რეფორმეტრი: პროფესიული განათლების რეფორმის 50% შესრულებულია
პროექტ „რეფორმეტრის“ ფარგლებში პროფესიული განათლების რეფორმის მიმდინარეობის პირველი შეფასება ჩატარდა. სამთავრობო კვლევამ აჩვენა, რომ 2013-2020 წლის სამოქმედო გეგმის 50% შესრულებულია. დაწყებულმა რეფორმამ სტრუქტურულად შეცვალა პროფესიული განათლების სისტემა და საფუძველი ჩაუყარა დუალურ სისტემას. თუმცა კერძო სექტორის აქტიური მონაწილეობის გარეშე სასურველი შედეგის მიღწევა გაჭირდება.
გაიზარდა პროგრამების ხანგრძლივობა რამაც სტუდენტების რაოდენობის შემცირება გამოიწვია. იზრდება კურსდამთავრებულების დასაქმების მაჩვენებელიც. გაუმჯობესდა პროფესიულ განათლებაზე გეოგრაფიული ხელმისაწვდომობა. კოლეჯი არის ყველა რეგიონში და წელს კიდევ 3 ახალ ლოკაცია დაემატება.
სამინისტროსვე ინფორმაციით, მიმდინარეობს მუშაობა კერძო და საჯარო სექტორის პარტნიორობის ფორმატის შემუშავებაზე. უკვე დაწყებულია დუალური პროგრამები სოფლის მეურნეობის განათლების მიმართულებით და დაემატება 3 პროგრამა ტურიზმის მიმართულებით. აღინიშნა, რომ კერძო კოლეჯები ვაუჩერული დაფინანსების სისტემაში, უთანასწორო კონკურენციაში არიან საჯარო კოლეჯებთან. სამინისტრო ვაუჩერული სისტემის შეფასების პროცესშია. განიხილება შესრულებაზე დაფუძნებული (performance based) დაფინანსების სისტემაზე გადასვლა, სადაც მონაწილეობის მიღებას კერძო კოლეჯებიც შეძლებენ, თუმცა მოხდება პროფესიების გაფილტვრა. მნიშვნელოვანია, რომ ამიერიდან, დუალურ პროგრამებზე ავტორიზაციის პროცესში დამსაქმებელიც ჩაერთვება. ისინი, ასევე, შეაფასებენ სტუდენტის მომზადების დონეს.
საერთაშორისო ორგანიზაციების ინფორმაციით, კერძო სექტორის ჩართვა არაფორმალურ განათლების სექტორში გამოწვევაა მთელი მსოფლიოსთვის. კერძო სექტორი ხშირად თვლის, რომ განათლება და მათ შორის პროფესიული განათლება მხოლოდ სახელმწიფოს პრეროგატივაა. ამიტომ უნდა მოხდეს კერძო სექტორის ცნობიერების გაზრდა ამ მხრივ.
საჯარო კოლეჯების წარმომადგენლები თვლიან, რომ საქართველოში გვაქვს ბიზნესის ჩართულობის წარმატებული მაგალითები. თუმცა მათი მოტივაციის გაზრდისთვის, აუცილებელია უფრო მოქნილი საგადასახადო კანონმდებლობა. ასევე, აუცილებელია ბიზნესმა შეაფასოს სტუდენტი. აღნიშნული უკეთ აჩვენებს კერძო სექტორს, თუ რას აკეთებს კონკრეტული კოლეჯი და დარწმუნდნენ, რომ თვითონ აღარ მოუწევთ დამატებითი რესურსების დახარჯვა თანამშრომლების გადამზადებაში.
რეფორმა შეაფასა შემფასებელთა ჯგუფმაც და მას 10 მაქსიმალური ქულიდან 5.76 მიანიჭა. შედარებით მაღალი შეფასება - 6.73 ქულა - მიიღო კომპონენტმა, რომელიც მოსალოდნელ შედეგებს უკავშირდება, რაც იმას ნიშნავს, რომ მოლოდინები რეფორმის მიმართ მაღალია.
„რეფორმეტრი“ ISET-ის კვლევითი ინსტიტუტის პროექტია, რომელიც G4G USAID-ის მხარდაჭერით ხორციელდება და რომელიც მიზნად ისახავს ეკონომიკური რეფორმების მიმდინარეობის შეფასებას წელიწადში ორჯერ. უკვე დასრულდა ოთხი რეფორმის შეფასება, რომელთა შედეგები პროექტის ვებ-გვერდზეა გამოქვეყნებული: ReforMeter.iset-pi.ge
-
გადახედვამადონამ ტურნე უფასო კონცერტით დაასრულა, რომელსაც 1,6 მილიონი ფანი დაესწრო მადონამ ტურნე უფასო კონცერტით დაასრულა, რომელსაც 1,6 მილიონი ფანი დაესწრო
-
გადახედვანახეთ: მეცნიერებმა მდედრი ნეანდერტალელის სახე აღადგინეს ნახეთ: მეცნიერებმა მდედრი ნეანდერტალელის სახე აღადგინეს
-
გადახედვარა საფრთხეს შეიცავს უცხოური ნომრიდან შემოსული ზარები — სპეციალისტის გაფრთხილება რა საფრთხეს შეიცავს უცხოური ნომრიდან შემოსული ზარები — სპეციალისტის გაფრთხილება
-
-
-
გადახედვაკონკრეტულად, რა დარღვევები დაადგინა სტრასბურგის სასამართლომ 2019 წლის 20-21 ივნისის მოვლენების საქმეზე კონკრეტულად, რა დარღვევები დაადგინა სტრასბურგის სასამართლომ 2019 წლის 20-21 ივნისის მოვლენების საქმეზე
-
გადახედვაThe Boys მე-4 სეზონით ბრუნდება — ნახე ტრეილერი The Boys მე-4 სეზონით ბრუნდება — ნახე ტრეილერი
-
გადახედვაBoeing Starliner-ის ისტორიული მისია გადაიდო — როდის შედგება 1-ელი ეკიპაჟიანი ფრენა Boeing Starliner-ის ისტორიული მისია გადაიდო — როდის შედგება 1-ელი ეკიპაჟიანი ფრენა
-
-
-
გადახედვაროგორ იძიებს საგამოძიებო სამსახური ხაბეიშვილის ცემისა და სამართალდამცავთა შესაძლო კანონდარღვევის ფაქტებს აქციებისას — განცხადება როგორ იძიებს საგამოძიებო სამსახური ხაბეიშვილის ცემისა და სამართალდამცავთა შესაძლო კანონდარღვევის ფაქტებს აქციებისას — განცხადება
-
გადახედვარუსული კანონის დასაცავად, ხელისუფლებამ საკომუნიკაციო სტრატეგია რუსეთის დროშის ფერებში განაახლა რუსული კანონის დასაცავად, ხელისუფლებამ საკომუნიკაციო სტრატეგია რუსეთის დროშის ფერებში განაახლა
-
გადახედვაევროპარლამენტარების ღია წერილი — ისინი მიმართავენ ჯოზეფ ბორელს, შეუჩერდეს საქართველოს კანდიდატის სტატუსი ევროპარლამენტარების ღია წერილი — ისინი მიმართავენ ჯოზეფ ბორელს, შეუჩერდეს საქართველოს კანდიდატის სტატუსი
-
გადახედვა"ამბავი მარტოობასა და სიყვარულზე" — The Guardian "შაშვი შაშვი მაყვალზე" "ამბავი მარტოობასა და სიყვარულზე" — The Guardian "შაშვი შაშვი მაყვალზე"
-
გადახედვამოვიტანეთ ფოტო-ვიდეო მტკიცებულებები, როგორ იძალადეს ხაბეიშვილზე უშუალოდ ივანიშვილის დავალებით — ენმ პროკურატურასთან მოვიტანეთ ფოტო-ვიდეო მტკიცებულებები, როგორ იძალადეს ხაბეიშვილზე უშუალოდ ივანიშვილის დავალებით — ენმ პროკურატურასთან
-
-
გადახედვათბილისის მერიის განცხადება: უხვი ნალექისგან, დედაქალაქის სხვადასხვა რაიონში პრობლემები შეიქმნა თბილისის მერიის განცხადება: უხვი ნალექისგან, დედაქალაქის სხვადასხვა რაიონში პრობლემები შეიქმნა
-
გადახედვაკავკასიის უნივერსიტეტი: ვეწინააღმდეგებით ნებისმიერ ინიციატივებს თუ კანონებს, რომლებმაც, შეიძლება, ზიანი მიაყენონ ჩვენი ქვეყნის სუვერენიტეტს კავკასიის უნივერსიტეტი: ვეწინააღმდეგებით ნებისმიერ ინიციატივებს თუ კანონებს, რომლებმაც, შეიძლება, ზიანი მიაყენონ ჩვენი ქვეყნის სუვერენიტეტს
-
გადახედვაკანონი ძირს გამოუთხრის ამერიკა-საქართველოს ურთიერთობას — სახელმწიფო დეპარტამენტი კანონი ძირს გამოუთხრის ამერიკა-საქართველოს ურთიერთობას — სახელმწიფო დეპარტამენტი
-
გადახედვა700-ზე მეტი მასწავლებელი ლადო აფხაზავას სოლიდარობას უცხადებს 700-ზე მეტი მასწავლებელი ლადო აფხაზავას სოლიდარობას უცხადებს
-
გადახედვაო'ბრაიენი: თუ საქართველოს ხელისუფლება ე.წ. რუსულ კანონს მიიღებს, ვითარება ჩვენთვის ნათელი გახდება [ინტერვიუ] ო'ბრაიენი: თუ საქართველოს ხელისუფლება ე.წ. რუსულ კანონს მიიღებს, ვითარება ჩვენთვის ნათელი გახდება [ინტერვიუ]
კომენტარები