დეპუტატი ოქრიაშვილი On.ge-ს ჟურნალისტს: ვერა ხართ მატორზე, ტო, უტვინო ხარ
ქართული ოცნების დეპუტატი, კახა ოქრიაშვილს არ მოუკითხავს, თავისსავე პარტიაში ნეპოტიზმით ინიშნებიან თუ არა პირები თანამდებობაზე, თუმცა საკითხით დაინტერესებულია. ის საკითხის შესასწავლად On.ge-ს კვლევის ჩატარებისკენ მოუწოდებს.
ქართულ ოცნებაში ნეპოტიზმის ფაქტების მას შემდეგ გახდა აქტუალური, რაც პარტიის ერთ-ერთმა წევრმა, ზაქარია ქუცნაშვილმა რამდენიმე დღის წინ თქვა, რომ "კორუმპირებული და ლოთი" თამაზ მეჭიაური ნათესაური ნიშნით შეარჩია და პარლამენტის საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის თავმჯდომარის პოსტზეც ამიტომ გაუწია რეკომენდაცია.
On.ge დაინტერესდა ქართული ოცნების დეპუტატის პოზიციით აღნიშნულთან დაკავშირებით. დეპუტატების ნაწილს ტელეფონი გათიშული აქვს. რაც შეეხება კახა ოქრიაშვილს, ის გააღიზიანა On.ge-ს კითხვამ და ჟურნალისტს სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენა, შემდეგ კი ტელეფონი გათიშა.
On.ge გთავაზობთ ინტერვიუს სრულ ვერსიას, სტილი დაცულია.
სამშაბათს ზაქარია ქუცნაშვილმა ქართულ ოცნებაში თანამდებობებზე ნეპოტიზმით დანიშვნასთან დაკავშირებით ისაუბრა, თქვენ რა ინფორმაციას ფლობთ, ინიშნებიან პარტიაში ნეპოტიზმით ადამიანები?
კვლევა ჩაატარეთ, ჟურნალისტი თქვენ ხართ, ჩაატარეთ კვლევა და სტატისტიკა გაჩვენებთ.
თქვენ რა ინფორმაცია გაქვთ?
არ მაქვს მასეთი ინფორმაცია.
თუნდაც მას შემდეგ თუ მოიკითხეთ, რაც ქუცნაშვილმა განაცხადა?
კვლევა უნდა, ბატონო ჩემი, ჰაერზე ვიყვირო თუ რა?
მოიკითხეთ თუ არა პარტიაში [საკითხი]?
ჟურნალისტი ხართ, რაღაცა On.ge ხართ, აიღეთ, გააკეთეთ კვლევა, სად არის, რამდენია, რამდენი კაცი მუშაობს, ნათესაური კავშირი რამდენია. მერე წარმოგვიდგინეთ, მეც ძალიან მაინტერესებს, არის თუ არა ნეპოტიზმი. მე რა, გულთმისანი ვარ, ღმერთი ვარ, თუ რა?
თქვენი შეფასება როგორია, როცა პარტიის წევრი ყოფილ წევრზე ასე საუბრობს?
რაში მაინტერესებს, პასუხს არ მოგცემთ. პირიქით, თქვენ მე კითხვა დამისვით და მე გეკითხებით, რატომ არ გაქვთ [კვლევა]. დავუშვათ, ჟურნალისტებმა ჩაატარეთ რაღაცა გამოძიება, გააკეთეთ...
თქვენ როგორც პარტიის წევრს, არ გაინტერესებთ არის თუ არა პარტიაში ნეპოტიზმი?
როგორ არ მაინტერესებს, მაგრამ ჩემი სუბიექტური აზრი ვის რაში აინტერესებს?
თქვენ თუ აპირებთ, რომ [საკითხი] მოიძიოთ?
თქვენ ცოტა ვერა ხართ მატორზე, ტო. გელაპარაკები და ვერა ხარ, უტვინო ხარ, აღარ დამირეკო.
საიდან მოდის ოქრიაშვილი
ფარმაცევტული კომპანია PSP-ს დამფუძნებელი კახა ოქრიაშვილი 2004 წლიდან არის პარლამენტის წევრი. ის ყოველთვის დმანისის მაჟორიტარი დეპუტატის სტატუსით შედიოდა საკანონმდებლო ორგანოში, მაგრამ ამისთვის სამივე ჯერზე სხვადასხვა პოლიტიკური პლატფორმა გამოიყენა. 2004 წელს ის დმანისის მაჟორიტარად საინიციატივო ჯგუფმა წარადგინა, 2012-ში კი ის ამავე მუნიციპალიტეტის მაჟორიტარი ერთიანი ნაციონალური მოძრაობის დახმარებით გახდა.
არჩევნებიდან მალევე, ოქრიაშვილმა ნაციონალური მოძრაობა რამდენიმე თანაგუნდელთან ერთად დატოვა და ახალ ფრაქციას, უპარტიო დამოუკიდებელ მაჟორიტარებს, შეუერთდა. უპარტიო დამოუკიდებელი მაჟორიტარები ქართულ ოცნებასთან 2014 წლის ნოემბერში გაერთიანდნენ.
უკვე 2016 წლის საპარლამენტო არჩევნებზე ოქრიაშვილმა ქართული ოცნების სახელით იყარა კენჭი დმანისის მაჟორიტარად და გაიმარჯვა კიდეც. ის არის იმ დეპუტატთა შორის, რომლებიც კატეგორიულად ეწინააღმდეგებიან საქართველოში მაჟორიტარული სისტემის დაუყონებლივ გაუქმებას.
-
გადახედვარა მოხდება პრეზიდენტის ვეტოს შემდეგ, პროცედურულად რა მოხდება პრეზიდენტის ვეტოს შემდეგ, პროცედურულად
-
გადახედვაპრეზიდენტი: დღეს დავადე ვეტო რუსულ კანონს პრეზიდენტი: დღეს დავადე ვეტო რუსულ კანონს
-
გადახედვაქურდოვანიძე: თუ აქამდე კანონში მხოლოდ მედია და არასამთავრობოები იყო მოხსენიებული, ახლა მოიცვა ნებისმიერი შპს, ინდ. მეწარმე, და აბსოლუტურად ყველა ქურდოვანიძე: თუ აქამდე კანონში მხოლოდ მედია და არასამთავრობოები იყო მოხსენიებული, ახლა მოიცვა ნებისმიერი შპს, ინდ. მეწარმე, და აბსოლუტურად ყველა
-
გადახედვაკობახიძის ლექციის პარალელურად, თსუ-ს მეორე კორპუსთან სტუდენტებს სცემეს კობახიძის ლექციის პარალელურად, თსუ-ს მეორე კორპუსთან სტუდენტებს სცემეს
-
გადახედვააღმოაჩინეს ჰორმონი, რომელიც მონოგამიასთან არის დაკავშირებული აღმოაჩინეს ჰორმონი, რომელიც მონოგამიასთან არის დაკავშირებული
-
გადახედვაფოტორეპორტაჟი: როგორ აღნიშნეს თბილისში "ოჯახის სიწმინდის დღე" ფოტორეპორტაჟი: როგორ აღნიშნეს თბილისში "ოჯახის სიწმინდის დღე"
-
გადახედვაპირამიდებთან ახლოს ნილოსის ძველი განშტოების კვალს მიაგნეს პირამიდებთან ახლოს ნილოსის ძველი განშტოების კვალს მიაგნეს
-
გადახედვაგენური თერაპიის მეშვეობით ბავშვს სმენა აღუდგინეს გენური თერაპიის მეშვეობით ბავშვს სმენა აღუდგინეს
-
-
-
გადახედვავარჯიში დროის აღქმას ცვლის — კვლევა ვარჯიში დროის აღქმას ცვლის — კვლევა
-
გადახედვაკადიროვის "მარჯვენა ხელმა", დაუდოვმა, მოულოდნელად პარლამენტის თავმჯდომარის თანამდებობა დატოვა კადიროვის "მარჯვენა ხელმა", დაუდოვმა, მოულოდნელად პარლამენტის თავმჯდომარის თანამდებობა დატოვა
-
გადახედვასაია-ს თავმჯდომარე განმარტავს, რა შეცვალა ქართულმა ოცნებამ რუსულ კანონში საია-ს თავმჯდომარე განმარტავს, რა შეცვალა ქართულმა ოცნებამ რუსულ კანონში
-
გადახედვამიტროპოლიტი შიო: კანონის როგორც მომხრეთა, ისე მოწინააღმდეგეთა შორის არიან ეკლესიის წევრები, ჩვენი სულიერი შვილები. ვფიქრობთ, როგორ დაიძლიოს ეს დაპირისპირება მიტროპოლიტი შიო: კანონის როგორც მომხრეთა, ისე მოწინააღმდეგეთა შორის არიან ეკლესიის წევრები, ჩვენი სულიერი შვილები. ვფიქრობთ, როგორ დაიძლიოს ეს დაპირისპირება
-
გადახედვაქეთი მელუა: 21 წლის ასაკში ქალთან მქონდა ურთიერთობა, დიდ პატივს ვცემ ანტი-ჰომოფობიის დღეს ქეთი მელუა: 21 წლის ასაკში ქალთან მქონდა ურთიერთობა, დიდ პატივს ვცემ ანტი-ჰომოფობიის დღეს
-
გადახედვანახეთ: იუპიტერის ყინულოვანი თანამგზავრი ევროპა NASA-ს ზონდის ობიექტივში ნახეთ: იუპიტერის ყინულოვანი თანამგზავრი ევროპა NASA-ს ზონდის ობიექტივში
-
გადახედვაიურისტი საბა ბრაჭველი: ხელისუფლებამ კანონში ჩუმად ჩაამატა ცვლილებები, რომლითაც მისი მოქმედება ფიზიკურ პირებზეც გავრცელდება იურისტი საბა ბრაჭველი: ხელისუფლებამ კანონში ჩუმად ჩაამატა ცვლილებები, რომლითაც მისი მოქმედება ფიზიკურ პირებზეც გავრცელდება
-
გადახედვაღაზაში შევიდა პირველადი დახმარების ტვირთი, ამერიკის მიერ აშენებული დროებითი ნავსადგურის საშუალებით ღაზაში შევიდა პირველადი დახმარების ტვირთი, ამერიკის მიერ აშენებული დროებითი ნავსადგურის საშუალებით
-
გადახედვაოკმელაშვილი: პოლიციას ხშირად გამოეყოფოდა უცნობი ბანდა, მომიტინგეებს ურტყამდნენ, "აბრტყელებდნენ", თავი ვალდებულად ჩავთვალე, სუსტები დამეცვა ოკმელაშვილი: პოლიციას ხშირად გამოეყოფოდა უცნობი ბანდა, მომიტინგეებს ურტყამდნენ, "აბრტყელებდნენ", თავი ვალდებულად ჩავთვალე, სუსტები დამეცვა
-
გადახედვა"ლიმონის" დამფუძნებელს, გიორგი ოკმელაშვილს, რომელიც რუსულ კანონს აპროტესტებდა, პატიმრობა შეეფარდა "ლიმონის" დამფუძნებელს, გიორგი ოკმელაშვილს, რომელიც რუსულ კანონს აპროტესტებდა, პატიმრობა შეეფარდა
-
გადახედვააფხაზი ოპოზიციონერები მხარს უჭერენ საქართველოში რუსული კანონის მოწინააღმდეგე მანიფესტანტებს აფხაზი ოპოზიციონერები მხარს უჭერენ საქართველოში რუსული კანონის მოწინააღმდეგე მანიფესტანტებს
კომენტარები