სამოთხის დოკუმენტები: ჯასტინ ტრუდოს მრჩეველი ოფშორში თანხების გადარიცხვის სქემაშია გარეული
კანადის პრემიერ-მინისტრის, ჯასტინ ტრუდოს ფანდრაიზერმა და მთავარმა მრჩეველმა, სტეფან ბრონფმანმა, რომელმაც ქარიზმატული პოლიტიკოსის კარიერაში დიდი როლი ითამაშა, ოფშორში მილიონობით დოლარის გადარიცხვაში მონაწილეობდა.
სამოთხის დოკუმენტები (Paradise Papers) აჩვენებს, რომ ბრონფმანი აშშ-ის, ისრაელსა და კაიმანის კუნძულებს შორის თანხის გადარიცხვის სქემით, სავარაუდოდ, ლეგალურად არიდებდა თავს გადასახადებს.
ფაილების თანახმად, სქემაში ჯასტინ ტრუდოს უახლოესი გარემოცვიდან ორი ადამიანი, სტეფან ბრონფმანი და ლეო კოლბერი, თავიანთი ოჯახებით ფიგურირებს.
2015 წლის ოქტომბერში, ჯასტინ ტრუდოს ერთ-ერთი ძირითადი დაპირება, რომელმაც საბოლოო ჯამში მისი გამარჯვება უზრუნველყო, ეკონომიკური უთანასწორობის აღმოფხვრა და გადასახადებისთვის თავის არიდებასთან ბრძოლა იყო. გასულ წელს, პანამის დოკუმენტებში მისი ოჯახის მემკვიდრეობის დეტალური შესწავლის შედეგად, ტრუდო წნეხის ქვეშ მოექცა. მაშინ ტრუდო ამტკიცებდა, რომ მისი პირადი აქტივები სრულიად გამჭვირვალე იყო. ამასთან, კრიტიკა მოჰყვა კანადის სამაუწყებლო კომპანიის მიერ მომზადებულ გამოძიებას სქემაზე, რომელიც მდიდარ კანადელებს დაბალი გადასახადების მქონე კუნძულ მენზე (Isle of Man) გადატანაში ეხმარებოდა.
"აბსოლუტურად მიუღებელია, რომ ადამიანებმა გადასახადების საკუთარი წილი სამართლიანად არ გადაიხადონ", - განაცხადა კანადის პრემიერ-მინისტმა მარტში და გადასახადებზე თავის არიდებასთან და თაღლითობასთან უკეთესად ბრძოლის პირობა დადო.
სტეფან ბრონფმანმა, ლეო კოლბერმა და ჯასტინ ტრუდომ კომენტარზე უარი თქვეს.
სამოთხის დოკუმენტები საგამოძიებო პრეოქტია, რომელზეც სულ 381 ჟურნალისტი და 96 მედია ორგანიზაცია მუშაობდა 67 ქვეყნიდან. 13,4 მილიონი დოკუმენტი შეიცავს ინფორმაციას ოფშორული ზონების დამალულ იმპერიაზე. ფაილებში ფიგურირებენ ისეთი საერთაშორისო კომპანიები როგორებიცაა Apple, Nike და Facebook, ისევე, როგორც პლანეტის უმდიდრესი ადამიანები - ბრიტანეთის დედოფალი ელიზაბეტ მეორე, ბონო და სხვა.
-
გადახედვაბრიტნი სპირსის სასამართლო პროცესი საბოლოოდ დასრულდა — ბრიტნი თავისუფალია ბრიტნი სპირსის სასამართლო პროცესი საბოლოოდ დასრულდა — ბრიტნი თავისუფალია
-
გადახედვაროგორ გავძლებთ აქ? — LOUDspeakers პოლიტიკურ პროცესებს სიმღერით ეხმაურება როგორ გავძლებთ აქ? — LOUDspeakers პოლიტიკურ პროცესებს სიმღერით ეხმაურება
-
-
-
გადახედვამელანომის პირველ ინდივიდუალიზებულ ვაქცინას უკვე ასობით ადამიანზე ცდიან მელანომის პირველ ინდივიდუალიზებულ ვაქცინას უკვე ასობით ადამიანზე ცდიან
-
გადახედვაყველაზე დიდი ცხოველი, რომელსაც ხმელეთზე უარსებია — პატაგოტიტანი ყველაზე დიდი ცხოველი, რომელსაც ხმელეთზე უარსებია — პატაგოტიტანი
-
გადახედვაSETI-ს მეცნიერის თქმით, არამიწიერი სიცოცხლის აღმოჩენა გარდაუვალია და ამას ჯეიმს ვების ტელესკოპით შევძლებთ SETI-ს მეცნიერის თქმით, არამიწიერი სიცოცხლის აღმოჩენა გარდაუვალია და ამას ჯეიმს ვების ტელესკოპით შევძლებთ
-
გადახედვაამომავალი ვარსკვლავები — გიორგი გიგაშვილი პრესტიჟული ევროპული პროგრამის გამარჯვებულია ამომავალი ვარსკვლავები — გიორგი გიგაშვილი პრესტიჟული ევროპული პროგრამის გამარჯვებულია
-
გადახედვამეცნიერებმა ძველ გრაგნილში პლატონის საფლავის მდებარეობაზე მინიშნებას მიაგნეს მეცნიერებმა ძველ გრაგნილში პლატონის საფლავის მდებარეობაზე მინიშნებას მიაგნეს
-
-
-
-
გადახედვაილიაუნი მოსწავლეებისთვის ასტროფიზიკის პრაქტიკულ შეხვედრებს გამართავს — როგორ დავესწროთ ილიაუნი მოსწავლეებისთვის ასტროფიზიკის პრაქტიკულ შეხვედრებს გამართავს — როგორ დავესწროთ
-
-
-
გადახედვამკვლევრებმა 90 მილიონი წლის წინ მცხოვრები გიგანტური ფრინველის ნაკვალევი აღმოაჩინეს მკვლევრებმა 90 მილიონი წლის წინ მცხოვრები გიგანტური ფრინველის ნაკვალევი აღმოაჩინეს
-
გადახედვა29 აპრილს, პარლამენტი გენდერული კვოტირების გაუქმებაზე, პრეზიდენტის ვეტოს განიხილავს 29 აპრილს, პარლამენტი გენდერული კვოტირების გაუქმებაზე, პრეზიდენტის ვეტოს განიხილავს
-
-
გადახედვა"ობობები" მარსზე — რატომ ჩნდება წითელ პლანეტაზე სეზონური მუქი ლაქები "ობობები" მარსზე — რატომ ჩნდება წითელ პლანეტაზე სეზონური მუქი ლაქები
-
გადახედვაკობახიძე აცხადებს, რომ ევროპარლამენტის რეზოლუციაში ვიზალიბერალიზაციაზე ჩანაწერს "ჩალის ფასი აქვს" კობახიძე აცხადებს, რომ ევროპარლამენტის რეზოლუციაში ვიზალიბერალიზაციაზე ჩანაწერს "ჩალის ფასი აქვს"
-
კომენტარები