გიორგი მერებაშვილი

31 Oct. 2017, 10:37

სამწუხაროა ნამდვილად, რომ ასეთი გამოხმაურება მოჰყვა ამ ამბავს [გურამ კაშიას სოლიდარობა ლგბტ პირების მიმართ]. პირველ რიგში, მინდა ხაზგასმით ვთქვა, რომ ნებისმიერი რასისა თუ ორიენტაციის ადამიანის მიმართ ძალადობა არის დასაგმობი. მე ამაში ნებისმიერი ადამიანი დამეთანხმება, ვინც ნორმალურად აზროვნებს. გურამ კაშიას დიდი ხანია ვიცნობ, დაახლოებით 15-16 წელია და ვიცნობ არა მხოლოდ როგორც ფეხბურთელს, არამედ, როგორც პიროვნებას, ძალიან კარგი პიროვნებაა და სამწუხაროა, რომ ასეთი აგრესია გამოვლინდა ამ სამკლაურის გამო. მე ვფიქრობ, რომ ის არ იმსახურებს ამ ყველაფერს. ნებისმიერი ქართველი უნდა ამაყობდეს მისით. სასაცილოა ეს ყველაფერი. მეც ბევრჯერ გავიგე, რომ ნაკრებიდან მოიკვეთოს. მას ძალიან ბევრი წარმატება აქვს მოტანილი ნაკრებისთვის და ნამდვილად არ იმსახურებს მოკვეთას, მით უმეტეს, სამწუხაროდ, ქართულ ფეხბურთს არ უდგას კარგი დრო. არ გვაქვს ჩვენ ფუფუნება, რომ რომელიმე ფეხბურთელი მოვინაკლისოთ და ნაკრებიდან მოვკვეთოთ, მით უმეტეს, ამის გამო.

საქართველოს ეროვნული ნაკრების ფეხბურთელისა და პლოცკის "ვისლას" შემტევი ნახევარმცველის გიორგი მერებაშვილის ვიდეომიმართვა ტვ პირველმა გაავრცელა.


კომენტარები

კვირის ტოპ-5

  1. იმედი წამყვანებმა დატოვეს — რა ვიცით
  2. ორშაბათიდან მეც დავტოვებ აუდიტორიას, ჩემი ვალია ვიდგე იქ, სადაც ჩემი სტუდენტები დგანან — თსუ-ს პროფესორი
  3. დემონსტრანტებისთვის ზიანის შემცირების მიზნით, თბილისის დინამოს გულშემატკივართა გაერთიანება მოძრაობას აფუძნებს
  4. რუსული კანონის წინააღმდეგ თსუ-ს იმ ფაკულტეტის თვითმმართველობა ავრცელებს განცხადებას, სადაც ლექციებს კობახიძე კითხულობს
  5. ყველას ვაფრთხილებ, ცეცხლს ეთამაშებიან, ძალიან ფრთხილად იყვნენ — კალაძე

გირჩევთ

ახლა კითხულობენ

გადახედვა

კანცელარიაში ო'ბრაიენისა და კობახიძის შეხვედრა დასრულდა — საუბარი დაგეგმილზე დიდხანს გაგრძელდა

რა ხდება: ამერიკის სახელმწიფო დეპარტამენტის მაღალჩინოსანი, ჯეიმს (ჯიმ) ო'ბრაიენი ირაკლი კობახიძეს…