ტყიბულის შახტაში კიდევ ერთი ადამიანი გარდაიცვალა. ინფორმაცია On.ge-ს შინაგან საქმეთა სამინისტროში დაუდასტურეს.

უწყების ინფორმაციით, საქმეზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 240-ე მუხლით დაიწყო. ამ მუხლით პირს სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობა სამუშაოს წარმოებისას უსაფრთხოების წესის დარღვევისთვის ეკისრება.