ფეხბურთელი ჰომოფობიის წინააღმდეგ, ჰომოფობები - ფეხბურთელის
მეათე დღეა, სოციალურ ქსელებში არ წყდება საქართველოს ეროვნული ნაკრების მცველის გურამ კაშიას მძაფრი კრიტიკა. 30 წლის ფეხბურთელი, რომელიც არნემის „ვიტესის“ კაპიტანია, 15 ოქტომბერს, ნიდერლანდების ჩემპიონატის მატჩში, ცისარტყელას ფერის სამკლაურით გაუძღვა გუნდს და ამით LGBT პირთა მხარდაჭერა გამოხატა.
ცისარტყელას სამკლაურითა და თასმებით თამაში ევროპული ფეხბურთის ასოციაციების კავშირის (UEFA) ორი ახალი კამპანიის Respect-ისა და Captains of Change-ისა ნაწილია. ამ ინიციატივის მიზანი რასიზმთან, სისასტიკესთან, ქსენოფობიასა და ჰომოფობიასთან ბრძოლაა.
Respect-ის კამპანიის ოფიციალური სახე მანჩესტერ იუნაიტედის ფრანგი ვარსკვლავი პოლ პოგბაა, Captains of Change-ის კამპანიას კი ფეხბურთის ვარსკვლავები- ფრანგი კრისტიან კარემბუ, ჰოლანდიელები კლარენს ზეედორფი და რუუდ ვან ნისტერლოი უდგანან სათავეში.
Respect-ის კამპანიის ოფიციალური სახე „მანჩესტერ იუნაიტედის“ ფრანგი ვარსკვლავი პოლ პოგბაა, Captains of Change-ის კამპანიას კი ფეხბურთის ვარსკვლავები- ფრანგი კრისტიან კარემბუ, ჰოლანდიელები კლარენს ზეედორფი და რუუდ ვან ნისტერლოი უდგანან სათავეში.
სამშობლოში მძაფრ კრიტიკას გურამ კაშია ნიდერლანდების ტელეკომპანია NOR-ის ეთერში გამოეხმაურა და ხაზი გაუსვა, რომ სექსუალურ უმცირესობათა მხარდაჭერა სპორტში და ზოგადად საზოგადოებაში, მისი შეგნებული გადაწყვეტილებაა:
„მე ყოველთვის მხარს ვუჭერ ადამიანის თავისუფლებას და ვეწინააღმდეგები ძალადობას. სანამ ადამიანი სხვებს რაიმე ცუდს არ გაუკეთებს, მე მხარს დავუჭერ მას. ძნელი ასახსნელია, მაგრამ ჩვენს ქვეყანაში ზოგი ადამიანი ამას ვერ იღებს. ისინი ჩემით იმედგაცრუებულები იყვნენ, მაგრამ მე არ მინანია რაც გავაკეთე, ეს იყო ჩემი პასუხისმგებლობაც. მე არ ვღელავ იმაზე, თუ ვინ ხარ შენ, რას აკეთებ შენს ცხოვრებაში, თუ არაფერს უშავებ სხვა ადამიანებს, შეგიძლია იყო ის, ვინც გინდა რომ იყო, ეს ჩემი ხედვაა.“
საფეხბურთო მინდორზე ლგბტ პირთა მხარდაჭერით, გურამ კაშია, რა თქმა უნდა გამონაკლისი არ არის. მიმდინარე წელს, ცისარტყელას სამკლაურით წამყვან ევროპულ ჩემპიონატებში უკვე ითამაშეს ისეთმა ვარსკვლავებმა, როგორებიც არიან: მანჩესტერ იუნაიდეტის ესპანელი ნახევარმცველი ხუან მატა, ჩელსის კაპიტანი გარი კეიჰილი, მანჩესტერ სიტის ბრაზილიელი ვარსკვლავი ფერნანდინიო, ტოტენჰემის ფრანგი გოლკიპერი უგო ლორისი, ლივერპულის კაპიტანი ჯორდან ჰენდერსონი და სხვები.
2017 წელს ინგლისის პრემიერ-ლიგის ყველა კლუბი შეუერთდა ცნობილი ბრიტანული ლგბტ ფონდის სტოუნვოლის (Stonewall) კამპანიას „ფეხბურთი ჰომოფობიის წინააღმდეგ“ და Rainbow Laces-ს, რომელიც ყოფილი ფეხბურთელის ჯასტინ ფაშანუს ხსოვნას ეძღვნება. (მანჩესტერ იუნაიტედი კი პირველი ევროპული კლუბი გახდა, რომელმაც წელს Stonewall-თან საპარტნიორო შეთანხმება გააფორმა).
ინგლისური ნორვიჩ სიტის ამომავალი ვარსკვლავი ფაშანუ პირველი პროფესიონალი ფეხბურთელი იყო, რომელმაც 1990 წელს საჯაროდ განაცხადა, რომ გეია. ამ აღიარებამ მის წარმატებულ კარიერას წერტილი დაუსვა, ფეხბურთელი სიძულვილისა და ჰომოფობიის მსხვერპლი გახდა, მან სიცოცხლე 1998 წელს, თვითმკვლელობით დაასრულა.
ლგბტ თემის მხარდამჭერი კამპანია Allacciamoli შედარებით რთულად მიიღეს იტალიაში (სერია A-ში), სადაც კათოლიკური ეკლესიის გავლენა დიდია. 2014 წელს, ცისარტყელას თასმებით თამაშის გამო, ტიფოზების ნაწილმა, ობსტრუქცია კალიარის ფეხბურთელ დანიელე დესენას მოუწყო. ჰომოფობებმა მისი გუნდიდან გაგდება მოითხოვეს, თუმცა დესენა დაიცვეს როგორც თანაგუნდელებმა, ისე ფანების უმრავლესობამ და იგი დღემდე კალიარის ღირსებას იცავს.
გურამ კაშიას ისტორიის გამო, ჰომოფობთა თავდასხმის ობიექტი გახდა თბილისის ახლად არჩეული მერი, ყოფილი ფეხბურთელი კახი კალაძეც. თბილისის მერის განცხადება, რომ „ყველა ადამიანს აქვს უფლება, მიუხედავად მისი ეროვნებისა, მრწამსისა თუ სექსუალური ორიენტაციისა, გამოხატოს თავისი შეხედულებები“ „ქართული მარშის“ ერთ-ერთმა ორგანიზატორმა, მომღერალმა გია კორკოტაშვილმა კაშიას ირიბ მხარდაჭერად აღიქვა:
„ერთი რამე მინდა კახი კალაძეს ვკითხო, ჯანსაღად ჩამოყალიბებული, სამი ბიჭის მამა ხარ და შე კაი დედმამიშვილო, LGBT-ს და მათ მხარდამჭერებს რატომ უდგები?! თბილისის მერის რანგში პირველი ოფიციალური განცხადება ეგ უნდა გაგეკეთებინა კახი?!“
თბილისის დინამოს აღზრდილი გურამ კაშია ეროვნული ჩემპიონატის ერთ-ერთი გამორჩეული ფეხბურთელი იყო, რომელიც 2010 წელს, ნიდერლანდების ვიტესმა იყიდა. 2011 წლიდან კაშია ვიტესის კაპიტანია. იგი 2012 და 2013 წლებში, ზედიზედ ორჯერ, საქართველოს წლის საუკეთესო ფეხბურთელად დაასახელეს. არის საქართველოს ჩემპიონი, საქართველოსა და ჰოლანდიის თასის მფლობელი.
ეროვნულ გუნდში კაშიას 58 მატჩი აქვს ჩატარებული და ნაკრების ვიცე-კაპიტანია. როგორ შეხვდება ქართველი გულშემატკივარი ლგბტ პირთა მხარდაჭერის შემდეგ ვიტესის კაპიტანს, ეს 10 ნოემბერს გამოჩნდება, როცა საქართველოს ნაკრები გორში კვიპროსის ნაკრებს ამხანაგურად დაუპირისპირდება.
P.S მასალა უკვე მზად იყო, როცა საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის (სფფ) პრეზიდენტმა, პარლამენტის წევრმა ქართული ოცნებიდან ლევან კობიაშვილმა გურამ კაშიას მხარდასაჭერად, Instagram-ზე მისი ფოტო გამოაქვეყნა.
კაშიას მხარი ასევე დაუჭირეს სფფ-ს ვიცე-პრეზიდენტმა ალექსანდრე იაშვილმა, ეროვნული ნაკრების ფეხბურთელებმა: გიორგი მერებაშვილმა (ვისლა პლოცკი, პოლონეთი), გიორგი არაბიძემ (შახტარი დონეცკი, უკრაინა), თორნიკე ოქრიაშვილმა (კრასნოდარი რუსეთი), გიორგი ლორიამ (ანჟი, რუსეთი) და ჯიმი ტაბიძემ (უფა რუსეთი). პირველმა მხარდაჭერა კაშიას კი სფფ-ს ყოფილმა პრეზიდენტმა ზვიად სიჭინავამ გამოუცხადა.
ეროვნული ნაკრების ყოფილმა ფორვარდმა დავით სხირტლაძემ (სილკებორგი დანია) კი განაცხადა, რომ ლგბტ პირთა „სასტიკი წინააღმდეგია“ და მისი აზრით, კაშიამ ცისარტყელას ფერის სამკლაურით, მისი ნების საწინააღმდეგოდ, ჰოლანდიის ფეხბურთის ასოციაციის დავალებით ითამაშა.
-
გადახედვამიუხედავად დაპირისპირებისა და რთული ვითარებისა, უნდა გვაერთიანებდეს სამშობლოს სიყვარული და შეგვეძლოს მშვიდობიანი თანაცხოვრება — ეპისტოლედან მიუხედავად დაპირისპირებისა და რთული ვითარებისა, უნდა გვაერთიანებდეს სამშობლოს სიყვარული და შეგვეძლოს მშვიდობიანი თანაცხოვრება — ეპისტოლედან
-
გადახედვარუსეთმა ვოლოდიმირ ზელენსკი ძებნილად გამოაცხადა რუსეთმა ვოლოდიმირ ზელენსკი ძებნილად გამოაცხადა
-
გადახედვააზერბაიჯანში დაკავებულ მედია ადვოკატს და ტელეკომპანიის დამფუძნებელს, არ აძლევენ საშუალებას, სასწრაფო ბიოფსია ჩაიტაროს აზერბაიჯანში დაკავებულ მედია ადვოკატს და ტელეკომპანიის დამფუძნებელს, არ აძლევენ საშუალებას, სასწრაფო ბიოფსია ჩაიტაროს
-
გადახედვააქცია ქართული ოცნების ოფისთან — სანაპირო გადაკეტილია აქცია ქართული ოცნების ოფისთან — სანაპირო გადაკეტილია
-
გადახედვაქართველი სტარტაპერები რუსული კანონის წინააღმდეგ ერთობლივ განცხადებას ავრცელებენ ქართველი სტარტაპერები რუსული კანონის წინააღმდეგ ერთობლივ განცხადებას ავრცელებენ
-
გადახედვასასტუმრო პარაგრაფთან აქციის მონაწილე დააკავეს სასტუმრო პარაგრაფთან აქციის მონაწილე დააკავეს
-
გადახედვაკლუბი KHIDI: ვაუქმებთ 3 და 4 მაისის ივენთებს. არა რუსულ კანონს! შევხვდებით რუსთაველზე! კლუბი KHIDI: ვაუქმებთ 3 და 4 მაისის ივენთებს. არა რუსულ კანონს! შევხვდებით რუსთაველზე!
-
გადახედვასაქართველოს რეიტინგი, პრესის თავისუფლების მსოფლიო ინდექსში, 26 ადგილით დაეცა საქართველოს რეიტინგი, პრესის თავისუფლების მსოფლიო ინდექსში, 26 ადგილით დაეცა
-
გადახედვაჟურნალისტური ეთიკის ქარტიის განცხადება კახა კალაძის მიერ, ჟურნალისტის შეურაცხყოფის ფაქტზე ჟურნალისტური ეთიკის ქარტიის განცხადება კახა კალაძის მიერ, ჟურნალისტის შეურაცხყოფის ფაქტზე
-
გადახედვადღეს, კობახიძემ, ამ ქვეყნის ისტორიაში უპრეცედენტო და უდიდესი თავდასხმა განახორციელა აშშ-ზე — გრიგოლ გეგელია დღეს, კობახიძემ, ამ ქვეყნის ისტორიაში უპრეცედენტო და უდიდესი თავდასხმა განახორციელა აშშ-ზე — გრიგოლ გეგელია
-
გადახედვარა უნდა ვიცოდეთ დღევანდელ პროტესტზე, რომელიც 18:30-ზე დაიწყება სასტუმრო პარაგრაფთან, თავისუფლების მოედანზე რა უნდა ვიცოდეთ დღევანდელ პროტესტზე, რომელიც 18:30-ზე დაიწყება სასტუმრო პარაგრაფთან, თავისუფლების მოედანზე
-
გადახედვაკობახიძე აშშ-ს "ორ რევოლუციურ მცდელობაში" ადანაშაულებს — რა გავიგეთ მისი და აშშ-ის სახელმწიფო მდივნის მრჩევლის პოსტებიდან X-ზე კობახიძე აშშ-ს "ორ რევოლუციურ მცდელობაში" ადანაშაულებს — რა გავიგეთ მისი და აშშ-ის სახელმწიფო მდივნის მრჩევლის პოსტებიდან X-ზე
-
გადახედვაკალაძე სპორტსმენებზე, რომელმაც ხელისუფლების ძალადობა დაგმეს: "მეც ვუერთდები "არა რუსულ კანონს", ამ სუფთა ქართულ კანონს კი აუცილებლად მივიღებთ" კალაძე სპორტსმენებზე, რომელმაც ხელისუფლების ძალადობა დაგმეს: "მეც ვუერთდები "არა რუსულ კანონს", ამ სუფთა ქართულ კანონს კი აუცილებლად მივიღებთ"
-
გადახედვამინდა, მივმართო ჩვენი ქვეყნის აკრედიტებულ ელჩებს მეგობარ ქვეყნებში... საკითხი ეხება ჩვენი ქვეყნის მომავალს! — მამუკა ხაზარაძე მინდა, მივმართო ჩვენი ქვეყნის აკრედიტებულ ელჩებს მეგობარ ქვეყნებში... საკითხი ეხება ჩვენი ქვეყნის მომავალს! — მამუკა ხაზარაძე
-
გადახედვაპოლიციის უმოქმედობა აქციის მონაწილეებზე ძალადობას ახალისებს — DRI პოლიციის უმოქმედობა აქციის მონაწილეებზე ძალადობას ახალისებს — DRI
-
გადახედვაპარლამენტში 3 და 4 მაისს უსაფრთხოების ყვითელი დონე იმოქმედებს — ვიზიტორებს ეზღუდებათ პარლამენტის სასახლეში შესვლა პარლამენტში 3 და 4 მაისს უსაფრთხოების ყვითელი დონე იმოქმედებს — ვიზიტორებს ეზღუდებათ პარლამენტის სასახლეში შესვლა
-
გადახედვა11 მაისს, ევროპის დღეს, რუსული კანონის საწინააღმდეგო მანიფესტაცია დაანონსდა 11 მაისს, ევროპის დღეს, რუსული კანონის საწინააღმდეგო მანიფესტაცია დაანონსდა
-
გადახედვასაფრანგეთში მცხოვრები ქართველი სტუდენტები რუსული კანონის გაწვევას მოითხოვენ და აქციის მონაწილეებზე ძალადობას გმობენ საფრანგეთში მცხოვრები ქართველი სტუდენტები რუსული კანონის გაწვევას მოითხოვენ და აქციის მონაწილეებზე ძალადობას გმობენ
-
გადახედვაგზის გადაკეტვა შეკრების თავისუფლების ფორმაა — საია გზის გადაკეტვა შეკრების თავისუფლების ფორმაა — საია
-
გადახედვაკობახიძე აშშ-ში მიიწვიეს დათქმით, რომ ვიზიტამდე უნდა შეჩერებულიყო კანონპროექტის განხილვა — საგარეო აშშ-ის ელჩის განცხადებაზე კობახიძე აშშ-ში მიიწვიეს დათქმით, რომ ვიზიტამდე უნდა შეჩერებულიყო კანონპროექტის განხილვა — საგარეო აშშ-ის ელჩის განცხადებაზე
-
კომენტარები