმებით ვეკითხებოდი ვუდის რა უნდა გამეკეთებინა და ისიც მპასუხობდა, რომ უკვე ვიცოდი რა უნდა მექნა. მიყურებდა თვალებში და ამბობდა - არაფერი ქნა ქეით, არაფერი, უბრალოდ უკეთესი იყავი", - ყვება მსახიობი ინტერვიუში.
ამ ფილმის გამო, ქეით უინსლეტს როგორც მინიმუმ ოსკარის ნომინაციას უწინასწარმეტყველებენ, თუმცა თვითონ ამბობს, რომ წელს მის გარდა უამრავი კარგი მსახიობის ფილმი გამოვიდა და გამოდის, შესაბამისად წინასწარ ამ თემაზე არც და ვერც ისაუბრებს.
ვუდი ალენს ძალიან უნდოდა თქვენ მის 2005 წელს გადაღებულ ფილმში - Match Point-ში გეთამაშათ. რატომ თქვით ამ როლზე უარი?
მართალია, მას ამ როლზე სურდა ჩემი მიწვევა, ჩემი უარის შემდეგ კი სკარლეტ იოჰანსონი დაამტკიცეს ფილმში. სიმართლე გითხრათ მინდოდა ვუდისთან თამაში, დავთანხმდი კიდევაც ამ როლს, მაგრამ შემდეგ გავაცნობიერე რომ არასწორად მოვიქეცი. ჩემი შვილი სულ რაღაც ცხრა კვირის იყო, მასზე ვზრუნავდი. ჩემი მხრიდან დიდი კომპრომისი იქნებოდა შვილი მიმეტოვებინა და ასე მალე დავბრუნებულიყავი სამსახურში, ამიტომ ვარჩიე და ვუდის მივწერე - ძალიან ვწუხვარ, არასწორი გადაწყვეტილება მივიღე. ვიცოდი რომ ამის გამო შეიძლება ვუდის სამუდამოდ დავებლოკე, მაგრამ როგორც აღმოჩნდა ასე არ მოხდა.
როგორ გაიგეთ, რომ მას თქვენი მიწვევა სურდა ახალ ფილმში - Wonder Wheel?
ტელეფონზე ვესაუბრე მას, ამიღწერა ჩემი ახალი პერსონაჟი ჯინი და სცენარი. მითხრა, რომ ეს არაჩვეულებრივი როლი იყო ჩემთვის, მაგრამ იქვე დაამატა, რომ თუ მას არ ვეთანხმებოდი, შემეძლო ცხოვრება მშვიდად და წყნარად გამეგრძელებინა. შემდეგ გამომიგზავნა ადამიანი, რომელმაც სცენარი მომიტანა და მითხრა, რომ სანამ არ წაიკითხავდა მანამდე გარეთ, მანქანაში დამელოდებოდა.
ანუ სცენარი არ დაგიტოვეს?
არა, ეს ძველმოდური მეთოდია, რომ სცენარები საიდუმლოდ დატოვო. როდესაც დავასრულე კითხვა, ვთქვი, რომ მე შემეძლო ამ როლის თამაში, უბრალოდ არ ვიცოდი როგორ.
გადასაღებ მოედანზე თუ ერთობოდით თქვენს პარტნიორ ჯასტინ ტიმბერლეიკთან ერთად?
დიახ, ძალიან ბევრს ვხალისობდით. დილით, პირველი რასაც აკეთებდა სიმღერა იყო, ადგებოდა თუ არა მღეროდა და ღმერთო, ვგიჟდებოდი ისე მომწონდა ეს ყველაფერი. თუმცა იყო სირთულეებიც გადაღების პროცესში, როგორც ყოველთვის, მაგალითად გადაბმულად ღამეების გათენება, დღე-ღამეში მხოლოდ ერთი საათით გამოძინება და ა.შ. ახლა ეს ყველაფერი უკვე ერთი კარგი მოგონებაა.
როგორ ფიქრობთ, ახლა კარიერის რა ეტაპზე ხართ?
ყველაფერზე მეტად მიყვარს თამაში. ისიც ძალიან მომწონს, რომ უკვე 42 წლის ვარ და არა 22-ის. ძალიან საინტერესო ურთიერთობები მაქვს რეჟისორებთან, საინტერესო როლები და სცენარები მოდის ჩემთან, როგორ შეიძლება ეს არ მიხაროდეს? ასევე ვცდილობ ახალ პროფესიაშიც მოვსინჯო ძალები, მაგრამ ჯერ ამაზე ხმამაღლა ვერ ვისაუბრებ.
რეჟისორობას ხომ არ გულისხმობთ?
სიამოვნებით ვიქნებოდი რეჟისორი, მაგრამ არ ვიცი საკმარისად კარგი ვიქნებოდი თუ არა ამ პროფესიაში. მიყვარს მსახიობებთან მუშაობა. გადასაღებ მოედანზეც ხშირად ვკონტაქტობ რეჟისორებთან, შემაქვს დირექტივები და შემდეგ ისინი მეუბნებიან, რომ აუცილებლად უნდა მოვსინჯო ჩემი ძალები რეჟისურაში. მეუბნებიან, რომ როგორც რეჟისორი ისე ვფიქრობ.
სად არის ახლა თქვენი ოსკარი?
ტუალეტში მაქვს შენახული, ეს იდეა ემა ტომფსონისგან გადმოვიღე.
როგორ ფიქრობთ, თქვენ და ლეონარდო დიკაპრიო ისევ ითამაშებთ ერთად?
დარწმუნებული ვარ, რომ კი. არ ვიცი როდის, მაგრამ ეს აუცილებლად მოხდება.
-
გადახედვაცირკთან აქციის მონაწილეებს, უცნობი პირები, ფიზიკურად გაუსწორდნენ ცირკთან აქციის მონაწილეებს, უცნობი პირები, ფიზიკურად გაუსწორდნენ
-
გადახედვასაფრანგეთში მცხოვრები ქართველი სტუდენტები რუსული კანონის გაწვევას მოითხოვენ და აქციის მონაწილეებზე ძალადობას გმობენ საფრანგეთში მცხოვრები ქართველი სტუდენტები რუსული კანონის გაწვევას მოითხოვენ და აქციის მონაწილეებზე ძალადობას გმობენ
-
გადახედვაგზის გადაკეტვა შეკრების თავისუფლების ფორმაა — საია გზის გადაკეტვა შეკრების თავისუფლების ფორმაა — საია
-
გადახედვაკობახიძე აშშ-ში მიიწვიეს დათქმით, რომ ვიზიტამდე უნდა შეჩერებულიყო კანონპროექტის განხილვა — საგარეო აშშ-ის ელჩის განცხადებაზე კობახიძე აშშ-ში მიიწვიეს დათქმით, რომ ვიზიტამდე უნდა შეჩერებულიყო კანონპროექტის განხილვა — საგარეო აშშ-ის ელჩის განცხადებაზე
-
-
გადახედვაპოლიციამ გმირთა მოედანზე, რამდენიმე წუთის წინ, სამი ადამიანი დააკავა პოლიციამ გმირთა მოედანზე, რამდენიმე წუთის წინ, სამი ადამიანი დააკავა
-
გადახედვაჩაკვეტაძე: არაფერი არ დგას ჩვენს ხალხზე მაღლა, გაიწვიეთ ეს კანონი ჩაკვეტაძე: არაფერი არ დგას ჩვენს ხალხზე მაღლა, გაიწვიეთ ეს კანონი
-
გადახედვაპოლიცია ცდილობს, გმირთა მოედანზე მოძრაობა გახსნას — სამართალდამცველები აქციის მონაწილეების მიმართ ძალას იყენებენ პოლიცია ცდილობს, გმირთა მოედანზე მოძრაობა გახსნას — სამართალდამცველები აქციის მონაწილეების მიმართ ძალას იყენებენ
-
გადახედვაბუდუ ზივზივაძე: არა რუსეთს და არა ყველაფერს, რაც საქართველოს რუსეთისკენ მიაქანებს ბუდუ ზივზივაძე: არა რუსეთს და არა ყველაფერს, რაც საქართველოს რუსეთისკენ მიაქანებს
-
გადახედვაბუდუ ზივზივაძე: ვერანაირად გამართლდება მშვიდობიან მომიტინგეებზე თავდასხმა ბუდუ ზივზივაძე: ვერანაირად გამართლდება მშვიდობიან მომიტინგეებზე თავდასხმა
-
გადახედვაშსს-ს ვებგვერდი არ მუშაობს — ჰაკერული დაჯგუფება Anonymous წერს, რომ საიტი მათ გათიშეს შსს-ს ვებგვერდი არ მუშაობს — ჰაკერული დაჯგუფება Anonymous წერს, რომ საიტი მათ გათიშეს
-
გადახედვასაიას განცხადება გელა ნადირაძის ადგილსამყოფლის და მდგომარეობის შესახებ საიას განცხადება გელა ნადირაძის ადგილსამყოფლის და მდგომარეობის შესახებ
-
გადახედვაახლა საქართველოს ხელისუფლებაზეა დამოკიდებული, მე ნათლად ვთქვი, რომ ევროინტეგრაციის გზაზე ეს კანონი პრობლემაა — ხერტ იან კოოპმანი ახლა საქართველოს ხელისუფლებაზეა დამოკიდებული, მე ნათლად ვთქვი, რომ ევროინტეგრაციის გზაზე ეს კანონი პრობლემაა — ხერტ იან კოოპმანი
-
გადახედვასაჩხერელი გელა ნადირაძე, რომელიც აქციაზე გაუჩინარდა, საავადმყოფოში ნაცემი იპოვეს საჩხერელი გელა ნადირაძე, რომელიც აქციაზე გაუჩინარდა, საავადმყოფოში ნაცემი იპოვეს
-
გადახედვაახლობლები ეძებენ აქციაზე საჩხერიდან ჩამოსულ კაცს — მას, სავარაუდოდ, სპეცრაზმმა სცემა ახლობლები ეძებენ აქციაზე საჩხერიდან ჩამოსულ კაცს — მას, სავარაუდოდ, სპეცრაზმმა სცემა
-
გადახედვაღოღობერიძე: ჩვენ გავიმარჯვებთ და ამ საქართველოში იმათთვისაც იქნება ღირსეული ადგილი, ვინც დღეს, სხვადასხვა მიზეზების გამო, სხვაგვარად ფიქრობს! ღოღობერიძე: ჩვენ გავიმარჯვებთ და ამ საქართველოში იმათთვისაც იქნება ღირსეული ადგილი, ვინც დღეს, სხვადასხვა მიზეზების გამო, სხვაგვარად ფიქრობს!
-
-
გადახედვალანა ღოღობერიძე: გგონიათ, წყლის ჭავლით და რეზინის ტყვიებით შეძლებთ ამ საუკუნეებით გამოწრთობილი სულისკვეთების ჩაკვლას? ლანა ღოღობერიძე: გგონიათ, წყლის ჭავლით და რეზინის ტყვიებით შეძლებთ ამ საუკუნეებით გამოწრთობილი სულისკვეთების ჩაკვლას?
-
გადახედვაკაცს, რომელმაც ლილოს მოვაჭრე შეკვეთით მოკლა, უვადო პატიმრობა შეეფარდა კაცს, რომელმაც ლილოს მოვაჭრე შეკვეთით მოკლა, უვადო პატიმრობა შეეფარდა
-
-
გადახედვასაპარლამენტო ოპოზიციის ბრიფინგი პარლამენტის დაკეტილ ჭიშკართან და მათი მთავარი გზავნილები ხელისუფლებას საპარლამენტო ოპოზიციის ბრიფინგი პარლამენტის დაკეტილ ჭიშკართან და მათი მთავარი გზავნილები ხელისუფლებას
კომენტარები