საგარეო საქმეთა სამინისტრომ ცხრა ქვეყანაში ახალი ელჩების კანდიდატურები წარადგინა
საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრომ შვეიცარიის ცხრა ქვეყანაში საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩების კანდიდატურები წარადგინა. დღეს, 26 ოქტომბერს ელჩების კანდიდატურებს საქართველოს პრეზიდენტი მიიღებს.
შვეიცარია
დავით ჯალაღანია
საგარეო საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, დავით ჯალაღანია 2008 წლიდან დღემდე საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე იყო. 2000 წლიდან იკავებდა სხვადასხვა ხელმძღვანელ პოზიციებს საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს ცენტრალურ აპარატში და საზღვარგარეთ საქართველოს დიპლომატიურ წარმომადგენლობებში. 1996-2000 წლებში ჯალაღანია იკავებდა წამყვან პოზიციებს საქართველოს ვაჭრობისა და საგარეო ეკონომიკური ურთიერთობების სამინისტროში, მათ შორის, საქართველოს ვაჭრობისა და საგარეო ეკონომიკური ურთიერთობების მინისტრის მოადგილის პოზიციას.
2005 წელს მინიჭებული აქვს საგანგებო და სრულუფლებიანი დესპანის დიპლომატიური რანგი.
ესპანეთი
ილია გიორგაძე
2012 წლიდან 2017 წლამდე ილია გიორგაძე რუმინეთში საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი იყო. საგარეო საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, 2005 წლიდან გიორგაძე იკავებდა სხვადასხვა ხელმძღვანელ პოზიციებს საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს ცენტრალურ აპარატში და საზღვარგარეთ საქართველოს დიპლომატიურ წარმომადგენლობებში. 2004-2005 წლებში იყო საქართველოს ეროვნული უშიშროების საბჭოს აპარატის საერთაშორისო უსაფრთხოების დეპარტამენტის დირექტორის მოადგილე. 2004 წელს მუშაობდა თავდაცვის სამინისტროში ევროატლანტიკური ინტეგრაციის სამმართველოს უფროსად. 2001-2004 წლებში იყო ამერიკის იურისტთა ასოციაციის სასამართლო რეფორმისა და ანტიკორუფციული პროგრამის დირექტორი. სხვადასხვა წლებში მუშაობდა უზენაესი სასამართლოსა და საქართველოს პარლამენტის აპარატში.
2009 წელს მინიჭებული აქვს საგანგებო და სრულუფლებიანი დესპანის დიპლომატიური რანგი.
ნორვეგია
მაია ყიფშიძე
მაია ყიფშიძე 2012 წლიდან დღემდე საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს ლევან მიქელაძის სახელობის დიპლომატიური სასწავლო ცენტრის დირექტორის პოზიციას იკავებდა. 2010-2012 წლებში ყიფშიძე იყო ფონდი ღია საზოგადოება - საქართველოს მედია პროექტების საბჭოს წევრი. 2006-2011 წლებში ის იკავებდა საქართველოში ბრიტანეთის საბჭოს დირექტორის მოადგილის თანამდებობას. 1996 -2006 წლებში მუშაობდა საქართველოში ბრიტანეთის საელჩოში სხვადასხვა ხელმძღვანელ თანამდებობაზე.
ბელარუსი
ვალერი კვარაცხელია
2014-2017 წლებში ვალერი კვარაცხელია მუშაობდა საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის მოადგილედ. 2004-2014 წლებში საქმიანობდა კერძო სექტორში. 1999-2003 წლებში იყო საქართველოს პარლამენტის წევრი.
ყატარი
ნიკოლოზ რევაზიშვილი
2009-2017 წლებში ნიკოლოზ რევაზიშვილი იკავებდა სხვადასხვა ხელმძღვანელ პოზიციებს საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს ცენტრალურ აპარატში. 2017 წლის თებერვლიდან დღემდე ის გახლდათ საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს ახლო აღმოსავლეთისა და აფრიკის ქვეყნების დეპარტამენტის დირექტორი. 2004-2006 წლებში რევაზიშვილი იყო საქართველოს თავდაცვის სამინისტროს საერთაშორისო ურთიერთობების და NATO-სთან ინტეგრაციის დეპარტამენტის დირექტორი. 2006-2009 წლებში მუშაობდა ნატოს-თან საქართველოს მისიაში, საქართველოს თავდაცვის სამინისტროს წარმომადგენლად ნატო-ს შტაბ-ბინაში.
2017 წელს მიენიჭა საგანგებო და სრულუფლებიანი დესპანის დიპლომატიური რანგი.
არგენტინა
ირაკლი ყურაშვილი
2012 წლის სექტემბრიდან 2017 წლის ოქტომბრამდე ირაკლი ყურაშვილი შვეიცარიის კონფედერაციაში საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩის თანამდებობას იკავებდა. 1995 წლიდან ყურაშვილი იკავებს სხვადასხვა ხელმძღვანელ პოზიციებს საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს ცენტრალურ აპარატში და საზღვარგარეთ საქართველოს დიპლომატიურ წარმომადგენლობებში.
2016 წელს მინიჭებული აქვს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩის დიპლომატიური რანგი.
ეთიოპია
ზურაბ დვალიშვილი
2017 წლიდან ზურაბ დვალიშვილი გახლდათ ახლო აღმოსავლეთისა და აფრიკის ქვეყნების დეპარტამენტის დირექტორის მოადგილე. 1994 წლიდან დღემდე იკავებდა სხვადასხვა პოზიციებს საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს ცენტრალურ აპარატში და საზღვარგარეთ საქართველოს დიპლომატიურ წარმომადგენლობებში. სხვადასხვა წლებში მუშაობდა საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის ეკონომიკისა და კულტურის სამინისტროში. 1997-2001 წლებში მუშაობდა ეუთო-ს მისიაში.
სამხრეთ აფრიკა
ბექა დვალი
2012 წლის სექტემბრიდან დღემდე ბექა დვალი არის სამხრეთ აფრიკის რესპუბლიკაში საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი. ბექა დვალი 2000 წლიდან საქმიანობს საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროში.
2016 წელს მინიჭებული აქვს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩის დიპლომატიური რანგი.
ინდონეზია
ირაკლი ასაშვილი
2017 წლის სექტემბრამდე ირაკლი ასაშვილი თურქეთის რესპუბლიკაში (სტამბოლი) საქართველოს გენერალური კონსულის პოზიციას იკავებდა. ასაშვილი 1999 წლიდან დღემდე მუშაობდა სხვადასხვა ხელმძღვანელ პოზიციებზე საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს ცენტრალურ აპარატში და საზღვარგარეთ საქართველოს დიპლომატიურ წარმომადგენლობებში.
2012 წელს მიენიჭა საგანგებო და სრულუფლებიანი დესპანის დიპლომატიური რანგი.
-
გადახედვარამდენიმე სიმართლე, რისთვისაც თვალის გასწორება მოგიწევთ თქვენი პარპაშის დასრულებამდე — ჯაფარიძე ოცნებას რამდენიმე სიმართლე, რისთვისაც თვალის გასწორება მოგიწევთ თქვენი პარპაშის დასრულებამდე — ჯაფარიძე ოცნებას
-
გადახედვაპარლამენტმა გააუქმა პლენარული სხდომა, გაუქმებულია საგარეო საქმეთა მინისტრის მოხსენებაც — რა ხდება პარლამენტმა გააუქმა პლენარული სხდომა, გაუქმებულია საგარეო საქმეთა მინისტრის მოხსენებაც — რა ხდება
-
გადახედვააქციაზე დაშავებული 8 ადამიანის ჰოსპიტალიზაცია გახდა საჭირო — ჯანდაცვის სამინისტრო აქციაზე დაშავებული 8 ადამიანის ჰოსპიტალიზაცია გახდა საჭირო — ჯანდაცვის სამინისტრო
-
გადახედვაახალგაზრდა კაცი თვალის არეშია დაჭრილი სავარაუდოდ, რეზინის ტყვიით ახალგაზრდა კაცი თვალის არეშია დაჭრილი სავარაუდოდ, რეზინის ტყვიით
-
გადახედვამოვუწოდებთ შსს-ს, უარი თქვას კანონსაწინააღმდეგო, ღირსების შემლახავ ძალადობრივ პრაქტიკაზე — საია მოვუწოდებთ შსს-ს, უარი თქვას კანონსაწინააღმდეგო, ღირსების შემლახავ ძალადობრივ პრაქტიკაზე — საია
-
გადახედვაპარლამენტში უსაფრთხოების წითელი დონე ამოქმედდა პარლამენტში უსაფრთხოების წითელი დონე ამოქმედდა
-
გადახედვამამუკა მდინარაძე: აღმოჩნდა, რომ 12-მილიმეტრიანი თიაქრით დავდიოდი, ამიტომ ვერ ვიყავი დღეს, ჩათვალეთ, 84-ე ხმა ჩემია მამუკა მდინარაძე: აღმოჩნდა, რომ 12-მილიმეტრიანი თიაქრით დავდიოდი, ამიტომ ვერ ვიყავი დღეს, ჩათვალეთ, 84-ე ხმა ჩემია
-
გადახედვა"მნიშვნელოვანია აქციის მონაწილეები არ გაცდნენ მშვიდობიანი შეკრების უფლების ფარგლებს" — სახალხო დამცველი "მნიშვნელოვანია აქციის მონაწილეები არ გაცდნენ მშვიდობიანი შეკრების უფლების ფარგლებს" — სახალხო დამცველი
-
გადახედვაფოტოებში: აქციაზე დაშავებული მშვიდობიანი დემონსტრანტები ფოტოებში: აქციაზე დაშავებული მშვიდობიანი დემონსტრანტები
-
გადახედვაფონ დერ ლაიენი: დიდი შეშფოთებით ვაკვირდები საქართველოში არსებულ ვითარებას და ვგმობ ძალადობას თბილისის ქუჩებში ფონ დერ ლაიენი: დიდი შეშფოთებით ვაკვირდები საქართველოში არსებულ ვითარებას და ვგმობ ძალადობას თბილისის ქუჩებში
-
გადახედვავითარება რუსთაველზე — ვრცელდება ინფორმაცია რეზინის ტყვიების გამოყენების შესახებ ვითარება რუსთაველზე — ვრცელდება ინფორმაცია რეზინის ტყვიების გამოყენების შესახებ
-
გადახედვამაკა ჩიკვილაძე მთავრობას: ჩვენ, ომში დაღუპული ჯარისკაცების ოჯახის წევრები, გთხოვთ, ნუ აღმართავთ ხელს ახალგაზრდა თაობაზე მაკა ჩიკვილაძე მთავრობას: ჩვენ, ომში დაღუპული ჯარისკაცების ოჯახის წევრები, გთხოვთ, ნუ აღმართავთ ხელს ახალგაზრდა თაობაზე
-
გადახედვაშსს-ს განცხადება დემონსტრანტების წინააღმდეგ წყლის ჭავლისა და წიწაკის სპრეის გამოყენებასთან დაკავშირებით შსს-ს განცხადება დემონსტრანტების წინააღმდეგ წყლის ჭავლისა და წიწაკის სპრეის გამოყენებასთან დაკავშირებით
-
გადახედვააქციის მონაწილეთა ნაწილს "ქართული ოცნების" ოფისისკენ, ნაწილს კი — კანცელარიისკენ გადასვლისკენ მოუწოდეს აქციის მონაწილეთა ნაწილს "ქართული ოცნების" ოფისისკენ, ნაწილს კი — კანცელარიისკენ გადასვლისკენ მოუწოდეს
-
-
გადახედვამამუკა მდინარაძეს დღეს კენჭისყრაში მონაწილეობა არ მიუღია, მან სასწრაფო ოპერაცია გაიკეთა — რადიო თავისუფლება მამუკა მდინარაძეს დღეს კენჭისყრაში მონაწილეობა არ მიუღია, მან სასწრაფო ოპერაცია გაიკეთა — რადიო თავისუფლება
-
გადახედვა"დროა, ურთიერთობებმა ქუჩიდან მოლაპარაკების მაგიდასთან უნდა გადაინაცვლოს" — საპატრიარქოს განცხადება "დროა, ურთიერთობებმა ქუჩიდან მოლაპარაკების მაგიდასთან უნდა გადაინაცვლოს" — საპატრიარქოს განცხადება
-
გადახედვაშსს განცხადებას ავრცელებს — რუსული კანონის მხარდამჭერი დეპუტატები შენობიდან სამართალდამცველების დახმარებით გაიყვანეს შსს განცხადებას ავრცელებს — რუსული კანონის მხარდამჭერი დეპუტატები შენობიდან სამართალდამცველების დახმარებით გაიყვანეს
-
გადახედვასია: ოცნების 83 დეპუტატი, რომლებიც რუსულ კანონს კენჭისყრაზე მხარს უჭერენ სია: ოცნების 83 დეპუტატი, რომლებიც რუსულ კანონს კენჭისყრაზე მხარს უჭერენ
-
გადახედვადეპუტატები მალე პარლამენტს დატოვებენ, აქციის მონაწილეები პარლამენტის გვერდითა ქუჩებზე ინაცვლებენ დეპუტატები მალე პარლამენტს დატოვებენ, აქციის მონაწილეები პარლამენტის გვერდითა ქუჩებზე ინაცვლებენ
-
გადახედვაპარლამენტმა რუსული კანონი მეორე მოსმენით მიიღო პარლამენტმა რუსული კანონი მეორე მოსმენით მიიღო
კომენტარები