The Guardian: Netflix-მა House of Cards-დან კევინ სპეისი დაითხოვა
The Guardian-ის ინფორმაციით, Netflix-მა განაცხადა, რომ სერალი House of Cards წყვეტს სექსუალურ შევიწროებაში დადანაშაულებულ კევინ სპეისისთან მუშაობას და მსახიობის ფილმში გადაღებაზე უარს აცხადებს.
"სერიალ House of Cards-ის გადაღებებში კევინ სპეისი აღარ მიიღებს მონაწილეობას. ჩვენ, ასევე, გადავწყვიტეთ, რომ აღარ გავაგრძელებთ მუშაობას ფილმ Gore-ზე, რომელშიც სპეისი, როგორც მსახიობი და პროდიუსერი ისე მონაწილეობდა", - ნათქვამია განცხადებაში.
რამდენიმე დღის წინ Netflix-მა House of Cards-ის ბოლო, მეექვსე სეზონი დააანონსა. კომპანიის თქმით, მათ ამის შესახებ გადაწყვეტილება რამდენიმე თვის წინ მიიღეს და მსახიობის მიმართ გამოთქმულ ბრალდებებს არ უკავშირდება.
გუშინ გავრცელდა ინფორმაცია, რომ, სავარაუდოდ, ბრიტანეთის პოლიცია ჰოლივუდის მსახიობის კევინ სპეისის წინააღმდეგ სექსუალური ძალადობის შესახებ გამოთქმულ ბრალდებებს გამოიძიებს. გამოძიებას Scotland Yard-ის ბავშვზე ძალადობისა და სექსუალური დანაშაულის ჯგუფი ატარებს. ამასთან, Scotland Yard-ის წარმომადგენელმა ბრალდებულის იდენტობა არ დაადასტურა, თუმცა, სავარაუდოდ, საუბარი სწორედ კევინ სპეისიზეა.
ჰოლივუდელი მსახიობი, კევინ სპეისი არასათანადო სექსუალურ ქცევაში რამდენიმე ყოფილმა და მოქმედმა თანამშრომელმა დაადანაშაულა. მის გარშემო სკანდალი დღითიდღე იზრდება.
ბრალმდებლები ყვებიან, რომ სპეისი გამოირჩეოდა შეუთანხმებელი შეხებით, შეუსაბამო სექსუალური კომენტარებით და ძირითადად ახალგაზრდა კაცებს უმიზნებდა.
კევინ სპეისის სექსუალურ შევიწროებაში პირველად ენტონი რაპმა BuzzFeed-თან ინტერვიუში დასდო ბრალი. მას შემდეგ, ოსკაროსანი მსახიობი კიდევ უფრო მეტმა კაცმა დაადანაშაულა მათ მიმართ არასათანადო ქცევაში. ბრალდებების უმრავლესობა 2004-2015 წლების პერიოდს ეხება, როდესაც კევინ სპეისი ლონდონის Old Vic თეატრის სამხატვრო ხელმძღვანელის თანამდებობას იკავებდა.
გაიგეთ მეტი კევინ სპეისის მიმართ სექსუალური შევიწროების ბრალდებების შესახებ.
-
გადახედვა28 აპრილს აქციაზე, 23 საათისთვის, დაახლოებით 100 000 ადამიანი იყო — აგიხსნით, როგორ დავთვალეთ 28 აპრილს აქციაზე, 23 საათისთვის, დაახლოებით 100 000 ადამიანი იყო — აგიხსნით, როგორ დავთვალეთ
-
გადახედვალომჯარია მერიის განცხადებაზე: რა “არასანქცირებული” მიტინგი?! ასეთი ტერმინი მხოლოდ რუსეთს აქვს ლომჯარია მერიის განცხადებაზე: რა “არასანქცირებული” მიტინგი?! ასეთი ტერმინი მხოლოდ რუსეთს აქვს
-
გადახედვააქციაზე ალექსი პეტრიაშვილი დააკავეს აქციაზე ალექსი პეტრიაშვილი დააკავეს
-
გადახედვაგანცხადება: საქართველოს სახალხო დამცველის დაკვირვებით, ამ ეტაპზე, არ არსებობს შეკრების შეწყვეტის წინაპირობა და აქცია ატარებს მშვიდობიან ხასიათს განცხადება: საქართველოს სახალხო დამცველის დაკვირვებით, ამ ეტაპზე, არ არსებობს შეკრების შეწყვეტის წინაპირობა და აქცია ატარებს მშვიდობიან ხასიათს
-
გადახედვასაია: არ არსებობს მშვიდობიანი აქციის დაშლის კანონისმიერი წინაპირობა საია: არ არსებობს მშვიდობიანი აქციის დაშლის კანონისმიერი წინაპირობა
-
გადახედვათბილისის მერია აცხადებს, რომ რუსული კანონის საწინააღმდეგო აქცია არასანქცირებულია თბილისის მერია აცხადებს, რომ რუსული კანონის საწინააღმდეგო აქცია არასანქცირებულია
-
გადახედვაწიწაკის სპრეის გამოყენების გამო, აქციის მონაწილეების ნაწილი შეუძლოდ გახდა წიწაკის სპრეის გამოყენების გამო, აქციის მონაწილეების ნაწილი შეუძლოდ გახდა
-
გადახედვაშსს კიდევ ერთ განცხადებას ავრცელებს შსს კიდევ ერთ განცხადებას ავრცელებს
-
გადახედვარუსთაველზე დაძაბულობაა — მობილიზებულია სპეცრაზმი და წყლის ჭავლის მანქანა რუსთაველზე დაძაბულობაა — მობილიზებულია სპეცრაზმი და წყლის ჭავლის მანქანა
-
გადახედვაშსს აქციასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს შსს აქციასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს
-
გადახედვარუსთაველის გამზირზე მრავალრიცხოვანი მსვლელობა გრძელდება — მოქალაქეები პარლამენტის შენობას, სიმბოლურად, წრეს არტყამენ რუსთაველის გამზირზე მრავალრიცხოვანი მსვლელობა გრძელდება — მოქალაქეები პარლამენტის შენობას, სიმბოლურად, წრეს არტყამენ
-
გადახედვაპროვოკაციების თავიდან აცილების მიზნით, აუცილებელია ხვალინდელი საკომიტეტო მოსმენის გადადება — ენმ და სტრატეგია აღმაშენებელი პროვოკაციების თავიდან აცილების მიზნით, აუცილებელია ხვალინდელი საკომიტეტო მოსმენის გადადება — ენმ და სტრატეგია აღმაშენებელი
-
გადახედვაარა რუსულ კანონს! — რესპუბლიკის მოედანზე საპროტესტო აქცია მიმდინარეობს არა რუსულ კანონს! — რესპუბლიკის მოედანზე საპროტესტო აქცია მიმდინარეობს
-
გადახედვარესპუბლიკის მოედანზე რუსული კანონის საწინააღმდეგო აქციის მონაწილეები იკრიბებიან რესპუბლიკის მოედანზე რუსული კანონის საწინააღმდეგო აქციის მონაწილეები იკრიბებიან
-
გადახედვაროგორ გავძლებთ აქ? — LOUDspeakers პოლიტიკურ პროცესებს სიმღერით ეხმაურება როგორ გავძლებთ აქ? — LOUDspeakers პოლიტიკურ პროცესებს სიმღერით ეხმაურება
-
-
გადახედვასანქციები, სავიზო შეზღუდვების გაფართოება, პირდაპირი დაფინანსების შეწყვეტა — რა წერია ამერიკელი სენატორების წერილში, რომელიც კობახიძეს გაუგზავნეს სანქციები, სავიზო შეზღუდვების გაფართოება, პირდაპირი დაფინანსების შეწყვეტა — რა წერია ამერიკელი სენატორების წერილში, რომელიც კობახიძეს გაუგზავნეს
-
-
გადახედვამელანომის პირველ ინდივიდუალიზებულ ვაქცინას უკვე ასობით ადამიანზე ცდიან მელანომის პირველ ინდივიდუალიზებულ ვაქცინას უკვე ასობით ადამიანზე ცდიან
-
გადახედვაყველაზე დიდი ცხოველი, რომელსაც ხმელეთზე უარსებია — პატაგოტიტანი ყველაზე დიდი ცხოველი, რომელსაც ხმელეთზე უარსებია — პატაგოტიტანი
-
გადახედვაSETI-ს მეცნიერის თქმით, არამიწიერი სიცოცხლის აღმოჩენა გარდაუვალია და ამას ჯეიმს ვების ტელესკოპით შევძლებთ SETI-ს მეცნიერის თქმით, არამიწიერი სიცოცხლის აღმოჩენა გარდაუვალია და ამას ჯეიმს ვების ტელესკოპით შევძლებთ
კომენტარები