კაშია: ყველას ეკეთა სამკლაური და ვერც ხვდებიან, რომ ამხელა ამბავი მოყვა საქართველოში
საქართველოს საფეხბურთო ნაკრების ვიცე-კაპიტანმა და კლუბ ვიტესის კაპიტანმა გურამ კაშიამ, რუსთავი 2-სთვის მიცემულ ინტერვიუში თქვა, რომ მსგავსი სამკლაური ყველას ეკეთა.
"აბსოლუტურად ყველას ეკეთა და ვერც ხვდებიან, რომ ამხელა ამბავი მოყვა საქართველოში. ვერც ვუხსნი. აზრადაც არ მომსვლია, რომ ეგ სამკლაური ჩემი ინიციატივით გამეკეთებინა. არა, მართლა არ ყოფილა ეგეთი რამე. ბევრი ლაპარაკი გამოიწვია, რაც მე არ მსიამოვნებს", - ამბობს კაშია.
კაშიას განმარტებით, ეს იყო ჩვეულებრივი თამაში, სადაც ვიტესის კაპიტანს უნდა კეთებოდა სამკლაური:
"გასახდელში შევედი და ის სამკლაური იქ იდო. თვითონ ეს ჰოლანდიელი ხალხი არავინ ელოდა ამხელა გამოხმაურებას საქართველოში. მე კაპიტანი ვარ, რა თქმა უნდა, პასუხისმგებელი ვარ გუნდის რომ გამოვიდეს".
ფეისბუკზე გურამ კაშიას ფოტოს გამოჩენას, რომელზეც თამაშის დროს, ლგბტ დროშის ფერებში სამკლაური უკეთია ქართველი მომხმარებლების ნაწილი გაღიზიანება მოჰყვა. მოგვიანებით კაშიამ განაცხადა, რომ ძალადობის წინააღმდეგია და არ ნანობს რაც გააკეთა. თავად სამკლაური კი ცნობიერების ამაღლების კამპანიის ნაწილია.
გურამ კაშიას ღიად დაუჭირა მხარი ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტმა, ლევან კობიაშვილმა და საქართველოს პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა. სპორტის სხვა წარმომადგენლებმაც გამოუცხადეს თანადგომა კაშიას:
- ზვიად სიჭინავა: დაუშვებელია ადამიანების დისკრიმინაცია მათი სექსუალური ორიენტაციის გამო
- გიორგი მერებაშვილი: გურამმა ლგბტ თემს თანადგომა გამოუცხადა, მის პოზიციას სრულიად ვიზიარებ
- ფეხბურთის ფედერაციის ვიცე-პრეზიდენტი: გურამ კაშია სამაგალითო პიროვნებაა
- კახა კალაძე: ნაკრებიდან არ ვიცი, რატომ უნდა გაირიცხოს, რა დააშავა კაშიამ?
გურამ კაშიას მიერ სამკლაური გაკეთების გამო ქართულმა მარშმა ჰომოფობიურ ნიადაგზე ფეხბურთის ფედერაციასთან საპროტესტო აქცია გამართა. ისინი კობიაშვილისგან ბოდიში მოხდას და კაშიას ნაკრებიდან გარიცხვას ითხოვდნენ. აქციის მონაწილეებმა ლგბტ დროშა დაწვეს და დახიეს.
იმის გამო, რომ სათაური არასწორი ინტერპრეტაციის საშუალებას იძლეოდა, მასალის გამოქვეყნებიდან რამდენიმე წუთში შეიცვალა.
-
გადახედვაარაადამიანია ყველა, ვინც ამას ხედავს და არაფერს ამბობს. დღეს ან ხალხის მხარეს დგახარ და ადამიანი ხარ, ან სხვა გზას ირჩევ და არაადამიანი ხდები. არაადამიანია ყველა, ვინც ამას ხედავს და არაფერს ამბობს. დღეს ან ხალხის მხარეს დგახარ და ადამიანი ხარ, ან სხვა გზას ირჩევ და არაადამიანი ხდები.
-
გადახედვანახეთ: ჩინეთში მთვარის ყველაზე დეტალური ატლასი შექმნეს ნახეთ: ჩინეთში მთვარის ყველაზე დეტალური ატლასი შექმნეს
-
გადახედვაწამებში გამიკეთეს წრე, შემათრიეს კორდონის შიგნით და გადამიარეს — რობი ზარიძე წამებში გამიკეთეს წრე, შემათრიეს კორდონის შიგნით და გადამიარეს — რობი ზარიძე
-
-
-
გადახედვარა მოხდა გუშინ პარლამენტთან, შსს-ს ვერსიით რა მოხდა გუშინ პარლამენტთან, შსს-ს ვერსიით
-
-
გადახედვალევან ხაბეიშვილი ნაცემია — ენმ აცხადებს, რომ პარტიის ლიდერი ბიძინა ივანიშვილის პირადი დავალებით გაიტაცეს ლევან ხაბეიშვილი ნაცემია — ენმ აცხადებს, რომ პარტიის ლიდერი ბიძინა ივანიშვილის პირადი დავალებით გაიტაცეს
-
გადახედვასპეცრაზმი, მშვიდობიანი აქციის მონაწილეების წინააღმდეგ, კვლავ წყლის ჭავლს და ცრემლსადენ გაზს იყენებს სპეცრაზმი, მშვიდობიანი აქციის მონაწილეების წინააღმდეგ, კვლავ წყლის ჭავლს და ცრემლსადენ გაზს იყენებს
-
გადახედვასახალხო დამცველი: აქცია მშვიდობიანი ხასიათისაა. არ არსებობს მის წინააღმდეგ ძალის გამოყენების საფუძველი სახალხო დამცველი: აქცია მშვიდობიანი ხასიათისაა. არ არსებობს მის წინააღმდეგ ძალის გამოყენების საფუძველი
-
გადახედვარუსული კანონის საწინააღმდეგო აქციის მონაწილეებმა იუსტიციის სახლთან გზა გადაკეტეს რუსული კანონის საწინააღმდეგო აქციის მონაწილეებმა იუსტიციის სახლთან გზა გადაკეტეს
-
გადახედვამოვუწოდებთ სპეციალურ საგამოძიებო სამსახურს, გამოიძიოს პოლიციელთა მიერ ჩადენილი სავარაუდო დანაშაულები — TI მოვუწოდებთ სპეციალურ საგამოძიებო სამსახურს, გამოიძიოს პოლიციელთა მიერ ჩადენილი სავარაუდო დანაშაულები — TI
-
გადახედვასპეცრაზმი მშვიდობიან მოქალაქეებს წყლის ჭავლის გამოყენებით შლის სპეცრაზმი მშვიდობიან მოქალაქეებს წყლის ჭავლის გამოყენებით შლის
-
გადახედვასახალხო დამცველი: დაუშვებელია სპეციალური საშუალებების, მათ შორის, ე.წ. წიწაკის სპრეის დამიზნებით სახეში გამოყენება სახალხო დამცველი: დაუშვებელია სპეციალური საშუალებების, მათ შორის, ე.წ. წიწაკის სპრეის დამიზნებით სახეში გამოყენება
-
გადახედვასპეცრაზმი დემონსტრანტებს დამიზნებით ესვრის გაზის კაფსულებს, მედიის ცნობით, ისროლეს რეზინის ტყვიებიც სპეცრაზმი დემონსტრანტებს დამიზნებით ესვრის გაზის კაფსულებს, მედიის ცნობით, ისროლეს რეზინის ტყვიებიც
-
გადახედვაზაზა სარალიძე: მთელი საქართველო დავდგეთ ფეხზე ამ რუსული რეჟიმის წინააღმდეგ! ზაზა სარალიძე: მთელი საქართველო დავდგეთ ფეხზე ამ რუსული რეჟიმის წინააღმდეგ!
-
გადახედვამშვიდობიანი დემონსტრანტების ძალის გამოყენებით დაშლის შემდეგ, შსს კიდევ ერთ განცხადებას ავრცელებს მშვიდობიანი დემონსტრანტების ძალის გამოყენებით დაშლის შემდეგ, შსს კიდევ ერთ განცხადებას ავრცელებს
-
გადახედვაპოლიციამ რამდენჯერმე გამოიყენა წიწაკის სპრეი პარლამენტთან, მშვიდობიანი მოქალაქეების წინააღმდეგ პოლიციამ რამდენჯერმე გამოიყენა წიწაკის სპრეი პარლამენტთან, მშვიდობიანი მოქალაქეების წინააღმდეგ
-
გადახედვაპარლამენტთან დაძაბულობაა, პოლიციას მშვიდობიანი დემონსტრანტები ძალით გაჰყავს პარლამენტთან დაძაბულობაა, პოლიციას მშვიდობიანი დემონსტრანტები ძალით გაჰყავს
-
გადახედვაპარლამენტთან მიმდინარე პროტესტთან დაკავშირებით შსს განცხადებას ავრცელებს პარლამენტთან მიმდინარე პროტესტთან დაკავშირებით შსს განცხადებას ავრცელებს
-
გადახედვაპარლამენტმა ცესკოს თავმჯდომარე 5 წლის ვადით აირჩია პარლამენტმა ცესკოს თავმჯდომარე 5 წლის ვადით აირჩია
კომენტარები